საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
  • info.gaas.georgia@gmail.com
Gaas
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • მიზნები და ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
  • შემადგენლობა
    • აპარატი
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • მეცნიერებათა განყოფილებები
      • აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება
      • აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება
      • ეკონომიკის მეცნიერებათა განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინტელექტუალური რესურსები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • რეკომენდაციები
      • მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
    • მემორანდუმები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • სარეკომენდაციო წინადადებები
      • რეკომენდაციები 2013
      • ადრინდელი რეკომენდაციები
      • აქტუალური რეკომენდაციები
    • საინოვაციო ბანკი
    • პროექტები
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
    • საიტის რუკა
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი

მრგვალი მაგიდა

სიახლეები

მრგვალი მაგიდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  

 აკადემიის   აჭარის სამეცნიერო - საკოორდინაციო  ცენტრში

03482b06 2d83 4edf a569 913646ac71122026 წლის 18 ნოემბერს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრის ორგანიზებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: „აჭარის სოფლის მეურნეობა: გამოწვევები და მდგრადი განვითარების პერსპექტივები“, რომელიც მიეძღვნა მეცნიერების მსოფლიო დღეს.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა აჭარის აგრარული სექტორის წინაშე არსებული გამოწვევების განხილვა, დარგის განვითარების შესაძლებლობების შეფასება და მდგრადი განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებებისა და ინიციატივების განსაზღვრა.

მრგვალი მაგიდა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა აკადემიის აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრის დირექტორმა, აკადემიკოსმა ზაურ ფუტკარაძემ. მან მონაწილეებს გააცნო შეხვედრის მიზანი და დღის წესრიგის ძირითადი საკითხები, რის შემდეგაც სიტყვა გადასცა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატს, ეკონომიკის დოქტორ ნატო ჯაბნიძეს.

ნატო ჯაბნიძე აუდიტორიის წინაშე წარდგა მოხსენებით: „აჭარის სოფლის მეურნეობის თანამედროვე მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები“. მომხსენებელმა მიმოიხილა აჭარის მემცენარეობისა და მეცხოველეობის სექტორების მდგომარეობა, ციტრუსის წარმოების დინამიკა და დარგში არსებული სტრუქტურული პრობლემები. ძირითად გამოწვევებად დასახელდა მცირე და დანაწევრებული მეურნეობები, შრომითი რესურსების დეფიციტი, სოფლის მოსახლეობის დაბერება, მცენარეთა და ცხოველთა დაბალი პროდუქტიულობა, აგრეთვე წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის მიმართულებებით არსებული სირთულეები.290c0473 e9db 47d4 8f1f b5cfbf90456b

დოქტორმა ნ. ჯაბნიძემ ყურადღება გაამახვილა დარგის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მათ შორის ციფრული სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, ადგილობრივი პროდუქციის გადამუშავებაზე, ხარისხის მართვაზე, აგროტურიზმის ხელშეწყობასა და ახალგაზრდა ფერმერების მხარდაჭერაზე. მისი შეფასებით, ამ მიმართულებების გაძლიერება აჭარის სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

მრგვალ მაგიდაზე მოხსენება „აჭარის სოფლის მეურნეობის 2015–2025 წლების ძირითადი ტენდენციებისა და განვითარების პერსპექტივების ანალიზი“ წარმოადგინა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების განხორციელების დეპარტამენტის უფროსმა, ეკონომიკის დოქტორმა ჯამბულ აბულაძემ. მოხსენებაში განხილული იყო ერთწლიანი კულტურების, მათ შორის კარტოფილისა და სიმინდის ნათესი ფართობების დინამიკა და მათი შედარებითი მაჩვენებლები რეგიონულ და ეროვნულ ჭრილში.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მეცხოველეობის სექტორში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობისა და რძის წარმოების მაჩვენებლების ცვლილებებს. დადებითი ტენდენციები გამოიკვეთა მეფუტკრეობის მიმართულებითაც.

პრეზენტაციის დასკვნით ნაწილში ხაზგასმით აღინიშნა, რომ აჭარის სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისათვის პრიორიტეტულია სასოფლო-სამეურნეო მიწის რესურსებისა და მეცხოველეობის პოტენციალის აღდგენა, აგრეთვე მაღალი დამატებული ღირებულების მქონე სასოფლო-სამეურნეო დარგების განვითარებისა და გაძლიერების ხელშეწყობა.

ce486a9b 67d4 459b 9fd1 b853140f3b54ორივე მოხსენების ირგვლივ გაიმართა აქტიური დისკუსია, რომელშიც სხვადასხვა დაინტერესებული მხარის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. დისკუსიამ შესაძლებელი გახადა სექტორში არსებული პრობლემებისა და განვითარების პერსპექტივების მრავალმხრივი განხილვა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აჭარის სოფლის მეურნეობის განვითარების აქტუალურ საკითხებს, აგრარული წარმოების შესაძლებლობებს, მეცნიერებისა და პრაქტიკის ურთიერთკავშირის გაძლიერებასა და დარგის მდგრადი განვითარებისათვის თანამშრომლობის აუცილებლობას.

შეხვედრის მონაწილეებმა შეაჯერეს მოსაზრებები, გამოკვეთეს ურთიერთთანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და განსაზღვრეს სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები.

გარდა ამისა, მრგვალი მაგიდის ფარგლებში განისაზღვრა აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო საბჭოს 2027 წლის სამოქმედო გეგმის ძირითადი მიმართულებები, რომლებშიც აისახა აგრარული მეცნიერების, სოფლის მეურნეობის პრაქტიკული საქმიანობისა და შესაბამისი ინსტიტუციების კოორდინირებული თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები.

მრგვალმა მაგიდამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მეცნიერების, სახელმწიფო სტრუქტურებისა და აგრარული წარმოების სფეროს წარმომადგენელთა ერთობლივი ჩართულობის მნიშვნელობა რეგიონის სოფლის მეურნეობის განვითარების პროცესში.

შეხვედრა დასრულდა სამომავლო თანამშრომლობის მზაობითა და საერთო მიზნის გარშემო გაერთიანების სურვილით – ხელი შეეწყოს აჭარის აგრარული სექტორის განვითარებას, მისი პოტენციალის ეფექტიან გამოყენებასა და მდგრადი განვითარების პერსპექტივების რეალიზებას.

მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობდნენ: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გურამ პაპუნიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლები, აგრარული წარმოების მიმართულებით მომუშავე პრაქტიკოსები, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ა(ა)იპ აგროსერვისცენტრის, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერები, მკვლევრები და მეწარმეები.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ. (+995 32) 292 13 21; 294 02 14;

ელ-ფოსტა: info.gaas.georgia@gmail.com

©2016- 2026 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. ვებდამუშავება და დიზაინი GT-Studio
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • მიზნები და ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
  • შემადგენლობა
    • აპარატი
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • მეცნიერებათა განყოფილებები
      • აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება
      • აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება
      • ეკონომიკის მეცნიერებათა განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინტელექტუალური რესურსები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • რეკომენდაციები
      • მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
    • მემორანდუმები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • სარეკომენდაციო წინადადებები
      • რეკომენდაციები 2013
      • ადრინდელი რეკომენდაციები
      • აქტუალური რეკომენდაციები
    • საინოვაციო ბანკი
    • პროექტები
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
    • საიტის რუკა
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი
  • info.gaas.georgia@gmail.com