საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

„მეცნიერების ფესტივალი 2025“ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში

         a5a4b047 aadc 4074 bf8d f44e41a4877d     მიმდინარე წლის 29 სექტემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა მეცნიერების ფესტივალი. ფესტივალი მიზნად ისახავდა მეცნიერების პოპულარიზაციას, ახალგაზრდა თაობის ჩართულობის გაძლიერებას კვლევებსა და ინოვაციურ საქმიანობაში, მათი ცნობიერების ამაღლებას, მეცნიერების მიმართულებით ახალგაზრდების მოტივირებასა და ინტერდისციპლინური კვლევების წახალისებას.

ფესტივალში მონაწილეობას ღებულობდნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო: მინისტრი, ბატონი გივი მიქანაძე, მინისტრის მოადგილე ბატონი ზვიად გაბისონია, დეპარტამენტების უფროსები, ასევე ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული ოფისის „ჰორიზონტი ევროპა“ და სხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციების და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების წარმომადგენლები.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან ფესტივალის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ და საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ქეთევან ჭიპაშვილმა.

ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა ღონისძიება: სამეცნიერო კონფერენცია „ახალგაზრდა მეცნიერები რეგიონული და გლობალური განვითარებისათვის“, პროექტების: „ქუთაისი-საქართველოს უძველესი ქალაქი“ და „კომერციალიზაცია ლანდშაფტური არქიტექტურის მიმართულებით“ პრეზენტაცია, ასევე მოეწყო სამუშაო შეხვედრები.

აღსანიშანვია ახალგაზრდების, უნივერსიტეტის პედპერსონალისა და ფესტივალში მონაწილე სტუმრების დაინტერესება სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ წარმოდგენილი სამეცნიერო შრომებითა და რეკომენდაციებით. ახალგაზრდებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინეს ცხოველთა სხვადასხვა დაავადებების და მათი პრევენციის მიმართულებით, ბოცვრისა და შინაური ფრინველების მოშენებით, სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება-გადამუშავების ტექნოლოგიებით, საქართველოს ტყეების ეკოსისტემებითა და სხვ.

ფესტივალის დასასრულს მოეწყო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ბენდმა „ოჩოს ქოხი“.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com