საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი

საქართველო - 2018

22 სექტემბერი - 1 ოქტომბერი

Festival 0

       ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 22 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი. უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში უმაღლესი სასწავლებლები და სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებები სხვადასხვა სახალისო-სამეცნიერო აქტივობებით იყვნენ წარმოდგენილიფესტივალში მონაწილეობენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, სან დიეგოს უნივერსიტეტი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო, სხვადასხვა კერძო კომპანიები და მეცნიერების სფეროს უცხოელი წარმომადგენლები. მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2015 წლიდან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით იმართება.

Festival 1

       საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საგამოფენო სივრცეს ხელმძღვანელობდნენ აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე. საგამოფენო სირცის მომზადებასა და წარმოდგენაში მონაწილეობდნენ აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი დოქტორი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის სწავლული მდივნები დოქტორები რევაზ ლოლიშვილი და მარინე ბარვენაშვილი, აკადემიის პრეზიდენტის თანაშემწე დოქტორი თინათინ ეპიტაშვილი. აკადემიის საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო აკადემიის მიერ ბოლო ხუთი წლის მანძილზე შექმნილი ინტელექტუალური პროდუქცია: მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები, რეკომენდაციები, სხვადსხვა სამეცნიერო ნაშრომები.

        2018 წლის მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მასპინძლობს. ფესტივალი 1 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება და ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სამეცნიერო და შემეცნებითი ღონისძიებები - გამოფენები, საჯარო ლექციები, კონფერენციები, ტრენინგები, ვორქშოპები, ღია კარის დღეები, უახლესი სამეცნიერო გამოცემებისა და პროექტების პრეზენტაციები, გასვლითი ღონისძიებები და სხვა. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში 25 სექტემბერს გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს მეცხოველეობისა და ვეტერინარიის არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები“, ხოლო 27 სექტემბერს თბილისის 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე „ფრინველი და ფიზიკა“ - დოქტორი მარინე ბარვენაშვილი; „საქართველოს გარემოს დაბინძურება „ - დოქტორი რევაზ ლოლიშვილი.

  Festival 2 მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ: თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეგანათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები

         როგორც თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ აღნიშნა, ფესტივალი რეგიონული მნიშვნელობისაა, რადგან მასში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული უცხოელი სტუმრები იღებენ. მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში 500-ზე მეტი ღონისძიებაა დაგეგმილი. გაიმართება სახალისო აქტივობები. ფესტივალის განმავლობაში იქნება საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის მეცნიერების დღეები, სადაც მონაწილეობას მიიღებს პარტნიორი ქვეყნებიდან ჩამოსული 200-ზე მეტი უცხოელი სტუმარი.

            საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებაში რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა იყოს ჩართულისიმბოლურია, რომ ფესტივალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს, ის უნივერსიტეტი, რომლის სათავეებთანაც ჩვენი ყველაზე დიდი ქართველი მეცნიერები იდგნენ. მომავალი ნამდვილად მეცნიერებას, ინოვაციებს, ტექნოლოგიებს ეკუთვნის. მეცნიერების, კვლევებისა და ინოვაციების განვითარება არის და იქნება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი,“ - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

   განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე თევზაძის ინფორმაციით, მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი თბილისის გარდა ბათუმსა და ქუთაისშიც ჩატარდება

  Festival 3 მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ გერმანული, იტალიური და ფრანგული მეცნიერების დღეებში, დაათვალიერონ ცერნის ლაბორატორიის ინტერაქტიული გამოფენა, ერთი დღე გაატარონ გრაკლიანის არქეოლოგიურ ექსპედიციაში, ჩაერთონ სამეცნიერო პიკნიკში ბათუმსა და ქუთაისში.

     1 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილია ევროპის აკადემიის რეგიონალური ჰაბის გახსნა. თსუ ასევე უმასპინძლებს ევროკომისიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ კვლევისა და ინოვაციის აღმოსავლეთ პარტნიორობის პანელის საერთაშორისო კონფერენციას „EU4Innovation: კვლევებისა და ინდუსტრიების კავშირების ხელშეწყობა“.

    

 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com