საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის
ს ა მ ძ ი მ რ ი ს წ ე რ ი ლ ი
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესის და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალების გამო.
ჩვენი აკადემიისათვის განსაკუთრებული პატივი და სიამაყე იყო ის ფაქტი, რომ მისი უწმიდესობა ბრძანდებოდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსი. ფასდაუდებელია მისი ღვაწლი ქართული სოფლის, მიწისა და ტრადიციული დარგების აღორძინების საქმეში. პატრიარქის მუდმივი ზრუნვა ქვეყნის სულიერ და მატერიალურ კეთილდღეობაზე ჩვენთვის ყოველთვის დარჩება უდიდესი პასუხისმგებლობისა და სამშობლოს სიყვარულის მაგალითად.
პატრიარქის სახით საქართველომ დაკარგა დიდი სულიერი მამა და მწყემსმთავარი, ხოლო სამეცნიერო საზოგადოებამ — უზადო ინტელექტისა და სიბრძნის მქონე დიდი თანამდგომი, რომლის ლოცვა-კურთხევა მუდამ აძლიერებდა ჩვენს სფეროს.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია და აგრარიკოს-მეცნიერები თანაგრძნობას უცხადებენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს, სამღვდელოებასა და სრულიად საქართველოს.
