საიუბილეო გამსვლელი სამეცნიერო კონფერენცია ქუთაისში

2017 წლის 22 ნოემბერს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და ა. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „სუბტროპიკული სოფლის მეურნეობა და მისი განვითარების პერსპექტივები“. კონფერენცია ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული აკადემიის დაარსებიდან 60 წლისთავის აღსანიშნავად საიუბილეო ღონისძიებების ჩატარების გეგმის შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ ამ ორ ორგანიზაციას შორის გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმი, სადაც ერთობლივ კონფერენციებში მონაწილეობა სწორედ მემორანდუმის პუნქტებით არის გათვალისწინებული.
კონფერენციის მუშაობაში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან მონაწილეობა მიიღეს აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა აკად. ე. შაფაქიძემ, პრეზიდენტის მოადგილემ დოქტ. ა. გიორგაძემ, აკადემიკოსებმა გ. მარგველაშვილმა, რ. მახარობლიძემ, ჯ. კაციტაძემ, ზ. ცქიტიშვილმა, ნ. ბაღათურიამ, თ. ყურაშვილმა, რ. ჯაბნიძემ, აკადემიის სწავლულმა მდივნებმა დოქტორებმა მ. ბარვენაშვილმა და რ. ლოლიშვილმა.
უნივერსიტეტის მხრიდან კონფერენციაში მონაწილეობდნენ რექტორი პროფ. გ. ღავთაძე, რექტორის აპარატის უფროსი პროფესორი რ. კოპალიანი, აგრარული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქ. კინწურაშვილი, აგრარული ფაკულტეტის დეპარტამენტის უფროსები, ფაკულტეტის თანამშრომელები და სტუდენტები-ბაკალავრები, მაგისტრები და დოქტორანტები.
კონფერენცია მიესალმა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გ. მარგველაშვილი.
კონფერენცია წარიმართა შემდეგი დღის წესრიგით:
1. კონფერენციის გახსნა - პროფესორი გიგა ღავთაძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი;
2. პროფესორი როლანდ კოპალიანი -აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის აპარატის უფროსი, თემა: “სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის პრიორიტეტული მიმართულების ეკონომიკური და ეკოლოგიური ასპექტები”.
3. აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი - აკადემიის აგრონომიული სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი;თემა: “ნიადაგის ნაყოფიერების მართვა ორგანული და ინტენსიური მიწათმოქმედების პირობებში”.
4. აკადემიკოსი რევაზ მახარობლიძე - აკადემიის აგროსაინჟინრო სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი;თემა: “აგროსაინჟინრო სექტორის პრიორიტეტები თანამედროვე ეტაპზე”.
5. აკადემიკოსი ზურაბ ცქიტიშვილი - აკადემიის სურსათის უვნებლობის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი;თემა: “სურსათის უვნებლობის ევროპული პრინციპები”.
7. აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე - თემა: “მეაბრეშუმეობის აღორძინების პერსპექტივები საქართველოში”;
8. აკადემიკოსი ნუგზარ ბაღათურია - აკადემიის სოფლის მეურნეობის პროდუქტების შენახვისა და გადამუშავების სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი;
თემა: “საქართველოს კვების მრეწველობის საექსპორტო პოტენციალი და მისი ამოქმედების ინოვაციური ტექნილოგიები”;
9. აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი - თემა: “საქართველოში გავრცელებული ცხოველთა ინფექციური დაავადებები”.
10. აკადემიკოსი რეზო ჯაბნიძე - თემა: “იაპონიიდან ინტროდუცირებული მანდარინის საადრეო ჯიშების ზრდა-განვითარების თავისებურებანი აჭარაში”.
კონფერენციის მონაწილეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის საველე ლაბორატორია, სადაც აგრარული ფაკულტეტის მეცნიერების მიერ აღდგენილია და სასელექციო მუშაობა მიმდინარეობს სუბტროპიკული კულტურების უნიკალურ ჯიშებზე.
კონფერენციის დასასარულს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფ. გ. ღავთაძეს და რექტორის აპარატის უფროსს, პროფ. რ. კოპალიანს გადაეცათ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საიუბილეო სიგელები აგრარულ დარგში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების აღზრდის საქმეში შეტანილი წვლილისათვის.


კონფერენციის პროგრამა შემდეგი იყო:


კონფერენცია გახსნა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გურამ ალექსიძემ. კონფერენციას მიესალმა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამაზ მარსაგიშვილი, საქართველოს მეცნიერების ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გიორგი კვესიტაძე, საფრანგეთის სოფლის მეურნეობის აკადემიის პრეზიდენტი, პროფ. მიშელ ტაიბიერი, რუმინეთის სოფლის მეურნეობის ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, პროფ, გეორგ სინი, უკრაინის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკად. ვლადიმერ ხარება, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი, პროფ. გიორგი ქვარცხავა, მილანის (იტალია) უნივერსიტეტის პროფესორი ფაბიო კუაგლინო, სევილიის (ესპანეთი) უნივერსიტეტის პროფესორი 
კონფერენციის ჩატარების შედეგად გაღრმავდა კავშირები იმ ქართველ და ევროპელ მეცნიერთა შორის, რომლებიც კონფერენციის თემატიკით გათვალისწინებულ საკითხებზე მუშაობენ და რის საფუძველზეც მოხდება აგრარიკოსი მეცნიერების, ფერმერების, მეღვინეებისა და სტუდენტების გაცვლითი სამუშაო მივლინებების პრაქტიკის ჩამოყალიბება; საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობა ექნებათ რეალიზება გაუწიონ კონფერენციაზე გამოთქმულ საზღვარგარეთის მეცნიერების პრაქტიკულ წინადადებებს ფერმერულ მეურნეობებში და ღვინის წარმოების ინდუსტრიაში, რაც გულისხმობს აკადემიაში ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციის შედეგების განზოგადოებას მევენახეობის და მეღვინეობის თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებებით. კონფერენციის შემდგომ, აკადემიის ეგიდით ჩატარებული სემინარების, მრგვალი მაგიდების, მინდვრის დღეების, საწარმოო ექსკურსიების და სხვა ღონისძიებების საშუალებით შესაძლებელია კონფერენციის შედეგების არა მარტო საქართველოს მასშტაბით, არამედ ევროპის ქვეყნებში საუკეთესო სააგიტაციო მუშაობის წარმართვა.








საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ ფესტივალზე წარმოადგინა აკადემიის ნამდვილი წევრების და წევრ-კორესპონდენტების მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები და აგრარული მიმართულებების პრაქტიკული ხასიათის ოთხმოცამდე რეკომენდაცია, რომელიც შექმნილია 2013 წლიდან დღემდე. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აგრეთვე აკადემიის 2012-2016 წლების ანგარიშები, აკადემიაში 2013-2016 წლებში ჩატარებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომათა კრებულები, მარცვლეული კულტურების, მევენახეობა-მეღვინეობის, მეაბრეშუმეობის და მეცხოველეობის დარგის ექსპონატები, ფესტივალის და აკადემიის ბანერები.


ჩინეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი ვუ კონგ მინგი მიესალმა ორ აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას და აღნიშნა, რომ მემორანდუმი იქნება საფუძველი, რათა საქართველო გაერთიანდეს გაეროს მიერ განხორციელებულ “სამხრეთის სარტყელის” პროგრამებში, რომელსაც ამჟამად ჩინეთი ხელმძღვანელობს. აღინიშნა აგრეთვე, რომ “სამხრეთის სარტყელის” პროგრამების განხორციელებაში საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი ადგილის დაკავება აგრარული მიმართულებების სამეცნიერო პოტენციალის მდიდარი გამოცდილების გამო.
