საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად ულოცავს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, პრეზიდიუმის წევრს, მევენახეთა ქართული სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელს, მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილ წევრს, ბატონ ნოდარ ჩხარტიშვილს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებას. უსურვებს ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, ბედნიერებას და წარმატებას სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!