საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ქართველი მეცნიერის აღიარება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის წევრია 2015 წლიდან.

G Aleqsidze 20182018 წლის 22-23 ნოემბერს იტალიის ქალაქ ფლორენციაში გაიმართა გენერალური ასამბლეა, სადაც ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის ვიცე-პრეზიდენტად არჩეულია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გურამ ალექსიძე.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფ. გურამ ალექსიძე არის ცნობილი მეცნიერი საქართველოში და საერთაშორისო მეცნიერულ ასპარეზზე, მის მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნობილი შრომები კარგად არის ცნობილი ჩვენში და საზღვარგარეთ, მათ შორის მაღალრეიტინგულ ინფაქტ-ფაქტორიან გამოცემებში.

            მას  გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 17 წიგნი და 10-ზე მეტი ბროშურა. მათგან 80-ზე მეტი საერთაშორისო გამოცემებში. აკად.  გურამ ალექსიძის შრომები ძირითადად ეხება სასოფლო - სამეურნეო კულტურების (ვაზის, ხეხილის, ციტრუსების და სხვა) მავნებელ - დაავადებებთან ინტეგრირებულ დაცვას. ის არის ამ მიმართულების ერთ - ერთი ფუძემდებელი საქართველოში. მისი ავტორობით დღესაც მიმდინარეობს კვლევები აგროცენოზებში გავრცელებული მავნე და სასარგებლო მწერების (ტკიპების) ურთიერთდამოკიდებულებაში მათემატიკური მოდელირების სისტემების გამოყენებაზე. ამ მიმართულებით ის ერთ - ერთი პიონერია მცენარეთა დაცვაში არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ საზღვარგარეთაც.

წლების მანძილზე აქტიურ და ნაყოფიერ თანამშრომლობას ეწევა ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან როგორიცაა: CACAARI (ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნების სამეცნიერო კვლევითი ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარე), CGIARFAO, ICARDA, CIMMYT, Bioversiti InterneiSenel, TAP.

განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია პროფ. ალექსიძის ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური მუშაობა ქვეყნის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 20-მდე სადოქტორო დისერტაცია, მათ შორის არიან უცხოელი სპეციალისტებიც.

ვულოცავთ გამოჩენილ ქართველ მეცნიერს ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო აღიარებას!

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com