გარემოს დაცვის მსოფლიო დღე
5 ივნისი - გარემოს დაცვის მსოფლიო დღე
გარემოს დაცვის მსოფლიოდღე (World Environment Day - WED) ყოველ წელს, 5 ივნისს აღინიშნება.
გარემოს დაცვის მსოფლიო დღე დაარსდა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 27-ე სესიაზე (რეზოლუცია № A/RES/2994 (XXVII)) 1972 წლის 15 დეკემბერს და მას შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება მთელ მსოფლიოში. ამას წინ უძღოდა გაეროს გენერალური მდივნისადმი, 1971 წლის 11 მაისის მიმართვა, რომელსაც ხელს აწერდა 23 ქვეყნის მეცნიერებისა და კულტურის 2200 მოღვაწე. ისინი აფრთხილებდნენ კაცობრიობას უპრეცენდენტო საშიშროებაზე, რომელიც ემუქრებოდა მას გარემოს დაბინძურების გამო. „ან ჩვენ მოვსპობთ დაბინძურებას, ან იგი მოგვსპობს ჩვენ“ - ასე იყო დასმული საკითხი ამ მიმართვაში.
ჩატარების თარიღი - 5 ივნისი, ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემებთან დაკავშირებით 1972 წელს გამართულ სტოკჰოლმის კონფერენციის დაწყებას ემთხვევა. თავის რეზოლუციაში გენერალური ასამბლეა გაეროს სისტემაში არსებულ სახელმწიფოებს და ორგანიზაციებს მოუწოდებს ყოველწლიურად ამ დღეს მოაწყოს ღონისძიებები, რომლებიც დაადასტურებენ მათ სწრაფვას საარსებო გარემოს შენარჩუნების და გაუმჯობესებისაკენ. გენერალური ასამბლეის 27-ე სესიაზე ასევე შეიქმნა გაეროს სისტემაში შემავალი ახალი ორგანიზაცია UNEP. სწორედ მისი ეგიდით ტარდება ყოველ წელს გარემოს დაცვის მსოფლიო დღე.
გარემოს დაცვის მსოფლიო დღე გაეროსათვის წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად საშუალებას, იმისათვის რომ მსოფლიო საზოგადოების ყურადღება მიაპყროს გარემოს დაცვისაკენ, ასევე სტიმულირება გაუწიოს პოლიტიკურ ინტერესს და შესაბამის მოქმედებებს მის დასაცავად. ამჟამად ეს თარიღი წარმოადგენს სახალხო დღესასწაულს, რომლის მიზანია ერთობლივი ძალისხმევით დავიცვათ ბუნებრივი სიმდიდრეები და რესურსები. სხვადასხვა ქვეყანაში მას სხვადასხვანაირად აღნიშნავენ: აწყობენ მიტინგებს, მსვლელობებს, აღლუმებს, ველორბოლებს, „მწვანეთა“ დღესასწაულებს და სხვ.
გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ყოველწლიურად განისაზღვრება თემატიკა და დევიზი, ხდება ადგილის შერჩევა ძირითადი საერთაშორისო ღონისძიებების ჩასატარებლად. 2020 წლის თემის სახელწოდებაა - “ბუნების დროა”. თემა ეძღვნება გადაუდებელ და მნიშვნელოვან პრობლემას - ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას. სულ ახლახანს მომხდარი ტყეების ხანძრები ბრაზილიაში, აშშ-ში, რუსეთში. ავსტრალიაში, კალიების შემოსევა აღმოსავლეთ აფრიკაში და ამჟამად კორონავირუსით გამოწვეული გლობალური პანდემია, ნათლად მეტყველებენ ადამიანის და ბუნების მჭიდრო ურთიერთკავშირზე. ბუნება გვაფრთხილებს!!!
მსოფლიო მასშტაბით გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღნიშვნა უპირველეს ყოვლისა წარმოადგენს გლობალურ პლატფორმას, რომელიც პოზიტიური ცვლილებებისკენაა მიმართული. ცნობილია, რომ გლობალური ცვლილებები მოითხოვს მთელი მსოფლიოს ხალხთა გაერთიანებას. ეს დღე აიძულებს ადამიანებს იფიქრონ მათი მოხმარების მოდელზე; ბიზნესს - შეიმუშაოს უფრო მეტად ეკოლოგიური მოდელები; ფერმერებს და მეწარმეებს - გადავიდნენ შედარებით მდგრად მოდელებზე; სახელმწიფოების მთავრობებს - გააძლიერონ ველური ბუნების დაცვა; ახალგაზრდობას - უფრო მკაცრად დაიცვან „მწვანე“ მომავალი. ეს დღე ყველა ჩვენთაგანისაგან მოითხოვს მოქმედებათა გაერთიანებას.
წელს გარემოს დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური ღონისძიებები გაიმართება კოლუმბიაში გერმანიასთან პარტნიორობით.
აღსანიშნავია, რომ ამ დღეს ონლაინ ფორმატში მთელ დედამიწაზე მილიონობით ადამიანი აღნიშნავს და იგი მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, სამეცნიერო განყოფილებებთან ერთად უკვე წლებია აღნიშნავს ამ ღირსშესანიშნავ თარიღს. აკადემიაში კარგად აქვთ გაცნობიერებული თუ რაოდენ დიდი ზიანი მოაქვს ადამიანის საქმიანობის შედეგად გამოწვეულ გარემოს ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური მახასიათებლების ცვლილებებს, ანუ გარემოს დაბინძურებას. ყოველი გაუაზრებელი ქმედების შედეგად მივიღებთ ადამიანის, ცოცხალი ორგანიზმების, მათი თანასაზოგადოებების ცხოვრების პირობების დაკნინებას, რომელიც მომავალში უარყოფითად აისახება ადამიანთა საზოგადოების განვითარებაზე. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში, მის თითოეულ სამეცნიერო განყოფილებაში, სამეცნიერო მიმართულებიდან გამომდინარე, რეკომენდაცია ეძლევა იმ სიახლეების დანერგვას, რომელიც სრულ ჰარმონიაშია ბუნებასთან და არ აზიანებს მას.

სამინისტროდან შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრი ლევან დავითაშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, მინისტრის მოადგილეები ხატია წილოსანი და სოლომონ პავლიაშვილი, დეპარტამენტის ხელმძღვანელები ეკატერინე ზვიადაძე და თენგიზ კალანდაძე, სამმართველოს უფროსი ნოდარ ხოხაშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი ომარ კაჭარავა, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილი.
ესწრებოდნენ აკადემიის პეზიდენტი აკად. გიორგი კვესიტაძე, აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკად. რამაზ ხუროძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი ოთარ ნათიშვილი, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ალექსანდრე დიდებულიძე.
მიზანი გახლდათ - ბიომრავალფეროვნების საკითხების ცოდნის გაღრმავება და ამ მიმართულებით ადამიანთა ცნობიერების გაზრდა. ასამბლეამ მოუწოდა სახელმწიფოებს, რომლებიც არ მონაწილეობდნენ კონვენციაში, ბიოლოგიურ მრავალფეროვნებაზე დაუყოვნებლივ გამხდარიყვნენ მისი მომხრეები, ხოლო სახელმწიფოებს, რომლებიც კონვენციის მომხრეები არიან, რაც შეიძლება მალე მოეწერათ ხელი და რატიფიცირება მოეხდინათ კარტახენის ოქმისათვის ბიოუსაფრთხოების შესახებ. 
ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს სამხრეთ კორეის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასთან, კორეის სოფლის მეურნეობის განვითარების ადმინისტრირების აგრობიომრავალფეროვნების ეროვნულ ცენტრთან. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე მიმდინარეობს 5 წლიანი
ფუტკარი უდიდესი სარგებლობის მომტანი მწერია, რომელიც ადამიანის საკეთილდღეოდ მრავალი ათასწლეულის განმავლობაში შრომობს. მეცნიერთა აზრით, ფუტკარი დედამიწაზე 50-80 მლნ წელზე დიდხანს ცხოვრობს. პირველად ადამიანები ველური ფუტკრის თაფლის შეგროვებით იყვნენ დაკავებულები, მოგვიანებით მათ „მოათვინიერეს“ იგი, რათა ესარგებლათ ფუტკრის მიერ წარმოებული ყველა სასარგებლო პროდუქტით: თაფლით, ცვილით, დინდგელით, ჭეოთი, ფუტკრის რძით, ფუტკრის შხამით. ადამიანის მიერ დამზადებული სკების გამოსახულება ჩვ. წ. აღ.-მდე 3000 წლით თარიღდება. ასეთი სურათები აღმოჩენილი იყო ძველი ეგვიპტისა და ისრაელის სამეფოს ტერიტორიაზე.
იმიტომ, რომ ადამიანთა ყურადღება მიექცია მეფუტკრეობის პრობლემებისადმი და ხაზი გაესვა ფუტკრის მნიშვნელობას მსოფლიო ეკო-ბალანსისა და პლანეტის „ჯანმრთელობის“ შენარჩუნების საქმეში. არსებობს კვლევები, რომლებიც ფუტკრის - მცენარეთა მნიშვნელოვანი დამამტვერიანებლის გადაშენების შემთხვევაში, კატასტროფულ ეკოლოგიურ შედეგებს გვიწინასწარმეტყველებენ. ეს მწერები კი ხშირად ადამიანის უგუნური ქმედებების გამო, როგორიცაა ბაღებისა და მინდორ-ველების ქიმიური საშუალებებით შეწამვლა, საშინელ მდგომარეობაში ვარდებიან.
ფუტკრის საერთაშორისო დღის დაარსებამ ადამიანებს კიდევ ერთხელ შეახსენა თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მეთაფლე ფუტკარს მცენარეთა, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კულტურების დამტვერვის პროცესში.
სემინარის ორგანიზებაში და მუშაობაში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მხრიდან ჩართული იყვნენ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკად. გივი ჯაფარიძე, აკადემიის სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების წარმომადგენლები - განყოფლების აკადემიკოს მდივნის მოადგილე, აკადემიკოსი გიორგი გაგოშიძე, აკადემიის სტიპენდიანტი, დოქტორი გიორგი ქავთარაძე და განყოფილების სწავლული მდივანი, დოქტორი ლაშა დოლიძე. ღონისძიებას მხარდაჭერა გაუწია აკადემიის აკადემიურმა დეპარტამენტმა (უფროსი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე) და ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა (უფროსი დოქტ. ანატოლი გიორგაძე). ხოლო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან პროფ. ლარს დროსლერმა, დოქტ. მარი-ქეით უგრეხელიძემ, გიორგი გიგაურმა და აკაკი ჩალათაშვილმა.
სატყეო ინსტიტუტი (პროფ. გიორგი ქავთარაძე, პროფ. თეიმურაზ კანდელაკი, პროფ. ნატო კობახიძე), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (პროფ. ლარს დროსლერი, დოქტ. ჟანა ეხავია, დოქტ. გიორგი მიქელაძე, დოქტ მარი-ქეით უგრეხელიძე, ვასილ მეტრეველი), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (პროფ. გიორგი გაგოშიძე, ასოც. პროფ. ნინო ლომიძე, დოქტ. რამაზ ტყემალაძე), სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახური (დოქტ. ნანი გოგინაშვილი, მარგალიტა ბაჩილავა), თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტი (პროფ. მაგდა დავითაშვილი, მალხაზ სამადაშვილი, პროფ. თამარ ნადირაძე), ბათუმის ბოტანიკური ბაღი (დოქტ. ზურაბ მანველიძე, დოქტ. დავით ხარაზიშვილი).
ღონისძიებაზე
აუცილებლობაზე IUFRO-ს საერთაშორისო კლასიფიკატორის შესაბამისად და სატყეო კვლევების ერთიანი მონაცემთა ბაზის საჭიროებაზე, რაც იქნება ერთგვარი პლატფორმა მკვლევარებს შორის მუდმივი კოორდინაციისთვის. ამავდროულად სატყეო პოლიტიკის გამტარებელ სახელმწფო უწყებებს მისცემს საშუალებას მიმდინარე სამეცნიერო სიახლეების შესახებ ფლობდნენ ინფორმაციას, რაც მათ დაეხმარება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.