საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

საერთო კრება

7fe74e7e 535e 423c 8ef9 565ecf767509  მიმდინარე წლის 18 ივლისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა აკადემიის საერთო კრება. კრებას ესწრებოდა აკადემიის 24 ნამდვილი წევრი, (აკადემიკოსი), აკადემიის აპარატი, აკადემიის სტიპენდიატი, აკადემიის დარგობრივი მიმართულებების კოორდინატორები და მოწვეული სტუმრები, რომელთა შორის გახლდათ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, აკადემიკოსი სოლომონ პავლიაშვილი და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნერების განვითარების დეპარტამენტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსი მინდია ოკუჯავა.

კრება გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. მოკლე მისალმების შემდეგ მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო კრების დღის წესრიგი, რომლის შესაბამისად წარიმართა კრების მუშაობა. პირველი საკითხის ირგვლივ - ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის (1 ადგილი) და ეკონომიკურ (1 ადგილი) მეცნიერებათა განყოფილებებში სტიპენდიატების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად კონკურსში მონაწილე კანდიდატების შესახებ, მოხსენებით გამოვიდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის და ეკონომიკის მეცნიერებათა განყოფილებების სტიპენდიატების ვაკანტურ ადგილებზე სტიპენდიატების ასარჩევად კონკურსის მაღალორგანიზებულად ჩატარების მიზნით აკადემიის პრეზიდენტის №52 ბრძანებით შექმნილი საექსპერტო-საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე - აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა. მან კრების მონაწილეებს გააცნო შემოსულ კანდიდატთა ბიოგრაფიული მონაცემები. აღინიშნა, რომ სულ შემოსული იყო 3 განცხადება, 2 სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილებაში (საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი მაია მეტრეველი; ქიმიის დოქტორი დარეჯან დუღაშვილი), ერთი ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილებაში (ეკონომიკის დოქტორი ნატო ჯაბნიძე), თუმცა (საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორ მაია მეტრეველის კანდიდატურა მოხსნილი იქნა კონკურსიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ა.წ. 1 ივლისის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით (ოქმი №7) და აკადემიის პრეზიდენტის ა.წ. 1 ივლისის №53 ბრძანებით ერთჯერადად გაერთიანებული სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის, ეკონომიკურ და აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილებების 2024 წლის 12 ივლისის საერთო კრებაზე გამოუცხადებლობის გამო. f868e00e eb2f 419b 9079 f02940ab4c59

 შემდეგ დღის წესრიგის თანახმად მოსმენილი იქნა კონკურსანტთა მოხსენებები. აკადემიკოსთა მხრიდან დაისვა არაერთი შეკითხვა, რომელზედაც კონკურსანტებმა კვალიფიციური პასუხები გასცეს. აკადემიის წესდებისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, აკადემიის აკადემიკოს-მდივნის, აკადემიის პრეზიდიუმის სხვა წევრების, აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნების, აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების), აკადემიის საპატიო და უცხოელი წევრების და აკადემიის სტიპენდიატების არჩევნების   ჩატარების დებულების შესაბამისად ჩატარდა არჩევნები, რის შედეგად გამოვლინდა შემდეგი, აკადემიის სტიპენდიატებად არჩეულნი იქნენ: აკადემიის სურსათის c48e9016 1a61 4875 9441 fd9c90fba5bbუვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილებაში: ქიმიის დოქტორი დარეჯან დუღაშვილი, ხოლო ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილებაში, ეკონომიკის დოქტორი ნატო ჯაბნიძე. ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით კრებას გააცნო ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა ჯემალ კაციტაძემ.

აკადემიის ახლად არჩეულ სტიპენდიატებს აკადემიის სტიპენდიატობა   მიულოცა აკადემიის პრეზიდენტმა, ბატონმა გ. ჯაფარიძემ, რომელსაც დამსწრე საზოგადოებაც შეუერთდა.

აკადემიის საერთო კრების მე-4 საკითხად განხილული იყო ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით გათვალისწინებულ საკითხთა (თემების) შესრულების მიმდინარეობის შესახებ.  31cb17e2 ee75 4096 9495 3364043f9de1

- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების ინტეგრირებული მართვის სისტემის ფორმირების კონცეპტუალური და მეთოდოლოგიური ასპექტები- რომლის გარშემოც ფართო მოხსენება გააკეთა აკადემიკოსმა ნოდარ ჭითანავამ. ბატონმა ნოდარმა მსმენელთა ყურაღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: საბაზრო პრინციპებზე ეროვნული ეკონომიკის გადასვლის პროცესი; განვლილ პერიოდში ქვეყნის განვითარების თავისებურებები და ტენდენციები; მიზეზ-ფაქტორები, რომლებმაც შეაფერხეს ქვეყნის განვითარება;        ეკონომიკური გარდაქმნების ზნეობრივი ასპექტები; საქართველოს მიწის რესურსების გამოყენების თანამედროვე მდგომარეობა და სხვ. მომხსენებელმა თითოეული საკითხის ირგვლივ გააკეთა მნიშვნელოვანი განმარტებანი, რის გამოც აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურა.  

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წესდებაში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის შესახებ დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. აღინიშნა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით საჭირო იყო აკადემიის წესდებაშიც ცვლილებების შეტანა, ასევე საჭირო იყო ნაწილობრივ სტილისტური შეცდომების შესწორებაც. წამოყენებულ საკითხებს აკადემიის აკადემიკოსთა მხრიდან სრული მხარდაჭერა გამოეცხადა.

დღის წესრიგის ბოლო საკითხთან დაკავშირებით - აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, აკადემიკოს გურამ ალექსიძის 85 და სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 60 წლის და აკადემიის პრეზიდენტის მოადგილის, აკადემიკოს ანატოლი გიორგაძის 55 და სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება - სიტყვით გამოვიდა აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, რომელმაც აუდიტორიას გააცნო აკადემიკოს გ. ალექსიძის ბიოგრაფიული მონაცემები.

დოქტორ მარინე ბარვენაშვილის მოხსენების შემდეგ აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გ. ჯაფარიძემ სიტყვა გადასცა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, აკადემიკოს სოლომონ პავლიაშვილს.

ბატონმა სოლომონმა მადლობა გადაუხადა აკადემიის პრეზიდენტს მოწვევისათვის, რის შემდეგ მიულოცა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად არჩევა, უსურვა წარმატება და წინსვლა ახალ პოზიციაზე.

4b27d34d b4f8 4c1c 9ef3 f608c969808c 1 ბატონმა სოლომონ პავლიაშვილმა აკადემიკოს გ. ალექსიძეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ბატონ ოთარ შამუგიას და პირადად თავისი სახელით მიულოცა საიუბილეო თარიღი. ხაზი გაუსვა აკადემიკოს გ. ალექსიძის დამსახურებას ქვეყნისა და ერის წინაშე. ყურადღება გაამახვილა მის სამეცნიერო საქმიანობაზე, მის ცნობადობაზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. „ბატონ გურამს გამოქვეყნებული აქვს 240-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათგან 70-მდე საერთაშორისო გამოცემებში. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 20-მდე სადოქტორო დისერტაცია, რომელთა შორის არიან უცხოელი სპეციალისტებიც. აკად. გ. ალექსიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე დღესაც დაუღალავი, გამორჩეული შემართებით ზრდის ახალ თაობას. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე კითხულობს ლექციებს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გამოხატავს უდიდეს მადლიერებას ბატონი გ. ალექსიძის მიმართ, რომელმაც მამის, ცნობილი მეცნიერის, ვაზის დაცვის ერთერთი ფუძემდებლის, პროფესორ ნიკო ალექსიძის საქმის გამგრძელებელმა უდიდესი წვლილი შეიტანა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ინტეგრირებული ბრძოლის საქმეში“ - აღნიშნა აკადემიკოსი ს. პავლიაშვილმა და ბატონ გურამს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. d0b02240 3aaf 4546 8aaf 2879a0b47e60

ბატონმა სოლომონმა საიუბილეო თარიღი ასევე მიულოცა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილეს, აკადემიკოს ანატოლი გიორგაძეს. უსურვა წარმატებები და წინსვლა და ახალ-ახალი მიღწევები მის სამეცნიერო-პედაგოგიურ და საზოგადო საქმიანობაში.

აკადემიის მთავარმა აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ალექსანდრე დიდებულიძემ აუდიტორიას გააცნო აკად. გ. ალექსიძისადმი გამოგზავნილი მისალოცი წერილები, რომლებსაც ხელს აწერდნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ბატონი ნოდარ პაპუკაშვილი; საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი გელა სამხარაული; ლატვიის სოფლის მეურნეობის და მეტყევეობის აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი ბაიბა რივზა; ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების (UEAA) ექსპრეზიდენტი, პროფესორი მიშელ ტიბიერი; ინდოეთის აგრარულ მეცნიერებების განვითარების ფონდიდან, დოქტორი რაჯ პაროდა; ცენტრალური აზიისა და კავკასიის სოფლის მეურნეობის კვლევითი ორგანიზაციის ასოციაციის (CACAARI) ვიცე-პრეზიდენტი, პროფესორი ალიშერ ტაშმატოვი და აღმასრულებელი მდივანი ბოტირ დოსოვი (ასოციაციიდან ასევე მიღებულია აკად. გ. ალექსიძის დამსახურების აღიარების სერტიფიკატი)

იუბილარებს ღირსშესანიშნავი თარიღები მიულოცეს ასევე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნერების განვითარების დეპარტამენტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსმა მინდია ოკუჯავამ, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, აკადემიკოსმა ლ. უჯმაჯურიძემ, აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა გ. მარგველაშვილმა, აკადემიკოსებმა რ. კოპალიანმა და ნ. ჭითანავამ.

საერთო კრების დასასრულს იუბილარებს მისალოცი სიტყვით მიმართა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გ. ჯაფარიძემ, რომელმაც ისაუბრა არამარტო მათ სამეცნიერო მიღწევებზე, არამედ ხაზი გაუსვა მათ დამსახურებასა და ღვაწლს აკადემიის წინაშე, მათ დაუღალავ შრომას იმისათვის რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საქმიანობა კიდევ უფრო წარმატებული და ნაყოფიერი იყოს. მისალოცი სიტყვის დასასრულს ბატონმა გ. ჯაფარიძემ   იუბილარებს გადასცა საიუბილეო ადრესები, სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება შეაჯამა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გ. ჯაფარიძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისა და კრების მუშაობაში აქტიური მონაწილეობის მიღებისათვის.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com