საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

მემორანდუმი

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა

და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტ ტექინფორმს შორის

მიმდინარე წლის 14 მაისს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტ ტექინფორმს შორის.

 

 6dd4beab 193f 49a5 a0ee 04f4cd9f85ff

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიის საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქმიანობისა და კავშირის მთავარი სპეციალისტი, დოქტორი თინათინ ეპიტაშვილი, ხოლო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტ ტექინფორმიდან, ტექინფორმის დირექტორი ქალბატონი ნელი მახვილაძე.

შეხვედრა გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ აკადემიასა და ტექინფორმს შორის არაერთი წლის თანამშრომლობა აკავშირებს, რაც მეტად მისასალმებელია. მემორანდუმი კიდევ უფრო დააახლოებს ამ ორ ორგანიზაციას, რას შემდგომში გააძლიერებს და გაზრდის ქვეყნის აგრარული დარგის ცნობადობას საერთაშორისო დონეზე. თავის მხრივ ტექინფორმის დირექტორმა, ქალბატონმა ნელი მახვილაძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ამ ორ ინსტიტუციას შორის ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაძლიერებას საქართველოში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში (FAO) შემავალ სოფლის მეურნეობის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინდიკატორების (ASTI-ის) საპილოტე პროექტის განხორციელებას (FAO ASTI).0eb206f2 41d1 4699 90fd d3c27b214517

მხარეები შეთანხმდნენ: რომ მემორანდუმის ფარგლებში მოხდება FAO ASTI-ის მიერ შემუშავებული კითხვარების დააგზავნა შესაბამის უწყებებში პასუხების მოსაპოვებლად. ასევე შეჯერებული პასუხები გადაეგზავნებათ FAO ASTI-ის ოფიციალურ წარმომადგენლებს. ამასთან მხარეები შეთანხმდნენ, რომ საპილოტე პროექტში საკვანძო ორგანიზაციად განისაზღვროს სტუ-ს ინსტიტუტი ტექინფორმი.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტ ტექინფორმის დირექტორმა, ქალბატონმა ნელი მახვილაძემ.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com