საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
  • info.gaas.georgia@gmail.com
Gaas
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • მიზნები და ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
  • შემადგენლობა
    • აპარატი
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • მეცნიერებათა განყოფილებები
      • აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება
      • აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება
      • ეკონომიკის მეცნიერებათა განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინტელექტუალური რესურსები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • რეკომენდაციები
      • მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
    • მემორანდუმები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • სარეკომენდაციო წინადადებები
      • რეკომენდაციები 2013
      • ადრინდელი რეკომენდაციები
      • აქტუალური რეკომენდაციები
    • საინოვაციო ბანკი
    • პროექტები
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
    • საიტის რუკა
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი

სიახლეები

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი- 2017

სიახლეები

 Logo Fest 2017

             2017 წლის  24 სექტემბერს ქ. თბილისის რიყის პარკში საზეიმოდ გაიხსნა “მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი - 2017”. ფესტივალის მონაწილეებს მიესალმა ვიცე-პრემიერი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - ალექსანდრე ჯეჯელავა; თბილისის მერი დავით ნარმანია; საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გენადი მარგველაშვილი; შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მანანა მიქაბერიძე.          

Festivali 1

     ფესტივალის სტუმრებმა დაათვალიერეს რიყის პარკში სხვადასხვა სამეცნიერო და საგანამანათლებლო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი საგამოფენო სტენდები და ექსპონატები; სტუმრები ეწვიენ აგრეთვე საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ მოწყობილ გამოფენას, სადაც წარმოდგენილი იყო აკადემიის ბოლო ხუთი წლის  განმავლობაში შექმნილი ინტელექტუალური პროდუქცია. მინისტრის გარდა აკადემიის საგამოფენო სტენდები დაათვალიერეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეებმა ქ. ნატრიაშვილმა, ლ. გიგაურმა და თ. მარსაგიშვილმა, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შოთა რუსთაველის  ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლებმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა აკად. ა. ფრანგიშვილმა, ქუთაისის ა. წერეთლის უნივერსიტეტის რექტორმა პროფ. გ. ღავთაძემ, ფესტივალის სხვა სტუმრებმა - მეცნიერებმა, სტუდენტებმა, სკოლის მოსწავლეებმა და სხვა.

           Festivali 3 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ ფესტივალზე წარმოადგინა აკადემიის ნამდვილი წევრების და წევრ-კორესპონდენტების მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები და აგრარული მიმართულებების პრაქტიკული ხასიათის ოთხმოცამდე რეკომენდაცია, რომელიც შექმნილია 2013 წლიდან დღემდე. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აგრეთვე აკადემიის 2012-2016 წლების ანგარიშები, აკადემიაში 2013-2016 წლებში ჩატარებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომათა კრებულები, მარცვლეული კულტურების, მევენახეობა-მეღვინეობის, მეაბრეშუმეობის და მეცხოველეობის დარგის ექსპონატები, ფესტივალის და აკადემიის ბანერები.Festivali 4

            სტუმრებს მასპინძლობას უწევდნენ და აკადემიის შესახებ ახსნა-განმარტებას აძლევდნენ აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკად. ე. შაფაქიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, დოქტ. ა. გიორგაძე, აკადემიის პრეზიდენტის თანაშემწე საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში თ. ეპიტაშვილი, სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივნები, დოქტორები მ. ბარვენაშვილი და რ. ლოლიშვილი.

 

 Festivali 2

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს წარმომადგენლები საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საგამოფენო სტენდთან. მარცხნიდან მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, აკად. ელგუჯა  შაფაქიძე, მინისტრის მოადგილე ლია გიგაური.

 

            ფესტივალის  პროგრამა  იხილეთ  ბმულზე

 

 

სტუმრები ჩინეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან

სიახლეები

            2017 წლის 06 სექტემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ ჩინეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი ვუ კონგმინგი, ამავე აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, პროფესორი ქალბატონი ჩანგ ჰუიჯი და ჩინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, FAO-ს კოორდინატორი ჩინეთში, ბატონი ლიუ შონგვეი. ვიზიტის მიზანი იყო თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება ჩინეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის. აკადემიიდან შეხვედრას ესწრებოდნენ სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნები, აკადემიკოსები გ.მარგველაშვილი, რ. მახარობლიძე, ჯ. გუგუშვილი და ნ. ბაღათურია, აკადემიკოსები ე. შაფაქიძე, ნ. ჩხარტიშვილი, თ. ყურაშვილი, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, დოქტ. ა. გიორგაძე, სწავლული მდივნები დოქტორები მ. ბარვენაშვილი და რ. ლოლიშვილი, პრეზიდენტის თანაშემწე საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში თ. ეპიტაშვილი, აკადემიის წამყვანი სპეციალისტები გ. მოსაშვილი, ც. თეგეთაშვილი და მ. მოსაშვილი.chineli st 1

            შეხვედრა შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გ. ალექსიძემ. აღინიშნა, რომ ჩინეთის სმმ აკადემიასთან საქართველოს სმმ აკადემიას ხელშეკრულება თანამშრომლობის შესახებ ხელმოწერილი აქვს 2009 წლიდან, მაგრამ სოფლის მეურნეობის მართვის თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიების გაუმჯობესებამ და მსოფლიოში რესურსდამზოგი ტექნოლოგიების ფართოდ გამოყენებამ, აგრეთვე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის თანამედროვე რელსებზე გადაყვანის გამო  მიწანშეწონილია ახალი ხელშეკრულების გაფორმება. ახალი მემორანდუმით გათვალისწინებულია ერთობლივი ლაბორატორიების ჩამოყალიბება დარგების მიხედვით, სადაც ძირითადად წარიმართება სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა მხარეებისათვის საინტერესო მიმართულებებში, როგორიცაა: მარცვლეული და საკვები პროდუქტების წარმოება; ხილის და ბოსტნეულის პროდუქცია; მევენახეობა და მეღვინეობა; მეცხოველეობა, მეაბრეშუმეობა, ვეტერინარია; მცენარეთა მრავალფეროვნება და მათი გაუმჯობესება; სურსათის ხარისხის სტანდარტი და მისი ტესტირება/გამოცდა.

chineli st 2ჩინეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი ვუ კონგ მინგი მიესალმა ორ აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას და აღნიშნა, რომ მემორანდუმი იქნება საფუძველი, რათა საქართველო გაერთიანდეს გაეროს მიერ განხორციელებულ “სამხრეთის სარტყელის” პროგრამებში, რომელსაც ამჟამად ჩინეთი ხელმძღვანელობს. აღინიშნა აგრეთვე, რომ “სამხრეთის სარტყელის” პროგრამების განხორციელებაში საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი ადგილის დაკავება აგრარული მიმართულებების სამეცნიერო პოტენციალის მდიდარი გამოცდილების გამო.chineli st 4

შეხვედრის დასასრულს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გურამ ალექსიძემ და  ჩინეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა ვუ კონგ მინგმა, ხელი მოაწერეს ორ აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ძალაში დარჩება 5 წლის განმავლობაში.

  

chineli st 3

თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელს აწერენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გ. ალექსიძე და   ჩინეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი ვუ კონგმინგი

(თბილისი, 2017 წლის 06 სექტემბერი)

 Chinlii st 5

 ჩინელი სტუმრები  სსმმ აკადემიის თანამშრომლებთან ერთად

საერთაშორისო თანამშრომლობა საზღვარგარეთის ქვეყნებთან თხილის მრეწველობის საკითხებზე

სიახლეები

 

2017 წლის 9 აგვისტოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ა.შ.შ. -ისორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები:  პროფ. შონმეჰლენბაჩერი,  იაკონსნელინგი,  ჯასტინლომბარდინი (რუტგერის უნივერსიტეტი), ჯორჯ მორი (თხილის მწარმოებელი ფერმერი,  ჩილე) ვიქტორია ლირა (თხილის მწარმოებელი ფერმერი,  ჩილე), ქართველი მეცნმიერები: ხათუნა ახალაია,  ნანა მიროტაძე, მაია მიროტაძე. შეხვედრის მიზანი იყო თხილის  მრეწველობის მიმართულებით ერთობლივი სამომავლო გეგმების დასახვა, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება და დარგის სტრატეგიის შემუშავება. აკადემიის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ:  აკადემიის პრეზიდენტი     აკად.  გურამ ალექსიძე,  ვიცე-პრეზიდენტი აკად. გივი ჯაფარიძე, აკად. იუზავასაძე, პრეზიდენტის მოადგილე დოქტ. ანატოლი გიორგაძე, სწავლული მდივნები - მარინე ბარვენაშვილი და რევაზ ლოლიშვილი, პრეზიდენტის თანაშემწე თინათინ ეპიტაშვილი. შეხვედრის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ გააგრძელონ ერთობლივი სამუშაოები თხილის მოვლა - მოყვანის პროგრესული ტექნოლოგიების დანერგვაზე საქართველოს პირობებში. სტუმრები აგრძელებენ გაცნობით მოგზაურობას არსებული მდგომარეობის შესასწავლად კახეთსა და სამეგრელოში.

       Txili 9 VII 2017 1a შეხვედრის მონაწილეები საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში

Txili 9 VIII 2017 3

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გ. ალექსიძე და პროფ. შონმეჰლენბაჩერი

 Txili 9 VIII 2017 4

შეხვედრის მონაწილე საზღვარგარეთის სტუმრები და სსმმ აკადემიის წარმომადგენლები

საერთაშორისო სიმპოზიუმი „ევრაზიული ბიომრავალფეროვნება“

სიახლეები

 

(ქ. მინსკი, ბელარუსია).

2017 წლის 5-9 ივლისს, ქალაქ მინსკში, ბელარუსიის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩატარდა საერთაშორისო სიმპოზიუმი „ევრაზიული ბიომრავალფეროვნება“,  რომელსაც ოცდახუთი ქვეყნის ცნობილი მეცნიერები ესწრებონენ. მათ შორის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნირებათა აკადემიიდან აკადემიკოსი, პროფესორი რეზო ჯაბნიძე. მან წაიკითხა მოხსენება -„საქართველოში ინტროდუცირებული ციტრუსოვანთა კულტურების ზრდისა და მსხმოიარობის ასაკობრივი პირობები და განვითარების თავისებურებები“,  რომელსაც დიდი მოწონება ხვდა წილად  და აზრთა აქტიური გაცვლა-გამოცვლა გამოიწვია. მოხსენებით გამოსვლამდე უდიდესი კეთილგანწყობით მიიღეს მისი მისასალმებელი სიტყვაც, რომელშიც მან განსაკუთებული პატვისცემით მიმართა მასპიძელი ქვეყნის წამომადგენლებს, ხაზგასმით აღნიშნა რა საქართველოსა და ბელარუსიის ტრადიციული სიახლოვე, თანამშრომლობა და მეგობრობა. აღინიშნა აგრეთვე, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და მელარუსიის ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიებს შორის გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოეწერა ქ. თბილისში, ბელარუსიის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტის დროს. თანამშრომლობა დღესაც წარმატებით მიმდინარეობს.

აკადემიკოსი რეზო ჯაბნიძე ხელმძღვანელობდა მემცენარეობის სექციას, რომლის თანახელმძღვანელები იყვნენ ცნობილი მეცნიერები ინდოეთიდან და აზერბაიჯანიდან. სექციებში იხილებოდა გლობალური დათბობისა და მცენარეული სამყაროს, ეკოლოგიის, სატყეო მეურნეობის, მცენარეთა გენეტიკის, სელექციის, ჯიშთა გამოცდის, მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის, მცენარეთა კარანტინის საკითხები.  სიმპოზიუმზე აღინიშნა  სექციის აქტიური და წარმატებული მუშაობა და მის მონაწილეებს სპეციალური სეტიფიკატები გადაეცათ.  დასასრულს ითქვა, რომ მომავალ წელს ამგვარი სიმპოზიუმი უკრაინაში გაიმართება, ხოლო 2019 წელს კი საქართველოში.   

 

Minsk 5 VII 2017

სიმპოზიუმის მონაწილეები: მარჯვნიდან - ესპანეთის ქ. ბარსელონას აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი ანტონიო ვალვერდე; აკადემიკოსი რეზო ჯაბნიძე, ბელორუსიის სახელმწიფო უნივერისტეტის პრორექტორი პროფ. ვლადიმერ ვასილევი, იტალიის ბიომრავალფეროვნების სამეცნეირო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე პროფ. ალფონსო გალვანი.

 

 

 

მრგვალი მაგიდა - „განათლება-კვლევა-ინოვაციები“

სიახლეები

 

2017 წლის 10 ივლისს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში აგროსაინჟინრო სამეცნიერო განყოფილების და სასოფლო-სამეურნეო მელიორაციის მიმართულების კოორდინატორის ჯგუფის ინიციატივით საერთაშორისო პროექტის „#135 – აკადემიური თანამშრომლობა შესაძლებლობების გაზრდისათვის გარემოსდაცვით სწავლებაში (ACCES)“ ფარგლებში, ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე: „განათლება-კვლევა-ინოვაციები“.Mrg Magida 1

აღნიშნულ ღონისძიებაში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან მონაწილეობდნენ აკადემიკოსები რ. მახარობლიძე და ე. შაფაქიძე, სწავლული მდივნები, დოქტორები მ. ბარვენაშვილი და რ. ლოლიშვილი, წამყვანი სპეციალისტები ლ. ჩაიკა და ი. ჭყოიძე, აგროსაინჟინრო მიმართულების კოორდინატორთა ჯგუფის წევრი პროფ. ო. ქარჩავა, სასოფლო-სამეურნეო მელიორაციის მიმართულების კოორდინატორის ჯგუფის წევრები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრობლები: პროფ. ი.ყრუაშვილი, პროფ. დ. გუბელაძე, პროფ. თ. ოდილავაძე, პროფ. ი. ინაშვილი, პროფ. კ. ბზიავა და პროფ. ა. დავითაშვილი. მოწვეული სტუმრები: ქ. ვენის ბუნებრივი რესურსებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების უნივერსიტეტის (BOKU) წარმომადგენლები: პროფ. მ. ჰიმელბაუერი, პროფ. რ. მიხელეკი, პროფ. ვ . ლოისკანდლი.Mrg Magida 2 მრგვალ მაგიდაზე ძირითადი მოხსენება გააკეთა პროფ. მ. ჰიმელბაუერმა თემაზე - „„მწვანე ტექნოლოგიები“, რომლის ფარგლებში მან ხაზი გაუსვა გარემოსდაცვითი სწავლების მნიშვნელობას, სწავლების ახალი ფორმებისა და მიდგომების დანერგვის აუცილებლობას.Mrg magida 3

პროფ. რ. მიხეალიკმა დამსწრეებს მიაწოდა ინფრომაცია ელექტრონული სწავლების (MOODLE) დანერგვის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით ქ. ვენის ბუნებრივი რესურსებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების უნივერსიტეტის (BOKU)გამოცდილებაზე.

მრგვალი მაგიდის წევრებმა მიიღეს ფადაწყვეტილება, რომ სამეცნიერო თემების გარდა  მნიშვნელოვანია საქართველოს სოფლის მეურნეობათა მეცნიერებათა აკადემიამ გარკვეული ყურადღება გაამახვილოს აგრარული განათლების საგანმანათლებლო პროგრამებზე. ამ Mrg magida 4მიმართულებით მისაბაძია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის თანამშრომლობა აკადემიასთან და ის დიდი მონდომება, რომელსაც ფაკულტეტის დეკანი პროფ. გ. ქვარცხავა და დეპარტამენტის უფროსი პროფ. კ. ყრუაშვილი იჩენენ.

მრგვალ მაგიდაზე გადაწყდა აგრეთვე, რომ საერთაშორისო პროექტზე „#135 – აკადემიური თანამშრომლობა შესაძლებლობების გაზრდისათვის გარემოსდაცვით სწავლებაში (ACCES)“, დისკუსიები სსმმ აკადემიაში ჩატარდეს რეგულარულად.Mrg magida 5

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს ჯემალ კაციტაძის წარმატება ევროპის პრესტიჟულ საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმზე

სიახლეები

2017 წლის 21...25 ივნისს ბულგარეთის საკურორტო ქალაქ ვარნაში ევროკავშირის ეგიდით ჩატარდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონგრესი თემაზე "მანქანები სოფლის მეურნეობაში", რომელშიაც მონაწილეობდა ევროკავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის 100-ზე მეტი მეცნიერი და დოქტორანტი ბულგარეთიდან, პოლონეთიდან, იტალიიდან , გერმანიიდან, ჩეხეთიდან, ალბანეთიდან, უნგრეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან ,  ყაზახეთიდან , ბელარუსიდან და საქართველოდან, მათ შორის  4 აკადემიკოსი, 60 პროფესორი , 30 დოქტორანტი და მეცნიერ-თანამშრომელი. კონგრესზე საქართველოს წარმოადგენდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი , აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი ჯემალ კაციტაძე და დოქტორანტი გიორგი ქუთელია. კონგრესის პლენარულ სხდომაზე აკად. ჯემალ კაციტაძემ  წარადგინა სამეცნიერო მოხსენება :" Improving the reliability of agricultural machinery, using the method of restoration of parts under submerged arc welding, and its technical and economic evaluation ".აკად. ჯემალ კაციტაძე იყო კონგრესის საერთაშორისო საორგანიზაციო კომიტეტის წევრი და პლენალურ სხდომაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, აკად. გურამ ალექსიძის სახელით გულთბილად მიესალმა კონგრესის მონაწილეებს და უსურვა მათ წარნატებები სამეცნიერო- კვლევით მუშაობაში, ხოლო ორგანიზატორებს გადასცა სამახსოვრო სუვენირები. საბოლოოდ, საორგანიზაციო კომიტეტის მიერ შერჩეულ იქნა სამი საუკეთესო ნაშრომი, რომლებსაც გადაეცათ პირველი ხარისხის დიპლომები და მათ შორის იყო აკად. ჯემალ კაციტაძის მოხსენება, რომელიც დაიბეჭდა მაღალი იმფაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალში MTM (Machines, Technologies, Materials).

Kacitadze Varna 2017

აკად. ჯემალ კაციტაძის გამოსვლა  საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ კონგრესზე (ვარნა, ბულგარეთი, 22 ივნისი, 2017 წელი).

საქართველო-კორეის რესპუბლიკის ერთობლივი ექსპედიცია

სიახლეები

            2017 წლის 15 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას სამუშაო ვიზიტით ეწვია სამხრეთ15 VI 17 Korea 1 კორეის დელეგაცია -  დოქტ. ჰონგ ჯე პარკი (კორეის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აგრობიომრავალფეროვნების ცენტრი), დოქტ. მა კუნჰო (კორეის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აგრობიომრავალფეროვნების ცენტრი), დოქტ. იუნ-სუპ ჩო (კორეის მეხილეობის კვლევითი ცენტრი). სამუშაო ვიზიტი ხორციელდება ერთობლივი პროექტის ფარგლებში, 15 VI 17 Korea 2რომლის მიზანი და ამოცანაა  მცენარეთა გენეტიკური რესურსების გაცვლის, მართვისა და კვლევის ორმხრივი თანამშრომლობის სისტემის განხილვა. საქართველოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობს და ექსპედიციას ხელმძღვანელობს  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი აკდ. გ. ალექსიძე; პროექტში საქართველოს მხრიდან მონაწილეობს აგრეთვე დოქტორანტი თ. ეპიტაშვილი. ექსპედიციის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით მოხდება მცენარეთა გენეტიკური რესურსების შეგროვება და კორეის აგრობიომრავალფეროვნების ცენტრის გენბანკში გაგზავნა-შენახვა. 

საქართველოს ფერმერთა მესამე კონგრესი

სიახლეები

მიმდინარე წლის 6 ივნისს საგამოფენო ცენტრი “ექსპოჯორჯიას” მე-3 პავილიონში ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციამ 18891433 1743730335667628 792451487739873754 o“ელკანა”, ოქსფამის თანადგომით გამართა საქართველოს ფერმერთა მესამე კონგრესი. კონგრესზე მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი გიორგი მიშელაძე, ოქსფამის წარმომადგენელი საქართველოში ლევან დადიანი, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტი ნინო ზამბახიძე, ფერმერები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან კონგრესისმუშაობაში მონაწილეობა მიიღეს აკადედიმიის პრეზიდენტის მოადგილემ, დოქტორმა ანატოლი გიორგაძემ და აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლულმა მდივნებმა დოქტორებმა რევაზ ლოლიშვილმა და მარინე ბარვენაშვილმა.

კონგრესი გახსნა ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანა”-ს დირექტორმა მარიამ ჯორჯაძემ, რომელმაც მისასალმებელი სიტყვის შემდეგ აღნიშნა კონგრესის მნიშვნელობა საქართველოში ფერმერული მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის 19023705 1743735845667077 1292984597010389264 oთვალსაზრისით. ისაუბრა განვლილ წლებში ჩატარებული სამუშაოების მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა ფერმერთა დაინტერესებაზე სოფლის მეურნეობის  პროდუქტების წარმოების რაოდენობის ზრდისა და ხარისხის გაუმჯობესების საქმეში. კონგრესზე ფართო სიტყვით გამოვიდა სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელმაც ყურადღება გაამახვილა ქართული პროდუქციის გატანაზე საერთაშორისო ბაზარზე და მისკონკურენტუნარიანობაზე ევროპის ქვეყნებში წარმოებულ პროდუქციასთან. კონგრესის მსვლელობისას დამსწრე საზოგადოებას უჩვენეს ვიდეო რგოლი, რომელშიც ასახული იყო გასული წლის კონგრესის შეფასება. პარალელურად პროექტის მენეჯერი რუსუდან თაბუკაშვილი საუბრობდა შესრულებულ სამუშაოებზე და სამომავლო გეგმებზე.18893021 1743735292333799 462787885033433998 n

კონგრესზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფერმერთა პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას. კითხვა-პასუხის რეჟიმში ფერმერების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხი გასცა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

კონგრესი დახურა ქალბატონმა მარიამ ჯორჯაძემ, რომელმაც ფერმერებს წარმატებები უსურვა და აღუთქვა დახმარება ბიომეურნეობების დანერგვასა და მათთვის აქტუალური საკითხების მოგვარებაში.

დანიელი პროფესორის სტინ სტენდერის საჯარო ლექცია-სემინარი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში

სიახლეები

30 V 1საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში 2017 წლის 19 მაისს დანიელმა მეცნიერმა, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის პროფესორმა, კლინიკური ბიოქიმიის დეპარტამენტის ლაბორატორიის უფროსმა, დანიური ნუტრიციის საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა სტინ სტენდერმა ჩაატარა ლექცია-სემინარი თემაზე: “ინდუსტრიალურად წარმებული ტრანსცხიმის საზიანო ზემოქმედება კარდიოვასკულარულ სისტემაზე და ტრანსცხიმები პოპულარულ სურსათში. დროა დავიცვათ მოსახლეობა.”

სხდომას უძღვებოდა აკადემიის სურსათის უვნებლობის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ზურაბ ცქიტიშვილი. ლექციას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რისკის შეფასების სამსახურის თანამშრომლები, ცნობილი 30 V 2მეცნიერები, ტექნიკური და აგრარული უნივერსიტეტების პროფესორები, ბაკალავრები, მაგისტრები, დოქტორანტები და საკითხით დაინტერესებული პირები.

ლექცია-სემინარი ჩაიწერა ტელევიზიებმა: TV-1, საფერავი TV  და “პულსმა”.

როგორც ცნობილია, ბევრ ქვეყანაში დღეს არსებული საკანონმდებლო რეგულაციებით მაქსიმალურად იზღუდება ტრანსცხიმების გამოყენება კვების ინდუსტრიაში, რაც განპირობებულია მათი მიღების დროს გამოწვეული დაავადებების სიმძიმით - ტრანსცხიმები არღვევენ უჯრედის მემბრანის განვლადობას და მოქნილობის რეგულირების მექანიზმს, სრულფასოვნად არ მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლაში, გამოირჩევიან ორგანიზმში კუმულაციის უნარით, იწვევენ ე.წ. “ცუდი ქოლესტერინის “ რაოდენობის მატებას და “კარგი ქოლესტერინის” შემცირებას, რაც წარმოადგენს გულსისხლძარღვთა იშემიური30 V 3 დაავადების ათეროსკლეროზის განვითარების მაღალ რისკს, ასევე არსებობს საფრთხე ალცჰეიმერის და ონკოლოგიური დაავადების განვითარების და სხვა.

ტრანსცხიმები გვხვდება მარგარინში, სპრედის ცხიმში, ტკბილეულში, ნამცხვრებსა და დონატებში, შემწვარ საკვებში, სწრაფი კვების პროდუქტებში.

მომხსენებელმა ფართოდ ისაუბრა ტრანსცხიმების მავნე ზემოქმედების შესახებ, სხვადასხვა ქვეყანაში საკვებ პროდუქტებში მისი შემცველობის შემცირების ღონისძიებების გატარებაზე. აღსანიშნავია, რომ სტინ სტენდერი სათავეში ჩაუდგა ევროკავშირის მასშტაბით ტრანსიზომერული ცხიმის, როგორც პოტენციური საფრთხის და ადამიანის ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველი ქიმიური ნივთიერების გამოკვლევას და მისი უარყოფითი ზეგავლენის ალბათობის მინიმიზაციის ღონისძიებები შეიმუშავა. დანია გახდა 30 V 4პირველი ქვეყანა, რომელმაც გაამკაცრა საკანონმდებლო სისტემა ტრანსცხიმების შემცველი სურსათის რეგულირების მიზნით, რომელიც ეფექტურად კრძალავს ნახევრად ჰიდროგენიზებულ ტრანსცხიმებს. დანიაში მოხმარებისთვის დადგენილია ცხიმსა და ზეთებში ტრანსცხიმების შემცველობის 2%-იანი ზღვარი.

საქართველოში ტრანსიზომერებთან დაკავშირებით პირველი მწვავე განცხადება გააკეთა აკდემიკოსმა ზურაბ ცქიტიშვილმა. მისი თაოსნობით სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის რისკის შეფასების სამსახურში განხორციელდა პროექტი “ინდუსტრიული ტრანსიზომერული ცხიმების ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების გავლენის ალბათობისა და სიმძიმის შეფასება.” აკადემიკოს ზ. ცქიტიშვილის ინიციატივით აკადემიამ მოამზადა სამთავრობო წერილი, სადაც მოცემულია  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შემუშავებული სამეცნიერო დასკვნა და რეკომენდაციები. ამ წერილის საფუძველზე შემუშავებული იქნა მთავრობის 2016 წლის 13 ივნისის #262 დადგენილება, სადაც განისაზღვრა სურსათში ინდუსტრიული ტრანსიზომერული ცხიმების შემცველობის ნორმა:30 V 5

-           სურსათში ტრანსცხიმების შემცველობა 100 გრ მცენარეულ ცხიმში არ უნდა აღემატებოდეს 2 გრ-ს;

-         ჩვილ ბავშვთა და სკოლამდელი ასაკის ბავშვთა კვებისათვის განკუთვნილი სურსათი არ უნდა შეიცავდეს ტრანსცხიმს.

აღნიშნული დადგენილება ძალაში შევა 2017 წლის 01 აგვისტოდან.

 

გასვლითი სამეცნიერო ექსპედიცია

სიახლეები

2017 წლის 23 მაისს  საქართველოს სოფლის  მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემიის ორგანიზებით ჩატარდა გასვლითი  სამეცნიერო ექსპედიცია შ.პ.ს. „მარგებელი“, ‘შ.პ.ს.“ლაშარელა“,  შ.პ.ს. ‘ლომთაგორა „ და კუმისის მეფრინველეობის ფაბრიკაში. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას  ღებულობდნენ აკადემიის მეცხოველეობის, ვეტერინარიის, საკვებწარმოების განყოფილების და სამეცნიერო საბჭოსწევრები,მეცხოველეობის და ვეტერინარიის მიმართულების ეროვნული კოორდინატორები.

J G 1aშ.პ.ს. „მარგებელში“ მეცნიერები გაეცვნენ  მეცხოველეობის კომპლექსის საქმიანობას, დაათვალიერეს მათი ბაზა,  საკვებგადამამუშავებელი საწარმო. მეძროხეობის საკითხებზე ვრცლად ისაუბრეს პროფ გ. გოგოლმა, გ.ბეღელურმა. კომპლექსის ზოოტექნიკოსებს და ვეტერინარებს  მიეცათ რეკომენდაციები, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების და პერსპექტიული ღონისძიებების გატარების შესახებ.

შ.პ.ს. „ლომთაგორაში“ სხდომას ესწრებოდნენ სტუმრებთან ერთად ადგილობრივი ფერმერები და სპეციალისტები, მეცხვარეობის დარგის არსებულ მდგომარეობაზე, შენიშვნები, წინადადებები და საინტერესო მოსაზრებები გამოთქვეს: პროფ. გ.ბეღელურმა, აკად. გუგუშვილმა, პროფ. რ.კიკვიძემ.

კუმისის მეფრინველეობის ფაბრიკაში ფრინველთა ვეტერინალური მდგომარეობის და არსებული პრობლემების მოგვარების შესახებ მოხსენებები გააკეთეს პროფ. მ. კერესელიძემ, პროფ .ა. ბოკუჩავამ, პროფ. ი. თათრიშვილმა.J G 1

გასვლითი სამეცნიერო ექსპედიციის შედეგები შეაჯამა აკადემიის მეცხოველეობის, ვეტერინარიის, საკვებწარმოების განყოფილების აკადემიკოს- მდივანმა ელგუჯა გუგუშვილმა, რომელმაც ფერმერებს გააცნო აკადემიის სამეცნიერო საქმიანობა და  პრიორიტეტები. ისაუბრა ჩატარებული ღონისძიებების მნიშვნელობაზე, დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს სურვილი, რათა მომავალში მოეწყოს მსგავსი შინაარსის შეხვედრები, რომელიც ხელს შეუწყობს  მეცნიერების ინტეგრაციას წარმოებასთან.

J G 2

  1. აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე – 75
  2. აკადემიკოსი ჯემალ კაციტაძე – 80
  3. აკადემიის სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების გასვლითი სემინარი, 2017 წლის 9 მაისი
  4. საიუბილეო შეხვედრა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში
  5. აკადემიკოსი ვალერიან მეტრეველი – 100
  6. აკადემიის სტუმრები
  7. BACSA -ს საერთაშორისო კონფერენცია მეაბრეშუმეობაში
  8. საერთაშორისო კონფერენცია ვინიცის (უკრაინა) ეროვნულ აგრარულ უნივერსიტეტში
  9. სემინარი მიძღვნილი ტყის საერთაშორისო დღისადმი
  10. აკადემიის სამეცნიერო საბჭოს სხდომა

გვერდი 53 სულ 60

  • 48
  • 49
  • 50
  • 51
  • 52
  • 53
  • 54
  • 55
  • 56
  • 57

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ. (+995 32) 292 13 21; 294 02 14;

ელ-ფოსტა: info.gaas.georgia@gmail.com

©2016- 2026 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. ვებდამუშავება და დიზაინი GT-Studio
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • მიზნები და ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
  • შემადგენლობა
    • აპარატი
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • მეცნიერებათა განყოფილებები
      • აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება
      • აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება
      • ეკონომიკის მეცნიერებათა განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინტელექტუალური რესურსები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • რეკომენდაციები
      • მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
    • მემორანდუმები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • სარეკომენდაციო წინადადებები
      • რეკომენდაციები 2013
      • ადრინდელი რეკომენდაციები
      • აქტუალური რეკომენდაციები
    • საინოვაციო ბანკი
    • პროექტები
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
    • საიტის რუკა
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი
  • info.gaas.georgia@gmail.com