საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

კონკურსების შედეგები

საქართველოს
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში
გამოცხადებული კონკურსების შედეგები

          2019 წლის 03 ივნისს გაიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება შემდეგი დღის წესრიგით:

1_  ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა   აკადემიის მიერ აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) და აკადემიის სტიპენდიატების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შესახებ.

მომხსენებელი:  საქართველოს  სოფლის  მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე.

2_      საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის  ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) და აკადემიის სტიპენდიატების ასარჩევად გამოცხადებული კონკურსის მაღალორგანიზებულად მომზადებისა და ჩატარების მიზნით აკადემიის პრეზიდენტის ბრძანებით შექმნილი საექსპერტო-საკონკურსო კომისიის დასკვნის შესახებ.

მომხსენებელი: საექსპერტო-საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე,  აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა.

3_  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) და აკადემიის სტიპენდიატების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად არჩევნების ჩატარება (ფარული კენჭისყრა).

Archevnebi 2019 A

Archevnebi 2019 B

თანახმად საქათველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წესდების (თავი  X, მუხლი 45,46,48,51 და 53) და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის მიერ დამტკიცებული აკადემიის სტიპენდიატების არჩევნების ჩატარების დროებითი დებულებისა (ოქმი #1, 25 იანვარი 2019 წელი), აკადემიის  საერთო კრებაზე ჩატარებულმა ფარულმა კენჭისყრამ (ოქმი #2, 03 ივნისი, 2019 წელი) გამოავლინა  აკადემიის ნამდვილი წევრი (აკადემიკოსი) და აკადემიის სტიპენდიატები სამეცნიერო განყოფილების მიხედვით:

 

Archevnebi 2019 Gagoshidze     

       სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილებაში -სპეციალობა 0105 “მეტყევეობა”,
  სპეციალიზაცია 010501 “სატყეო მეურნეობა”
(აკადემიის ნამდვილი წევრი -  აკადემიკოსი)  

      გიორგი გაგოშიძე - სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური  უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

 

1.    აგრონომიის სამეცნიერო განყოფილებაში (აკადემიის სტიპენდიატი) 

  Archevnebi 2019 Qvarcxava 

  1.1.     ქვაცხავა გიგა - ქიმიის აკადემიური დოქტორი, საქართველოს ტექნიკური  

        უნივერსიტეტის პროფესორი, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების
 ინჟინერენგის ფაკულტეტის დეკანი
;

 

 2.    მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილებაში  (აკადემიის სტიპენდიატი)

  Archevnebi 2019 Giorgadze                       

       2.1.    გიორგაძე ანატოლი - სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი,
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო
განყოფილებების კოორდინატორი
,  ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი;

        

 

3.    აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილებაში (აკადემიის სტიპენდიატი)

Archevnebi 2019 Qutelia

     

     3.1.    ქუთელია გიორგი - ინჟინერიის აკადემიური დოქტორი, საქართველოს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სამეცნიერო
კვლევითი ცენტრი
ს აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;

 

  

4.    სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილებაში (აკადემიის სტიპენდიატი)

Archevnebi 2019 Qavtaradze

4.1.              ქავთარაძე გიორგი  - სატყეო საქმის აკადემიური დოქტორი, საქართველოს
აგრარული უნივერსიტეტი
ს ასოცირებული პროფესორი და  ვ. გულისაშვილის
სატყეო ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი
;

 

 

  

5.    ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილებაში (აკადემიის სტიპენდიატი)

Archevnebi 2019 Jabnidze N

 

       5.1.    ჯაბნიძე ნატო - ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის
სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი;

 

 

6.    სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილებაში
(აკადემიის სტიპენდიატი)

Archevnebi 2019 Kacitadze E

6.1.    სასურსათო ტექნოლოგიის მიმართულებით

 კაციტაძე ეკატერინე - ტექნიკის აკადემიური დოქტორი, საქართველოს
    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სამეცნიერო კვლევითი ცენტრი
 
მთავარი სპეციალისტი; საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კვების პროდუქტების
ტექნოლოგიის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი
; თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის
ასოცირებული პროფესორი. 

 

Archevnebi 2019 Dugashvili   

    6.2.    სურსათის უვნებლობის მიმართულებით

 დუღაშვილი დარეჯანი - ქიმიის აკადემიური დოქტორი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
სსიპ-სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კონსულტანტი.

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ულოცავს
ახლად არჩეულ მეცნიერებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცხადებულ აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) და აკადემიის სტიპენდიატების კონკურსში გამარჯვებას, უსურვებს მრავალ წარმატებებს ჩვენი ქვეყნის აგრარული მეცნიერების აღმავლობისა და განვითარების  საქმეში.


 

მეცნიერები საქართველოს ტყეების პრობლემებზე და პერსპექტივებზე მსჯელობენ

Mrgvali magida Tke 1

     2019 წლის 16 მაისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა მრგვალი მაგიდა, სადაც განიხილეს საქართველოს ტყეების არსებული მდგომარეობა, პრობლემები და სამომავლო პერსპოექტივები.

           მრგვალ მაგიდაზე მოწვეული იყვნენ აკადემიის წევრები, საქართველოს სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები, სატყეო დარგის ექსპერტები, სატყეო მიმართულების სტუდენტები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან და აკადემიის საშეფო 31-ე საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები სკოლის დირექტორის, ქალბატონ   მარინა ნიჟარაძის  ხელმძღვანელობით.

        მრგვალ მაგიდა შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გურამ ალექსიძემ, რომელმაც აღნიშნა ღონისძიების მნიშვნელობა და სატყეო საქმის მიმართულებით აკადემიის მიერ განხორციელებული ღონისძიებები, მიღებული წინადადებები, რომლებიც გადაეგზავნა როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ სტრუქტურებს.

შეხვედრაზე ძირითადი მოხსენება „საქართველოს სატყეო მეურნეობის დარგში არსებული პრობლემები და მისი გადაწყვეტის გზები“ გააკეთა სატყეო დარგის ექსპერტმა, დოქტორმა მერაბ დვალმა.

მოხსენების ირგვლივ გამართულ კამათში მონაწილეობა მიიღეს სატყეო საქმის მეცნიერებმა და ღვაწლმოსილმა სპეციალისტებმა - დოქტ. ა. სუპატაშვილმა , დოქტ. გ. გაგოშიძემ, მწვანეთა მოძრაობის წარმომადგენელმა და ღვაწლმოსილმა მეტყევემ, ბატონმა ა. მგელაძემ, საპატრიარქოს სახელით გამოვიდა ბატონი ბ. გულუა, სატყეო სააგეტოდან - ბატონი ნ. ბერეჟიანი. მრგვალი მაგიდის წევრებს მიესალმა თბილისის 31-ე საჯარო სკოლის დირექტორი, ქალბატონი მ. ნიჟარაძე.

მრგვალი მაგიდის მუშაობა შეაჯამა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკად. გივი ჯაფარიძემ, რომელმაც ვრცლად ისუბრა სატყეო მიმართულებით აკადემიის მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილ წინადადებზე, რომელიც გაითვალისწინა პარლამენტმა, ისაუბრა ტყის კოდექსის ახალი ვარიანტის შემუშავების მიმდინარეობაზე. აკად. გ. ჯაფარიძემ მრგვალი მაგიდის მონაწილეებს სთხოვა წერილობით წარმოადგინონ მათი ხედვები საქართველოში სატყეო მეუნეობის პრობლემების გადაწყვეტის გზების შესახებ, რომელთა განხილვაც მიზანშეწონილია გაიმართოს რაც შეიძლება ჩქარა, რათა კიდევ ერთხელ მიეწოდოს აკადემიიდან საკანონმდებლო და აღმასრულებელ სტრუქტურებს საქართველოს სატყეო მეურნეობაში შექმნილი დღევანდელი პრობლემების დაძლევის კონკრეტული და დროულად გასატარებელი ღონისძიებების ჩამონათვალი.

Mrgvali magida Tke 2

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში

                                                                                                                           თბილისი, 15 მაისი, 2019 წელი

თანახმად საქათველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წესდების (თავი  IX, მუხლი  38-თ; თავი  X  მუხლი 40, 41) და  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის მიერ დამტკიცებული აკადემიის სტიპენდიატების არჩევნების ჩატარების დროებითი დებულებისა (ოქმი #1, 25 იანვარი  2019 წელი), აკადემიის  სამეცნიერო  განყოფილებებში (გაერთიანებულ სამეცნიერო განყოფილებებში) ჩატარებულმა საერთო კრებებმა ფარული კენჭისყრით გამოავლინეს  აკადემიის საერთო კრებაზე აკადემიის სტიპენდიატების ასარჩევად ფარულ კენჭისყრაში მონაწილე შემდეგი კანდიდატები:  (იხილეთ ბმულზე).

აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

მიმდინარე წლის 24 აპრილს  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში  ჩატარდა აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა. მოკლე მოხსენებით გამოვიდა აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ 26 აპრილის - ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო დღის  აღსანიშნავად საქართველოს  ორი აგრარიკოსი-მეცნიერი, რომლებსაც გააჩნიათ  ჩვენი ქვეყნის მოქმედი პატენტების დიდი რაოდენობა, კერძოდ კი ღვაწლმოსილი გამომგონებელი, დოქტორი ვლადიმერ მირუაშვილი და ახალგაზრდა გამომგონებელი, დოქტორი ედიშერ მიდელაშვილი დაჯილდოვდნენ აკადემიის საპატიო სიგელებით.

შემდეგ მოსმენილი იქნა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრისაქპატენტი“-ს  წარმომადგენლების დავით გაბუნიას და მერაბ კუციას მოხსენება:  „აგრარულიპროდუქცის ადგილწარმოშობის  დასახელების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ახალ ჯიშთა რეგისტრაციის სფეროში მოვლენების ანალიზის  შესახებ“.  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყანაში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემის განვითარების ძირითად ამოცანებს. ასევე აღინიშნა, რომ ახალი ჯიშის გამოყვანის პროცესი ადამიანის მიზანმიმართული შემოქმედებითი საქმიანობაა და ასეთი შრომის ნაყოფი განეკუთვნება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს, რომელსაც ესაჭიროება სამართლებრივი დაცვა, რათა სელექციონერმა ამ ჯიშის გასამრავლებელი მასალის რეალიზაციის გზით მიიღოს გაწეული შრომისა და მატერიალური დანახარჯების ანაზღაურება და გარკვეული მოგება.

სხდომამ  ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდა უნდა ჩაატაროს შესაბამისი აკრედიტაციის მქონე პირმა, ხოლო გამოცდის შედეგები  დაადასტუროს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებულმა საექსპერტო საბჭომ. სამწუხაროდ, ასეთი აკრედიტებული პირი საქართველოში დღემდე არ შექმნილა და შესაბამისად, ჯიშის რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე, ან სელექციონერის მიერ ჩატარებული გამოცდის შედეგების საფუძველზე. კომისიამ დაადგინა,  რათა მისი წევრებისგან და „საქპატენტის“ და სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენელთაგან შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც უმოკლეს ვადაში შეიმუშავებს საკითხის დარეგულირების ვარიანტებს და წარუდგენს აკადემიის პრეზიდიუმს. 

ვეტერინარი ექიმის საერთაშორისო დღე

      მიმდინარე წლის 1 მაისს, საქარველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების ინიციატივით ჩატარდა კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ვეტერინარი ექიმის საერთაშორისო დღეს. სხდომაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: ამერიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის “ინვესტირება და ხარისხი სოფლის მეურნეობაში” გენერალური დირექტორი ლაშა ავალიანი, გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის პროექტის ხელმძღვანელი მიხეილ სოხაძე, ვეტერინართა ასოციაციის პრეზიდენტი ლალი ვაშაკიძე, პირველი ქალი პროფესორი ვეტერინარიაში ზაირა ქაფიაშვილი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ზოონოზური დაავადებების განყოფილების უფროსი ნიკოლოზ ცერცვაძე, ზოოტექნკურ-ვეტერინარული ინსტიტუტის ყოფილი რექტორი ჯემალ ნაჭყებია, აგრარული უნივერსიტეტის დეკანი თეო ურუშაძე, აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები და სხვ.      

     Veterinaris dge 1კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა აკადემიკოსმა ჯემალ გუგუშვილმა, რომელმაც მსმენელებს მოუთხრო ზოგადად  ვეტერინარიის და ვეტერინარი ექიმის მნიშვნელობაზე, მათ როლზე მეცოველეობის მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების თალსაზრისით.

ქართული ვეტერინარიის და ვეტერინარი ექიმების შესახებ ფართო მოხსენებით გამოვიდა აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი. მან დეტალურად გააშუქა ქვეყანაში ვეტერინარული მდგომარეობა. ისაუბრა პრობლემებზე, მათი დაძლევის გზებზე. სიტყვით გამოვიდნენ ასევე ლაშა ავალიანი, მიხეილ სოხაძე, ლალი ვაშაკიძე, ზაირა ქაფიაშვილი, ნიკოლოზ ცერცვაძე, ჯემალ ნაჭყებია,  ლევან თორთლაძე, დავით გოდერძიშვილი, ლევან მაკარაძე, ბესარიონ ლასარეიშვილი  გამომსვლელებმა ვეტერინარ ექიმებს მიულოცეს ვეტერინარი ექიმის საერთაშორისო დღე, აღნიშნეს რომ ქართველისათვის უცხო არ არის ცხოველებისადმი კეთილდამოკიდებულება. ჯერ კიდევ კარაბადინში იყო აღწერილი სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით ცხოველთა მკურნალობის შესახებ. გარდა ამისა გამოთქვეს გულისტკივლი იმის გამო, რომ ამჟამად ქვეყანაში ვეტერინარ ექიმთა სწავლების დონე არ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს. მიუხედავად ამისა მათ გამოთქვეს იმედი რომ უახლოეს მომავალში მდგომარეობა კარდინალურად შეიცვლება და ქართველი ვეტერინარი ექიმები ტოლს არ დაუდებენ უცხოელ კოლეგებს.Veterinaris dge 2

            კონფერენციის მსვლელობისას სიტყვით გამოვიდნენ სტუდენტები - _  მომავალი ვეტერინარები, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ეს სპეციალობა მათ ძალიან მოსწონთ, უყვართ და შეეცდებიან მაქსიმალურად კარგად დაეუფლონ ვეტერინარი ექიმის პროფესიას.

            კონფერენციის ბოლოს მოხსენება თემაზე: “საქართველოში სასოფლო - სამეურნეო ცხოველების ჯილეხით დაავადების დინამიკა” გააკეთა ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა სპეციალისტმა ნათია ქარცხიამ. მან მსმენელებს გააცნო   საქართველოში 2012-2018 წლებში ჯილეხის დაავადების ეპიზოოტიური სიტუაციის მდგომარეობა. კვლევის მონაცემებმა ცხადყო, რომ საქართველოში ბოლო 7 წლის განმავლობაში ჯილეხით დაავადებულთა რაოდენობა, როგორც ცხოველებში, ასევე ადამიანებში საგრძნობლად შემცირდა, რაც ვეტერინარი ექიმების  ეფექტურ მუშაობაზე მიუთითებს.

            კონფერენციის მუშაობა შეაჯამა მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ჯემალ გუგუშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის და  გამოთქვა იმედი, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ მოწყობილ მსგავსი ტიპის კონფერენციებში ისინი მომავალშიც აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას.

Veterinaris dge 3

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში

                                                                      თბილისი, 25 აპრილი, 2019 წელი

თანახმად საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკა­დემიის წესდების (X თავი, მუხლი 41) და  საქართველოს  სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემიის პრეზიდიუმის მიერ  დამტკიცე­ბუ­ლი არჩევნების ჩატარების დებულებისა (ოქმი #1, 25 იანვარი, 2019  წელი),  საქართველოს  სოფლის  მეურნეობის  მეცნიერებათა  აკადემიის  პრეზიდენტის     ბრძანებით დამტკიცებულმა საექსპერტო  კომისიამ (ბრძანება  # 01/08, 18 მარტი,  2019 წელი)  აკადემიის  ნამდვილ წევრად ასარჩევ კონკურსში მონაწილე  კანდიდატები  დაუშვა სატყეო   საქმისა  და აგრონომიის   სამეცნიერო განყოფილებების გაერთიანებულ  საერთო კრებაზე.

სამეცნიერო განყოფილებების გაერთიანებულმა საერთო კრებამ საქართველოს  სოფლის  მეურნეობის  მეცნიერებათა  აკადემიის  მიერ გამოცხადებულ აკადემიის  ნამდვილი  წევრის   ვაკანტურ ადგილებზე  (სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილებაში – სპეციალობა 0105 “მეტყევეობა”,  სპეციალიზაცია  010501 "სატყეო მეურნეობა" – 1 ვაკანსია) გადაწყვიტა:

 

T Kandelaki

 

 

    1.1.     თემურ კანდელაკი - ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს აგრარული უნივესიტეტის სრული პროფესორი – დაშვებულია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად;

                                                                                                    (CV     იხ.  ბმულზე)
 
 

 

 

G Gagoshidze a     

 

    1.2.     გიორგი გაგოშიძე - სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი – მიეცა რეკომენდაცია კონკურსში  მონაწილეობის მისაღებად.

                                                                                       (CV     იხ.  ბმულზე)

 

 

 

 

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 7-12 აპრილს ქ. ბათუმში სასტუმროში “ინტურისტ ბათუმი ჰოტელ”  ჩატარდა შავი, კასპიის ზღვებისა და ცენტრალური აზიის მეაბრეშუმეობის ასოციაციის (BACSA) მე-9 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე:

“მეაბრეშუმეობის შენარჩუნება და განვითარება, პრობლემები და პერსპექტივები”.

კონფერენციის თემა ზუსტად მიესადაგება საქართველოს მეაბრეშუმეობის დღევანდელ მდგომარეობას, სადაც უკვე ინტენსიურად მიმდინარეობს საუბრები და დასახულია მრავალი ღონისძიება საქართველოში მეაბრეშუმეობის აღდგენისა და განვითარების შესახებ.

            ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ გამოქვეყნდა გაზეთებში (იხ. ბმულზე):

“საქართველოს რესპუბლიკა”,  ოთხშაბათი, 17 აპრილი, 2019 წ. #76 (8742) ;  

“რეზონანსი”, 2019 წლის 19 აპრილი, პარასკევი.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მსოფლიო მეაბრეშუმეობის საკითხებზე მსჯელობს

          მიმდინარე წლის 7-12 აპრილს . ბათუმში, სასტუმროშიინტურისტ ბათუმი ჰოტელჩატარდა შავი, კასპიის ზღვებისა და ცენტრალური აზიის მეაბრეშუმეობის ასოციაციის (BACSA) მე-9 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: “მეაბრეშუმეობის შენარჩუნება და განვითარება, პრობლემები და პერსპექტივები”.     

აღნიშნული ორგანიზაცია ჩამოყალიბდა 2005 წელს და მასში საქართველოსთან ერთად გაერთიანებული იყო 9 ქვეყანა, ხოლო დღეისათვის იგი 20 ქვეყანას აერთიანებს, რომლებიც წარმატებით მუშაობენ თავის ქვეყანაში მეაბრეშუმეობის განვითარების მიმართულებით.

Bacsa 2019 1მეაბრეშუმეობის  ქვეშ იგულისხმება თუთის ნარგაობის მოშენება, აბრეშუმის გრენის წარმოება, შენახვა_გაცოცხლება, ჭიის გამოკვება, პარკის მოყვანა, დამზადება, პირველადი დამუშავება_შენახვა_რეალიზაცია. უფრო მარტივად, რომ ვთქვათ მეაბრეშუმეობა, როგორც სოფლის მეურნეობის დარგი, გულისხმობს იმ რთულ კომპლექსთა ერთობლიობას, რომელიც განაპირობებს აბრეშუმის პარკის წარმოებას.

            BACSA-ში გაერთიანებული ორგანიზაციები დღეისათვის გარკვეულ პრობლემებს განიცდიან. პრობლემები მდგომარეობს იმაში, რომ მსოფლიო მეაბრეშუმეობის ბაზარი დაპყრობილი აქვს ჩინეთს და ნაწილობრივ ინდოეთს. ჩინეთი დღეისათვის  მსოფლიო მეაბრეშუმეობის 82 %-მდე პროდუქციას ამზადებს, რომლის ნახევარს  იგი თავის შიდა ბაზარზე მოიხმარს, ხოლო მეორე ნახევარი კი გააქვს მსოფლიო ბაზარზე.

სწორედ მსოფლიო ბაზარზე გარკვეული ადგილის დასაკავებლად შეიქმნა ზემოთაღნიშნული ორგანიზაციაც, რომლის წევრები ცდილობენ გარკვეული წვლილი შეიტანონ მსოფლიო მეაბრეშუმეობის განვითარებაში, რისთვისაც პირველ რიგში  წარმატებით განავითარონ მეაბრეშუმეობის დარგი თავის ქვეყნებში და ნაწილი პროდუქციისა გაიტანონ მსოფლიო ბაზარზე. Bacsa 2019 2მათ რიცხვს მიეკუთვნება საქართველოს მეაბრეშუმეობაც, რომელიც შეიძლება ითქვას ნულიდან იწყებს დარგის აღორძინებასა და განვითარებას, რომელიც მონატრებული აქვს საქართველოს მოსახლეობას, ვინაიდან იგი მათი ოჯახებისათვის დამატებითი შემოსავლების საუკეთესო წყარო იყო.

კონფერენციის ორგანიზატორი BACSA-სთან ერთად იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, რომელმაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად უდიდესი სამუშაო ჩაატარა, რათა კონფერენცია წარმატებით ჩატარებულიყო და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიეღო.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ  BACSA- წევრი ქვეყნები - საქართველო, ბულგარეთი, რუმინეთი, თურქეთი, პოლონეთი, იტალია, ტაჯიკეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, აგრეთვე მოწვეული სტუმრები ჩინეთიდან და ინდოეთიდან. აღსანიშნავია, რომ  კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა გაეროს კომისარი მეაბრეშუმეობის მიმართულებით დოქტ. დილიიპ კუმარი (ინდოეთი).

Bacsa 2019 3კონფერენციას მიესალმენ აჭარის ავტონომიური რეაპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე.

BACSA- პრეზიდენტის პროფ. პანომირ ცენოვის საანგარიშო მოხსენებაში მკაფიოდ იყო გაშუქებული ისეთი საკითხები, როგორიცაა მეაბრეშუმეობის ინდუსტრიის სტატუსი და განვითარების ტენდენციები დღევანდელ მსოფლიოში, მეაბრეშუმეობის განვითარების ძირითადი ხელშემშლელი პირობები, ბაზარი და პროდუქციის წარმოების   ძირითადი მიმართულებები, გასათვალისწინებელი კრიტიკული ფაქტორები და დაბრკოლებები, მეაბრეშუმეობის წარმატებული განვითარების მაგალითები, საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლობა და ტრეინინგი, BACSA- რეგიონალური კოოპერაციის ძირითადი პრინციპები და თანამშრომლობა მეცნიერებისა  და ტექნოლოგიების ტრანსფერის, განათლებისა და ტრეინინგის მიმართულებით.

კონფერენციაზე სულ წარმოდგენილი იყო 46 მოხსენება, მათ შორის საქართველოდან 7 მოხსენება და 8 სტენდური მოხსენება. საქართველოს მეაბრეშუმეობის შესახებ კონფერენციაზე მოხსენება გააკეთა BACSA- კოორდინატორმა საქართველოში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივანმა, აკად. ელგუჯა შაფაქიძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოს მეაბრეშუმეობის დღევანდელ მდგომარეობაზე და იმ პრობლემებზე რომელიც დღეისათვის შექმნილია საქართველოს მეაბრეშუმეობაში, აგრეთვე პერსპექტივებზე, რომელიც დასახულია აკადემიისა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მეაბრეშუმეობის აღდგენისა და განვითარების პროექტებში.  პლენარულ სხდომაზე მოხსენება თემაზე "აბრეშუმი საქართველოს კულტურასა და რელიგიაში, წარსული და აწმყო" გააკეთა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის  თანამშრომელმა, პროფ. ირინა ბახტაძემ, რომელმაც კონფერენციის მონაწილეების დიდი მოწონება დაიმსახურა.Bacsa 2019 4

კონფერენციაზე იმსჯელეს BACSA- სამომავლო პერსპექტივებზე, სადაც გამოიკვეთა ორგანული მეაბრეშუმეობის როლი ბიოლოგიური სოფლის მეურნეობისა და ორგანული ტექსტილის კონტექსტში, შემუშავდა რეკომენდაციები ორგანული აბრეშუმის წარმოების განვითარებისათვის, წამოყენეული იყო წინადადებები მსოფლიო მეაბრეშუმეობის სამომავლიო პერსპექტივებზე და BACSA- წევრი ქვეყნების რეგიონალური თანამშრომლობის როლის შესახებ.

აღსანიშნავია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მთელი კოლექტივის მიერ გატარებული საორგანიზაციო და საინტერესო ღონისძიებები, რომელმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი BACSA- მე-9 საერთაშორისო კონფერენციის წარმატებით წარმართვას, რაც პირველ რიგში საქართველოს მეაბრეშუმეობის სამომავლო პერსპექტივებისათვის არის მნიშვნელოვანი.

Bacsa 2019 5

აკადემიის მონაწილეობა სამეცნიერო ფორუმში

          2019 წლის 29 მარტს ქ. თბილსში (სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით  და შ. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის  მასპინძლობითა და ორგანიზატორობით გაიმართა სამეცნიერო  ფორუმი „მეცნიერების განვითარების პერსპექტივები საქართველოში“.

        Forumi 2019  2018 წლის სექტემბერში, იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა  განათლების რეფორმის პრეზენტაცია წარადგინა. აღნიშნული რეფორმა გულისხმობს კომპლექსურ მიდგომას განათლების ყველა მიმართულებისათვის. მდგრადი განვითარების მთავარ პრიორიტეტად მეცნიერება დასახელდა. განათლების რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა მეცნიერთა და ზოგადად სამეცნიერო მიმართულებების განვითარება და ხელშეწყობა, რაც გულისხმობს, ერთი მხრივ სტრატეგიული სამეცნიერო პროექტების განსაზღვრასა და მხარდაჭერას, მეორე  მხრივ ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა  ხელშეწყობასა და მათი ჩართულობის სტიმულირებას საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში.

     შ. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ორგანიზებული ფორუმის მიზანი იყო საქართველოში მეცნიერების არსებული მდგომარეობის, გამოწვევების, სამომავლო პერსპექტივების მიმოხილვა და სამეცნიერო სფეროში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტების განსაზღვრა.

      ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის  წარმომადგენლებმა - პრეზიდენტმა, აკად. გურამ ალექსიძემ, აკადემიკოს-მდივანმა, აკად. ე. შაფაქიძემ, აკადემიის პრეზიდიუმის მრჩეველმა, აკად. ნ. ჭითანავამ, აკად. რ. ასათიანმა და აკად. ნ. ბაღათურიამ.

  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის და ქვეყნის სახელმწიფო სასაწავლო უნივერსიტეტების რექტორების დაG Aleqsidze Forumi 1 სხვა  გამომსვლელებთან ერთად  მეცნიერების განვითარების პერსპექტივებზე ვრცლად ისაუბრა აკად. გ. ალექსიძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა აგრარული მეცნიერების განვითარების პერსპექტივებს ქვეყნის სასურსთო პროდუქტებით მომარაგების საქმეში, ისაუბრა იმ სიძნელეებზე, რაც გამოწვეულია სრულიად უსაფუძვლოდ გაუქმებული აგრარული პროფილის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების უფუნქციოდ და კვალიფიციური კადრების გარეშე დატოვების გამო; მან სურვილი გამოთქვა, რომ სამთავრობო ახალი ინიციატივის წარმატების განხორციელებისათვის მიზანშეწონილია აგრარული პროფილის დარგობრივი სამეცნიერო ცენტრების ჩამოყალიბება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ბაზაზე,, ხაზი გაუსვა იმ მიმართულებას, რომ საჭიროა აღდგეს მეცნიერთა დისერტაციების დაცვის ორსაფეხურიანი სისტემა და აგრარული პროფილის დისერტაციების დაცვა განხორციელდეს  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში სამომავლოდ ჩამოყალიბებულ  სადისერტაციო საბჭოში.

სამეცნიერო ფორუმის პლენარული სხდომის შემდეგ გაიმართა პლანერული სხდომა 6 სამეცნიერო მიმართულებაში. აკადემიის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს მეოთხე პანელის - აგრარული მეცნიერებანი, მუშაობაში, სადაც მიღებული იქნა შესაბამისი რეკომენდაციები.

ტყის საერთაშორისო დღე

mimdinare wlis 21 marts soflis meurneobis mecnierebaTa akademiaSi satyeo saqmis Tkis dge 2019 1samecniero ganyofilebis mier moewyo mrgvali magida, romelic mieZRvna tyis saerTaSoriso dRes. mowveul stumarTa Soris iyvnen saqarTvelos  teqnikuri universitetis agraruli mecnierebebisa  da biosistemebis inJineringis fakultetis satyeo saqmis specialobis sxvadasxva kursis bakalavriatisa da magistraturis studentebi. axalgazrdebis winaSe farTo moxsenebiT warsdgnen akademiis satyeo saqmis samecniero ganyofilebis akademikos-mdivani, akademikosi revaz CageliSvili da satyeo saqmis samecniero ganyofilebis swavluli mdivani, saqarTvelos  teqnikuri universitetis profesori giorgi gagoSiZe.

Tkis dge 2019 2akademikosma revaz CageliSvilma studentebs gaacno tyis saerTaSoriso dRis daarsebis istoria. aRniSna, rom am dRes mTeli msoflio aRniSnavs  1971 wlidan. amis iniciatori ki gaxldaT soflis  meurneobis evropuli konferedacia 23-e generalur asambleaze, rasac mxari dauWira gaeros sursaTisa da soflis meurneobis organizaciam FAO.  akademikosma r. CageliSvilma studentebs mouTxro zogadad tyis mniSvnelobaze. tye Cveni planetis filtvebia da mas aqvs Seufasebeli mniSvneloba ekologiuri, socialuri da ekonomikuri TvalsazrisiT, rameTu monawileobas Rebulobs klimatis CamoyalibebaSi, inarCunebs wylis resursebs, mravali mcenarisa da cxovelis saarsebo garemoa, adamianebs akamayofilebs sakvebiT da unarCunebs janmrTel garemos, udides rols TamaSobs niadagis nayofierebis SenarCunebaSi da sxv. gansakuTrebuli yuradReba akademikosma r. CageiSvilma  SeaCera  saqarTvelos tyeebze. isaura maT Taviseburebebze da mniSvnelobaze Cveni mosaxleobis keTildReobisa da qveynis Semdgomi ganviTarebisaTvis.

profesori giorgi gagoSiZe  studentebs esauba qaTuli satyeo mecnierebis mamamTavrebze, maT damsaxurebaze qveynisa da eris winaSe. aseve studentebs gaacno is prioritetebi, romelic saqarTvelos tyeebis dacvas  da satyeo saqmis Semdgom ganviTarebas ukavSirdeba.

ქვეკატეგორიები

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com