აკადემიკოსი ივერი ახალბედაშვილი - 70
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, ეკონომიკის დოქტორს, საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის აპარატის უფროსს ივერი ახალბედაშვილს მიმდინარე წლის 28 აგვისტოს დაბადების 70 და სამეცნიერო - საზოგადოებრივი მოღვაწეობის 40 წელი შეუსრულდა.
ივერი ახალბედაშვილი დაიბადა 1955 წლის 28 აგვისტოს ქ. თბილისში. შრომითი საქმიანობა დაიწყო 1973 წელს გორის რაონის სოფელ ბერშუეთის კოლმეურნეობაში, რიგით წევრად, შემდეგ ბრიგადის ხელმძღვანელად.
1980 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკა-ორგანიზაციის ფაკულტეტი, სპეციალობით - სოფლის მეურნეობის ეკონომიკა და ორგანიზაცია.
1977-1983 წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელია.
1983-1986 წწ. სწავლობდა სოფლის მეურნეობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დასწრებულ ასპირანტურაში ქ. მოსკოვში. იქვე დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი, რომელიც დღეისათვის გათანაბრებულია დოქტორის აკადემიურ ხარისხთან.
1986-1989 წწ. იყო საქართველოს აგროსამრეწველო კომპლექსის ეკონომიკისა და მართვის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტის ჯერ მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ხოლო შემდეგ სექტორის გამგე.
1989-1997 წწ საქართველოს აგრობიზნესის სასწავლო ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის ეკონომიკის კათედრის გამგე, ხოლო შემდეგ ამავე ინსტიტუტის რექტორი.
1997 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის აპარატში. მან გიარა გზა მოწვეული სპეციალისტიდან (წამყვანი სპეციალისტი, მთავარი სპეციალისტი) აპარატის უფროსამდე.
2019 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ი. ჟორდანიას სახელობის საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების ცენტრის მოწვეული მეცნიერ თანამშრომელი.
აკადემიკოს ივერი ახალბედაშვილს გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ათეული სამეცნიერო შრომა, მათ შორის სამი მონოგრაფია ერთი სახელმძღვანელო. არის მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო ფორუმების და კონფერენციების მონაწილე.
იგი არის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრი.
ბატონი ივერი არის შესანიშნავი მამა და ბაბუა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად ულოცავს ბატონ ივერი ახალბედაშვილს საიუბილეო თარიღებს. უსურვებს ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, მრავალ წარმატებას სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია