საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა

  679814407 969734155443251 8566019214070333878 n     გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ახალი პროგრამა - „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაწარადგინა, რომელიც აგროსექტორის მხარდაჭერის განახლებულ და თანამედროვე მიდგომას ეფუძნება.

       პროგრამის პრეზენტაცია მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა გახსნეს.

      

დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ პოლიტიკური ნების და გრძელვადიანი ხედვის პირობებში შესაძლებელია სოფლის მეურნეობის განვითარების სრულიად ახალი, ტრანსფორმაციული პროგრამის მომზადება. იწყება საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ახალი, მოდერნიზებული ეტაპი. ჩვენი მიზანია საქართველოს აგროსექტორის სრული პოტენციალის ათვისება, მისი კონკურენტუნარიანობის გაძლიერება და გლობალურ ბაზრებზე პოზიციების განმტკიცება.678320295 969734252109908 1828345186735203354 n

       

  აგროთანადაფინანსების პროგრამა მომზადდა ფერმერებთან ფართო დიალოგისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ქვეყნის რეალურ საჭიროებებზე დაყრდნობით. შედეგად, ჩამოვაყალიბეთ სექტორის მხარდაჭერის ახალი ხედვა, რომელიც ეფუძნება ეფექტიანობასა და შედეგზე ორიენტირებულობას. პროგრამის მთავარი მიზანია აგროსექტორის განვითარების დაჩქარება, ცოდნის გაღრმავება, ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა და სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერება. ამ რეფორმამ უნდა უზრუნველყოს ფერმერების გაძლიერება, მაღალხარისხიანი ქართული პროდუქციის წარმოება, იმპორტის ჩანაცვლება და საექსპორტო პოტენციალის ზრდა, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

        

      საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან შეხვედრას ესწრებოდა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com