საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ინფორმაცია: - საგრანტო პროექტების მიმდინარეობა აკადემიის წევრების ხელმძღვანელობით

      2016 წლის 22 ნოემბერს გაიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგროსაიონჟინრო სამეცნიერო განყოფილების სხდომა, სადაც განიხილეს იმ საგრანტო პროექტების მიმდინარეობა, რომელთა შესრულებაში მონაწილეობენ აკადემიის წევრები.

      განხილული პროექტები ყველა დაფინანსებულია ოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ფონდის ამ უაღრესად სასიკეთო ღონისძიებას, რომელსაც სამეცნიერო კვლევების ფინანსური მხარდაჭერა ჰქვია.

 grant 1     სხდომაზე განიხილეს შემდეგი პროექტების შესრულების მიმდინარეობა:

1.     პროექტი # FR/454/10-140/14 – “ტექნოლოგიური პროცესის ენერგოდანახარჯების საფუძველზე რაციონალური სასოფლო-სამეურნეო წარმოებისათვის საჭირო ტექნიკის ნომეკლატურისა და რაოდენობის განსაზღვრის მეთოდიკის დამუშავება რეგიონებში კულტურათა რაოდენობისა და ფართობების მიხედვით” (ფუნდამენტური კვლევა), ხელმძღვანელი აკად. ელგუჯა შაფაქიძე, პროექტის წამყვანი ორგანიზაცია - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია;

2.     პროექტი # FR/601/10-140/14 – “თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საექსპლუატაციო grant 2საიმედოობის გაზრდის რესურსდამზოგი ინოვაციური ტექნოლოგიების თეორიულ-ექსპრიმენტული გამოკვლევა და ოპტიმიზაცია” (ფუნდამენტური კვლევა), ხელმძღვანელი აკად. ჯემალ კაციტაძე, პროექტის წამყვანი ორგანიზაცია - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია;

3.     პროექტი # FR/217/10-140/13 – “სასოფლო-სამეურნეო მანქანების ფერდობზე მუშაობის ფიზიკური და მათემატიკური მოდელირების დამუშავება” (ფუნდამენტური კვლევა), ხელმძღვანელი აკად. რევაზ მახარობლიძე, წამყვანი ორგანიზაციასაქართველოს აგრარული უნივერსიტეტი.

grant 3პროექტების მიმდინარეობის შესრულების განხილვაში ხელმძღვანელების და სამეცნიერო განყოფილების წევრების გარდა მონაწილეობა მიიღეს პროექტების ძირითადმა შემსრულებლებმა და დამხმარე პერსონალმა. გამოითქვა საქმიანი წინადადებები და მოსაზრებები, რომლებიც პროექტების შესრულების ცალკეულ ეტაპებს ეხებოდა, აგრეთვე აღინიშნა . რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სტიმულის მიმცემი და დადებითი როლი პროექტების წარმატებით შესრულების საქმეში.

 

* * *

 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com