საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ფიტოსანიტარული მეთოდების შესახებ

Parosana 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითთბილისში 11–14 მარტს  ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია,  რომელიც  მიეძღვნა   აზიურ  ფაროსანასთან  ბრძოლის ფიტოსანიტარულ  მეთოდებს.  კონფერენციის  მუშობაში  მონაწილეობას  ღებულობენ  მსოფლიოს   26 ქვეყნის  მეცნიერები,   რომელთა შორის  არიან ევროპის წამყვანი ქვეყნების, აზიის, აშშ-ს, რუსეთის, ავსტრალიის, ასევე ქართული სამეცნიერო წრეების, დარგობრივი გაერთიანებების წარმომადგენლები და სახელმწიფო რწმუნებულები.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან კონფერენციაზე მიწვეულები იყვნენ აკადემიის პრეზიდენტი, აკდემიკოსი გ. ალექსიძე, პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, დოქტორი ა.გიორგაძე, აკადემიკოსები ჯ. გუგუშვილი და  გ. მარგველაშვილი, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივანი მ. ბარვენაშვილი.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. ან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზიური ფაროსანა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მნიშვნელოვანი გამოწვევაა და სახელმწიფო აქტიურად არის ჩართული მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში.

კონფერენციაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის  ქართველი მეცნიერების წარმატებულ გამოცდილებას და მავნებლის გასანადგურებლად გატარებულ ღონისძიებებსა და მეთოდებ განიხილვას. კონფერენციის ფარგლებში შემუშავდება სტრატეგიული დოკუმენტი, რომელსაც მოგვიანებით განიხილავენ რომში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ფიტოსანიტარიული ზომების  კომისიის სხდომაზე.

        კონფერენციაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაჟღერდა ინფორმაცია დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, ასევე განხილული იყო ის წარმატებული გამოცდილება, რომელიც დაგროვდა ქართველი მეცნიერების მავნებელთან ბრძოლის  პროცესში. აღინიშნა, რომ 2018 წელს, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებსა და აჭარაში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ,  27  მუნიციპალიტეტის  523  სოფელში  დამუშავებული  იქნა  790 000  ჰექტრამდე ფართობი.

აღინიშნა, რომ მავნებელთან ბრძოლის 2019 წლის პროგრამა ეფუძნება მსოფლიოს წამყვანი და ქართველი   მეცნიერების რეკომენდაციებს და 2017-2018 წლებში გატარებული ღონისძიებების შედეგად  მიღებულ გამოცდილებას. პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვა, მოსავლის  დანაკარგებისა და ეკონომიკური ზარალის შემცირება. აქედან გამომდინარე გამოიკვეთა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 4 ძირითადი მიმართულება: 1) აქტიური საინფორმაციო კამპანია – რომლის მიზანია მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა2) მონიტორინგი – რაც გულისხმობს აზიური ფაროსანას გავრცელების არეალის დადგენა, მავნებლის განვითარების ფაზების, პოპულაციის რიცხოვნობის დინამიკის და  ღონისძიებების ჩატარების ვადების განსაზღვრა; 3)აზიური ფაროსანას კონტროლის ღონისძიებებიმავნებლის საწინააღმდეგო წამლობა4) სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები–  საქართველოს პირობებში, აზიური ფაროსანას ბიოლოგიის შესწავლა, ბიოლოგიური მტრების გამოვლენა, მცენარეთა დაცვის სხვადასხვა, მათ შორის, ბიოლოგიური საშუალებების ეფექტიანობის დადგენა.

პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო განახორციელებს მავნებელთან ბრძოლის  ღონისძიებებს ქვეყნის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებსა და კერძო საკუთრებაში არსებულ ერთწლიანი კულტურების დიდ მასივებში. თხილის კულტურაში მავნებელთან და სოკოვან დაავადებებთან  ბრძოლის ღონისძიებების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფო ტექნიკური საშუალებებს გადასცემს საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციას.

კონფერენციაზე აღინიშნა, რომ აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებების განხორციელების პროცესში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროსთან ერთად, ჩართულია შესაბამისი უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოები.

საეთაშორისო კონფერენციაევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის  (CIB) მხარდაჭერით გაიმართა.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com