განყოფილების აკადემიკოს-მდივანი: რევაზ ასათიანი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი
განყოფილების საქმიანობის სფერო, მიზნები და ამოცანები:
განყოფილების სწავლული მდივანი: ნატო ჯაბნიძე, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი
განყოფილების საქმიანობის სფერო, მიზნები და ამოცანები
- დარგობრივი და რეგიონული საწარმოო-რესურსული პოტენციალის სრულყოფის რეკომენდაციებისა და ინსტიტუციონალური და სტრუქტურული რეფორმების განხორციელების საფუძველზე აგრარული წარმოების ეკონომიკური ეფექტიანობის ამაღლების მეცნიერული უზრუნველყოფა;
- სასოფლო-სამეურნეო და გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარების ეკონომიკური მექანიზმის, მისი მენეჯმენტისა და რაციონალიზაციის რეკომენდაციების დამუშავება, საბაზრო ურთიერთობათა პრინციპებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით;
- სოფლის მეურნეობის სპეციალისტთა და ფერმერთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემის სრულყოფის რეკომენდაციებისა და პროგრამის დამუშავება და მისი რეალიზაცია;
- აკადემიის პრეზიდიუმსა და საერთო კრებაზე განსახილველი საკითხების მომზადება, რეკომენდაციის მიცემა კვლევის ცალკეული შედეგების სამთავრობო დონეზე განხილვისათვის;
- წარმოდგენილი მასალების საფუძველზე აკადემიის შემადგენლობაში ასარჩევი ნამდვილი წევრების და სტიპენდიატების კანდიდატურების მონაცემების პერსონალური განხილვა, მათი სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ მოხსენებების მოსმენა და აკადემიის საერთო კრებაზე ასარჩევად რეკომენდაციის ან დაშვების მიცემა (ფარული კენჭისყრით);
- განყოფილების წევრების: აკადემიკოსების, წევრ-კორესპონდენტების და სტიპენდიატების სამეცნიერო თემატიკების, ინდივიდუალური გეგმების განხილვა და ანგარიშების მოსმენა.
- იხილავს მეცნიერების შესაბამისი დარგების პრიოტიტეტული მიმართულებების განვითარების საკითხებს და სათანადო წინადადებებს წარუდგენს აკადემიის პრეზიდიუმს;~
- იხილავს სამეცნიერო კონფერენციების, სემინარების, თემატური სხდომების, თათბირებისა და მრგვალი მაგიდების მოწყობის საკითხებს და სათანადო წინადადებებს წარუდგენს აკადემიის პრეზიდიუმს.
ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილების შემადგენლობა:
1. აკად. ასათიანი რევაზი
2. აკად. ქარქაშაძე ნაპოლეონი
3. აკად. ქეშელაშვილი ომარი
4. აკად. ჭითანავა ნოდარი
5. აკად. ჯაფარიძე გივი
6. აკად. ახალბედაშვილი ივერი
7. აკადემიის წ.კ. ზვიადაძე ეკატერინე
8. აკადემიის სტიპენდიატი ჯაბნიძე ნატო

