საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
  • info.gaas.georgia@gmail.com
Gaas
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • მიზნები და ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
  • შემადგენლობა
    • აპარატი
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • მეცნიერებათა განყოფილებები
      • აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება
      • აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება
      • ეკონომიკის მეცნიერებათა განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინტელექტუალური რესურსები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • რეკომენდაციები
      • მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
    • მემორანდუმები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • სარეკომენდაციო წინადადებები
      • რეკომენდაციები 2013
      • ადრინდელი რეკომენდაციები
      • აქტუალური რეკომენდაციები
    • საინოვაციო ბანკი
    • პროექტები
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
    • საიტის რუკა
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი

განცხადება

განცხადებები

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

  2 ნოემბერი  2026

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია აცხადებს ვაკანსიებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) ასარჩევად შემდეგ მეცნიერებათა განყოფილებებში:

აგრონომიულ  მეცნიერებათა განყოფილება

   1  ვაკანსია

აგროინჟინერიის  მეცნიერებათა განყოფილება

    2 ვაკანსია

გარემოს დაცვისა და სტყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება

    1 ვაკანსია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად) შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მოღვაწე მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტის მქონე მეცნიერებათა დოქტორის, დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე  მეცნიერი, რომელსაც საერთაშორისო დონის  წვლილი აქვს შეტანილი აგრარული მეცნიერების განვითარებაში.

        საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემიის ნამდვილი წევრობის (აკადე­მიკოსობის) კანდიდატთა წამოყენების უფლება აქვთ: საქართველოს სოფლის მეურნეობის  მეცნიერებათა აკადემიის და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებს, სამეცნიერო დაწე­სებულებებს, სახელმწიფო უმაღლეს სასწავ­ლებლებსა და კერძო ავტორიზებულ უმაღლეს სასწავ­ლებლებს.

            საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსობის კანდიდატთა მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი საბუთები (ორ ეგზემპლარად): სამეცნიერო ან აკადემიური საბჭოს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრის (წევრების), სახელმწიფო და კერძო ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო სასწავლებლების წარდგინება (დედანი, დაბეჭდილი სატიტულო ბლანკზე) სათანადო დასაბუთებით, დამოწმებული წარმდგენის ხელმოწერითა და იმ დაწესებულების სველი ბეჭდით, სადაც იგი მუშაობს, კანდიდატის ავტობიოგრაფია, ფოტო 4X6 (2 ცალი), სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი (დამოწმებული ნოტარიულად), მონაცემები შრომითი და სამეცნიერო საქმიანობის  შესახებ (CV), ძირითადი სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი (საერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები აღინიშნება ვარსკვლავით), დარგის სპეციალისტის მიერ კანდიდატის სამეცნიერო მოღვაწეობის შეფასება.      

     კანდიდატის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, ცნობა სამუშაო ადგილიდან საქართველოში მისი მოღვაწეობის დასადასტურებლად.

     საბუთები წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე (საჭიროების შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი) პირადად აკადემიის ნამდვილი წევრობის (აკადემიკოსობის) კანდიდატთა მიერ.

საბუთები კანდიდატთა რეგისტრაციისათვის მიიღება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის კანცელარიაში. განცხადებები მიიღება 2026 წლის 2 ნოემბრიდან  2 დეკემბრის   ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, 0102, ი. ჯავახიშვილის ქ. №51, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია - კანცელარია (ტელეფონი: 2 94 13 21). საბუთების მიღება იწარმოებს ყოველი სამუშაო დღის 11 საათიდან 16 საათამდე.

აღნიშნული განცხადება და კანდიდატის მონაცემები (CV) განთავსდება საქართველოს  სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვებ-გვერდზე  (www.gaas.dsl.ge.), რისთვისაც წარმოდგენილი უნდა იქნეს CV-ის და ფოტოს ელექტრონული ვერსიაც.

შენიშვნა: დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ( ტელეფონი: 2 94 13 21).

საქართველოს სოფლის მეურნეობის

მეცნიერებათა აკადემია

განცხადება

განცხადებები

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილებით გამოჩენილ აგრარიკოს-მეცნიერთა სახელობითი პრემია მიენიჭათ:

  1. აკადემიკოს ლეონარდ დეკაპრელევიჩის სახელობის პრემია

- სოფლის მეურნეობის  მეცნიერებათა დოქტორ ცოტნე სამადაშვილს, სოფლის მეურნეობის დოქტორ გულნარი ჩხუტიაშვილს და ბიოლოგიის დოქტორ მარიამ ბეციაშვილს ნაშრომისათვის - „ქართული ხორბლის გერმოპლაზმა და მისი გენეტიკური და სელექციური ღირებულება» (ნაშრომი ინგლისურ ენაზე)“.

  1. პროფესორ ნესტორ გოცირიძის სახელობის პრემია

- სოფლის მეურნეობის დოქტორ კობა  ნაცვალაძეს ნაშრომისათვის - „ნადირთმცოდნეობის საფუძვლები“;

- სოფლის მეურნეობის დოქტორ ნარგიზ ბარამიძეს,  აგრონომიის მაგისტრ  როენა ბოკუჩავას, სოფლის მეურნეობის მაგისტრებს: ლია მძელურსა და შორენა ხარატიშვილს, აგრონომიის ბაკალავრ მაკა სვანიძეს და მკვლევარ მაია მარტოძეს ნაშრომისათვის - „თუთის აბრეშუმხვევიას ქართული გენოფონდი“.

  1. აკადემიკოს შალვა კერესელიძის სახელობის პრემია

- ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორ ოთარ ქარჩავას და ტექნიკის დოქტორ გიორგი ქუთელიას ნაშრომისათვის - „ინოვაციური სამანქანო ტექნოლოგიები მემცენარეობაში სამთო პირობებში“;

- სოფლის მეურნეობის დოქტორ ოლღა ხარაიშვილს, ტექნიკის დოქტორ ნინო მებონიას,  ავტომატიკა-ტელემექანიკის მაგისტრ ლალი ახვლედიანს ნაშრომისათვის - „საქართველოს სარწყავი რეგიონების ირიგაციული მაჩვენებლების და რწყვის საჭიროების დადგენა მუნიციპალიტეტების მიხედვით“.

  1. აკადემიკოს სერგი დურმიშიძის სახელობის პრემია

- სასურსათო ტექნოლოგიის დოქტორ ლალი ელანიძეს ნაშრომთა ციკლისათვის - „სასურსათო პროდუქტების ტექნოლოგიური და ქიმიური კონტროლი“ და „ლაბორატორიული სამუშაოს პრაქტიკუმი კვების პროდუქტების ტექნოლოგიაში“;

- აკადემიკოს თემურ რევიშვილს, ტექნიკის დოქტორ თამაზ მიქაძეს და ტექნიკის დოქტორ ბახვა დოლიძეს ნაშრომთა ციკლისათვის - „ჩაის ქიმია, ტექნოლოგია, დეგუსტაცია და მოწყობილობა“ და „ჩაის კულტურა საქართველოში“.

  1. პროფესორ სოლომონ ქურდიანის სახელობის პრემია

 - აკადემიკოს ვანო პაპუნიძეს  ნაშრომისათვის - „აჭარის მთის ტყეების წყალმარეგულირებელი და   ნიადაგდამცავი ფუნქცია და სამრეწველო პლანტაციების შექმნის ტექნოლოგია“;

- ბიოლოგიის დოქტორებს: გიორგი ვაჩნაძესა და ელენე ნაკაიძეს,  სოფლის მეურნეობის დოქტორებს: ზვიად ტიგინაშვილსა და გიული წერეთელს, მეტყევე-ინჟინერ, მაგისტრ ბესარიონ აფციაურს ნაშრომისათვის - „საქართველოს ტყის ეკოსისტემების ბიომასაში დეპონირებული ნახშირბადის მარაგები“ .

  1. აკადემიკოს ირაკლი მიქელაძის სახელობის პრემია

- აკადემიკოს სოლომონ პავლიაშვილს ნაშრომთა ციკლისათვის - „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარული დონის შეფასება“ და „ცირკულარული გზამკვლევი საქართველოსთვის“;

 - ეკონომიკის დოქტორ გეგა ბაღათურიას ნაშრომისათვის - „სახელმწიფო-კერძო პარტნიორობა ეთეროვანიზეთების წარმოებისას საქართველოში“. 

სხდომები

განცხადებები

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 30 ოქტომბრის პრეზიდიუმის  სხდომის

დ ღ ი ს     წ ე ს რ ი გ ი

თბილისი                                                                                                      დასაწყისი  13 საათზე 

  1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცხადებულ გამოჩენილ აგრარიკოს მეცნიერთა სახელობითი პრემიების კონკურსში გამარჯვებული ნაშრომების შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე; აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე;  აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიკოსი მარინე ბარვენაშვილი.

  1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრთა (აკადემიკოსთა) და სტიპენდიატთა ვაკანტური ადგილების დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე.

  1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრთა (აკადემიკოსთა) და სტიპენდიატთა ვაკანტურ ადგილების დასაკავებლად საარჩევნო კამპანიის მაღალორგანიზებულად მომზადებისა და ჩატარების მიზნით საკონკურსო-საექსპერტო კომისიის შექმნის შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე.

  1. აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ეკატერინე ზვიადაძის მიერ 2025-2026 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ (საერთაშორისო ჩართულობა, სამეცნიერო კვლევა - აგროსასურსათო სისტემების, სასურსათო უსაფრთხოების და მდგეადი განვითარების მიმართულებით).

მომხსენებელი: აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ეკატერინე ზვიადაძე.

  1. საქართველოში ვეტერინართა და ვეტერინარ ტექნიკოსთა სახელმწიფო სერტიფიცირების შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიის წევრ-კორესპონდენტი დავით გოდერძიშვილი.

  1. ინფორმაცია რეგიონული სამეცნიერო ფესტივალის დასკვნითი ღონისძიების შესახებ თელავის ი. გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

მომხსენებლები: აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე; აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიკოსი მარინე ბარვენაშვილი.

    7. მიმდინარე საკითხები.

 

 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის    

      აგროინჟინერიის  მეცნიერებათა განყოფილების 2026 წლის

29 ოქტომბრის  სხდომის

 თბილისი                                        დღის წესრიგი                 დასაწყისი 13 საათზე

1.  ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცხადებულ შალვა კერესელიძის სახელობითი პრემიის მოსაპოვებლად შემოსული საკონკურსო ნაშრომების შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიკოსი ჯემალ კაციტაძე.

2.  წიგნის: „მეჩაიეობა საქართველოში და პლანტაციების რეაბილიტაციის ტექნიკური საშუალებები“ შესახებ.

მომხსენებელი: ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ნუგზარ ებანოიძე.

3.  წიგნის „საქართველოს სარწყავი რეგიონების ირიგაციული მაჩვენებლების და რწყვის საჭიროების დადგენა მუნიციპალიტეტების მიხედვით“ შესახებ.

მომხსენებელი: სოფლის მეურნეობის დოქტორი ოლღა ხარაიშვილი.

4.  წიგნის „ინოვაციური სამანქანო ტექნოლოგიები მემცენარეობაში სამთო  პირობებში“ შესახებ.

მომხსენებელი: ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ოთარ ქარჩავა .

5.  წიგნის „მელიორაციული ჰიდროლოგია“ შესახებ.

მომხსენებელი: ტექნიკის  დოქტორი მაია კიკაბიძე.

6.  ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცხადებულ შალვა კერესელიძის სახელობითი პრემიის მოსაპოვებლად შემოსული საკონკურსო ნაშრომების რეცენზირების შესახებ.

მომხსენებელი: საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე  აკადემიკოსი ჯემალ კაციტაძე.

7.  ფარული კენჭისყრა.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების

2026 წლის 28 ოქტომბრის სხდომის

თბილისი                                                              დღის წესრიგი                                   დასაწყისი 13 საათზე

  1. ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცხადებულ   ლეონარდ დეკაპრელევიჩის  სახელობითი პრემიის მოსაპოვებლად შემოსული საკონკურსო ნაშრომების შესახებ.

მომხსენებელი: აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი

  1. ინფორმაცია ნაშრომის „ქართული ხორბლის გერმოპლაზმა და მისი გენეტიკური და სელექციური ღირებულება“ შესახებ.

მომხსენებელი: სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ცოტნე სამადაშვილი

  1. ინფორმაცია ნაშრომის „აღმოსავლეთ საქართველოს (კახეთის) საძოვრების ეკოლოგიური შეფასება“ შესახებ.

მომხსენებელი: აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი მარიამ მერაბიშვილი

  1. ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცხადებულ  ლეონარდ დეკაპრელევიჩის სახელობითი  პრემიის მოსაპოვებლად შემოსული საკონკურსო ნაშრომების რეცენზირების შესახებ.

მომხსენებელი: საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე,  აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი

5.  ფარული კენჭისყრა.

 

 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილების

2026 წლის 27 ოქტომბრის სხდომის

თბილისი                                           დღის წესრიგი                          დასაწყისი 14 საათზე

  1. ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცხადებულ სერგი დურმიშიძის სახელობითი პრემიის მოსაპოვებლად შემოსული საკონკურსო ნაშრომების შესახებ.

მომხსენებელი: სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს მდივანი, აკადემიკოსი ზურაბ ცქიტიშვილი

  1. ინფორმაცია ნაშრომთა ციკლის - „ჩაის კულტურა საქართველოში (წარსული, აწმყო და მომავალი)“ და „ჩაის ქიმია, ტექნოლოგია, დეგუსტაცია და მოწყობილობა“ შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიკოსი თემურ რევიშვილი

  1. ინფორმაცია ნაშრომთა ციკლის - სასურსათო პროდუქტების ტექნოლოგიური და ქიმიური კონტროლი“ და „ლაბორატორიული სამუშაოს პრაქტიკუმი კვების პროდუქტების  ტექნოლოგიაში“ შესახებ.

მომხსენებელი: სასურსათო ტექნოლოგიის დოქტორი ლალი ელანიძე

  1. ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცხადებულ სერგი დურმიშიძის სახელობითი პრემიის მოსაპოვებლად შემოსული საკონკურსო ნაშრომების რეცენზირების შესახებ.

მომხსენებელი: საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე,  სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის  მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს მდივანი, აკადემიკოსი ზურაბ ცქიტიშვილი

5.  ფარული კენჭისყრა.

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის  პრეზიდიუმთან არსებული

ახალგაზრდა  მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს  2026  წლის 27 ოქტომბრის სხდომის

 თბილისი                                       დღის წესრიგი                     დასაწყისი     13 საათზე

1. ვაზის ჯიშების მწვანეთა ჯგუფის (კახური, მესხური, რაჭული, გორული) მახასიათებლების შედარებითი ანალიზის შესახებ

მომხსენებელი: სსმმა ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს წევრი, ს/მ დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოც. პროფესორი შენგელი კიკილაშვილი,

2. მიმდინარე საკითხები

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის  მეცნიერებათა  განყოფილების 2026 წლის  26 ოქტომბრის სხდომის

თბილისი                   დღის წესრიგი             დასაწყისი 13 საათზე

  1. ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცხადებულ სოლომონ ქურდიანის სახელობითი პრემიის მოსაპოვებლად შემოსული საკონკურსო ნაშრომების შესახებ.

მომხსენებელი: გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის  მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე

2.ინფორმაცია წიგნის - ,,აჭარის მთის ტყეების წყალ-მარეგულირებელი და ნიადაგდამცავი ფუნქციისა და სამრეწველო პლანტაციების შექმნის ტექნოლოგიის“ შესახებ.

მომხსენებელი:  აკადემიკოსი ვანო პაპუნიძე

3.ინფორმაცია წიგნის - ,,საქართველოს ტყის ეკოსისტემების ბიომასაში დეპონირებული ნახშირბადის მარაგების“ შესახებ.

მომხსენებელი: სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი

4. ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცხადებულ სოლომონ ქურდიანის სახელობითი პრემიის მოსაპოვებლად შემოსული საკონკურსო ნაშრომების რეცენზირების შესახებ.

მომხსენებელი: საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე,  გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის  მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს - მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე

5. ფარული კენჭისყრა.

 

  

საქართველოს  სოფლის  მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

ეკონომიკურ   მეცნიერებათა   განყოფილების

2026   წლის  22  ოქტომბრის  სხდომის

თბილისი                                      დღის წესრიგი                   დასაწყისი 12 საათზე

1. ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცხადებულ ირაკლი მიქელაძის სახელობითი პრემიის მოსაპოვებლად
შემოსული საკონკურსო ნაშრომების შესახებ.
მომხსენებელი: ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს მდივანი,აკადემიკოსი რევაზ ასათიანი.

2. ინფორმაცია წიგნების - „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის დონისშეფასება – 2022“ და „ცირკულარობის გზამკვლევი საქართველოსთვის – 2024“შესახებ.
მომხსენებელი: აკადემიკოსი სოლომონ პავლიაშვილი.

3.ინფორმაცია წიგნის - „სახელმწიფო-კერძო პარტნიორობა ეთეროვანი ზეთების წარმოებისას საქართველოში“ შესახებ.
მომხსენებელი: ეკონომიკის დოქტორი გეგა ბაღათურია.

4.ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცხადებულ ირაკლი მიქელაძის სახელობითი პრემიის მოსაპოვებლად
შემოსული საკონკურსო ნაშრომების რეცენზირების შესახებ.
მომხსენებელი: საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე, ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს მდივანი, აკადემიკოსი რევაზ ასათიანი.

5.ფარული კენჭისყრა.

6. ინფორმაცია აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ეკატერინე ზვიადაძის მიერ 2025-2026 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ.
მომხსენებელი: აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ეკატერინე ზვიადაძე

7. მიმდინარე საკითხები 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის  პრეზიდიუმთან არსებული 

აგრარული ინოვაციების კომისიის 2026 წლის 21 ოქტომბრის სხდომის

    თბილისი                                                       დღის წესრიგი                                   დასაწყისი 14 საათზე                  

 1.  მეცხვარეობის განვითარების პერსპექტივა საქართველოში და მაღალმთიანეთში ცხვრის წველის პრობლემების გადაწყვეტის გზები

მომხსენებელი:    ფერმერი    ბექა გონაშვილი

1. მიმდინარე საკითხები

 

  

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების

2026 წლის 19  ოქტომბრის სხდომის

               
თბილისი                                                დ ღ ი ს    წ ე ს რ ი გ ი                      დასაწყისი 14 საათი

1.ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცხადებულ ნესტორ გოცირიძის სახელობითი პრემიის მოსაპოვებლად შემოსული საკონკურსო ნაშრომების შესახებ.

მომხსენებელი: მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს მდივანი, აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი.

2.ინფორმაცია წიგნის -  „ნადირთმცოდნეობის საფუძვლები“ შესახებ.

მომხსენებელი: სოფლის მეურნეობის დოქტორი კობა ნაცვალაძე.

3.ინფორმაცია წიგნის -  „თუთის აბრეშუმხვევიას ქართული გენოფონდი“ შესახებ.

მომხსენებელი: სოფლის მეურნეობის დოქტორი ნარგიზ ბარამიძე.

4.ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცხადებულ ნესტორ გოცირიძის სახელობითი პრემიის მოსაპოვებლად შემოსული საკონკურსო ნაშრომების რეცენზირების შესახებ.

მომხსენებელი: საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე,  მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს მდივანი, აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი.

  1. ფარული კენჭისყრა.

 

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში 2026 წლის 9 ოქტომბერს 13 საათზე გაიმართება მეტყევის დღისადმი მიძღვნილი თემატური სხდომა:

„ქართული მუხის ტყის ტიპოლოგიური მრავალფეროვნება შიდა ქართლის რეგიონში“.

 

მომხსენებელი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი

ორგანიზატორი:  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება (აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე)                                   

 

 საქართველოს  სოფლის მეურნეობის  მეცნიერებათა   აკადემიის

გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის  მეცნიერებათა განყოფილების

2026 წლის 9 ოქტომბრის სხდომის

თბილისი                                                დღის წესრიგი                             დასაწყისი 12 საათზე

 1. ინფორმაცია 2025 წელს ვ. გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის მიერ გაწეული სამეცნიერო - კვლევითი მუშაობის შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გიორგი ქავთარაძე

2. მიმდინარე საკითხები 

 

 

 

სხდომები

განცხადებები

    

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს სხდომა

2026 წლის 30 სექტემბერი

  თბილისი                                          დღის წესრიგი                          დასაწყისი 13 საათზე

 ‘’ფერდობზე ეროზიის საწინაღმდეგო გუთნის მუშაობისას ძირითადი პარამეტრების თეორიული კვლევის შედეგების’’ შესახებ.

მომხსენებელი: ივანე კაპანაძე, საბჭოს წევრი, ტექნიკის დოქტორი, აგრარული უნივერსიტეტის ასისტ. პროფესორი

   

 გ   ა   ნ   ც   ხ   ა   დ   ე   ბ   ა

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში

2026 წლის   29 სექტემბერს,  13 საათზე, გაიმართება მრგვალი მაგიდა, რომელიც ეძღვნება

აკადემიკოს ლეონარდ დეკაპრელევიჩის დაბადებიდან 140 წლისთავს

 

ორგანიზატორი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილება (აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი)    

 

  

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა  განყოფილების

  2026 წლის 29 სექტემბრის სხდომის

         თბილისი                       დღის   წესრიგი                  დასაწყისი 12 საათზე

1.საქართველოში სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის პრობლემებისა და პერსპექტივების შესახებ

მომხსენებელი: აკადემიკოსი  როლანდ კოპალიანი

2. მიმდინარე საკითხები 

  

საქართველოს  სოფლის  მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემიის 

2026 წლის   25   სექტემბრის   პრეზიდიუმის

თბილისი                                                                       დ ღ ი ს     წ ე ს რ ი გ ი                                        დასაწყისი 13 საათზე

 

1.  საქართველოს  აგრარული  სექტორი:  გამოწვევებისა და  საკანონმდებლო  რეფორმების შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიკოსი ივერი ახალბედაშვილი.

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შესახებ.

მომხსენებლები:  აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე; აკადემიის პრეზიდენტის მრჩეველი საერთო საკითხებში, პროფესორი თამაზ ბაციკაძე; აკადემიის საერთაშორისო ორგანიზაციებთან კავშირისა და საქმიანობის მთავარი სპეციალისტი, დოქტორი თინათინ ეპიტაშვილი.

3 . მიმდინარე საკითხები.

 

   

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

ეკონომიკის მეცნიერებათა განყოფილება.

 2026 წლის 24 სექტემბერი

 თბილისი                                          დღის წესრიგი                          დასაწყისი   12.00 სთ

 

1. ‘’საქართველოს აგრარული სექტორი: გამოწვევები და საკანონმდებლო რეფორმების ‘’ შესახებ.

მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი ივერი ახალბედაშვილი: 

2. ‘’საქართველოს სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების საფუძველზე დარგობრივი და რეგიონული (ზონალური) სპეციალიზაციის და კონცენტრაციის ძირითადი მიმართულებების  განსაზღვრის’’ შესახებ.

მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის  ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი ომარ ქეშელაშვილი. (ონლაინ რეჟიმში)

 3. მიმდინარე საკითხები

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის  პრეზიდიუმთან არსებული   აგრარული ინოვაციების კომისიის

           2026  წლის    23  სექტემბრის  სხდომის

      თბილისი                                          დღის წესრიგი                                  დასაწყისი 14 საათზე

                                          

  1.   ელექტრიფიცირებული სატრანსპორტო-ტექნოლოგიური კომპლექსი სამთო  პირობებში განლაგებული სასოფლო-სამეურნეო ფერმებისათვის

მომხსენებელი:   ნუგზარ ბერიძე ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,  ელიზბარ ერისთავის სახელობის  ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორის მოადგილე

  1.  მიმდინარე საკითხები

  საქართველოს  სოფლის მეურნეობის  მეცნიერებათა   აკადემიის    

 აგროინჟინერიის  მეცნიერებათა განყოფილების  2026 წლის

22  სექტემბრის  სხდომის

 თბილისი                                          დღის წესრიგი                          დასაწყისი 12 საათზე

 

1.  ნიადაგი-მცენარე-ატმოსფეროს სიგნალების ინტეგრაციისა და AI ანალიზის პლატფორმა-ციფრული სოფლის მეურნეობის შესახებ.

მომხსენებელი: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის პროფესორი, ტექნიკის დოქტორი თამაზ ბიჭიაშვილი.

2.  მიმდინარე საკითხები.

 

  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება.

18  სექტემბერი   

 თბილისი                                          დღის წესრიგი                          დასაწყისი 12 სთ.

 1. ‘’ტყის ეკოსისტემებში ხანძარსაწინააღმდეგო   უსაფრთხოების  ადრეული გაფრთხილების სისტემები და დისტანციურ - ოპერატიული მონიტორინგი’’.

მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის  მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს - მდივანი, საქართველოს სოფლის მეურნეობის  მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე;

 

 გ   ა   ნ   ც   ხ   ა   დ   ე   ბ   ა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში   2026 წლის   18 სექტემბერს  13 საათზე გაიმართება

ტყის  მუშაკთა  საერთაშორისო  დღისადმი  მიძღვნილი  თემატური სხდომა:

„საქართველოს ტყის ეკოსისტემების სტაბილურობის შენარჩუნების და დეგრადირებული კორომების აღდგენის ღონისძიებები“

მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს - მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე

 

თემატური სხდომის ორგანიზატორი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის  გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება (აკადემიკოს - მდივანი, აკადემიკოსი  ლაშა დოლიძე)

 

მისამართი: ივ. ჯავახიშვილის ქ. №51, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის  საკონფერენციო დარბაზი.

 

  

გ   ა   ნ   ც   ხ   ა   დ   ე   ბ   ა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემიაში

2026 წლის   14 სექტემბერს  13 საათზე გაიმართება ფუტკრის დაცვის მსოფლიო  დღისადმი მიძღვნილი

მრგვალი მაგიდა თემაზე:

 

 „ტროპილელაფსოზის მართვის აქტუალური საკითხები: Apimondia-სა და BEE-GUARDS-ის ყაზახეთის საერთაშორისო სამუშაო შეხვედრის მიმოხილვა“

მომხსენებელი: ვეტერინარიის მაგისტრი ნინო ყიფიანი

ორგანიზატორი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება (აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი)  

მისამართი: ივ. ჯავახიშვილის ქ. №51, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზი.

 

 

 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების

2026 წლის  14 სექტემბრის სხდომის

თბილისი             დ ღ ი ს    წ ე ს რ ი გ ი            დასაწყისი 12 საათი

1.ვეტერინართა და ვეტერინარ ტექნიკოსთა სახელმწიფო სერთიფიცირების შესახებ

მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი დავით გოდერძიშვილი.

2. მიმდინარე საკითხები

 

 

 

კონკურსი გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიის მოსაპოვებლად

განცხადებები

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

1 სექტემბერი , 2026

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია აცხადებს კონკურსს გამოჩენილ აგრარიკოს მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიის მოსაპოვებლად:

 

1. აგრონომიის დარგში - ლეონარდ დეკაპრელევიჩის სახელობის  2 (ორი) პრემია

2. მეცხოველეობის და ვეტერინარიის დარგში - ნესტორ გოცირიძის სახელობის 2 (ორი) პრემია

3. აგროინჟინერიის დარგში - შალვა კერესელიძის სახელობის  2 (ორი) პრემია

4. გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის დარგში - სოლომონ ქურდიანის სახელობის  2 (ორი) პრემია

5. სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის დარგში - სერგო დურმიშიძის სახელობის  2 (ორი) პრემია

6. ეკონომიკის დარგში - ირაკლი მიქელაძის სახელობის  2 (ორი) პრემია

პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს თვალსაჩინო თეორიული ან პრაქტიკული მნიშვნელობის მეცნიერული ნაშრომი (მონოგრაფია, სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული შრომა ან შრომათა ციკლი), რომელიც საქართველოს სა­მეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში, უმაღ­ლეს სასწავ­ლებლებში, სხვა სამეცნიერო დაწე­სე­ბულებებში ავტორთა ჯგუფის ან ცალკეულ პირთა მიერ არის შესრულებული.

კოლექტიურ ნაშრომში პრემია მიეცემა იმ ავტორებს, რომელთაც რეკომენდაციას გაუწევს წარმომდგენი ორგანიზაცია.

პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს ნაშრომი, რო­მე­ლიც გამო­­ქვეყნდა ბოლო ათი წლის განმავლობაში, მაგრამ არაუგვიანეს ექვსი თვისა გან­ცხა­­დების გამოქვეყნებამდე.

ნაშრომი, რომელსაც ადრე მიენიჭა სახელმწიფო პრემია ან რომელიმე სხვა სამეც­ნიერო პრემია, ამ კონკურსში არ მიიღება.

ერთსა და იმავე პირს ერთი და იგივე პრემია განმეორებით არ მიეცემა.

იმ ორგანიზაციებმა ან ცალკეულმა პირებმა, რომლებიც საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნი­ერებათა აკადემიაში პრემიის მოსაპოვებლად წარმოადგენენ კანდიდატს, უნდა მიუთითონ პრემიის დასახელება.

კონკურსში მონაწილემ საჭიროა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

ა) საკონკურსო სამეცნიერო ნაშრომი სამ ცალად;

ბ) დასაბუთებული წარდგინება, რომელიც შეიცავს ნაშრომის მეცნიერულ

დახა­სი­ათებას, მის თეორიულ ან პრაქტიკულ მნიშვნელობას

მეცნიერე­ბისა და ტექნოლოგიების განვითარებისათვის;

(ნაშრომი პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების, უმაღლესი სასწავლებლების, სამეცნიერო საზო­გადოებების, სამეცნიერო ცენტრების ან შესაბამისი დარგის წამყვან მეცნიერთა და  სპეციალისტთა მიერ).

გ) მონაცემები ავტორის შესახებ (საანკეტო მონაცემები CV); ძირითად

სამეცნი­ერო შრომათა და გამოგონებათა ნუსხა;

დ) წარმომდგენის დასტური იმის შესახებ, რომ კონკურსზე წარმოდგენილ ნაშრომს

ადრე არ ჰქონია მინიჭებული პრემია.

ე) ყველა საკონკურსო დოკუმენტის ელექტრონული ვერსია.

მასალები პრემიის მოსაპოვებლად წარმოდგენილ უნდა იქნეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: თბილისი, ივანე ჯავახიშვილის 51, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის კანცელარია.

საბუთები მიიღება ყოველი სამუშაო დღის 1100 – დან 1700 საათამდე.

დამატებითი ცნობებისათვის დარეკეთ ტელ. 593 58 01 37.

  1. სხდომები
  2. სხდომები
  3. სხდომები
  4. სხდომები
  5. სხდომები
  6. თემატური სხდომები
  7. სხდომები
  8. სხდომები
  9. გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
  10. სხდომები

გვერდი 1 სულ 110

  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ. (+995 32) 292 13 21; 294 02 14;

ელ-ფოსტა: info.gaas.georgia@gmail.com

©2016- 2026 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. ვებდამუშავება და დიზაინი GT-Studio
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • მიზნები და ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
  • შემადგენლობა
    • აპარატი
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • მეცნიერებათა განყოფილებები
      • აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება
      • აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება
      • ეკონომიკის მეცნიერებათა განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინტელექტუალური რესურსები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • რეკომენდაციები
      • მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
    • მემორანდუმები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • სარეკომენდაციო წინადადებები
      • რეკომენდაციები 2013
      • ადრინდელი რეკომენდაციები
      • აქტუალური რეკომენდაციები
    • საინოვაციო ბანკი
    • პროექტები
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
    • საიტის რუკა
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი
  • info.gaas.georgia@gmail.com