საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

საზეიმო სხდომა

საზეიმო სხდომა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში

20250211 121410 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში მიმდინარე წლის 11 თებერვალს ჩატარდა საზეიმო სხდომა, რომელიც მიეძღვნა მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეს. სხდომას ესწრებოდნენ: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი, აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან კავშირისა და საქმიანობის მთავარი სპეციალისტი, დოქტორი თინათინ ეპიტაშვილი, აკადემიის წამყვანის სპეციალისტები: ქეთევან ჭიპაშვილი, ლარისა ჩაიკა, დალი თარხნიშვილი, და მარიკა მოსაშვილი, ასევე მოწვეული სტუმრები.20250211 123111

სხდომა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა აკადემიის მთავარმა აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ალექსანდრე დიდებულიძემ. მან აღნიშნა, რომ იუნესკოს მონაცემებით ქალბატონები მსოფლიოს მეცნიერთა მხოლოდ მესამედს შეადგენენ. თუმცა ეს რიცხვი იზრდება და საერთაშორისო ფონდები და გრანტები მხარს უჭერენ მათი ჩართულობის გაზრდას მეცნიერებაში. იუნესკოს მიაჩნია, რომ ქალბატონები ნაკლებად არიან წარმოდგენილი სამეცნიერო კვლევებში. მათი წილი მეცნიერთა საერთო რაოდენობაში 28%-ია. მას შემდეგ, რაც მეცნიერებაში ნობელის პრემია დაარსდა 1901 წელს, ქალბატონებმა მოიპოვეს ჯილდოების მხოლოდ 3%. სწორედ ამიტომ, იუნესკომ დააწესა მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე, რომელიც მთელ მსოფლიოში აღინიშნება 11 თებერვალს, ასევე საერთაშორისო ჯილდო „მეცნიერ ქალბატონებისათვის“. სამწუხაროდ, მეცნიერებაში მოღვაწე ქალბატონთა რაოდენობასთან დაკავშირებით, საქართველოშიც არასახარბიელო მდგომარეობაა, განსაკუთრებით აგრარული პროფილის მიმართულებით.

           20250211 123517 სხდომაზე სიტყვით გამოვიდა აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი. მან გულითადად მიულოცა ქალბატონებს მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე. შემდეგ გაიხსენა გამოჩენილი ქართველი მეცნიერი ქალბატონები: ევროპაში მოღვაწე პირველი ქართველი ფსიქო-ფიზიოლოგი, მრავალი ფუნდამენტური ნაშრომის ავტორი, არაერთი საერთაშირისო ჯილდოს მფლობელი, საფრანგეთის სამედიცინო აკადემიის წევრი ბარბარე ყიფიანი და აგრარული მეცნიერების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, აკადემიკოსი ქსენია ბახტაძე, ქალბატონი, რომელმაც ქართულ ჩაის საყოველთაო აღიარება მოუპოვა.

            აკადემიკოსმა გ. მარგველაშვილმა ისაუბრა ასევე მეცნიერებაში განვლილ საკუთარ გზაზეც. იმ სირთულეებზე, რომლის გადალახვაც მოუწია. აღინიშნა, რომ Aაკადემიკოსი გ. მარგველაშვილი ითვლება აღმოსავლეთ საქართველოს ძირითადი ტიპის ნიადაგებში ფოსფორიანი სასუქების ეფექტური გამოყენების თეორიული და პრაქტიკული საფუძვლების დამუშავების ქართული სამეცნიერო სკოლის ხელმძღვანელად. მისი ხელმძღვანელობით აღზრდილია 17 მეცნიერებათა კანდიდატი და 4 მეცნიერებათა დოქტორი და სხვ.

            დარბაზში დამსწრე ქალბატონებს მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე მიულოცა აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა, დოქტორმა მ. ბარვენაშვილმა. მან თითოეულ მათგანს წარმატება, წინსვლადა ახალ -ახალი მიღწევები უსურვა.20250211 124100

            მილოცვების შემდგომ ტრადიციულად გაიმართა აგრარულ დარგში მოღვაწე მეცნიერ ქალბატონთა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო სიგელებით დაჯილდოების ცერემონიალი.

           საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო სიგელით დაჯილდოვდნენ:

- სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი მანანა კევლიშვილი; 

- ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი მზია ღაღოლიშვილი;

- სასურსათო ტექნოლოგიის დოქტორი ლალი ელანიძე;

- სოფლის მეურნეობის დოქტორი დარეჯან ჯაში;

- სოფლის მეურნეობის დოქტორი ნუნუ ნაკაშიძე;

- ტექნიკის დოქტორი მირანდა გორგილაძე;

- ქიმიის დოქტორი ლია აფციაური;

- ტექნიკის დოქტორი ნაირა მამარდაშვილი;

- ქიმიის დოქტორი ქეთევან სარაჯიშვილი;

- ქიმიის დოქტორი ქეთევან ბერიაშვილი;

- აგრარულ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი ნათია სუხიშვილი;

- სასურსათო ტექნოლოგიის დოქტორი ელენე სორდია;

- სასურსათო ტექნოლოგიის დოქტორი სოფიო ძნელაძე;

- ტექნიკის დოქტორი მედეა ორმოცაძე;

- კვების პროდუქტების ტექნოლოგიის დოქტორი ლია კოტორაშვილი;

- ეკოლოგიის დოქტორი მაია კუხალეიშვილი;

- ბიოლოგიის დოქტორი გულიკო დვალი;

- ფილოლოგიის დოქტორი თეონა ხუფენია;

- გეოგრაფიის დოქტორი ქეთევან ლატარია;

- ტექნიკის დოქტორი მარიკა მიქიაშვილი;

- სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი რუსუდან ძიძიშვილი;

- სოფლის მეურნეობის დოქტორი ხათუნა დობორჯგინიძე.e0f70c72 5b87 45ca 9159 2b778b4ba203

მეცნიერ ქალბატონებს „მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე“ და აკადემიის საპატიო სიგელებით დაჯილდოება მიულოცა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. მან მოწვეულ სტუმრებს გააცნო აკადემიის სამეცნიერო საქმიანობა და სტრუქტურა, ესაუბრა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გაფორმებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების ფარგლებში წარმოებულ საქმიანობაზე სამეცნიერო, სასწავლო და კვლევით დაწესებულებებთან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. აკადემიის პრეზიდენტმა, ბატონმა გ. ჯაფარიძემ აკადემიის სახელით გამოთქვა მზაობა აგრარიკოს მეცნიერ ქალბატონებთან შემდგომი თანამშრომლობისათვის.

დაჯილდოებულ ქალბატონთაგან სიტყვით გამოვიდნენ: ქალბატონი მანანა კევლიშვილი,  ქალბატონი რუსუდან ძიძიშვილი, ქალბატონი ლია აფციაური და ქალბატონი მედეა ორმოცაძე. მათ მადლობა გადაუხადეს აკადემიის ხელმძღვანელობას თავიანთი შრომის ჯეროვანი დაფასებისათვის.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com