საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილებით
გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემია მიენიჭათ:
1. ლევან ყანჩაველის სახელობის პრემია - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს გურამ ალექსიძეს წიგნისათვის „მცენარეთა დაცვა“.
2. ვარლამ შამათავას სახელობის პრემია - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს გურამ ტყემალაძეს სახელმძღვანელოსათვის „ბიოქიმიის საფუძვლები“ და ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორ ლევან მაკარაძეს და ვეტერინარიის დოქტორ ზურაბ მაკარაძეს სახელმძღვანელოსათვის „ცხოველისა და ფრინველის დაავადებების პათოლოგიური ანატომია“.
3. კონსტანტინე ამირაჯიბის სახელობის პრემია - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორ ომარ თედორაძეს და ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორ ნუგზარ სარჯველაძეს მონოგრაფიისათვის „მარცვლეული და ბალახეული კულტურების ამღები მანქანების გაანგარიშების და კონსტრუირების საფუძვლები“ და ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორ ზაზა მახარობლიძეს და ტექნიკის დოქტორებს: ვლადიმერ მარგველაშვილს და სერგო შარაშენიძეს ნაშრომთა ციკლისათვის: „სასოფლო-სამეურნეო მიწების რეაბილიტაციის სამანქანო ტექნოლოგიისა და მანქანათა კომპლექსის დამუშავება“.
4. ვასილ პეტრიაშვილის სახელობის პრემია - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს ნუგზარ ბაღათურიას მისი საერთო რედაქციით და ავტორობით, ავტორთა ჯგუფთან ერთად შესრულებულ დამხმარე სახელმძღვანელოსათვის „კვების პროდუქტების ტექნოლოგია“ და ტექნიკის დოქტორ თამაზ კობაიძეს ნაშრომისათვის „მევენახეობა-მეღვინეობის ენციკლოპედიური ლექსიკონი“.
5. მიხეილ მურვანიშვილის სახელობის პრემია - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორ გიზო გოგიჩაიშვილს მონოგრაფიაში „საქართველოს ნიადაგები“ წარმოდგენილი თავებისათვის: „მიწის გამოყენება“ და „ნიადაგის ეროზია“.
6. ივანე ჯაშის სახელობის პრემია - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსებს: რევაზ ასათიანს და პაატა კოღუაშვილს (გარდაცვალების მერე) წიგნისათვის „ინდუსტრიული სოფელი - მომავლის გლობალური გამოწვევა“.
