საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

დეპარტამენტები

აკადემიური დეპარტამენტი

Barvenashvili  დეპარტამენტის უფროსი: მარინე ბარვენაშვილი 

   სოფლის მეურნეობის დოქტორი

            დეპარტამენტის ფუნქციები:

  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური დეპარტამენტი (შემდგომში “აკადემიური დეპარტამენტი”) წარმოადგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტრუქტურულ ერთეულს.  

თავის საქმიანობაში აკადემიური დეპარტამენტი ხელმძღვანელობს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წესდებით და აღნიშნული დებულებით.

აკადემიური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების საქმიანობის კოორდინაცია, მათი წევრების სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების განხილვა და ხელის შეწყობა მიზნობრივ გამოყენებაში; აკადემიის საქმიანობის წლიური ანგარიშების რედაქტირება, დასაბეჭდად მომზადება და გამოცემა; წარმოებაში გამოსაყენებელი მეცნიერული რეკომენდაციების მოძიება, დაბეჭდვა და გავრცელება; ინოვაციური პროექტების მოძიება და მათი პრაქტიკაში განხორციელებისათვის ხელშეწყობა; განსაკუთრებული პრაქტიკული და თეორიული მნიშვნელობის საკითხების აკადემიურ საბჭოს სხდომაზე განხილვის ორგანიზაცია და მათი აკადემიის გაზეთ „აკადემიის მაცნეში“ დასაბეჭდად მომზადება.

აკადემიური დეპარტამენტის წინაშე დასმული ამოცანების განხორციელებისათვის აკადემიური დეპარტამენტი:

უზრუნველყოფს აკადემიის ნამდვილი წევრების და წევრ- კორესპონდენტების ჩატარებული სამუშაოების წლიური ანგარიშების შეკრების, რეცენზირებისა და განხილვის ორგანიზაციას; სოფლის მეურნეობის განვითარების შესახებ ოფიციალური სტატისტიკური და პირველადი მასალების შეკრებას და ანალიზს;

 უზრუნველყოფს კომპიუტერული სისტემებისა და საერთაშორისო ელექტრონული ქსელის მეშვეობით:

 აკადემიის ვებ-გვერდისათვის მასალების მომზადებას და ჩართვას ელექტრონულ ვერსიაში;

აკადემიის სამეცნიერო მონცემთა ბანკის სტრუქტურის სრულყოფას და მის კომპიუტერულ უზრუნველყოფას;

საპრეზენტაციო მასალების საინფორმაციო ტექნოლოგიების პროგრამებით მომზადებას;

აწყობს სამეცნიერო - პრაქტიკულ კონფერენციებს აგრარული მეცნიერების საპრობლემო საკითხებზე. მონაწილეობას იღებს აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების წევრების საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებში მათი მივლინების რეკომენდაციების მომზადებაში, ისმენს მათ ანგარიშებს მივლინების შედეგების შესახებ.

აკადემიურ დეპარტმენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი; დეპარტამენტში ირიცხებიან აკადემიის სამეცნიერო კონსულტანტები, მთავარი და წამყვანი სპეციალისტები, ბიბლიოთეკა.


ადმინისტრაციული დეპარტამენტი

 aდეპარტამენტის უფროსი:  ანატოლი გიორგაძე 

 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი

                               

     ძირითადი ფუნქციები:

- - ადმინისტრაციულ-სამეურნეო და საწარმოო-ტექნიკური საქმიანობა;
- - მმართველობითი უზრუნველყოფა;
- აკადემიის საქმიანობის იურიდიულ მომსახურების უზრუნველყოფა, აკადემიის სახელით შესაბამისი მინდობილობისა და რწმუნებულების საფუძველზე სამოქალაქო, სამართლებრივი და ადმინისტრაციული საქმეების სასამართლოებში, პროკურატურის, შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციულ ორგანოებში წარმართვა.

საქმეთა მმართველობა
ძირითადი ფუნქციები:

- საქმის წარმოების მიმდინარეობა და სრულყოფა;

- კორესპონდენციის რეგისტრაცია და სწორი აღრიცხვის ორგანიზაცია;

- კარტოტეკაზე კონტროლი;

- საბუთების შენახვისა და გამოყენების ორგანიზაცია;

- კორესპონდენციის მიღება და გაგზავნა;

- საბუთების განაწილება ხელმძღვანელობისათვის და სტრუქტურუ­ლი ქვედანაყოფებისათვის; მათი აღრიცხვიანობა, რეგისტრაცია და სისტემური კონტროლი მათ შესრულებაზე;

- ხელმძღვანელობისათვის ინფორმაციის მიწოდება საქმის წარმოებაზე და მის კონტროლზე.

* * * 

საფინანსო საქმიანობა


მთავარი ბუღალტერი - ნინო სოზიაშვილი.

ძირითადი ფუნქციები:

- საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება;
- ფინანსური დისციპლინის დაცვის ღონისძიებათა განხორციელება;
- გამოყოფილი ასიგნების ხარჯვაზე მკაცრი კონტროლის დაწესება;
- აკადემიის ბალანსების შედგენა და წარდგენა;

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ციალა თეგეტაშვილი

(დაბ. თარიღი 12.01.1969)

საკონტაქტო ინფორმაცია: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.   

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com