ევროპის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიების მე-9 გენერალური ასამბლეა.
მიმდინარე წლის 11-13 ოქტომბერს ქ. პარიზში საფრანგეთის სოფლის მეურნეობის აკადემიაში, რომელიც დაფუძნდა 1761 წელს ჩატარდა ევროპის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიების მე-9 გენერალური ასამბლეა და კოლოქვიუმი რომელიც მიეძღვნა თემას ,,აგრარული მეცნიერება: ისტორიული ასპექტები და პერსპექტივები,” ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეს ევროპის ქვეყნების (საფრანგეთის, ინგლისის, პორტუგალიის, იტალიის, შვედეთის, რუმინეთის, ჩეხეთის, ლიტვის, ლატვის, უკრაინის, საქართველოს და სხვა) სოფლის მეურნეობის დარგში მომუშავე მეცნიერმა, აკადემიის პრეზიდენტებმა.
საქართველოდან მონაწილეობა მიიღო აკად. გურამ ალექსიძემ. გენერალური ასამბლეა გახსნა ჩეხეთის აკადემიის პრეზიდენტმა, ვილემ პოდრაჟსკიმ (თავჯდომარე) რომელმაც ილაპარაკა იმ ღონისძიებებზე რაც ჩატარებული იქნა მე-8 ასამბლეას შემდეგ, კერძოდ ქ. პრაღის ასამბლეაზე (2016) და ქ. კიევში ჩატარებულ კომფერენციაზე. (2017) სხდომაზე არჩეული იქნა ახალი პრეზიდენტი საფრანგეთის აკადემიის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი, იტალიის წარმომადგენელი ჟან-პიერ მარაშინი. ამავე დროს არჩეული იქნენ სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრები და დამკვირვებელი, ამ უკანასკნელის თანამდებობებზე დამტკიცდა აკად. გურამ ალექსიძე. გენერალურ ასამბლეაზე აგრეთვე განხილული იქნა მოხსენებები რომლებიც ეხებოდა კლიმატის ცვლილებას და მის გავლენას ტყის ეკოსისტემებზე (ვ. პოდრაჟსკი, ჩეხეთი) რძის პროდუქტების წარმოებაზე ბრიტანეთში (დ. გარდნერი) აგრეთვე ფიზიკურ მუტაგენეზზე რომელიც უნდა შევიდეს ევროპის მცენარეთა კანონდებულებაში და მომზადებული იქნა საფრანგეთის სოფლის მეურნეობისა და ტექნოლოგიური აკადემიების მიერ.
მეორე დღე მიეძღვნა კოლოქვიუმის მონაწილეებს, სადაც განხილული იქნა 10 მოხსენება, რომელებიც წარმოადგინეს: საფრანგეთის, შვედეთის, იტალიის, დანიის, ლიტვის, რუმინეთის და შვეიცარიის წარმომადგენლებმა.
მესამე დღე-მთლიანად მიეძღვნა სამეცნიერო ტურს შამპანში, სადაც ასამბლეის მონაწილეები გაეცვნენ ბიოსაწვავის მიღების ბიოტექნოლოგიურ მეთოდებს შაქრის ჭარხლის, ხორბლის და სხვა მცენარეული მასალის გამოყენებით აგრეთვეE შამპანური ღვინოების წარმოებას საფრანგეთში. ქ. რეიმსში ასამბლეის წევრებმა დაათვალიერეს ცნობილი ღვინის სარდაფი ,,მარტელი” და დააგემოვნეს მასში დაცული შამპანური ღვინოები.
შემდეგი მე-10 სხდომა გაიმართება 2018 წელს ქ. ფლორენციაში (იტალია).
აკადემიკოსი გურამ ალექსიძე ევროპის სოფლის მეურნეობის
მეცნიერებათა აკადემიების მე-9 გენერალურ ასამბლეაზე.
11-13 ოქტომბერი 2016 წელი, ქ. პარიზი

კონფერენციის პირველ სამუშაო დღეს, ჰეიდარ ალიევის სახელობის ცენტრში, გაიმართა პლენარული სხდომა. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა აზერბაიჯანის სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის რექტორმა, აზერბაიჯანის ნაციონალური მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, პროფესორმა იბრაჰიმ ჯაფაროვმა. სიტყვით გამოვიდნენ ასევე აზერბაიჯანის, რუსეთის, თურქეთის, ტაილანდის, გერმანიის სამეცნიერო წრეებისა და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს კონფერენციის ირგვლივ და საკუთარი საქმიანობის შესახებ. საქართველოდან აუდიტორიას მიესალმა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, რომელმაც მოკლედ ისაუბრა საქართველოს სოფლის მეურნეობის პრიორიტეტების და სამომავლო გეგმების შესახებ. კონფერენციის გახსნას დაესწრო საქართველოს გენერალური კონსული აზერბაიჯანში მამუკა ბალავაძეც. პლენარული სხდომის დამთავრების შემდეგ, სექციების მუშაობა დარგების მიხედვით წარიმართა სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის ბაზაზე. ვეტერინარულ და ზოოსაინჟინრო სექციაში თავიანთი კვლევები წარმოადგინეს ქართველმა მეცნიერებმაც. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სახელით მასპინძლებსა და კონფერენციის უცხოელ სტუმრებს მიესალმა სოფლის მეურნეობის დოქტორი მ. ბარვენაშვილი. განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა თემამ: “საქართველოს მოსახლეობის უზრუნველყოფა ეკოლოგიურად სუფთა თაფლითა და ფუტკრის პროდუქტებით”, რომელიც წარადგინეს სოფლის მეურნეობის დოქტორებმა მ. ფეიქრიშვილმა და მ. ბარვენაშვილმა. მოცემული საკითხის ირგვლივ ქართველ, აზერბაიჯანელ და მოლდოველ მეცნიერებს შორის გაიმართა საქმიანი დისკუსია. საინტერესო და საკმაოდ აქტუალური თემები წარმოადგინეს ასევე აზერბაიჯანელმა, თურქმა, ტაილანდელმა და მოლდოველმა მეცნიერებმაც.
და მუზეუმი, მეხსეთი განჯევის მუზეუმი, ქალაქის ციხე-გალავნის ალაყაფი, ცენტრალური მოედანი და სხვა. სტუმრებმა დაათვალიერეს სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის აუდიტორიები, ბიბილიოთეკა, სპორტდარბაზი, სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ანატომიის მუზეუმი, თევზსაშენი აუზები, მწყრის ფერმა, კიტრისა და პომიდვრის საცდელი სათბურები და ა.შ.
4 ოქტომბერს, კონფერენციის დახურვისას, უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა იბრაჰიმ ჯაფაროვმა აღნიშნა, რომ კონფერენციამ ჩაიარა მეტად საქმიან და სამუშაო ვითარებაში და რომ წარმოდგენილი ნაშრომები თავისი აქტუალობით და მნიშვნელობით პირდაპირ პასუხობდა კონფერენციის მოთხოვნებს. მისი აზრით, ასეთი ტიპის კონფერენციები ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის შემდგომ განვითარებას და არსებული გლობალური პრობლემების გადაჭრისათვის ახალი, ინოვაციური გზების გამოყენებას. კონფერენციაში მონაწილე მეცნიერებმა დიდი მადლობა გადაუხადეს მას და სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის მესვეურებს გულთბილი დახვედრისათვის და კონფერენციის საუკეთესო ვითარებაში წარმართვისათვის.




ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი პეტრე კაზაკევიჩი. იგი იმყოფება საქართველოში ეკონომიკური თანამშრომლობის მესამე მოწვევის ბელარუსია-საქართველოს სამთავრობათაშორისო კომისიის შემადგენლობაში და მონაწილეობას იღებს ბელარუსიის რესპუბლიკის ეროვნულ გამოფენაში, რომელიც გაიმართება საგამოფენო კომპლექსში "ექსპო-ჯორჯია", თბილისი, 01-04 სექტემბერი, 2016 წელი. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან სტუმარს ესაუბრენ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკად. გივი ჯაფარიძე, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკად. ე. შაფაქიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, დოქტ. ა. გიორგაძე, სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნები, აკადემიკოსები რ. მახარობლიძე, ზ. ცქიტიშვილი, ნ. ბაღათურია, აკად. ნ ჩხარტიშვილი, "საფერავი-ტვ"-ს დამფუძნებელი დ. კოსტარიოვი და სხვა.
მრგავლი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გ. ალექსიძემ, აკადემიის წევრებმა - აკადემიკოსებმა ო. ქეშელაშვილმა, ნ. ჩხარტიშვილმა, რ. მახარობლიძემ ე. შაფაქიძემ, აკადემიის წ/კ გ. ნიკოლეიშვილმა; პრეზიდენტის მოადგილემ დოქტ. ა. გიორგაძემ; სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დ. გალეგაშვილმა და მინისტრის მრჩევლებმა აკად. თ. კუნჭულიამ და შ. კიკალიშვილმა; საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსმა ლ. კვერნაძემ, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის თანამშრომლებმა; ხონის, მარტვილის ბაღდადის და ახმეტის რაიონების წარმომადგენლებმა; საქართველოს საპატრიარქოს და მეაბრეშუმეობის კორპორაციის წარმომადგენლებმა, "საფერავი ტვ"-ს გენერალურმა დირექტორმა დ. კოსტარიოვმა.
საინტერესო მოსაზრებები გამოთქვა "ქართული აბრეშუმის კორპორაციის" დამფუძნებელმა ჯიმი ჩხაიძემ, რომელმაც აღნიშნა კორპორაციის მიერ ჩატარებული საქველმოქმედო საქმიანობა - საქართველოში 100000 თუთის ჰიბრიდული ნერგის შემოტანა და მათი ფერმერებისათვის საჩუქრად გადაცემა, რაიონებში მეაბრეშუმეობის კოოპერატივების ჩამოყალიბება (ხარაგაული, ახმეტა) და მათი ტექნიკური აღჭურვა, სხვა საქველმოქმედო ღონისძიებები.