საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ხორბლის ახალი რეალობა“

 

  jiRaura          მიმდინარე წლის 31 ივლისს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში ჩატარდა სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ ორგანიზებული კონფერენცია „ქართული ხორბლის ახალი რეალობა“.

         კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას ღებულობდნენ: საქართველოს საკანონმდებლო და ადგილობრივი თვითმმართველობის, საქართველოს საპატრიარქოს, სამეცნიერო, სასწავლო, აკადემიური წრეების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სურსათისა და ჯანდაცვის სფეროს, ხორბლის, პურის მწარმოებელთა და ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლები. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან კონფერენციას ესწრებოდნენ: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექციძე, პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი, მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი, პრეზიდენტის თანაშემწე, პროფესორი თამაზ ბაციკაძე.

            ეროვნულიკონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ქართული ხორბლის უნიკალური თვისებების შესახებ უახლესი სამეცნიერო მტკიცებულებები, რაც უმნიშვნელოვანესია ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, აგრარული სექტორის მდგრადობის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ნუტრიციოლოგიის და სასურსათო უზრუნველყოფის კონტექსტში.

ღონისძიება წარმოადგენს პლატფორმას დიალოგისთვის და ხაზს უსვამს, რომ ქართული ხორბლის სახეობებს და ჯიშებს აქვს პოტენციალი, გახდეს ერთ-ერთი საკვანძო პროდუქტი ჯანსაღი და მდგრადი კვების სისტემაში ,- აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.gurami 1

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა კვლევების ჩატარების ინიციატორებს, ორგანიზატორებს და მასში ჩართულ ყველა მხარეს. როგორც სოლომონ პავლიაშვილმა აღნიშნა, კვლევები ქართული ხორბლისთვის ახალ შესაძლებლობებს აჩენს.

               კონფერენციის ფარგლებში, საჯარო გახდა იმ კვლევის შედეგები, რომელიც ქართული ხორბლის 5 ენდემური სახეობისა და 7 ადგილობრივი ჯიშის ნუტრიენტული შემცველობის ფართო სპექტრს ეხება. აღნიშნული კვლევები, რომლის ინიციატივა ეკატერინა ხვედელიძეს და ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნით, ავსტრიის თანამედროვე სამეცნიერო სტანდარტების შესაბამის წამყვან ლაბორატორიაში ჩატარდა; ფინანსური მხარდაჭერა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა ქართუ უზრუნველყო.

                საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე. მან ფართოდ ისაუბრა ქართული ხორბლის გენეტიკურ თავისებურებებზე, ჯიშურ მრავალფეროვნებაზე, სელექციაში მათი გამოყენების მიზანშეწონილობასა და ახალი ჯიშების შექმნაში წამყვან პოზიციაზე. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქართული ხორბლის ენდემურ ჯიშებზე, რომლებსაც ხორბლის ახალი ჯიშებისა და ხაზების გამოყვანაში წარმატებით იყენებენ არამარტო ქართველი სელექციონერები, არამედ უცხოელი სპეციალისტებიც.

anatoliქართული ხორბალი, ქვეყნის მატერიალური მემკვიდრეობის ნაწილი, უმდიდრეს აგრონომიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ძირითადი სამიწათმოქმედო კულტურაა, რომლის წარმოშობის ისტორია მრავალ ათას წელს ითვლის. ქართული ენდემური სახეობები ხორბლის მსოფლიო ჯიშური მრავალფეროვნების საუკეთესო სასელექციო მასალას წარმოადგენენ. უახლესი ინტერდისციპლინური კვლევებით დასტურდება მათი უნიკალური ნუტრიციული ღირებულებები, როგორც ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვის, სასურსათო უზრუნველყოფის და მდგრადი კვების სისტემების ძირითადი კომპონენტი. მიმდინარე კონფერენციაზე წარმოდგენილი სამეცნიერო მოხსენებები და საჯარო დისკუსიები ქართული ხორბლის უნიკალური თვისებების სხვადასხვა ასპექტს შეეხო და ქართული ხორბლის ახალი რეალობა დაადასტურა, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ლევან უჯმაჯურიძემ.

სამეცნიერო კონფერენცია ქართული ხორბლის ახალი რეალობა საქართველოს პარლამენტის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ქართუ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), ნუტრიციოლოგიისა და სურსათის მეცნიერებების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.

 

 

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

საერთო კრება

 

5577მიმდინარე წლის 29 ივლისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩარტარდა აკადემიის საერთო კრება. კრებას ესწრებოდნენ: აკადემიკოსები: გივი ჯაფარიძე, გურამ ალექსიძე, რევაზ ასათიანი, ნუგზარ ბაღათურია, ანატოლი გიორგაძე, ჯემალ გუგუშვილი, ალექსანდერე დიდებულიძე, ლაშა დოლიძე, ჯემალ კაციტაძე, ვაჟა კვალიაშვილი, ედიშერ კვესიტაძე, როლანდ კოპალიანი, გოგოლა მარგველაშვილი, გურამ პაპუნიძე, თემურ რევიშვილი, გურამ ტყემალაძე, ლევან უჯმაჯურიძე, ზაურ ფუტკარაძე, თენგიზ ყურაშვილი, ზაურ ჩანქსელიანი, ზურაბ ცქიტიშვილი, ნოდარ ჭითანავა.

 

აკადემიის საერთო კრების თავმჯდომარემ, აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ მოკლე მისალმები8ს შემდეგ კრების მუშაობაში მონაწილე აკადემიკოსებს გააცნო დღის წესრიგი:

  1 . ნფორმაცია კონკურსის მაღალორგანიზებულად ჩატარების მიზნით, პრეზიდიუმის დადგენილების საფუძველზე აკადემიის პრეზიდენტის ბრძანებით შექმნილი საკონკურსო-საექსპერტო კომისიის მიერ განხილული კონკურსში მონაწილე კანდიდატების განცხადებების და საბუთების შესაბამისობის შესახებ.

მომხსენებელი: საკონკურსო-საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე, აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა.

2. ინფორმაცია აკადემიის მეცნიერებათა განყოფილებების გართიანებული კრებების მიერ აკადემიის საერთო კრებაზე აკადემიის ნამდვილი წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეკომენდებული კანდიდატების შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რევაზ ასათიანი; აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი.

3. ინფორმაცია აკადემიის მეცნიერებათა განყოფილებების გართიანებული კრებების მიერ აკადემიის საერთო კრებაზე აკადემიის ნამდვილი წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეკომენდებული კანდიდატების სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ.

მომხსენებლები: ეკონომიკის დოქტორი ივერი ახალბედაშვილი; სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი. 

4. აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) ვაკანტური ადგილების დასაკავებლად ფარული კენჭისყრის პროცედურა.

5. კონკურსის შედეგების გამოცხადება.

6. აკადემიის უცხოელ წევრად პროფესორ დონ ვან ატტას არჩევის შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რევაზ ასათიანი; აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე.

            კრება წარიმართა წარმოდგენილი დღის წესრიგის შესაბამისად.

აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) ვაკანტური ადგილების დასაკავებლად ფარული კენჭისყრის პროცედურის დამთავრების შემდეგ, კრების თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ გამოაცხადა კენჭისყრის შედეგები, რომლის თანახმად აკადემიის ნამდვილი წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად არჩევნებში მონაწილე კანდიდატები: ეკონომიკის დოქტორმა ივერი ახალბედაშვილი და სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი კრების მიერ ერთხმად იქნენ არჩეული აკადემიის ნამდვილ წევრებად (აკადემიკოსებად).

აკადემიის ახლად არჩეულმა ნამდვილმა წევრებმა: ბატონმა ივერი ახალბედაშვილმა და ქალბატონმა მარინე ბარვენაშვილმა მადლობა გადაუხადეს კრებაში მონაწილე აკადემიკოსებს მათდამი გამოხატული მხარდაჭერისა და ნდობისათვის.

რაც შეეხება აკადემიის უცხოელ წევრად პროფესორ დონ ვან ატტას არჩევას, აქაც აკადემიის ნამდვილი წევრებმა ერთსულოვნება გამოიჩინეს და იგი ერთხმად იქნა არჩეული აკადემიის უცხოელ წევრად.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com