საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

მრგვალი მაგიდა

აკადემიკოსი მამია გოგოლიშვილი -110

 მიმდინარე წლის 16 სექტემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელიც მიეძღვნა ქართველ აგრარიკოს მეცნიერთა სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, პროფესორ მამია გოგოლიშვილის ხსოვნას.

მრგვალი მაგიდა მოეწყო საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით. დამსწრე საზოგადოებას შორის იყვნენ: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიკოსი ზაურ ჩანქსელიანი, აკადემიის წამყვანი სპეციალისტები: დალი თარხნიშვილი, ციალა თეგეტაშვილი და ლარისა ჩაიკა.

7b26b0d9 dc1aიიი 4791 92df d6d8c23c02af 1 მრგვალი მაგიდა გახსნა და დამსწრე საზოგადოების წინაშე აკადემიკოს მ. გოგოლიშვილის ცხოვრებისა და სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ ფართო მოხსენებით წარსდგა, აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი. აღინიშნა, რომ აკადემიკოსი მ. გოგოლიშვილი გახლდათ მეცნიერი, რომელმაც თავისი მუხლჩაუხრელი შრომითა და გარჯით დიდად შეუწყო ხელი საქართველოში სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის განვითარებას. აღსანიშნავია ისიც, რომ იგი ორმოცი წლის განმავლობაში შეუცვლელად ედგა სათავეში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალურ ბოტანიკურ ბაღს, სადაც წარმატებით აგრძელებდა სამეცნიერო-კვლევით მუშაობას. მ. გოგოლიშვილის უშუალო ინიციატივით შეიქმნა ამიერკავკასიის ბოტანიკური ბაღების საბჭო, რომლის ხელმძღვანელიც მრავალი წლის განმავლობაში თავად იყო. სამეცნიერო-კვლევით მუშაობასთან ერთად პროფესორი მ. გოგოლიშვილი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობასაც და მთელ თავის ცოდნასა და გამოცდილებას ახალგაზრდა თაობას უზიარებდა. მისი ხელმძღვანელობით არაერთი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები იქნა დაცული. ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად იგი გახლდათ სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი, რომელიც ზრუნავდა ქვეყანაში   კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე და სხვ.

ქვეყნის მთავრობამ და ხელისუფლებამ დაუფასა აკადემიკოს მ. გოგოლიშვილს ესოდენ დიდი დამსახურება და ღვაწლი, რისთვისაც იგი არაერთგზის იქნა დაჯილდოებული სხვადასხვა სახის სახელმწიფო ჯილდოებით.

აკადემიკოსი მ. გოგოლიშვილი გაიხსენა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გ. ალექსიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ გარდა იმისა, რომ ბატონი მამია გახლდათ დიდი მეცნიერი, იგი იყო საუკეთესო პიროვნული თვისებებით დაჯილდოებული ადამიანი, რის გამოც მან თავისი კოლეგების, სტუდენტების თუ უბრალოდ ნაცნობებისაგან უდიდესი პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა.

მრგვალი მაგიდის მუშაობა შეაჯამა აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა გოგოლა მარგველაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისთვის და მრგვალი მაგიდის მუშობაში აქტიური ჩართულობისთვის.

779d9673 0357 46af 9d26 ef93ad28c97a

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com