საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ევროპის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიების მე-9 გენერალური ასამბლეა.

მიმდინარე წლის 11-13 ოქტომბერს . პარიზში საფრანგეთის სოფლის მეურნეობის აკადემიაში, რომელიც დაფუძნდა 1761 წელს ჩატარდა ევროპის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიების მე-9 გენერალური ასამბლეა და კოლოქვიუმი რომელიც მიეძღვნა თემას ,,აგრარული მეცნიერება: ისტორიული ასპექტები და პერსპექტივები,” ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეს ევროპის ქვეყნების (საფრანგეთის, ინგლისის, პორტუგალიის, იტალიის, შვედეთის, რუმინეთის, ჩეხეთის, ლიტვის, ლატვის, უკრაინის, საქართველოს და სხვა) სოფლის მეურნეობის დარგში მომუშავე მეცნიერმა, აკადემიის პრეზიდენტებმა.

საქართველოდან მონაწილეობა მიიღო აკად. გურამ ალექსიძემ. გენერალური ასამბლეა გახსნა ჩეხეთის აკადემიის პრეზიდენტმა, ვილემ პოდრაჟსკიმ (თავჯდომარე) რომელმაც ილაპარაკა იმ ღონისძიებებზე რაც ჩატარებული იქნა მე-8 ასამბლეას შემდეგ, კერძოდ . პრაღის ასამბლეაზე (2016)  და . კიევში ჩატარებულ კომფერენციაზე. (2017) სხდომაზე არჩეული იქნა ახალი პრეზიდენტი საფრანგეთის აკადემიის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი, იტალიის წარმომადგენელი ჟან-პიერ მარაშინი. ამავე დროს არჩეული იქნენ სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრები და დამკვირვებელი, ამ უკანასკნელის თანამდებობებზე დამტკიცდა აკად. გურამ ალექსიძე. გენერალურ ასამბლეაზე აგრეთვე განხილული იქნა მოხსენებები რომლებიც ეხებოდა კლიმატის ცვლილებას და მის გავლენას ტყის ეკოსისტემებზე (. პოდრაჟსკი, ჩეხეთი) რძის პროდუქტების წარმოებაზე ბრიტანეთში (. გარდნერი) აგრეთვე ფიზიკურ მუტაგენეზზე რომელიც უნდა შევიდეს ევროპის  მცენარეთა კანონდებულებაში და  მომზადებული იქნა საფრანგეთის სოფლის მეურნეობისა და ტექნოლოგიური აკადემიების მიერ.

მეორე დღე მიეძღვნა კოლოქვიუმის მონაწილეებს, სადაც განხილული იქნა 10 მოხსენება, რომელებიც წარმოადგინეს: საფრანგეთის, შვედეთის, იტალიის, დანიის, ლიტვის, რუმინეთის და შვეიცარიის წარმომადგენლებმა.

მესამე დღე-მთლიანად მიეძღვნა სამეცნიერო ტურს შამპანში, სადაც  ასამბლეის მონაწილეები გაეცვნენ ბიოსაწვავის მიღების ბიოტექნოლოგიურ მეთოდებს შაქრის ჭარხლის, ხორბლის და სხვა მცენარეული მასალის გამოყენებით აგრეთვეE შამპანური ღვინოების  წარმოებას საფრანგეთში. . რეიმსში ასამბლეის წევრებმა დაათვალიერეს ცნობილი ღვინის სარდაფი ,,მარტელიდა  დააგემოვნეს მასში დაცული შამპანური ღვინოები.

შემდეგი მე-10 სხდომა გაიმართება 2018 წელს . ფლორენციაში (იტალია).   

 DSCN5991

 DSCN5995

აკადემიკოსი გურამ ალექსიძე ევროპის სოფლის მეურნეობის  

   მეცნიერებათა აკადემიების მე-9 გენერალურ ასამბლეაზე.

11-13 ოქტომბერი 2016 წელი, . პარიზი

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com