საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

2019 წლის 20 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნირებათააკადემიაში ჩატარდა აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით: „საქართველოს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი: ახალი ბაზრების ათვისებაწარსდგა ივ. ჯავახისვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თსუ- ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის აგრარული პოლიტიკის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, დოქტორი ფატიმა მამარდაშვილი. მოხსენებაში ასახული იყო საქართველოს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ტენდენციები და გააანალიზებული იყო კონკრეტული სასურსათო პროდუქტების საერთაშორისო კონკურენტუნარიანობა, რაც გამოვლენილი იქნა შედარებითი უპირატესობის მეთოდოლოგიით. წარმოდგენილია რეკომენდაციები ამ მიმართულებით პოლიტიკის ღონისძიებებისა და სამომავლო კვლევების საჭიროების შესახებ.

სხდომას კომისიის წევრთა გარდა ესწრებოდნენ  საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სამინისტროში შემავალი სტრუქტურების წარმომადგენლები, აკადემიის წევრები, მოწვეული პირებისაქპატენტიდანდატექინფორმიდან“, უნივერსიტეტების პროფესორები, მკვლევარები და და მაგისტრანტები. სიტყვით გამოვიდნენ აკადემიის პრეზიდიუმის მრჩეველი,აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა, კომისიის თავმჯდომრის მოადგილე, ექსპერტი აგრარული და რეგიონული მართვის საკითხებში გოჩა ცოფურაშვილი, აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი, აკადემიის   აკადემიკოს-მდივანიაკადემიკოსი .შაფაქიძე, აკად. . ბაღათურია, საქპატენტის გამოგონებების და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსი მერაბ კუცია,  სოფლის  მეურნეობის  პროექტების მართვის სააგენტოს  დირექტორის   მოადგილე  არჩილ   ბუკია,  სამინისტროს სამეცნიერო-კცლევითი ცენტრის მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახურის უფროსი, აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი ცოტნე სამადაშვილი, სამინისტროს მცხეთა-მთიანეთისრეგიონული სამსახურის უფროსი, დოქტორი ნიკოლოზ კიკნაველიძე და სხვები,რომლებმაც გამოთქვეს საინტერესო წინადადებები და მადლობა გადაუხადეს მომხსენებელს საინტერესო მოხსენებისათვის.

ცენტრის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა ალექსანდრე დიდებულიძემ თავის დასკვნით გამოსვლაში აღნიშნა აკადემიასა და თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის აგრარული პოლიტიკის კვლევით ცენტრს შორის კონტაქტების გაღრმავების პერსპექტივებზე, საგარეო ბაზარზე ქვეყნის საექსპორტო პროდუქციის ცნობადობის და ღირებულების ამაღლების, ახალი ადგილწარმოშობის დასახელებების და გეოგრაფიული აღნიშვნების საერთაშორისო რეგისტრაციის გაგრძელების აუცილებლობაზე.

სხდომამ მიიღო შესაბამისი რეკომენდაციები.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com