საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აგრონომიის სამეცნიერო განყოფილების სხდომა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აგრონომიის სამეცნიერო განყოფილების 19 აპრილის სხდომის

დღის      წესრიგი       

თბილისი                                                      12 საათი

1.         აკადემიის წევრ-კორესპონდენტის თამაზ თურმანიძის ინფორმაცია 2018 წელს ჩატარებული სამეცნიერო მუშაობის შესახებ.

2.         აკადემიკოს ვაჟა კვალიაშვილის ინფორმაცია 2018 წელს ჩატარებული სამეცნიერო მუშაობის შესახებ.

3.         აკადემიკოს იუზა ვასაძის ინფორმაცია 2018 წელს ჩატარებული სამეცნიერო მუშაობის შესახებ.

4.         სელექციონერის  მიერ დანახული  საბაზრო გარემოში მეციტრუსეობის ფუნქციონირების პრობლემები;
მომხსენებლები: მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ბუკია.

5.         მიმდინარე საკითხები.

მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების სხდომა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების
 2019 წლის  18 აპრილის სხდომის

დღის წესრიგი

თბილისი                                                                დასაწყისი  12 საათზე

1.         წ/კ  გიორგი ნიკოლეიშვილის ინფორმაცია 2018 წელს ჩატარებული სამეცნიერო მუშაობის შესახებ.

2.    სანაშენე მუშაობის აღდგენის პრობლემებისა და პერსპექტივების შესახებ.

მომხსენებელი:  სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი  გიული გოგოლი.

3.    პარკოსანი კულტურებიდან ნივთიერება ლეციტინის წარმოების შესახებ.

მომხსენებელი: სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ჯემალ ქიტიაშვილი.

4.            მიმდინარე საკითხები.

ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილების სხდომა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილების  16 აპრილის  სხდომის

დღის     წესრიგი

თბილისი                                                     12 საათი

1. გივი ჯაფარიძის ინფორმაცია 2018 წელს ჩატარებული სამეცნიერო მუშაობის შესახებ;

2. საქართველოს ტყის კანონმდებლობის შესახებ;

      მომხსენებელი: აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე.

3. მიმდინარე საკითხები.

განცხადება

        საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცხადებული აკადემიის სტიპენდიანტების კონკურსთან დაკავშირებით (გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა”, #62, პარასკევი, 29 მარტი, 2019 წელი) შემოსული შეკითხვის პასუხად განვმარტავთ, რომ აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ როგორც სახელმწიფო, ისე  კერძო აკრედიტირებული  უმაღლესი  სასწავლებლების  მიერ წარდგენილ  კანდიდატებს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის 
მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური  დეპარტამენტი

* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * *  * * * * * * * * * * * * * * * * * 

საქართველოს
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

განცხადება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია აქვეყნებს იმ პირთა სიას, რომლებიც აკადემიკოსობის კანდიდატებად წამოაყენეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა, სამეცნიერო დაწესებულებებმა, სახელმწიფო უმაღლესმა სასწავლებლებმა  და სამეცნიერო საზოგადოებებმა:

1.         აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილება - სპეციალობა 0415 “აგროინჟინერია”, სპეციალიზაცია 041503 “სასოფლო-სამეურნეო ჰიდრომელიორაცია” - 1 ვაკანსია

1.1.    ყრუაშვილი ირაკლი - ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

2.       სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება - სპეციალობა 0105 “მეტყევეობა”, სპეციალიზაცია 010501 “სატყეო მეურნეობა” - 1 ვაკანსია.

2.1.    კანდელაკი თეიმურაზი - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

2.2.    გაგოშიძე გიორგი - სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის განცხადება

          საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, თავისი წესდების X თავის შესაბამისად, აცხადებს კონკურსს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატების  ასარჩევად შემდეგ სამეცნიერო განყოფილებებში:

სამეცნიერო განყოფილება

ვაკანსია

აგრონომიის სამეცნიერო განყოფილება

  1

მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება

  1

 აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილება

  1

 სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილება, მ.შ 
სურსათის უვნებლობაში 1 ვაკანსია, სასურსათო ტექნოლოგიაში 1 ვაკანსია.

  2

 სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება

  1

 ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილება

  1

 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატად აირჩევა დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი, საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოში მოღვაწეობს და საერთაშორისო დონეზე აღიარებული სამეცნიერო ნაშრომების ავტორია და რომლის ასაკი 50 წელს არ აღემატება

            აკადემიის სტიპენდიანტობის კანდიდატთა წამოყენე­ბის უფლება აქვთ აკადემიის წევრებს, სამეცნიერო დაწესებულებებს, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებ­ლებსა და სამეცნიერო საზოგადოებებს, რაზედაც ისინი წერილობით, სათანადო მოტივირებით, წამოაყენებენ და აცნობებენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას აკადემიის სტიპენდიანტობის კანდიდატურების შესახებ არა უგვიანეს ერთი თვისა არჩევნების თაობაზე განცხადების გამოქვეყნებიდან.

       საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატობის კანდიდატთა შესახებ აუცილებელია შემდეგი საბუთების წარმოდგენა (ორ ეგზემპლარად): აკადემიის სტიპენდიანტად წარდგინება სათანადო დასაბუთებით, დამოწმებული წარმდგენის ხელმოწერითა და იმ დაწესებულების ბეჭდით, სადაც წარმდგენი მუშაობს, კანდიდატის ავტობიოგრაფია, ფოტო 4x6,  უმაღლესი განათლების, დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხისდამადასტურებელი საბუთების ასლები, მონაცემები შრომითი და სამეცნიერო საქმიანობის შესახებ (CV), სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი (საერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ვარსკვლავით აღნიშვნით), დარგის სპეციალისტის მიერ კანდიდატის სამეცნიერო მოღვაწეობის შეფასება. კანდიდატის პირადობის მოწმობის ასლი, ცნობა სამუშაო ადგილიდან მისი საქართველოში მოღვაწეობის შესახებ.

       აღნიშნული განცხადება ქვეყნდება  პრესაში, ხოლო განცხადება და  კანდიდატის მონაცემები (CV)  განთავსებული იქნება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემიის ვებგვერდზე www. gaas.dsl.ge, რისთვისაც წარდგენილ დოკუმენტაციას თან უნდა ერთოდეს მისი ელექტრონული ვერსიაც. საბუთები რეგისტრაციისა და არჩევნებში მონაწილეობისათვის იგზავნება  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში. განცხადებები მიიღება 2019 წლის 01 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: თბილისი, ივ. ჯავახიშვილის ქ. 51, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია (აკადემიური დეპარტამენტი ოთახი 17, ტელ. 2-94-13-21). საბუთები მიიღება ყოველ სამუშაო დღეს 10-დან 17 საათამდე.

           

საქართველოს სოფლის მეურნეობის

მეცნიერებათა აკადემია

ქვეკატეგორიები