საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ინფორმაცია: საერთაშორისო ფორუმი ყირგიზეთში

     საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გურამ ალექსიძე 2016 წლის 29 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით იმყოფებოდა ქ. ბიშკეკში (ყირგიზეთი), სადაც ჩატარდა საერთაშორისო ფორუმი, რომელიც მიეძღვნა სასურსათო უსაფრთხოებისა და კვების საკითხებს, აგრეთვე ნიადაგის ნაყოფიერების შესწავლას ევრაზიის ქვეყნებში. ფორუმის ორგანიზატორები იყვნენ: მსოფლიო ბანკი, აგრარული კვლევის გლობალური ფორუმი, სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია, ევრაზიის ფონდი, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სოფლის მეურნეობის კვლევის ასოციაცია “CACAARI”, “ICARDA”, “CIMMYT”, “IFPRI” და სხვა.

     ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო: ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყნის წარმომადგენელმა, აგრეთვე რუსეთის (მ. ლომონოსოვის სახ. უნივერსიტეტი), უკრაინის, ბელარუსიის, მოლდავეთის, თურქეთის და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა. ფორუმის ფარგლებში მუშაობდა ორი სექცია: სასურსათო უსაფრთხოების და ნიადაგის დაცვის.

     ფორუმზე საქართველოდან მოხსენებებით გამოვიდნენ აკად. გურამ ალექსიძე (მოხსენებით - აგრარული კვლევის პრიორიტეტები საქართველოში), საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციის დეპარტამენტის უფროსი ეკატერინე სანაძე (მოხსენებით – ნიადაგის დაცვა საქართველოში) და საქართველოს ფერმერთა სახლის გენერალური დირექტორი პროფ. ლერი გიგინეიშვილი. ფორუმის დასასრულს მიღებული იქნა ბიშკეკის დეკლარაცია. Bishkek 2016 2საერთაშორისო ფორუმის მონაწილეები

Bishkek 2016 1საქართველოდან ფორუმზე მოხსენებით გამოდის აკად. გურამ ალექსიძე

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com