საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

შეხვედრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან

    4883c14a 3a60 4a1e a23a 187979218cb1   მიმდინარე წლის 3 დეკემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას საქმიანი ვიზიტით ეწვია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ბატონი სოლომონ პავლიაშვილი.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, აკადემიკოსები: თენგიზ ყურაშვილი და ჯემალ გუგუშვილი, ასევე აკადემიის აპარატის თანამშრომლები.

 

შეხვედრა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გ. ჯაფარიძემ. აღინიშნა, რომ აკადემიას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან დიდი ხნის საქმიანი ურთიერთობა აკავშირებს. გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მასში გაწერილი საკითხების   შესრულება მნიშვნელოვნად წაადგება ქვეყნის სოფლის მეურნეობის შემდგომ განვითარებას და შესაბამისად ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას. ყურადღება გამახვილდა იმაზეც, რომ მეცნიერულ საფუძველზე დამყარებული სოფლის მეურნეობა არამარტო წარმოებული პროდუქციის რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობას იძლევა, არამედ მისი ხარისხის გაუმჯობესებისასაც.

 

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ასევე სოფლის მეურნეობის დარგში, უკანასკნელ პერიოდში გამოცემულ მაღალი ხარისხის მეცნიერულ ნაშრომებზეც. ამ მხრივ ხაზი გაესვა აკადემიაში გამოჩენილ აგრარიკოს მეცნიერთა სახელობითი პრემიების მისანიჭებლად ჩატარებულ კონკურსს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აგრარული დარგში მოღვაწე მეცნიერებმა. გამარჯვებულ კონკურსანტებს შორის გახლდათ ბატონი სოლომონ პავლიაშვილიც - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი (აკადემიკოსი). ბატონი სოლომონის მიერ საკონკურსოდ, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის პეტრე ჟღენტის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად წარმოდგენილმა ნაშრომმა „სოფლის მეურნეობა, ეკონომიკური ეფექტიანობის მართვა და ცირკულარული ეკონომიკა“, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსების მხრიდან საუკეთესო გამოხმაურება და დიდი მოწონება ჯერ კიდევ 2020 წელს დაიმსახურა, როდესაც ბატონი სოლომონი აკადემიის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე ნაშრომთან დაკავშირებით ფართე მოხსენებით წარსდგა დამსწრე საზოგადოების წინაშე. 8607465f 7e2c 40a8 adc8 d42f84912109

 

აუდიტორიის თხოვნით ბატონმა ს. პავლიაშვილმა მსმენელების მოკლედ წარუდგინა ნაშრომში წარმოდგენილი მასალები. ისაუბრა ზოგადად ცირკულარული ეკონომიკის მნიშვნელობაზე, საქართველოში შექმნილი ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებზე ფუნქციონირებადი საწარმოების მუშაობის ზოგად სურათზე და სხვ. 

 

შეხვედრის დასასრულს აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გ. ჯაფარიძემ მადლობა გადაუხადა ბატონ სოლომონს მობრძანებისათვის და საინტერესო მოხსენებისათვის. გამოითქვა იმედი, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობა კიდეც უფრო გაღრმავდება და გააქტიურდება, რაც შედეგად სოფლის მეურნეობის დარგში მნიშვნელოვანი საკითხების რაციონალური გადაწყვეტის შესაძლებლობას მოგვცემს.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com