საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
  • (+995 32) 291 01 14
  • info.gaas.georgia@gmail.com
Gaas
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
    • საიტის რუკა
  • შემადგენლობა
    • მართვა
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • სამეცნიერო განყოფილებები
      • აგრონომიის სამეცნიერო განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება
      • აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილება
      • ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • სსმმ აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინფორმაციები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
      • პროექტები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • რეკომენდაციები
      • რეკომენდაციების არქივი
        • რეკომენდაციები 2013
        • ადრინდელი რეკომენდაციები
        • აქტუალური რეკომენდაციები
    • მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • საინოვაციო ბანკი
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი

პრეზიდიუმის დადგენილებები 2018

#

თარიღი და ოქმის #

აკადემიური საბჭოს დადგენილებები

    დადგენილებები - 2018 წელი
     
1.

26.01.2018

ოქმი #1

1.მოისმინეს: აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გურამ ალექსიძის ინფორმაცია 2017 წლის 29 ნოემბრიდან 04 დეკემბრამდე ჩინეთის ჯანსუს პროვინციაში ჩატარებული კონფერენციის “თანამედროვე სასოფლო_სამეურნეო ინოვაციების ფორუმის” შესახებ.

დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად.

2. მოისმინეს: აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გ. ალექსიძის ინფორმაცია აკადემიის მიერ 2017 წელს ჩატარებული მუშაობის შესახებ.

დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად.

3.მოისმინეს: აკადემიკოს ე. შაფაქიძის ინფორმაცია აკადემიის მიერ კონკურსში “აგრარულ დარგში საუკეთესო ფუნდამენტური, გამოყენებითი და საგანმანათლებლო ხასიათის ნაშრომისათვის 2017 წლის პრემიის მინიჭების შესახებ” შემოსული ნაშრომების შესახებ.

დაადგინეს: 1. წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად;

2. აგრარულ დარგში 2017 წლის საუკეთესო ნაშრომის კონკურსის მასალები აიტვირთოს აკადემიის ვებ-გვერდზე.

4. მოისმინეს: აკადემიის ვიცე_პრეზიდენტის, აკადემიკოს გივი ჯაფარიძის ინფორმაცია აკადემიის 2018 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმისა და ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ.

დაადგინეს: დამტკიცდეს აკადემიის 2018 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმა წარმოდგენილი სახით.

5. მოისმინეს: აკადემიის აგრონომიული სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს_მდივნის, აკადემიკოს გ. მარგველაშვილის ინფორმაცია განყოფილების მიერ 2017 წელს ჩატარებული მუშაობისა და 2018 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ.

დაადგინეს: განყოფილების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და განსახილველად წარედგინოს აკადემიის საერთო კრებას.

6. მოისმინეს: აკადემიის მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს_მდივნის, აკადემიკოს ჯ. გუგუშვილის ინფორმაცია განყოფილების მიერ 2017 წელს ჩატარებული მუშაობისა და 2018 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ.

დაადგინეს: განყოფილების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და განსახილველად წარედგინოს აკადემიის საერთო კრებას.

7. მოისმინეს: აკადემიის აგროსაინჟინრო სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს_მდივნის, აკადემიკოს რ. მახარობლიძის ინფორმაცია განყოფილების მიერ 2017 წელს ჩატარებული მუშაობისა და 2018 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ.

დაადგინეს: განყოფილების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და განსახილველად წარედგინოს აკადემიის საერთო კრებას.

8. მოისმინეს: აკადემიის სოფლის მეურნეობის პროდუქტების შენახვისა და გადამუშავების სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს_მდივნის, აკადემიკოს ნ. ბაღათურიას ინფორმაცია განყოფილების მიერ 2017 წელს ჩატარებული მუშაობისა და 2018 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ.

დაადგინეს: განყოფილების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და განსახილველად წარედგინოს აკადემიის საერთო კრებას.

9. მოისმინეს: აკადემიის სურსათის უვნებლობის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს_მდივნის, აკადემიკოს ზ. ცქიტიშვილის ინფორმაცია განყოფილების მიერ 2017 წელს ჩატარებული მუშაობისა და 2018 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ.

დაადგინეს: განყოფილების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და განსახილველად წარედგინოს აკადემიის საერთო კრებას.

10. მოისმინეს: აკადემიის სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს_მდივნის, აკადემიკოს რ. ჩაგელიშვილის ინფორმაცია განყოფილების მიერ 2017 წელს ჩატარებული მუშაობისა და 2018 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ.

დაადგინეს: განყოფილების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და განსახილველად წარედგინოს აკადემიის საერთო კრებას.

11. მოისმინეს: აკადემიის ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს_მდივნის, აკადემიკოს ომარ ქეშელაშვილის ინფორმაცია განყოფილების მიერ 2017 წელს ჩატარებული მუშაობისა და 2018 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ.

დაადგინეს: განყოფილების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და განსახილველად წარედგინოს აკადემიის საერთო კრებას.

12. მოისმინეს: აკადემიის ვიცე_პრეზიდენტის, აკადემიკოს გივი ჯაფარიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

დაადგინეს: მოწონებული იქნას და დამტკიცდეს აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების შემადგენლობა წარმოდგენილი სახით.

2.

01.02.2018

ოქმი #2

 

მოისმინეს: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის ავთანდილ მესხიძის ინფორმაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2017 წელს განხორციელებული და 2018 წელს განსახორციელებელი პროგრამების შესახებ.

დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად. გამოითქვა მოსაზრება სამინისტროს მიერ დაგეგმილ განსახორციელებელ პროექტებში აქტიური მონაწილეობა მიიღონ აკადემიის წევრებმაც.

3.

22.02.2018

ოქმი #3

1.მოისმინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, აკადემიკოს ნ. ქარქაშაძის ანგარიში 2017 წელს გაწეული მუშაობისა და 2018 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ.

დაადგინეს:1. წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად.

2. მოისმინეს: აკადემიის მთავარი ბუღალტრის ნ. სოზიაშვილის ანგარიში აკადემიის 2017 წლის ფინანსური საქმიანობისა და 2018 წლის ბიუჯეტის შესახებ.

დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად.

3. მოისმინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე_პრეზიდენტის, აკადემიკოს_მდივნის, აკადემიკოს გივი ჯაფარიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის 2018 წლის არჩევის დროებითი დებულების პროექტის შესახებ.

დაადგინეს: დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის 2018 წლის დროებითი დებულება წარმოდგენილი სახით.

ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 28 მარტის სხდომის მიერ დამტკიცებული “საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, ვიცე_პრეზიდენტის, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების), უცხოელი წევრების, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს_მდივნების არჩევნების ჩატარების დებულება”

აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს_მდივნებმა აკადემიური საბჭოს ეს დადგენილება დროულად გააცნონ განყოფილებების წევრებს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის 2018 წლის არჩევის დროებითი დებულება გამოქვეყნდეს აკადემიის ვებ_გვერდზე.

4. მოისმინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის აკად. გ.ალექსიძის ინფორმაცია 2018 წლის 22 თებერვალს მისი უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით.

დაადგინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის არჩევნების ჩატარებამდე აკადემიის პრეზიდენტის მოვალეობის დროებითი შესრულება დაეკისროს აკადემიის ვიცე_პრეზიდენტს, აკადემიკოს_მდივანს, აკადემიკოს გივი ჯაფარიძეს.

აკადემიური საბჭოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება განთავსდეს აკადემიის ვებ_გვერდზე.

5. მოისმინესაკად.გ. ჯაფარიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრების ა.წ. 22 თებერვალს დღის 12 საათზე მოწვევის შესახებ.

დაადგინეს: მოწვეული იქნას საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება ა.წ. 28 თებერვალს დღის წესრიგით:

1.საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გურამ ალექსიძის ანგარიში აკადემიის მიერ 2013_2018 წლებში გაწეული მუშაობისა და აკადემიის პრეზიდენტის საპრეზიდენტო ხუთწლიანი პროგრამის შესრულების მდგომარეობისა და აკადემიის სამომავლო მუშაობის ძირითადი მიმართულებების შესახებ.

2.საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების მიერ 2017 წელს ჩატარებული მუშაობისა და 2018 წლის ამოცანების შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს_მდივნები.

4.

28.02.2018

ოქმი #4

1. მოისმინეს : საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, აკადემიკოს გივი ჯაფარიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის რწმუნების ვადის გასვლასთან დაკავშირებით აკადემიის პრეზიდენტის არჩევნების ჩასატარებლად აკადემიის საერთო კრების მოწვევის შესახებ.

დაადგინეს : 1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის რწმუნების ვადის გასვლასთან დაკავშირებით, აკადემიის წესდების YVII თავის 29-ე პუნქტის შესაბამისად, აკადემიის პრეზიდენტის არჩევნების ჩასატარებლად მოწვეული იქნას აკადემიის საერთო კრება ამა წლის 23 მარტს 12 საათზე.

2. აკადემიის პრეზიდენტობის კანდიდატთა წამოყენების ვადა განისაზღვროს ა.წ. 28 თებერვლიდან 12 მარტის 1630 საათამდე.

აკადემიის პრეზიდენტობის წამოყენებულმა კანდიდატმა (კანდიდატებმა) წარდგინებასთან ერთად წარმოადგინონ მათი მომავალი საპრეზიდენტო-საორგანიზაციო პროგრამა.

3. აკადემიის პრეზიდენტის არჩევნების მაღალორგანიზაციულ დონეზე მომზადებისა და ჩატარების მიზნით არჩეული იქნას აკადემიის პრეზიდენტის არჩევნების საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით: აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა (თავმჯდომარე), კომისიის წევრები, აკადემიკოსები: გურამ ტყემალაძე, არჩილ ვაშაკიძე, იუზა ვასაძე, თენგიზ ყურაშვილი.

საკონკურსო კომისიამ აკადემიის საერთო კრებას მოახსენოს ინფორმაცია აკადემიის პრეზიდენტად წამოყენებული კანდიდატის (კანდიდატების) ბიოგრაფიული, სამეცნიერო საქმიანობის და კომისიის მოსაზრებანი აკადემიის პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ წარმოდგენილი მომავალი სამეცნიერო_საორგანიოზაციო მუშაობის პროგრამის შესახებ.

4. აკადემიის პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით მასალები განთავსდეს აკადემიის ვებ_გვერდზე.

5. აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს_მდივნებმა აკადემიის აკადემიური საბჭოს ეს დადგენილება დროულად გააცნონ განყოფილების წევრებს.

5.

28.02.2018

ოქმი #5

1. მოისმინეს:აკადემიკოს ელგუჯა შაფაქიძის ინფორმაცია 2017 წლის საუკეთესო ფუნდამენტური, საგანმანათლებლო და გამოყენებითი ხასიათის ნაშრომის გამოსავლენად ჩატარებული კონკურსის შედეგების შესახებ.

დაადგინეს : 1. დამტკიცდეს 2017 წლის საუკეთესო ფუნდამენტური, საგანმანათლებლო და გამოყენებითი ხასიათის ნაშრომის გამოსავლენად ჩატარებული კონკურსის შედეგები.

2. დაევალოს აკადემიის მთავარ ბუღალტერს ნ. სოზიაშვილს უზრუნველყოს კონკურსში გამარჯვებული ნაშრომების ავტორთათვის შესაბამისი ფულადი პრემიის გამოყოფა.

 

23.03.2018

ოქმი #6

1. მოისმინეს : საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის არჩევის 2018 წლის დროებითი დებულების II თავის მე-2 პუნქტის შესაბამისად აკადემიის საერთო კრებაში მონაწილე აკადემიის ნამდვილ წევრთა (აკადემიკოსთა) და წევრ _კორესპომდენტთა სიითი შემადგენლობის დაზუსტების შესახებ.

დაადგინეს:1. ამოღებული იქნას საერთო კრებაში მონაწილე აკადემიის ნამდვილ წევრთა და წევრ_კორესპონდენტთა სიიდან აკადემიკოსები თამაზ კუნჭულია, ნუგზარ ბაღათურია, პაატა კოღუაშვილი, წევრ_კორესპონდენტები ოთარ ლიპარტელიანი და თამაზ თურმანიძე.

2. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 2018 წლის 23 მარტის საერთო კრების მონაწილე აკადემიის ნამდვილ წევრთა (აკადემიკოსთა) და წევრ_კორესპონდენტთა სიითი შემადგენლობა წარმოდგენილი სახით და იგი დასამტკიცებლად წარედგინოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრებას (სია ოქმს თან ერთვის).

 

30.03.2018

ოქმი #7

1. მოისმინეს:აკადემიკოს ომარ ქეშელაშვილის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთაშორისო_

მეთოდოლოგიური და პრაქტიკული, რეფერირებული შრომათა კრებულ “მოამბის” მიერ 2017 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.

დაადგინეს:წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად.

2. მოისმინეს:ასაქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილის, დოქტორ ანატოლი გიორგაძის ინფორმაცია აკადემიის საინფორმაციო_სარეკლამო ბიულეტენის “აკადემიის მაცნეს” მიერ 2017 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ.

დაადგინეს:წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად.

3. მოისმინეს:საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკდემიური დეპარტამენტის უფროსის, აკადემიკოს ელგუჯა შაფაქიძის ინფორმაცია აკადემიის მიერ 2017 წელს გამოცემული რეკომენდაციების, აგროწესების, ინსტრუქციების, ბუკლეტების, ბროშურების და სხვა ბეჭდვითი და ელექტრონული სამეცნიერო_საინფორმაციო გამოცემების მდგომარეობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ.

დაადგინეს:წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად.

 

27.04.2018

ოქმი #8

1. მოისმინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გურამ ალექსიძის ინფორმაცია, აკადემიის პრეზიდიუმის შემადგენლობის შესახებ.

დაადგინეს: 1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წესდების შესაბამისად პრეზიდიუმის შემადგენლობაში დამტკიცებული არიან აკადემიკოსები: გ, ალექსიძე, გ. ჯაფარიძე, ნ. ქარქაშაძე, ე. საფაქიძე, რ. მახარობლიძე, ზ. ცქითიშვილი, ჯ. გუგუშვილი, ო.ქეშელაშვილი, გ. მარგველაშვილი, რ. ცაგელიშვილს, დოქტორი ა. გიორგაძე.

2. აკადემიის პრეზიდიუმის შემადგენლობაში ასარჩევად აკადემიის საერთო კრების წინაშე რეკომენდაცია გაეწიოთ აკადემიკოსებს: ნ. წითანავას,ზ. ფუთკარაძეს, ვ. ცანავას, გ. ფაფუნიძეს, რ. ასათიანს, ნ. ცხართიშვილს, სოფლის მეურნეობის დოქთორს, პროფესორ ლ. უჯმაჯურიძეს. ეთხოვოს საერთო კრებას აღნიშნული დადგენილების დამტკიცება.

2 . მოისმინეს: აკადემიის ვიცე_პრეზიდენტის, აკადემიკოს გივი ჯაფარიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე_ფრეზიდენთისა და აკადემიკოს_მდივნის არჩევის დროებითი დებულების დამტკიცების შესახებ.

დაადგინეს: დამთკიცდეს აკადემიის ვიცე_ფრეზიდენთისა და აკადემიკოს_მდივნის არჩევის დებულება წარმოდგენილი სახით.

3. მოისმინეს: აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსის, აკადემიკოს ე. საფაქიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების), აკადემიის უცხოელი წევრების და საპატიო აკადემიკოსების, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს_მდივნების არჩევის ჩატარების დებულების დამტკიცების დამტკიცების შესახებ.

დაადგინეს: დამთკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების), აკადემიის უცხოელი წევრების და

საპატიო აკადემიკოსების, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს_მდივნების არჩევის ჩატარების დებულება წარმოდგენილი სახით.

4. მოისმინეს: აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსის, აკადემიკოს ე. საფაქიძის ინფორმაცია აგრარულ დარგში საუკეთესო ფუნდამენტური, გამოყენებითი და საგანმანათლებლო ხასიათის ნაშრომისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრემიის მინიჭების დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

დაადგინეს: დამთკიცდეს აგარარულ დარგში საუკეთესო ფუნდამენტური, გამოყენებითი და საგანმანათლებლო ხასიათის ნაშრომისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრემიის მინიჭების დებულება წარმოდგენილი სახით.

5. მოისმინეს:საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე_პრეზიდენტის, აკადემიკოს გივი ჯაფარიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილის დამტკიცების შესახებ.

დაადგინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილედ დამთკიცდეს სოფლის მეურნეობის დოქტორი ანათოლო გიორგაძე.

6 . მოისმინეს: აკადემიის პრეზიდენტის მოადგილის, დოქტორ ა. გიორგაძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს_მდივნების არჩევნების შედეგების შესახებ.

დაადგინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების საერთო კრებებზე ფარული კენჭისყრით არჩეული სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს_მდივნები, აკადემიკოსები: რ. მახარობლიძე, რ. ცაგელიშვილი, ზ. ცქითიშვილი, ჯ. გუგუშვილი, გ. მარგველაშვილი,

ო. ქეშელაშვილი წარედგინოს აკადემიის საერთო კრებას დასამტკიცებლად.

7. მოისმინეს: აკადემიის პრეზიდენტის მოადგილის, დოქტორ ა. გიორგაძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, აკადემიკოს ნ. ქარქაშაძის დამტკიცების შესახებ.

დაადგინეს: სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარედ წარმოდგენილი აკადემიკოს ნაფოლეონ ქარქაშაძის კანდიდატურა წარედგინოს აკადემიის საერთო კრებას დასამტკიცებლად.

8. მოისმინეს:აკადემიკოს ზურაბ ცქითიშვილის მოხსენება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო_კვლევითი ცენტრის რისკის შეფასების სამეცნიერო საბჭოსა და რისკის შეფასების სამსახურის მიერ 2017 წელს გაწეული სამეცნიერო_კვლევითი მუშაობის შესახებ.

დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად.

9 . მოისმინეს: აკადემიის პრეზიდიუმის მრჩეველის, აკადემიკოს ნოდარ ჭითანავას ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის მიერ მომზადებული “სასოფლო_სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ” ორგანული კანონის პროექტის განხილვის შესახებ.

დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად.

  თარიღი და ოქმის #

პრეზიდიუმის დადგენილებები, 2018წ.

 

30.05.2018

ოქმი #9(2)

1. მოისმინეს:აკადემიის აკადემიკოს-მდივნის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის, აკადემიური დეპარტამენტის უფროსის, აკადემიკოს ე. შაფაქიძის ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის აპარატსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის გაფორმებული მემორანდუმის შესახებ.

დაადგინეს : წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნეს ცნობად და სახელმძღვანელოდ.

2.მოისმინეს:საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო_კვლევითი ცენტრის დირექტორის, პროფესორ ლევან უჯმაჯურიძის მოხსენება სოფლის მეურნეობის სამეცნიერო_კვლევითი ცენტრის 2017 წლის სამეცნიერო_კვლევითი საქმიანობის შესახებ.

დაადგინეს: 1. მიღებული იქნეს ცნობად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო_კვლევითი ცენტრის დირექტორის, პროფესორ ლევან უჯმაჯურიძის მოხსენება სოფლის მეურნეობის სამეცნიერო_კვლევითი ცენტრის 2017 წლის სამეცნიერო_კვლევითი საქმიანობის შესახებ.

2. მიღებული იქნას ცნობად 2017 წელს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო_კვლევითი ცენტრის სამსახურების მუშაობის შესახებ აკადემიის განყოფილებების მიერ მომზადებული რეცენზიები, შენიშვნები და რეკომენდაციები.

აღინიშნოს, რომ ცენტრი მრავალმხრივ მუშაობას ეწევა სოფლის მეურნეობისა და მასთან დაკავშირებული დარგების განვითარების აქტუალური პრობლემების კვლევაში, თემატიკა ძირითადად პასუხობს საწყის ეტაპზე სოფლის მეურნეობის პრობლემების კომპლექსური კვლევის ამოცანებს. განმტკიცდა კვლევის ორგანიზაციის მატერიალურ_ტექნიკური ბაზა, შესაბამისი სამსახურები ძირითადად დაკომპლექტებულია კვალიფიციური კადრებით.

მიზანშეწონილად ჩაითვალოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებაა აკადემიისა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო_კვლევითი ცენტრის ეგიდით სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება თემაზე “საქართველოს მიწის რესურსების მართვის პრობლემები და მათი გადაწყვეტის ძირითადი მიმართულებები”. აკადემიის სამეცნიერო განყოფილებებმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო_კვლევით ცენტრთან ერთად პირველ ივლისამდე წარმოადგინონ კონფერენციის ჩატარების გეგმის პროექტი.

3. აკადემიის სამეცნიერო განყოფილებებმა პრეზიდიუმის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით შეიმუშაონ ცენტრის სამომავლო საქმიანობაში გასათვალისწინებელი რეკომენდაციები, რომლებიც წარედგინება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

4.მოისმინეს : საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, აკადემიკოს ნ. ქარქაშაძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს დებულების შესახებ.

დაადგინეს : მოწონებული იქნეს და დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს დებულება წარმოდგენილი სახით.

5.მოისმინეს : საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ.

დაადგინეს : მოწონებული იქნეს და დამტკიცდეს სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობა წარმოდგენილ;ი სახით.

6.მოისმინეს:აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, აკადემიკოს ნ. ქარქაშაძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოსთან არსებული აგრარული დარგის მეცნიერთა და სპეციალისტთა დარბაზის დებულების შესახებ.

დაადგინეს:მოწონებული იქნეს და დამტკიცდეს აკადემიის სამეცნიერო საბჭოსთან არსებული აგრარული დარგის მეცნიერთა და სპეციალისტთა დარბაზის დებულება წარმოდგენილი სახით.

7.მოისმინეს:საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორის, დოქტორ ა. გიორგაძის ინფორმაცია საქართველოს სოფლი სმეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს დებულების შესახებ.

დაადგინეს : მოწონებული იქნეს და დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს დებულება წარმოდგენილი სახით.

7. მიმდინარე საკითხები :

1.მოისმინეს : საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივნის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის, აკადემიური დეპარტამენტის უფროსის, აკადემიკოს ე. შაფაქიძის ინფორმაცია აჭარაში თუთის აბრეშუმხვევიას 2018 წლის საცდელ_საჩვენებელი გამოკვების შესახებ.

დაადგინეს : 1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ინიციატივა, რეკომენდაციები და კონსულტანციები აჭარაში მეაბრეშუმეობის აღდგენა_განვითარების მიმართულებით მოწონებული იქნეს და აკადემიის მიერ ჩატარებული მუშაობა შეფასდეს დადებითად.

2. ეცნობოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეაბრეშუმეობის აღდგენა_განვითარების მიმართულებით აკადემიის მიერ აჭარაში ინიცირებული საქმიანობის შესახებ და ეთხოვოს მას განაზოგადოს იგი საქართველოს სხვა რეგიონებში, რათა მათ 2019 წლის სამუშაო გეგმებში გაითვალისწინონ მეაბრეშუმეობის მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებები.

3. ეთხოვოს ტელევიზია “საფერავი ტვ-ეს გააშუქოს აკადემიის მიერ აჭარაში მეაბრეშუმეობის მიმართულებით ჩატარებული საქმიანობა.

2.მოისმინეს : საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს_მდივნის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის, აკადემიური დეპარტამენტის უფროსის, აკადემიკოს ე. შაფაქიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დარგობრივი მიმართულების ეროვნული კოორდინატორების დამტკიცების შესახებ.

დაადგინეს : 1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩამოყალიბებული დარგობრივი მიმართულებების კოორდინატორების მუშაობა შეფასდეს დადებითად.

2. დამტკიცდეს აკადემიის დარგობრივი მიმართულებების კოორდინატორების ახალი სიები წარმოდგენილი სახით.

3. დაევალოს აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსს, აკადემიკოს ე. შაფაქიძეს არაუგვიანეს ერთი თვისა ორგანიზაცია გაუწიოს აკადემიის დარგობრივი მიმართულებების კოორდინატორებთან აკადემიის ხელმძღვანელობის შეხვედრას სამომავლო საქმიანობისა და კოორდინატორების ინსტიტუტის პერსპექტივების განხილვის მიზნით.

3.მოისმინეს : საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე_პრეზიდენტის, აკადემიკოს გივი ჯაფარიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში აგრარიკოს მეცნიერთა სამეცნიერო მიღწევების ამსახველ მონაცემთა ბაზის შექმნის შესახებ.

დაადგინეს:1.მოწონებული იქნეს აკადემიის ინიციატივა აკადემიაში აგრარიკოს მეცნიერთა სამეცნიერო მიღწევების ამსახველი მონაცემთა ბაზის შექმნის შესახებ.

2. ამ მიმართულებით აკადემიაში ჩამოყალიბდეს სპეციალისტების მუშა ჯგუფი აკადემიის სპეციალისტების გ. მოსაშვილის, გ. თოიძის. მ. მოსაშვილის და ე. მიგრიაულის შემადგენლობით, რომელსაც დაევალება აგრარიკოს_მეცნიერთა მონაცემთა ბაზების დაზუსტება და მონაცემთა საინფორმაციო ბაზაში მათი გაშუქება, აკადემიის ვებ_გვერდზე ცალკეული მონაცემების ატვირთვა, აგრეთვე აკადემიის ისტორიისათვის მასალების მოძიება და მათი საინფორმაციო საშუალებებში გაშუქება.

3. კონტროლი აღნიშნულ დადგენილებაზე დაევალოს აკადემიური დეპარტამენტის უფროსს, აკადემიკოს ელგუჯა შაფაქიძეს.

 

29.06.2018

ოქმი #10(3)

 

1.მოისმინეს : აკადემიკოს ე. შაფაქიძის რეცენზია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის 2017 წლის სამეცნიერო_კვლევითი საქმიანობის ანგარიშზე

დაადგინეს:წარმოდგენილი რეცენზიის საფუძველზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მუშაობა შეფასდეს დადებითად.

2.მოისმინეს : აკადემიკოს რ. მახარობლიძის რეცენზია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვების მრეწველობის სამეცნიერო_კვლევითი ინსტიტუტის 2017 წლის სამეცნიერო_კვლევითი საქმიანობის შესახებ.

დაადგინეს:საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვების მრეწველობის სამეცნიერო_კვლევითი ინსტიტუტის მუშაობა ჩაითვალოს დამაკმაყოფილებლად.

 

3.მოისმინეს : აკადემიკოს ნ. ჩხარტიშვილის რეცენზია იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სოფლის მეურნეობისა და ქიმიის დეპარტამენტის 2017 წლის სამეცნიერო_კვლევითი მუშაობის ანგარიშის შესახებ.

დაადგინეს:იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სოფლის მეურნეობისა და ქიმიის დეპარტამენტის პროფესორ მასწავლებლების, დამხმარე პერსონალის მიერ 2017 წლის სამეცნიერო_კვლევითი და საზოგადოებრივი მუშაობის პროგრამა შესრულებულია სრულყოფილად და შეფასდეს დადებითად.

4.მოისმინეს : აკადემიკოს გ. მარგველაშვილის რეცენზია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის 2017 წლის სამეცნიერო_ კვლევითი მუშაობის შესახებ.

დაადგინეს : ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის 2017 წლის სამეცნიერო_კვლევითი მუშაობის ანგარიშის და რეცენზენტის დასკვნის მიხედვით შეფასდეს დადებითად.

5.მოისმინეს:საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, დოქტორ გ. გაგოშიძის რეცენზია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის 2017 წლის სამეცნიერ0_კვლევითი მუშაობის შესახებ.

დაადგინეს: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მიერ წარმოდგენილი ანგარიში მათ მიერ ჩატარებული სამეცნიერო_კვლევითი საქმიანობის შესახებ იმსახურებს დადებით შეფასებას.

6.მოისმინეს:აკადემიკოს გ. პაპუნიძის მოხსენება მეციტრუსეობის დარგში მოსავლიანობის გადიდებისა და რენტაბელობის ამაღლების ღონისძიებების შესახებ.

დაადგინეს:1. წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად.

2. საჭიროა მეციტრუსეობის დარგში მოსავლიანობისა და რენტაბელობის ამაღლებისათვის ციტრუსოვანთა ნაყოფის მწარმოებლებისათვის რეალიზაციის მისაღები პირობების და გარემოებების შექმნა;

გადამამუშავებელი საწარმოო სიმძლავრეების ამოქმედება;

ადგილობრივი აგრობიზნესის ხელშემწყობი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების ეფექტურობის ამაღლება;

განათლების, მეცნიერებისა და ბიზნესის ინტეგრაციის პროცესში სახელმწიფოს სტრატეგიული კურსის შემუშავება და განხორციელება.

7.მოისმინეს:შპს ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო_კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის მედიცინის აკადემიური დოქტორის ქეთევან დადიანის ინფორმაცია სურსათის მეცნიერებებისა და ნუტრიციოლოგიის საბაკალავრო სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემები და ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში განსახორციელებელი ცვლილებების ინიცირების შესახებ.

დაადგინეს : 1. საქართველოს სოფლის მეურნეობის

მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმმა ერთხმად დაუჭირა მხარი აკადემიის სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილების წინადადებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება # 120|6-ის შესაბამისად “ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ, დანართი # 4-ით განსაზღვრულ ჩარჩოში ახალი დარგის|სპეციალობის “ნუტრიციოლოგიის” დამატების ინიცირების პროცესის დაწყებას და ასევე ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოში “სურსათის მეცნიერების”, როგორც მიმართულებათაშორისი დისციპლინის განსაზღვრას.

2. აღნიშნული დადგენილება გადაეგზავნოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეაგირებისათვის.

მიმდინარე საკითხები :

1.მოისმინეს:აკადემიკოს ე. შაფაქიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ეროვნული კოორდინატორების დებულების დამტკიცების შესახებ.

დაადგინეს:1.საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ეროვნული კოორდინატორების დებულება დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით.

2. ინფორმაცია დებულებაში შესატანი შესაძლო ცვლილებებისა და დამატებების შესახებ აკადემიის სამეცნიერო განყოფილებებმა წარმოადგინონ აკადემიის აკადემიურ დეპარტამენტში.

სხდომის თავმჯდომარემ, აკადემიის ვიცე_პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ სხდომას მოახსენა, რომ აუცილებელია შეფასდეს აკადემიის მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაგზავნილი წერილების შემდგომი მდგომარეობის შესწავლა და დაავალა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილეს, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორს, დოქტორ ა. გიორგაძეს გააკეთოს სამინისტროში გაგზავნილი წერილების ანალიზი, რომლის შედეგები ინფორმაციისათვის მოხსენდება აკადემიის პრეზიდიუმს.

 

26.07.2018

ოქმი #11(4)

1. მოისმინეს:აკადემიის წევრ_კორესპონდენტის გიორგი ნიკოლეიშვილის მოხსენება მეაბრეშუმეობის რეაბილიტაცია _ განვითარების შესახებ.

დაადგინეს:წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და ეთხოვოს საქართველოს პრემიერ მინისტრს ბატონ მამუკა ბახტაძეს და მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს დარგის რეაბილიტაცია_განვითარების მხარდაჭერის შესახებ.

2. მოისმინეს:აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსის, აკადემიკოს ელგუჯა შაფაქიძის ინფორმაცია შავი, კასპიის ზღვებისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების მეაბრეშუმეობის ასოციაციის ((BACSA) შეხედულებები საქართველოში მეაბ­რე­­შუმეობის რეაბილიტაცია განვითარების დაჩქარებისათვის.

დაადგინეს : 1. წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად.

2. ეთხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ქ. ბათუმში 2019 წლის 07_12 აპრილს დაგეგმილი შავი, კასპიის ზღვების და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების მეაბრეშუმეობის ასოციაციის (BACSA) საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის “მეაბრეშუმეობის შენარჩუნება და აღდგენა, პრობლემები და პერსპექტივები” მაღალ ორგანიზაციულ დონეზე ჩატარების ხელშეწყობა.

სხდომაზე მოხსენებების ირგვლივ და საერთოდ საქართველოში მეაბრეშუმეობის რეაბილიტაციისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ საინტერესო გამოსვლები ჰქონდათ_ ხონის მუნიციპალიტეტის მერს ლადო ჯურხვაძეს, აჭარის სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო_კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილეს ნოდარ ხატიაშვილს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამმართველოს უფროსს და სამინისტროს მეაბრეშუმეობის კომისიის თავმჯდომარეს ნოდარ ხოხაშვილს, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მთავარ სპეციალისტებს ნარგიზ ბარამიძეს და ნოდარ სტეფანიშვილს, მებრეშუმეებს ახმეტიდა და სიღნაღიდან ნუნუ ნახუცრიშვილს და ლამარა ბეჟიაშვილს, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორს ნინო კუპრავას, აჭარის აგროსერვის ცენტრის დირექტორს გოჩა ბერიძეს, აკადემიკოსებს ზაურ ფუტკარაძეს და ნოდარ ჭითანავას, აკადემიის ვიცე_პრეზიდენტს, აკადემიკოს გივი ჯაფარიძეს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის გაფართოებულ სხდომას საჭიროდ მიაჩნია, რომ აკადემიამ შესაბამისი სამინისტროების, უწყებების, სხვა ორგანიზაციებისა და დაინტერესებული პირების მონაწილეობით შეადგინოს დარგის განვითარების მიზნობრივი პროგრამა (2020_2030), მოაწყოს მისი განხილვა და შესაბამის ორგანოებში დასამტკიცებლად წარადგინოს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის გაფართოებულ სხდომაზე მიღებული იქნა შესაბამისი დეკლარაცია (იხილე ბმულზე).

 

2018 წლის 28


სექტემბერი

ოქმი #12

1. მოისმინეს: აკადემიკოს ვალერიან ცანავას მოხსენება სუბტროპიკულ მემცენარეობაში ორგანული წარმოების პერსპექტივების შესახებ.

დ აადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად. დაევალოს აგრონომიული სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს_მდივანს, აკადემიკოს გოგოლა მარგველაშვილს პრეზიდიუმის სხდომაზე წარმოადგინონ თავიანთი მოსაზრებები სუბტროპიკულ მემცენარეობაში ორგანული წარმოების პერსპექტივების შესახებ.

2.მოისმინეს: აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გ. ალექსიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრში კორეის რესპუბლიკის მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო_კვლევითი ინსტიტუტის და კორეის უნივებრიტეტის მეცნიერების ვიზიტისა და ერთობლივი ექსპედიციის შესახებ.

დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად.

3. მოისმინეს: Aანატოლი გიორგაძის ინფორმაცია პრაღაში (ჩეხეთი) ევროპის ექსპერტთა საკონსულტაციო თათბირის შესახებ.

დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად.

4. მოისმინეს: აკადემიკოს ზურაბ ცქიტიშვილის ინფორმაცია ნუტრიციოლოგიაში საერთაშორისო სიმპოზიუმის შესახებ (თბილისი 12_13 სექტემბერი).

დაადგინეს: შეიქმნას ნუტრიციოლოგთა , დიეტოლოგთა და სურსათის მეცნიერების ექსპერტთა საზოგადოება. Pპრეზიდენტად არჩეულ იქნას ქალაბატონი მანანა გობეჯიშვილი (სტენლის კანდიდატურა).

5. მოისმინეს: აკადემიკოს თენგიზ ყურაშვილი ინფორმაცია 17_21 სექტემბერს თბილისში გამართულ ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული რეგიონალური კომისიის რიგით 28-ე კონფერენციის შესახებ.

დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად.

6. მოისმინეს: აკადემიკოს გურამ ალექსიძის ინფორმაცია მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის შესახებ.

დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად.

 

2018 წლის 28 სექტემბერი

ოქმი #13

1 .მოისმინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე_პრეზიდენტის, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის გივი ჯაფარიძის ინფორმაცია, რომელმაც წინადადება შემოიტანა, რომ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) ასარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, სპეციალობით “მცენარეთა დაცვა”, წარდგენილი იქნას საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გურამ ალექსიძის კანდიდატურა.

დაადგინეს: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) ასარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სპეციალობით “მცენარეთა დაცვა” წარდგენილი იქნას საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გურამ ალექსიძის კანდიდატურა. დადგენილება მიღებულია ერთხმად.
 

2018 წლის 25ოქტომბერი

ოქმი #14

1 .მოისმინეს: აკადემიკოს გურამ ალექსიძის ინფორმაცია პეკინში (ჩინეთი) აზია და წყნარი ოკეანის ქვეყნების თანამშრომლობის შესახებ (16_19 10. .2018).

დაადგინეს. წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად. წარმოდგენილი წინადადებები ეცნობოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

2. მოისმინეს: აკადემიკოს თამაზ კუნჭულიას მოხსენება ინკლუზიური ზრდის ეკონომიკური მოდელის შესახებ.

დაადგინეს: შეიქმნას ჯგუფი, რომელიც მოამზადებს წინადადებებს ზემდგომ ორგანოებში წარსადგენად.

3. მოისმინეს: აკადემიკოს ელგუჯა შაფაქიძის ინფორმაცია შავი, კასპიის ზღვებისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების მეაბრეშუმეობის ასოციაციის ფორუმზე საერთაშორისო კონფერენციის მზადებასთან დაკავშირებით

დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად.

4. მოისმინეს: აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გურამ ალექსიძის ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო_საგანმანათლებლო საქმიანობისათვის აკადემიის წევრთა და თანამშრომელთა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ საპატიო სიგელებით დაჯილდოვების შესახებ.

დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად.

 

2018წლის

9 ნოემბ.

ოქმი #15

1. მოისმინეს: აკადემიის სხდომა გახსნა აკადემიის ვიცე_პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. Mმან აღნიშნა, რომ ”იუნესკოს” მიერ 2001 წელს დაფუძნებული მეცნიერების მსოფლიო დღე ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიო მასშტაბით. ამ თარიღის აღნიშვნა ემსახურება იმ მიზანს, რომ გააცნოს საერთაშორისო საზოგადოებას მეცნიერების როლის აუცილებლობა და სწორედ ამ კუთხით გააშუქა მან საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში სამეცნიერო საქმიანობის მიმდინარეობა, ძირითადი მიმართულებები, აკადემიის მიერ შესრულებული არსებული და პერსპექტიული საინვესტიციო პროექტები, აკადემიის სამეცნიერო საქმიანობა რეგიონებში.

დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად.

1. მოისმინეს: აკადემიკოს ელგუჯა შაფაქიძის ინფორმაცია აგრარულ დარგში 2018 წლის საუკეთესო ნაშრომისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრემიის მინიჭებასთან დაკავშირებული კონკურსის გამოცხადების შესახებ.

დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად

2. მოისმინეს: აკადემიკოს თამაზ კუნჭულიას მოსაზრებანი აგრარულ სექტორში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.

დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად.

3. მოისმინეს: აკადემიკოს გივი ჯაფარიძის ინფორმაცია მსოფლიო მეცნიერების დღესთან დაკავშირებით აგრარულ სფეროში ნაყოფიერი სამეცნიერო და საგამნანათლებლო საქმიანობაში მიღწეული წარმატებებისათვის აკადემიის საპატიო სიგელებით დაჯილდოვების შესახებ.

დაადგინეს: მსოფლიო მეცნიერების დღესთან დაკავშირებით აგრარულ სფეროში ნაყოფიერი სამეცნიერო და საგანმანათლებლოსაქმიანობაში მიწეული წარმატებისათვის აკადემიის საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ მეცნიერები: გიორგი ორმოცაძე, გიორგი ღამბაშიძე, კახა სოხაძე, გიორგი მიქაძე, რევაზ რუსეიშვილი, ნათია ნაცარაშვილი, დიმიტრი ნატროშვილი, ვლადიმერ მირუაშვილი, დავით ორმოცაძე.

 

2018 წლის 4
დეკემბერი

ოქმი #16

1.მოისმინეს: აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გურამ ალექსიძის ინფორმაცია ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის გენერალური ასამბლეის მე-10 სხდომის შესახებ.

დაადგინეს: აკადემიის პრეზიდენტია, აკადემიკოს გურამ ალექსიძის ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო_საგანმანათლებლო საქმიანობისათვის აკადემიის წევრთა და თანამშრომელთა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ საპატიო სიგელებით დაჯილდოვების შესახებ.

დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად.

2. მოისმინეს: აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გურამ ალექსიძის ინფორმაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურ|თან შეხვედრის შესახებ.

დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად.

3. მოისმინეს: დოქტორ ანატოლი გიორგაძის ინფორმაცია ვინიცის (უკრაინა) ეროვნულ აგრარულ უნივერსიტეტში ჩატარებული სამეცნიერო კინფერენციის “ინოვაციური ტექნოლოგიები მეცხოველეობის პროდუქტების წარმოებასა და გადამუშავებაში”.

დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად.

4. მოისმინეს: აკადემიკოს არჩილ ვაშაკიძის მოხსენება აგრარული წარმოების საიმედო ელექტრომომარაგების უზრუნველყოფის შესახებ.

დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად

5. მოისმინეს აკადემიის ვიცე_პრეზიდენტის, აკადემიკოს გივი ჯაფარიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს თავმჯდომარედ დოქტორ თინათინ ეპიტაშვილის დამტკიცების შესახებ.

დაადგინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალიტთა საბჭოს თავმჯდომარედ დამტკიცებული იქნას

დოქტორი თინათინ ეპიტაშვილი.

6. მოისმინეს: აკადემიის ვიცე_პრეზიდენტის, აკადემიკოს გივი ჯაფარიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს კურატორად აკადემიკოს არჩილ ვაშაკიძის დამტკიცების შესახებ.

დაადგინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს კურატორად დამტკიცებული იქნას აკადემიკოსი არჩილ ვაშაკიძე.

მიმდინარე საკითხები:

1. მოისმინეს: აკადემიის ვიცე_პრეზიდენტის, აკადემიკოს გივი ჯაფარიძის ინფორმაცია საქართველოს პარლამენტში საზოგადოებრივი კვლევის ცენტრში ჩატარებული კონფერენციის (კვლევის პრეზენტაცია) შესახებ.

დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად.

2. მოისმინეს აკადემიკოს ელგუჯა შაფაქიძის ონფორმაცია 2018 წლის 30 ნოემბერს ქ. ბათუმში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში მივლინების შესახებ

დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად.

3. მოისმინეს: აკადემიკოს გურამ პაპუნიძის ინფორმაცია საქართველოს ღვინის სამშობლოს ეგიდით ევრაზიის ქვეყნების ღვინისა და ალკოჰოლის სასმელების საერთაშორისო დეგუსტაციის შესახებ.

დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად.

 

ოქმი #17 (10)

28.12. 2018

მოისმინეს: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის ტიტე აროშიძის მოხსენება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობისა და სამომავლო ამოცანების შესახებ.

დაადგინეს:1. წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად.

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად კიდევ უფრო გაღრმავდეს სამინისტროს მიერ დაგეგმილი პერსპექტიული ღონისძიებების ეფექტურობა და აკადემიასთან თანამშრომლობით მათი შესრულების სამეცნიერო უზრუნველყოფა.

მიმდინარე საკითხები:

  1. 1. მოისმინეს: აკადემიის ვიცე -პრეზიდენტის, აკადემიკოს გივი ჯაფარიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში აგრარული ინოვაციების კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ.

დაადგინეს:საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში შეიქმნას აგრარული ინოვაციების კომისია და მის თავმჯდომარედ დამტკიცდეს აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, მოადგილედ გოჩა ცოფურაშვილი, ხოლო სწავლულ მდივნად დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.

  1. 2.მოისმინეს:აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, აკადემიკოს გივი ჯაფარიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში შექმნილი აგრარული ინოვაციების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ.

დაადგინეს: დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრარული ინოვაციების კომისიის დებულება წარმოდგენილი სახით.

  1. 3.მოისმინეს:აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსის ელგუჯა შაფაქიძის ინფორმაცია აგრარულ სფეროში 2018 წლის საუკეთესო ფუნდამენტური, საგანმანათლებლო და გამოყენებითი ხასიათის ნაშრომებისათვის აკადემიის პრემიის მინიჭების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცხადებული კონკურსის წინასწარი მონაცემები.

დაადგინეს:წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად და 2018 წლის საუკეთესო ფუნდამენტური, საგანმანათლებლო და გამოყენებითი ხასიათის ნაშრომებისათვის აკადემიის პრემიის მინიჭების კონკურსი ჩატარდეს დებულების შესაბამისად 2019 წლის პირველ კვარტალში.

მენიუ

  • მართვა
  • სტრუქტურა
  • პრეზიდიუმი
    • დადგენილებები
      • დადგენილებები 2021 წელი
      • დადგენილებები 2020 წელი
      • დადგენილებები 2019 წელი
      • დადგენილებები 2018წელი
      • დადგენილებები 2017 წელი
      • დადგენილებები 2016 წელი
      • დადგენილებები 2015 წელი
      • დადგენილებები 2014 წელი
      • დადგენილებები 2013 წელი
    • დებულებები
  • დეპარტამენტები
  • სამეცნიერო განყოფილებები
    • აგრონომიის სამეცნიერო განყოფილება
    • მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება
    • აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილება
    • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება
    • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილება
    • ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილება
  • სასწავლო ცენტრი
  • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
  • გამომცემლობა "აგრო"
  • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
  • სსმმ აკადემიის შემადგენლობა

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ. (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა: info.gaas.georgia@gmail.com

©2016- 2026 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. ვებდამუშავება და დიზაინი GT-Studio
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
    • საიტის რუკა
  • შემადგენლობა
    • მართვა
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • სამეცნიერო განყოფილებები
      • აგრონომიის სამეცნიერო განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება
      • აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილება
      • ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • სსმმ აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინფორმაციები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
      • პროექტები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • რეკომენდაციები
      • რეკომენდაციების არქივი
        • რეკომენდაციები 2013
        • ადრინდელი რეკომენდაციები
        • აქტუალური რეკომენდაციები
    • მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • საინოვაციო ბანკი
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი