საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

საერთაშორისო მრგვალი მაგიდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში

     2016 წლის 13 მაისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, ბიორაციონალური ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და ვინიცის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად ორგანიზებული იქნა მრგვალი მაგიდა თემაზე: "Bბიორაციონალური ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და საზღვარგარეთის ცენტრებთან საქმიანობის პრეზენტაცია".

2016 13 V 1

 

     მრგვალო მაგიდის მუშაობაში მონაწილეობდნენ: აკადემიის ვიცე–პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე დოქტორი ანატოლი გიორგაძე, აკადემიis სამეცნიერო განყოფილების აკადემიკო-მდივანი ჯემალ გუგუშვილი, აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივნები დოქტორი მარინა ბარვენაშვილი, დოქტორი რეზო ლოლიშვილი, ბიორაციონალური ტექნოლოგიების სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დამფუძნებლები - დირექტორი, დოქტორი ნიკოლოზ ზაზაშვილი, დოქტორი ნოდარ მინდიაშვილი, დოქტორი მიხეილ ჭიჭაყუა და ცენტრის თანამშრომლები. მოწვეული სტუმრები - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მთავარი სპეციალისტი ხვიჩა გოჭოშვილი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მეცნიერები - მეცნ. დოქტორი შადიმან ფოცხვერია და მეცნ. დოქტორი ლევან თორთლაძე, პროფესორი მერაბ ნათიძე, მეცნ. დოქტორი გიორგი კოზმანიშვილი. უკრაინის მხრიდან მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობდნენ ვინიცის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტის მეცხოველეობის პროდუქტების წარმოებისა და გადამუშავების კათედრის გამგე, პროფესორი ვიტალი კუჩერიავი, ამავე უნივერსიტეტის მებაღეობა, მეხილეობისა და მევენახეობის კათედრის დოცენტი ლიუდმილა ჩერეჩენკო და უნივერსიტეტის ასპირანტურისა და დოქტორანტურის ხელმძღვანელი, დოცენტი ტატიანა გონჩარუკი. სხდომას ესწრებოდნენ ასევე ფერმერები და პრეპარატით დაინტერესებული ბიზნესმენები სომხეთიდან.2016 13 V 2მრგვალი მაგიდის მიმდინარეობისას ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და ბიორაციონალური ტექნოლოგიების სამეცნიერო–კვლევითი ცენტრს შორის; მარჯვნიდან აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკად. გ. ჯაფარიძე და ცენტრის დირექტორი, დოქტორი ნიკოლოზ ზაზაშვილი.

     მრგვალი მაგიდის მიმდინარეობისას ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა (ვიცე–პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე) და ბიორაციონალური ტექნოლოგიების სამეცნიერო–კვლევითი ცენტრს შორის (დირექტორი, დოქტორი ნიკოლოზ ზაზაშვილი)

     უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს უკრაინის სამეცნიერო–კვლევით და სასწავლო ორგანიზაციებთან, რომლებთანაც გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმები (ვინიცის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტრი, კიევის ბიორესურსებისა და ბუნებათსარგებლობის ეროვნული უნივერსიტეტი, პოდოლსკის აგრარულ–ტექნიკური უნივერსიტეტი, ბელოცერკვის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტი). ხშირია უკრაინელი და ქართველი მეცნიერების შეხვედრები სხვადსხვა საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებზე. განსაკუთრებით მჭიდრო და ნაყოფიერი სამეცნიერო კონტაქტები არსებობს ვინიცის (უკრაინა) ეროვნული აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერებთან. ამის დასტური იყო 2013 წლის 13 მაისს ჩატარებული მრგვალი მაგიდა, რომელზეც წარმოდგენილი იქნა პრებიოტიკ „რუმიფოსის“ გამოყენების ეფექტურობის მეცნიერულად დასაბუთებული კვლევის შედეგები ვინიცის (უკრაინა) ეროვნული აგრარული უნივერსიტეტის პროფესორის ვიტალი კუჩერიავის მიერ. ამ პროექტში მონაწილეობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წელს სწორედ აკადემიის მიერ ჩატარებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე (შ.რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით და დაფინანსებით) მოხდა უკრაინელი და ქართველი მეცნიერების დაკავშირება.

    2016 13 V 4 აღნიშნულ მრგვალი მაგიდის სხდომაზეპროფესორმა ვიტალი კუჩერიავიმ აღნიშნა, რომ საკვებდანამატი "რუმიფოსი" შექმნილია ბიორაციონალური ტექნოლოგიების სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მეცნიერების მიერ და იგი ცხოველთა (მრპ, წრპ) წონა-მატისა და დღეღამური მონაწველის მატების საშუალებაა, რომელიც უზრუნველყოფს გენეტიკური პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლინებას. "რუმიფოსმა" წარმატებით გაიარა სამეცნიერო კვლევა ორი წლის განმავლობაში ვინიცის ეროვნულ აგრარულ უნივერსიტეტში, სადაც მაღალი შეფასება დაიმსახურა და რეკომედაცია გაეწია უკრაინაში მოქმედ საწარმოებში დასანერგად. მან გაიარა რეგისტრაცია და მიმდინარეობის უკრაინული პატენტის აღების პროცედურები. "რუმიფოსი" საშუალო დღიურ წონამატს ზრდის დაახლოებით დღე-ღამეში 750-800 გრამით, დღიური მონაწველს 15-20%-ით. მისი გამოყენებით ფერმერს აქვს გარანტირებული მოგება პროდუქტიულობის გაზრდისა და საკვების ეკონომიის ხარჯზე, ხარისხთან ერთად. ვინიცის ეროვნულ აგრარულ უნივერსიტეტში ჩატარდა "რუმიფოსის' გამოყენებით გაზრდილი საქონლის ხორცის დეგუსტაცია, ხორცმა უმაღალესი შეფასება დაიმსახურა ხორცის ხარისხის განმსაზღვრელი პარამეტრებით. უნდა აღინიშნოს, რომ მისი გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს ღორის ხორცში ქოლესტერინის რაოდენობას. "რუმიფოსი" ასევე აუმჯობესებს ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მერძეული მიმართულების საქონელში საგრძნობლად ამცირებს მასტიტებს და შესაბამისად სომატური უჯრედების რაოდენობას რძეში. "რუმიფოსი" იაფი უჯდება ფერმერს, საშუალოდ ერთ სულ საქონელზე (250-300 კგ) 1 თვის განმავლობაში 4 ლარამდეა, ხოლო მოგება კი 60-80 ლარამდე. 1მლ "რუმიფოსი" კვებითი ღირებულებით და ეფექტით 250-350 გრ მაღალი ხარისხის იონჯის ტოლფასია. "რუმიფოსი" პერსპექტივაში შესანიშნავი საშუალებაა, როგორც საკვებ დანამატი ბიოპროდუქტების წარმოებაში.

     გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ, აკადემიკოსმა თენგიზ ყურაშვილმა, დოქტორმა ანატოლი გიორგაძემ, პროფესორმა ვიტალი კუჩერიავიმ, დოქტორმა ნიკოლოზ ზაზაშვილმა, დოქტორმა ნოდარ მინდიაშვილმა, დოქტორმა მიხეილ ჭიჭაყუამ, მეცნ. დოქტორებმა შადიმან ფოცხვერიამ და ლევან თორთლაძემ, პროფესორმა მერაბ ნათიძემ, მეცნ. დოქტორმა გიორგი კოზმანიშვილმა. მრგვალი მაგიდის მუშაობა შეაჯამა აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ.

     მრგვალი მაგიდის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა დაათვალიერეს ბიორაციონალური ტექნოლოგიების სამეცნიერო–კვლევითი ცენტრი. მათი ბაზა და პრეპარატების საწარმო.

     უკრაინელი კოლეგების თხოვნით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ ორგანიზებული იქნა გასვლითი ექსკურსია ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალების წარმოების ეროვნულ ცენტრში (ჯიღაურა). სადაც უკრაინელი მეცნიერები გაეცვნენ ქართული ვაზის ჯიშების საკოლექციო ნაკვეთს და ადგილობრივ და უცხოურ სხვადასხვა ხეხილოვან კულტურებს; სტუმართა განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია კაკლის სხვადსხვა ჯიშებმა.2016 13 V 3მრგვალი მაგიდის მონაწილეები აკადემიის საკონფერენციო დარბაზში

     აღსანიშნავია, რომ უკრაინელი კოლეგები კვლავ ეწვევიან საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას მიმდინარე წლის 28–30 სექტემბერს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისათვის“ ფარგლებში, რომელიც ჩატარდება რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით და დაფინანსებით.

 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com