საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
  • info.gaas.georgia@gmail.com
Gaas
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • მიზნები და ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
  • შემადგენლობა
    • აპარატი
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • მეცნიერებათა განყოფილებები
      • აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება
      • აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება
      • ეკონომიკის მეცნიერებათა განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინტელექტუალური რესურსები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • რეკომენდაციები
      • მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
    • მემორანდუმები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • სარეკომენდაციო წინადადებები
      • რეკომენდაციები 2013
      • ადრინდელი რეკომენდაციები
      • აქტუალური რეკომენდაციები
    • საინოვაციო ბანკი
    • პროექტები
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
    • საიტის რუკა
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი

დადგენილებები 2015

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური საბჭოს დადგენილებები 2015 წელი

  თარიღი
 და
 ოქმის #
განხილული საკითხები და შესაბამისი დადგენილებები
     
1.

16 იანვარი, 2015 წელი;
ოქმი # 1

მოისმინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეც შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების  შესახებ. 

დაადგინეს: აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გ. ალექსიძემ და საქართველოს  ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა აკადემიკოსმა ა. ფრანგიშვილმა ხელი მოაწერეს მემორენდუმს თანამშრომლობის შესახებ; მემორანდუმი ძალაში შევიდეს ხელის მოწერისთანავე.


2.
31 იანვარი, 2015 წელი;
ოქმი # 3
  1. მოისმინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის  მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების ანგარიშები 2014 წელს გაწეული სამევნიერო მუშაობის  შედეგების შესახებ.

 მომხსენებლები: აგრონომიული სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გ. მარგველაშვილი; მეცხოველეობის, ვეტერინარიის, საკვებწარმოებისა და მეცხოველეობის პროდუქტების სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ზ. ცქიტიშვილი; აგროსაინJინრო სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რ. მახარობლიძე; სოფლის მეურნეობის პროდუქტების შენახვისა და გადამუშავების სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ნ. ბაღათურია; ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ო. ქეშელაშვილი. 

დაადგინეს: საქართველოს სოგლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების მიერ 2014 წელს გაწეული მუშაობა შეფასდეს დადებითად.

  2. მოისმინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 2015 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის განხილვა_დამტკიცება.

   მომხსენებლები: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გ. ჯაფარიძე, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიის წ\კ ე. შაფაქიძე, პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, დოქტორი ა. გიორგაძე.

დაადგინეს:დამტკიცდეს 2015 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმა წარმოდგენილი სახით.

  1. მოისმინეს:ფერმერთა და სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების სასწავლო ცენტრის ჩამოყალიბების შესახებ.

 მომხსენებელი: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გ. ჯაფარიძე. 

დაადგინეს: 1. ძირითადად მოწონებული იქნას ფერმერთა  და სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების სასწავლო ცენტრის დებულება, სტრუქტურა და ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი სახით.

   2.აკადემიის აკადემიურმა დეპარტმენტმა(ე. შაფაქიძე), სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორმა ( ა. გიორგაძე) ცენტრის  ხელმძღვანელმა ( ო. ქეშელაშვილი), სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნებმა ( გ. მარგველაშვილი, რ. მახარობლიძე, ზ. ცქიტიშვილი, ნ. ბაღათურია) ერთი თვის ვადაში წარმოადგინონ სასწავლო გეგმები და სასწავლო პროგრამები დისციპლინების მიხედვით.

   3. კონტროლი აღნიშნული დადგენილების შესრულებაზე დაევალოს აკადემიური დეპარტამენტის უფროსს, აკადემიის წ\კ ე.შაფაქიძეს. 

  1. მიმდინარე საკითხები:

მოისმინეს:საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური საბჭოს სხდომების მიერ მიღებული დადგენილებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

 მომხსენებლები: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გ. ჯაფარიძე, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიის წ\კ ე. შაფაქიძე. 

დაადგინეს: 1. წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად;

            2. მიზანშეწონილია აკადემიური საბჭოს სხდომებზე მიღებულ დადგენილებებში ჩაიწეროს პასუხისმგებელი მათ შესრულებაზე, რომელიც პერიოდულად მოახსენებს ინფორმაციებს აკადემიურ საბჭოს.


3.
25 თებერვალი, 2015 წელი;
ოქმი # 5

1. მოისმინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, აკადემიკოს  ნ. ქარქაშაძის ინფორმაცია სამეცნიერო საბჭოს 2014 წლის სამეცნიერო საქმიანობის და 2015 წლის სამუშაო გეგმის შესახებ.

Dდაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად.

2. მოისმინეს:  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, აკადემიკოს გ. ჯაფარიძის ინფორმაცია აგრარულ სფეროში  წლის საუკეთესო მეცნიერის წოდების მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში საექსპერტო-საკონკურსო კომისიების მიერ ფარული კენჭისყრით რეკომენდებული კანდიდატურების დამტკიცების შესახებ.

   დაადგინეს:  აგრარულ სფეროში 2014 წლის საუკეთესო მეცნიერის წოდება მიენიჭოს:

 

აგრონომიულ  დარგში _ აკადემიკოს გურამ ალექსიძეს;

 

აგროინJინერიის დარგში _ აკადემიკოს ჯემალ კაციტაძეს;

 

სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავების და შენახვის დარგში _ ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს ნანა ბეგიაშვილს;

 

ეკონომიკის დარგში _ აკადემიის წევრ კორესპონდენც პაატა კოღუაშვილს.

3. მოისმინეს:  აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გურამ ალექსიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრების ვაკანტურ ადგილებზე ასარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ.

   დაადგინეს:  1. საქართველოს  სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წესდების მე-10 თავის შესაბამისად გამოცხადდეს კონკურსი საქართველის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) ასარჩევად შემდეგ ვაკანტურ სპეციალობებში:

.

აგრონომიულ სამეცნიერო განყოფილებაში-სპეციალობა “აგრონომია” სპეციალიზაცია-“აგროტექნოლოგია” - 1 ადგილი;

.

აგროსაინJინრო სამეცნიერო განყოფილებაში_ სპეციალობა-

 “აგროინJინერია”, სპეციალიზაცია "სოფლის მეურნეობის მექანიზაცია" -1 ადგილი;

.

ეკონომიკის განყოფილებაში- სპეციალობა “ეკონომიკა”-1 ადგილი;

             2.საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის განცხადება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) ასარჩევად კონკურსის გამოცსადების შესახებ გამოქვეყნდეს პრესაში და აკადემიის ვებ-გვერძე.

 4. მოისმინეს: აკადემიის მთავარი ბუღალტრის ნ. სოზიაშვილის ინფორმაცია აკადემიის 2014 წლის ფინანსური ანგარიში და 2015 წლის ბიუჯეტის შესახებ.

დაადგინეს: დამტკიცდეს წარმოდგენილი ფინანსური ანგარიში.



4
.










20 მარტი,

2015 წელი.

ოქმი # 6












მოისმინეს: საქართველოს კანონში  “საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ” მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ.

მომხსენებელი - სსმმ აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გ. ალექსიძე

დაადგინეს: 1. აკადემიური საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და მოსაზრებების შესახებ ეცნობოს საქართველოს პარლამენტის მეცნიერების, განათლებისა და კულტურის კომიტეც.

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გაფართოებული აკადემიური საბჭოს მიერ სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და მოსაზრებების საქართველოს პარლამენტის მიერ განხილვამდე დროებით შეჩერდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ 2015 წლის 6 მარც აკადემიის ნამდვილ წევრთა (აკადემიკოსთა) ასარჩევად გამოცხადებული კონკურსი ( გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა” # 42,  6 მარტი, 2015 წელი).



5.

..

27 მარტი,

2015 წელი.

ოქმი # 7

1. მოისმინეს: აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსის აკადემიის წევრ/კორესპონდენტის ე. შაფაქიძის ინფორმაცია აკადემიის მიერ 2014 წელს გამოცემული რეკომენდაციების, აგროწესების, ინსტრუქციების, ბუკლეტების, ბროშურებისა და სხვა ბეჭდვითი და ელექტრონული სამეცნიერო-საინფორმაციო გამოცემების მდგომარეობისა  და სამომავლო პერსპექტივების შესახებ.

დაადგინეს: აღნიშნული ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად.

2. მოისმინეს: აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნების ინფორმაციები ეროვნული კოორდინატორების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.

დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად.

3. მოისმინეს: აკადემიის წევრ/კორესპონდენტის რ. ჯაბნიძის ინფორმაცია იაპონიიდან შემოტანილი მანდარინის ადრემწიფადი ჯიშების აკლიმატიზაციისა და პროდუქტიულობის შესახებ.

დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად

და მიღებული იქნას ცნობად.

4. მოისმინეს: აკადემიის წევრ/კორესპონდენტის ე. შაფაქიძის ინფორმაცია "აგრარულ სფეროში საუკეთესო ფუნდამენტალური, საგანმანათლებლო და გამოყენებითი ხასიათის ნაშრომებისათვის აკადემიის პრემიის მინიჭების" დებულების შესახებ.

დაადგინეს: 1. მოწონებული იქნას დებულება "აგრარულ სფეროში საუკეთესო ფუნდამენტალური, საგანმანათლებლო და გამოყენებითი ხასიათის ნაშრომებისათვის აკადემიის პრემიის მინიჭების" თაობაზე.

           2. ბათილად ჩაითვალოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 2013 წლის 31 მაისის სხდომის გადაწყვეტილება (ოქმი #7) აგრარულ სფეროში წლის საუკეთესო მეცნიერის წოდების მინიჭების დებულების შესახებ.


6.

24 აპრილი 2015 წელი

1. მოისმინეს: აკადემიკოს ნოდარ ჩხარტიშვილის მოხსენება

ვაზის ნერგის წარმოების არსებული მდგომარეობისა და სამომავლო პერსპექტივის შესახებ.  

დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად. მომზადდეს წინადადებები სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარსადგენად.   

2. მოისმინეს: აკადემიკოს ჯუმბერ ონიანის მოხსენება მიწათმოქმედების სისტემის განვითარების შესახებ. 

დაადგინეს: ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად. 

3. მოისმინეს: აკადემიკოს გივი ჯაფარიძის ინფორმაცია აგრარულ სფეროში ექსპერტის წოდების მიმნიჭებელი კომისიის დებულების შესახებ.

 დაადგინეს: ძირითადად მოწონებული იქნას წარმოდგენილი დებულება აგრარულ სფეროში ექსპერტის წოდების მიმნიჭებელი კომისიის შესახებ. აკადემიური საბჭოს წევრებმა ერთი კვირის ვადაში წარმოადგინონ თავიანთი წინადადებები და შენიშვნები აღნიშნული დებულების თაობაზე.


7.

25 ივნისი

2015 წელი

ოქმი #10

 
  1. მოისმინეს: ქუთაისის აკაკი წერეთლი უნივერსიტეტის

 რექტორის მოადგილის, პროფესორ როლანდ კოპალიანის მოხსენება უნივერსიტეტის  აგრონომიული ფაკულტეტის 2014 წლის სამეცნიერო –კვლევითი მუშაობისა და 2015 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ.

    დაადგინეს: 1. ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტის მუშაობა შეფასდეს დადებითად.

       2. გაგრძელდეს თანამშრომლობა ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის აგრონომიულ ფაკულტეტთან გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით.


8.

23 ივლისი

 2015 წელი

ოქმი # 11

  1. მოისმინეს: აკადემიკოს ნაპოლეონ ქარქაშაძის

 მოხსენება თემაზე: "სოციალიზაცია და ეკონომიკა".

     დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს  დადებითად  და გამოიცეს ბროშურის სახით. 

  1. მოისმინეს: აკადემიკოს ჯემალ კაციტაძის ინფორმაცია ქ. ვარნაში (ბულგარეთი) ჩატარებული საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესის მუშაობის შედეგების შესახებ.

     დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად.

  1. მიმდინარე საკითხები:

მოისმინეს: აკადემიკოს გივი ჯაფარიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში სურსათის უვნებლობის სამეცნიერო განყოფილების შექმნის შესახებ.

დაადგინეს:

  1. 1. მოწონებული იქნას წარმოდგენილი წინადადება აკადემიაში სურსათის უვნებლობის სამეცნიერო განყოფილების შექმნის შესახებ.
  2. დაევალოს პრეზიდენტის მოადგილეს, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორს, დოქტორ ა. გიორგაძეს აკადემიის შესაბამის სამსახურებთან  ერთობლივად უმოკლეს ვადაში შეიმუშაოს და წარმოადგინოს სურსათის უვნებლობის სამეცნიერო განყოფილების დებულება განყოფილების მიზნებისა და ამოცანების ჩვენებით. მასვე დაევალოს წარმოადგინოს წინადადება სურსათის უვნებლობის სამეცნიერო განყოფილების შემადგენლობის კანდიდატთა შესახებ.
  3. სურსათის უვნებლობის სამეცნიერო განყოფილების შექმნასთან დაკავშირებით აკადემიის მეცხოველეობის, ვეტერინარიის, საკვებწარმოებისა და მეცხოველეობის პროდუქტების გადამუშავების სამეცნიერო განყოფილებას ამიერიდან ეწოდოს  'მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების" სამეცნიერო განყოფილება.
  4. კონტროლი აღნიშნული დადგენილების განხორციელებაზე დაევალოს აკადემიის ვიცე-პრეზიდენც, აკადემიკოს გივი ჯაფარიძეს.

9.
30 სექტემბერი, 2015 წ.
ოქმი #12

1.  მოისმინეს: ინფორმაცია გლობალური ფორუმის (ისიკ-ყული, ყირგიზეთი) მე-6 წლიური თათბირის შესახებ (მომხსენებელი - აკადემიკოსი გურამ ალექსიძე)

    დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული  
    იქნას ცნობად.

2. მოისმინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსაინJინრო სამსახურის უფროსის, პროფესორ ნ.ებანოიძის ინფორმაცია აგროსაინJინრო სამსახურის საქმიანობის შესახებ.

დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად.

3. მიმდინარე საკითხები:

   3. I. მოისმინეს: აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გ.ალექსიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სურსათის უვნებლობისა და მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების სამეცნიერო განყოფილებების შესახებ.

 დაადგინეს: I. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში შეიქმნას სურსათის უვნებლობის სამეცნიერო განყოფილება შემდეგი შემადგენლობით:

 აკად. ზ. ცქიტიშვილი (აკადემიკოს-მდივანი) ,

წევრები: აკად. რ. ასათიანი, აკად. რ. ჩანქსელიანი, აკად.წ/კ თ. თურმანიძე.

 II. აკადემიის მეცხოველეობის, ვეტერინარიის, საკვებწარმოებისა და მეცხოველეობის პროდუქტების გადამუშავების სამეცნიერო განყოფილებას შეეცვალოს სახელი და მას ამიერიდან "ეწოდოს მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების სამეცნიერო განყოფილება".

III. წარმოდგენილი ცვლილებები დასამტკიცებლად წარედგინოს აკადემიის საერთო კრებას. 

3.2.  მოისმინეს: აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გურამ ალექსიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ 2015 წლის 6 მარც (გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა” # 42) აკადემიის ნამდვილ წევრთა (აკადემიკოსთა) ასარჩევად გამოცხადებული დროებით შეჩერებული კონკურსის განახლების შესახებ.

 დაადგინეს: 1. განახლდეს გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკაში” (6 მარტი, 2015 წელი, #42 (7687) ნამდვილ წევრთა (აკადემიკოსთა) ასარჩევად გამოცხადებული კონკურსი სამეცნიერო განყოფილებების შემდეგ ვაკანტურ ადგილებზე:

1.1. აგრონომიულ სამეცნიერო განყოფილებაში_სპეციალობა

0101 “აგრონომია”, სპეციალიზაცია 010103 “აგროტექნოლოგია”

(სუბტროპიკული კულტურების მიმართულებით) _ 1 ადგილი;

1.2. აგროსაინJინრო სამეცნიერო განყოფილებაში _ სპეციალობა 0415 “აგროინJინერია”, სპეციალიზაცია 041502 სოფლის მეურნეობის მექანიზაცია-1 ადგილი;

 1.3. ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილებაში_სპეციალობა 0701 “ეკონომიკა” _1 ადგილი.

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემიაში ვაკანტურ ადგილებზე არჩევნების ჩატარების დებულების  შესაბამისად (მუხლი V) არჩევნებში მონაწილე კანდიდატების  საბუთების  მიღება იწარმოებს 2015 წლის 31 ოქტომბრამდე.

3. დამტკიცდეს საექსპერტო_საკონკურსო კომისიის შემადგენლობა:

_აკადემიკოსი ნაპოლეონ ქარქაშაძე-(თავმჯდომარე);

_აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი;

_ აკადემიკოსი რევაზ მახარობლიძე;

_ აკადემიკოსი ომარ ქეშელაშვილი.


10

02 ნოემბერი, 2015 წ.
ოქმი #13

1.    მოისმინეს: აკადემიის სურსათის უვნებლობის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივნის, აკადემიკოს ზ.ცქიტიშვილის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო ცენტრის რისკის შეფასების  სამსახურის სტრუქტურის, მიზნებისა და ამოცანების შესახებ.

დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად. 

2.   მოისმინეს: აკადემიკოს რ. ასათიანის ინფორმაცია ა(ა)იპ _ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს “სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების დაფინანსების პროექტის” შესრულების მიმდინარეობისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ. 

   დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად. 

3.   მოისმინეს: აკადემიკოს ზ. ცქიტიშვილის ინფორმაცია

სურსათის უვნებლობის სამეცნიერო განყოფილების დებულების დამტკიცების შესახებ. 

   დაადგინეს: დამტკიცდეს სსმმ კადემიის სურსათის უვნებლობის სამეცნიერო განყოფილების დებულება წარმოდგენილი სახით. 

მიმდინარე საკითხები:

 1. მოისმინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსის, აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ე. შაფაქიძის ინფორმაცია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის “გლობალური დათბობა და აგრობიომრავალფეროვნება” საორგანიზაციო საკითხების შესახებ, რომელიც ჩატარდება 2015 წლის 4,5 და 6 ნოემბერს. კონფერენციის მუშაობაში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობს პოლონეთის, ბელორუსიის, უკრაინის. ყაზახეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, აზერბაიჯანის და ჩრდილო ოსეთის მეცნიერები. მომხსენებელმა სხდომას წარუდგინა საორგანიზაციო კომიტეტის მიერ ჩატარებული ღონიაძიებების ნუსხა.

   დაადგინეს: 1. ინფორმაცია კონფერენციის მომზადების საორგანიზაციო კომიტეტის მიერ ჩატარებული მუშაობის შესახებ მიღებული იქნას ცნობად.

2. საერთაშორისო კონფერენციის შედეგები მოხსენდეს აკადემიის საერთო კრებას.

11

27 ნოემბერი,

2015 წელი

ოქმი #14

1. მოისმინეს: აკადემიკოს გ. ალექსიძის ინფორმაცია ჩGIAღ-ის სასოფლო-სამეურნეო კვლევითი ორგანიზაციების კონსორციუმის ფონდის საბჭოს მიერ ჩატარებული საერთაშორისო თათბირის შესახებ.

დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად.  

2. მოისმინეს: აკადემიკოს გ. ჯაფარიძის ინფორმაცია მიმდინარე წლის 4-6 ნოემბერს ჩატარებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის “გლობალური დათბობა და აგრობიომრავალფეროვნება” შედეგების შესახებ.

დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად. 

3. მოისმინეს: აკადემისი წ/კორესპონდენტის ე. შაფაქიძის ინფორმაცია მეცნიერების დღისადმი მიძღვნილი მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის შესახებ.

დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად. 

4. მოისმინეს 1: აკადემიკოს გ. ალექსიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსად ასარჩევად კანდიდატურის შერჩევის შესახებ.

დაადგინეს:  1. მოწონებული იქნას წინადადება აკადემიის წ/კორესპონდენტის თენგიზ ურუშაძის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრად ასარჩევად რეკომენდაციის გაწევის შესახებ.

2. საკითხი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრად  აკადემიის წ/კორესპონდენტის თენგიზ ურუშაძის არჩევის თაობაზე განსახილველად წარედგინოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრებას.  

12. 25 დეკემბერი
2015 წელი

1. მოისმინეს: აკადემიკოს ნ. ბაღათურიას ინფორმაცია ყურძნის ნარჩენებიდან ბუნებრივი ბიოსტიმულატორების მიღების შესახებ.

დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და  მიღებული იქნას ცნობად.

2. მოისმინეს: აკადემიკოს პ. კოღუაშვილის ინფორმაცია სოფლად კოოპერაციის პროცესების განვითარების შესახებ.

 დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად.

3. მოისმინეს: აკადემიის ვიცე_პრეზიდენტის, აკადემიკოს-მდივნის, აკადემიკოს გ. ჯაფარიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 2016 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შEსახებ.

დაადგინეს: დამტკიცდეს აკადემიის 2016 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმა წარმოდგენილი სახით.

4. მოისმინეს: აკადემიის სურსათის უვნებლობის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივნის, აკადემიკოს ზ. ცქიტიშვილის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ ინიცირებულ მცენარეულ ცხიმებში ინდუსტრიული ტრანს ცხიმების შემცველობის ნორმატიული აქტის  დამტკიცების შესახებ.

დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად.

5. მოისმინეს: აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გ. ალექსიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 2016 წლის ბიუჯეტის

დამტკიცების შესახებ.

დაადგინეს: დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 2016 წლის ბიუჯეტი

წარმოდგენილი სახით.

აკადემიური საბჭოს სხდომაზე აკადემიის პრეზიდენტმა

გ. ალექსიძემ ახლად არჩეულ აკადემიის ნამდვილ წევრებს,

ე. შაფაქიძეს, პ. კოღუაშვილს და რ. ჯაბნიძეს საზეიმო ვითარებაში გადასცა აკადემიკოსების დიპლომები. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენც, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრს

(აკადემიკოს) თენგიზ ურუშაძეს ასევე გადაეცა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსის დიპლომი.

    სხდომაზე აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის 4 დეკემბერს აკადემიაში გაეროს მიერ გამოცხადებული ნიადაგის საერთაშორისო წლის ფარგლებში ჩატარდა ნიადაგის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო

კონფერენცია თემაზე -“ნიადაგის როლი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და სიფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების საქმეში” და კონფერენციამ მიიღო გადაწყვეტილება აკადემიის შესაძლებლობის ფარგლებში გამოიცეს კონფერენციის შრომათა კრებული.

მენიუ

  • აპარატი
  • სტრუქტურა
  • პრეზიდიუმი
    • დადგენილებები
      • დადგენილებები 2021 წელი
      • დადგენილებები 2020 წელი
      • დადგენილებები 2019 წელი
      • დადგენილებები 2018წელი
      • დადგენილებები 2017 წელი
      • დადგენილებები 2016 წელი
      • დადგენილებები 2015 წელი
      • დადგენილებები 2014 წელი
      • დადგენილებები 2013 წელი
    • დებულებები
  • დეპარტამენტები
  • მეცნიერებათა განყოფილებები
    • აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილება
    • მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება
    • აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება
    • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება
    • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება
    • ეკონომიკის მეცნიერებათა განყოფილება
  • სასწავლო ცენტრი
  • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
  • გამომცემლობა "აგრო"
  • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
  • აკადემიის შემადგენლობა

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ. (+995 32) 292 13 21; 294 02 14;

ელ-ფოსტა: info.gaas.georgia@gmail.com

©2016- 2026 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. ვებდამუშავება და დიზაინი GT-Studio
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • მიზნები და ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
  • შემადგენლობა
    • აპარატი
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • მეცნიერებათა განყოფილებები
      • აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება
      • აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება
      • ეკონომიკის მეცნიერებათა განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინტელექტუალური რესურსები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • რეკომენდაციები
      • მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
    • მემორანდუმები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • სარეკომენდაციო წინადადებები
      • რეკომენდაციები 2013
      • ადრინდელი რეკომენდაციები
      • აქტუალური რეკომენდაციები
    • საინოვაციო ბანკი
    • პროექტები
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
    • საიტის რუკა
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი
  • info.gaas.georgia@gmail.com