საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ინფორმაცია: მრგვალი მაგიდა მეაბრეშუმეობის საკითხებზე

2016 წლის 28 ივლისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე:E"მეაბრეშუმეობის დარგის რეაბილიტაცია, კოოპერირება და ნედლეულის წარმოება".

abreshumi 28 VII 2016 1მრგავლი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გ. ალექსიძემ, აკადემიის წევრებმა - აკადემიკოსებმა ო. ქეშელაშვილმა, ნ. ჩხარტიშვილმა, რ. მახარობლიძემ ე. შაფაქიძემ, აკადემიის წ/კ გ. ნიკოლეიშვილმა; პრეზიდენტის მოადგილემ დოქტ. ა. გიორგაძემ; სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დ. გალეგაშვილმა და მინისტრის მრჩევლებმა აკად. თ. კუნჭულიამ და შ. კიკალიშვილმა; საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსმა ლ. კვერნაძემ, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის თანამშრომლებმა; ხონის, მარტვილის ბაღდადის და ახმეტის რაიონების წარმომადგენლებმა; საქართველოს საპატრიარქოს და მეაბრეშუმეობის კორპორაციის წარმომადგენლებმა, "საფერავი ტვ"-ს გენერალურმა დირექტორმა დ. კოსტარიოვმა.

მრგვალი მაგიდის მუშაობა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას შესავალი სიტყვით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გურამ ალექსიძემ.

საქართველოში მეაბრეშუმეობის აღდგენა - რეაბილიტაციის პრობლემებისა და დარგის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა აკადემიის წ/კორესპონდენტმა გ. ნიკოლეიშვილი;abreshumi 28 VII 2016 2

გაიმართა დისკუსია: BASCA-ს როლი საქართველოში მეაბრეშუმეობის აღდგენის, რეაბილიტაციის და განვითარების საქმეში - აკად. ე. შაფაქიძე, BASCA-კოორდინატორი საქართველოში; აბრეშუმის ჭიის გენოფონდი და თუთის აბრეშუმხვევიას სასელექციო საქმიანობის განვითარების პერსპექტივები - დოქტ. ნ. ბარამიძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი;

მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს შემდეგ თემებზე: "მეაბრეშუმეობის დღევანდელი მდგომარეობა ხონის რაიონში" - ბადრი ბახტაძე, ხონის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი; "მეაბრეშუმეობის დღევანდელი მდგომარეობა მარტვილის რაიონში" - დოქტ. მერაბ ქვარცხავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი; "მეაბრეშუმეობის კოოპერატივის საქმიანობა ხარაგაულის რაიონში და სამომავლო პერსპექტივები" - დოქტ. მურმან არჯევანიძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველი; "მეაბრეშუმეობის კოოპერატივის საქმიანობა ახმეტის რაიონში და სამომავლო პერსპექტივები" - ნუნუ ნახუცრიშვილი, ახმეტის მეაბრეშუმეობის კოოპერატივის თამჯდომარე;

მრგვალი მაგიდის მუშაობაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს "საქართველოს სამხარეო განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის ფონდის" წარმომადგენლებმა იოანე და კრისტინა ბაგრატიონებმა, ფონდის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჟღენტმა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ საქართველოში მეაბრეშუმეობის აღდგენასა და რეაბილიტაციის მათ მიერ ჩატარებული საქმიანობაზე ლოცვა-კურთხევა მიღებული აქვთ საქართველოს პატრიარქის , მისი უწმინდესობა ილია II-დან, რომელიც უდიდეს ინტერესს იჩენს საქართველოს მეაბრეშუმეობის აღდგენა, რეაბილიტაციისა და განვითარების მიმართულებით და ყოველდღიურად საქმის კურსშია ფონდის საქმიანობაზე.

abreshumi 28 VII 2016 3საინტერესო მოსაზრებები გამოთქვა "ქართული აბრეშუმის კორპორაციის" დამფუძნებელმა ჯიმი ჩხაიძემ, რომელმაც აღნიშნა კორპორაციის მიერ ჩატარებული საქველმოქმედო საქმიანობა - საქართველოში 100000 თუთის ჰიბრიდული ნერგის შემოტანა და მათი ფერმერებისათვის საჩუქრად გადაცემა, რაიონებში მეაბრეშუმეობის კოოპერატივების ჩამოყალიბება (ხარაგაული, ახმეტა) და მათი ტექნიკური აღჭურვა, სხვა საქველმოქმედო ღონისძიებები.

მრგვალ მაგიდაზე გამოითქვა ბევრი საინტერესო წინადადებები, როგორიცაა:
· საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში მეაბრეშუმეობის სპეციალისტების რაოდენობის გაზრდა, რომლებიც სამეცნიერო საქმიანობასთან ერთად სისტემატურ მონიტორინგს გაუწევენ რაიონებში მეაბრეშუმეობის აღდგენა-განვითარების პროცესს;
· შეიქმნას სამთავრობო დოკუმენტი - საქართველოში მეაბრეშუმეობის აღდგენა, რეაბილიტაცია და განვითარების სტრატეგია;
· ეთხოვოს ეკონომიკის სამინისტროს ხონის რაიონში თუთის განაშენებული ნაკვეთებისათვის ყადაღის მოხსნა და მისი მუნიციპალიტეტის გამგებლობაში გადაცემა;
· აუცილებელია მეაბრეშუმეობის ბაზრის შესწავლა, რათა მეაბრეშუმეებს მოეხსნათ მათ მიერ მიღებული პარკის ჩაბარების პრობლემები;
· საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ დროულად დაამთავროს ვანის რაიონში მეაბრეშუმეობის განთითარების საინვესტიციო პროექტის დამუშავება;
· ეთხოვოს "საქართველოს სამხარეო განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის ფონდს" და "ქართული აბრეშუმის კორპორაციას" დაინტერესდნენ ბუნებრივი თბილი წყლით გამთბარ გრუნტში დაავადება გამძლე ჯიშების კალმების დაფესვიანებით სანერგეების მოწყობით და ქმედითი დახმარება გაუწიონ ამ მიმართულებით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას ტექნიკური პროექტის დამუშავებაში.
· მიღებული იქნეს ჯიმი ჩხაიძეს წინადადება, აკადემიის ბაზაზე მუდმივმოქმედი მეაბრეშუმეობის კვალიფიკაციის ამაღლების კურსების ჩამოყალიბება და მის მიერ ქმედითი დახმარება გაწევა ამ მიმართულებით.

მრგვალი მაგიდის მუშაობა შეაჯამეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დ. გალეგაშვილმა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გ. ალექსიძემ. ვიდეო მრგვალი მაგიდის მუშაობის შესახებ იხილეთ ბმულზე.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com