საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

გასვლითი სამეცნიერო ექსპედიცია

2017 წლის 23 მაისს  საქართველოს სოფლის  მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემიის ორგანიზებით ჩატარდა გასვლითი  სამეცნიერო ექსპედიცია შ.პ.ს. „მარგებელი“, ‘შ.პ.ს.“ლაშარელა“,  შ.პ.ს. ‘ლომთაგორა „ და კუმისის მეფრინველეობის ფაბრიკაში. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას  ღებულობდნენ აკადემიის მეცხოველეობის, ვეტერინარიის, საკვებწარმოების განყოფილების და სამეცნიერო საბჭოსწევრები,მეცხოველეობის და ვეტერინარიის მიმართულების ეროვნული კოორდინატორები.

J G 1aშ.პ.ს. „მარგებელში“ მეცნიერები გაეცვნენ  მეცხოველეობის კომპლექსის საქმიანობას, დაათვალიერეს მათი ბაზა,  საკვებგადამამუშავებელი საწარმო. მეძროხეობის საკითხებზე ვრცლად ისაუბრეს პროფ გ. გოგოლმა, გ.ბეღელურმა. კომპლექსის ზოოტექნიკოსებს და ვეტერინარებს  მიეცათ რეკომენდაციები, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების და პერსპექტიული ღონისძიებების გატარების შესახებ.

შ.პ.ს. „ლომთაგორაში“ სხდომას ესწრებოდნენ სტუმრებთან ერთად ადგილობრივი ფერმერები და სპეციალისტები, მეცხვარეობის დარგის არსებულ მდგომარეობაზე, შენიშვნები, წინადადებები და საინტერესო მოსაზრებები გამოთქვეს: პროფ. გ.ბეღელურმა, აკად. გუგუშვილმა, პროფ. რ.კიკვიძემ.

კუმისის მეფრინველეობის ფაბრიკაში ფრინველთა ვეტერინალური მდგომარეობის და არსებული პრობლემების მოგვარების შესახებ მოხსენებები გააკეთეს პროფ. მ. კერესელიძემ, პროფ .ა. ბოკუჩავამ, პროფ. ი. თათრიშვილმა.J G 1

გასვლითი სამეცნიერო ექსპედიციის შედეგები შეაჯამა აკადემიის მეცხოველეობის, ვეტერინარიის, საკვებწარმოების განყოფილების აკადემიკოს- მდივანმა ელგუჯა გუგუშვილმა, რომელმაც ფერმერებს გააცნო აკადემიის სამეცნიერო საქმიანობა და  პრიორიტეტები. ისაუბრა ჩატარებული ღონისძიებების მნიშვნელობაზე, დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს სურვილი, რათა მომავალში მოეწყოს მსგავსი შინაარსის შეხვედრები, რომელიც ხელს შეუწყობს  მეცნიერების ინტეგრაციას წარმოებასთან.

J G 2

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com