საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

მეცნიერებაში მოღვაწე ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე აკადემიაში

      მიმდინარე წლის 10 თებერვალს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა შეხვედრა  მეცნიერებაში მოღვაწე ქალბატონებთან.

     11 Tebervali 1 როგორც ცნობილია გენდერული თანასწორობა, ქალებისა და გოგონების  უფლებათა  და შესაძლებლობათა გაფართოება   საშუალებას მისცემს მათ შეიტანონ თავიანთი წვლილი როგორც გლობალურ ეკონომიკურ განვითარებაში, ასევე 2030 წლამდე  პერიოდში    მდგრადი განვითარების მისაღწევად.

            2011 წლის 14 მარტს  გაეროს 55-ე სესიაზე ქალთა მდგომარეობის განმსაზღვრელ კომისიაზე მოსმენილი იქნა მოხსენება,  რომელშიც  ნათქვამი იყო ქალებისა და გოგონების შესაძლებლობაზე განათლების, მეცნიერებისა და ტექნიკის სფეროებში   მათ პროფესიონალური  მომზადებისა და დასაქმების შესახებ.  

    2015 წლის 22 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად 11თებერვალი  გამოცხადდა მეცნიერებაში მოღვაწე ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღედ.    

     11 Tebervali 3 ამ დღესთან დაკავშირებით, აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ,  აგრარულ მეცნიერებაში მიღწეული წარმატებებისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო სიგელებით დააჯილდოვა მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები და აგრარულ სფეროშო მოღვაწე ქალბატონები: ლამარა ჯიქია, მარინე ბარვენაშვილი, ნატო კაკაბაძე, თამარ კაჭარავა, ნანული ჭანუყვაძე,  ნინო ზაქარიაძე, მარიამ ხომასურიძე, ირინა დანელია, მაია მელაძე, თინათინ გოგიშვილი, მზაღო ლობჟანიძე, ირმა ინაშვილი, ქეთევან როყვა, თინათინ დარსაველიძე, ქეთევან დადიანი, მაია კერესელიძე, ლალი ტაბატაძე, მაკა მდინარაძე, ინგა ღვინერია, დიანა ძიძიგური, მზია თვალავაძე, ნელი ქისიშვილი, ირმა შიოშვილი, ნანა ჩინჩილიკაშვილი.

            საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ულოცავს მეცნიერ ქალბატონებს „მეცნიერებაში მოღვაწე ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეს“, უსურვებს წარმატებებს პირად ცხოვრებასა  და სამეცნიერო საქმიანობაში.

11 Tebervali 2 

 

 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com