საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
  • info.gaas.georgia@gmail.com
Gaas
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • მიზნები და ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
    • საიტის რუკა
  • შემადგენლობა
    • აპარატი
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • მეცნიერებათა განყოფილებები
      • აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება
      • აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება
      • ეკონომიკის მეცნიერებათა განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინფორმაციები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
      • პროექტები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • რეკომენდაციები
      • რეკომენდაციების არქივი
        • რეკომენდაციები 2013
        • ადრინდელი რეკომენდაციები
        • აქტუალური რეკომენდაციები
    • მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • საინოვაციო ბანკი
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი

დადგენილებები 2013

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური საბჭოს დადგენილებები

2013 წელი

#

თარიღი
 და
 ოქმის #

განხილული საკითხი და შესაბამისი დადგენილებები

     

1.

01 მარტი, 2013წ.

ოქმი #2

 

1.        საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრების ვაკანტურ ადგილებზე ასარჩევად, აკადემიის საერთო კრებისა და საარჩევნო კამპანიის მაღალორგანიზებულად მომზადებისა და ჩატარების მიზნით საექსპერტო-საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ.

                  მომხსენებელი: აკად.გ.ჯაფარიძე

   დადგენილება: 1.1. მოწონებულ იქნას და დამტკიცდეს საექსპერტო-საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით: აკადემიკოსები პ.ნასყიდაშვილი (თავმჯდომარე), კომისიის წევრები ა.ვაშაკიძე, ო.ქეშელაშვილი, ნ.ჩხარტიშვილი, ვ.ცანავა.

   1.2. საექსპერტო-საკონკურსო კომისიამ ერთი კვირის ვადაში წარმოადგინოს წინადადება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) ვაკანტურ ადგილებზე ასარჩევად სპეციალობების მიხედვით კონკურსის გამოცხადების შესახებ.

   1.3. საექსპერტო-საკონკურსო კომისიამ უზრუნველყოს აკადემიის ნადვილი წევრების (აკადემიკოსების) არჩევნების მომზადება-ჩატარება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წესდებისა და აკადემიის საერთო კრების მიერ დამტკიცებული არჩევნების ჩატარების დებულების სრული დაცვით.

   1.4. კონტროლი აღნიშნული დადგენილების შესრულებაზე დაევალოს აკადემიის ვიცე-პრეზიდენც – აკადემიკოს-მდივანს, აკადემიკოს გ.ჯაფარიძეს.

          2. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიურ საბჭოსთან არსებული ეროვნული კოორდინატორების დამტკიცების შესახებ.

                მომხსენებელი აკად. გ.ალექსიძე

დადგენილება: 2.1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის  აკადემიურ საბჭოსთან არსებული ეროვნული კოორდინატორების შემდეგი შემადგენლობა:

 1.        მევენახეობა  _ აკად. ნოდარ ჩხარტიშვილი _ ბინ. 2-36-00-16; მობ. 599-51-88-58;

 2. მეხილეობა – აკად. იუზა ვასაძე _ ბინ. 2-23-21-51; მობ.5-77-40-76-31;

 3. ჩაი და ციტრუსები – აკად. ვალერიან ცანავა _ ბ. 65-38;    მობ. 599-53-22-25;

 4. მინდვრისა და ბოსტნეული კულტურები –აკად. პეტრე ნასყიდაშვილი _  
    ბ. 2-30-26-28; მობ.-599-26-83-51;

 5. მეცხოველეობა–აკად. წ/კ. ჯემალ გუგუშვილი _ბ. 2-69-40-24; Mმობ. 577-41-29-23;

 6. ვეტერინარია _ აკად. წ/კ. თენგიზ ყურაშვილი _ბ. 2-31-48-18;   მობ. 599-58-55-16;

 7. ს.მ. მექანიზაცია  _ აკად. რეზო მახარობლიძე _ ბინ. 2-61-00-26;   მობ. 599-53-52-82;

 8.  სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების  შენახვა და გადამუშავება  –
     აკად. ნუგზარ ბაღათურია _ ბინ. 2-22-66-46; მობ. 599-43-15-14; 

      აკად. თენგიზ ნანიტაშვილი _ ბინ. 2-33-27-37; მობ. 599-71-55-33;  

 9.  მეტყევეობა _ აკად. რევაზ ჩაგელიშვილი _ ბ. 2-23-28-74; მობ. 599-93-96-00.

     აკად. გივი ჯაფარიძე _ ბინ. 2-22-20-47; 2-91-71-65; მობ. 599-54-99-99;

10. აგროქიმია-ნიადაგმცოდნეობა – აკად. გოგოლა მარგველაშვილი _ ბინ. 2-38-61-34;
      მობ. 599-63-14-61;

11. მცენარეთა დაცვა _ აკად. გურამ ალექსიძე _ ბ. 2-36-00-16; მობ. 593-20-07-93;

 12. სასოფლო-სამეურნეო ეკოლოგია _

     აკად. წ. კ. თამაზ თურმანიძე _ ბინ 2-38-61-32; მობ. 591-17-04-96

 13. ჰიდრომელიორაცია _ ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

    ირაკლი ყრუაშვილი _ მობ. 555-23-23-73.

 14. მეაბრეშუმეობა _ აკად.წ/კ გიორგი ნიკოლეიშვილი _ მობ. 597-31-33-11;

     აკად. წ/კ თამაზ კუნჭულია _ ბინ. 2-38-29-28; მობ. 599-50-38-16.

     აკად. წ/კ ელგუჯა შაფაქიძე _ ბინ. 2-23-02-93; მობ. 577-71-17-75

 15. ს.მ. ელექტრიფიკაცია და ავტომატიზაცია –

    აკად. არჩილ ვაშაკიძე _ ბინა  2-22-53-53; მობ. 577-79-91-91;

16.  მეღვინეობა _აკად. წ/კ გურამ პაპუნიძე _ ბინ. 2-7-50-21; მობ. 599-50-61-25;

     ზურაბ ტყემალაძე _ საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკის
      და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის  თავმჯდომარე;  

17.  საკვებწარმოება _ აკად. გოგოთურ აგლაძე _ ბინ. 2-95-36-58; მობ. 577-46-11-44

 18.  მეცხოველეობის პროდუქტების გადამუშავების ტექნოლოგია _

      აკად. ზურაბ ცქიტიშვილი _ ბინ. 2-37-18-52; მობ. 577-57-77-71;

 19.  მიწათმოქმედება _ აკად. წ/კ გივი ცაგურიშვილი _ ბინ. 2-53-39-61; მობ. 599-63-12-34;

 20.  მეფუტკრეობა _ბიოლოგიის აკად. დოქტორი ბორის წითლიძე _ბინ. 2-60-70-16;

       მობ. 593-65-69-92.

  2.2. დაევალოს აკადემიის ვიცე-პრეზიდენც აკადემიკოს-მდივანს, აკადემიკოს გ.ჯაფარიძეს 7 დღის ვადაში უზრუნველყოს აკადემიურ საბჭოსთან არსებული ეროვნული კოორდინატორების საქმიანობის შესაბამისი დებულების საბოლოო ვარიანტის აკადემიურ საბჭოზე განსახილველად წარმოდგენა.

2.

7 მარტი

2013 წელი

ოქმი #3

 

  1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) ვაკანტურ ადგილებზე ასარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

          მომხსენებლი: საექსპერტო-საკონკურსო კომისიის  თავმჯდომარე, აკად. პ.ნასყიდაშვილი.

დააადგინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წესდების მე-10 თავის შესაბამისად გამოცხადდეს კონკურსი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) ასარჩევად შემდეგ ვაკანტურ სპეციალობებში: აგრონიადაგმცოდნეობა, აგროეკოლოგია – 1 ადგილი, მიწათმოქმედება -1 ადგილი, მეხილოება – 1 ადგილი, სელექცია-მეთესლეობა – 1 ადგილი, სოფლის მეურნეობის ეკონომიკა- 1 ადგილი, ზოოტექნია – 1 ადგილი,  ვეტერინარია – 1 ადგილი, სასმელების ტექნოლოგია (ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო) - 1 ადგილი.

 

  1. სამეცნიერო საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ

               მომხსენებლები: აკად. გ.ალექსიძე, აკად. ნ.ქარქაშაძე

   დაადგინეს: 2.1. მიღებულ იქნას აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გ.ალექსიძის წინადადება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში სამეცნიერო საბჭოს შექმნის შესახებ

   2.2. აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნოს აკადემიკოსი ნ. ქარქაშაძე

 

   3. აკადემიის აკადემიური და ადმინისტრაციული დეპარტამენტების დებულებების დამტკიცების შესახებ

               მომხსენებლები: აკად. წ/კ ე.შაფაქიძე, აკად. წ/კ ო.ბედია.

დაადგინეს: მოწონებულ იქნას და დამტკიცდეს აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის  დებულება წარმოდგენილი სახით.

მოწონებულ იქნას და დამტკიცდეს აკადემიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება წარმოდგენილი სახით.

 

  1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

M                          მომხსენებლი სსმმ აკადემიის პრეზიდენტი აკად. გ. ალექსიძე.

Dდაადგინეს: 4.1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური  საბჭოს  რიცხოვნობა განისაზღვროს 15 კაცით. 

  4.2. აკადემიის აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში დამატებით შეყვანილი იქნენ: საუ-ს მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის ინსტიტუტის მეცნიერ-კონსულტანტი, აკადემიკოსი ნოდარ ჩხარტიშვილი, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ელგუჯა შაფაქიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ომარ ბედია, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მინისტრის მთავარი მრჩეველი, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი თამაზ კუნჭულია და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო აგრარული  და მემბრანული ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-მუშაკი, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გურამ პაპუნიძე.

   4.3. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური საბჭოს ზემოაღნიშნული დადგენილება დასამტკიცებლად წარედგინოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრებას.

 

   5. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიურ საბჭოსთან არსებული ეროვნული კოორდინატორის დებულების დამტკიცების შესახებ.

Mმომხსენებელი აკადემიური დეპარტამენტის უფროსი აკად.წ/კ ე. შაფაქიძე

Dდაადგინეს: მოწონებულ იქნას და დამტკიცდეს აკადემიის აკადემიურ საბჭოსთან არსებული ეროვნული კოორდინატორის დებულება.

 

3.

28 მარტი, 2013წ.
ოქმი #4

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო Jურნალ “მოამბე”-ს რედკოლეგიის შემადგენლობაში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის შესახებ.

           მომხსენებლები: აკად. გ.ალექსიძე, აკად. გ.ჯაფარიძე.

 დაადგინეს: 1.1. განთავისუფლდეს აკად. შოთა ჭალაგანიძე აკადემიის სამეცნიერო Jურნალ “მოამბის” მთავარი რედაქტორის მოვალეობისაგან და დატოვებული იქნას სარედაქციო კოლეგიის წევრად.

  1.2. აკადემიის სამეცნიერო Jურნალის “მოამბე”-ს მთავარ რედაქტორად  დამტკიცდეს აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე და შესაბამისად განთავისუფლდეს იგი ზემოაღნიშნული Jურნალის მთავარი რედაქტორის მოადგილის მოვალეობისაგან.

  1.3. აკადემიის სამეცნიერო Jურნალის “მოამბე”-ს მთავარი რედაქტორის  მოადგილედ დამტკიცდეს აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი – აკადემიკოს- მდივანი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, მასვე დაევალოს აკადემიის საინფორმაციო ბიულეტენის “აკადემიის მაცნე”-ს რედაქტორობა.

   1.4. აკადემიის სამეცნიერო Jურნალ “მოამბე”-ს რედკოლეგიის შემადგენლობაში შეყვანილი იქნენ: აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ე.შაფაქიძე და აკადემიის სწავლული მდივანი, აკადემიური დოქტორი ა. გიორგაძე. მასვე დაევალა აკადემიის საინფორმაციო ბიულეტენის “აკადემიის მაცნეს” რედაქტორის მოადგილეობა, ხოლო “აკადემიის მაცნეს” პასუხისმგებელ მდივნად დამტკიცდეს აკადემიური დოქტორი გ. მოსაშვილი.

 2.        ჰიბრიდული სიმინდი მაღალი მოსავლიანობისა და ხარისხის საწინდარია.

               მომხსენებელი: აკადემიის წ/კ ო.ლიპარტელიანი

  დაადგინეს: 2.1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სახელით გაიგზავნოს შესაბამისი წერილი სოფლის მეურნეობის სამინისტროში, რომელშიც აღნიშნული იქნება მარცვლეული კულტურებისა და ჰიბრიდების გამოყვანის მიზნით სასელექციო სამუშაოებისა და მეცნიერული კვლევების აღდგენის აუცილებლობა, სიმინდის ჰიბრიდული თესლის წარმოების მნიშვნელობა.

   2.2. რეკომენდაცია გაეწიოს ფერმერულ მეურნეობებში დასანერგად სიმინდის ჰიბრიდ  “წილკან-1” და “წილკან-2”-ის თესლის წარმოებას, რისთვისაც დაევალოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენც ოთარ ლიპარტელიანს შესაბამისი რეკომენდაციების და თესვის აგროტექნიკური ღონისძიებების მომზადება.

 

3.       მეხილეობის დარგში არსებული მდგომარეობა და მისი განვითარების  პერსპექტივები საქართველოში.

                 მომხსენებლი: აკადემიის წ/კ გ. ბადრიშვილი.

   დაადგინეს: 3.1. წერილობით ეცნობოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეხილეობის დარგის განვითარებისათვის აუცილებელი და გადაუდებელი ღონისძიებების შესახებ;

   3.2. დაევალოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენც გივი ბადრიშვილს მოამზადოს საქართველოში მეხილეობის განვითარების აუცილებელი და გადაუდებელი ღონისძიებების განხორციელების რეკომენდაციები.

 

    4. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში აკად. ო. ქეშელაშვილის შეყვანის შესახებ.

                    მომხსენებელი: აკად. გ.ალექსიძე.

    დაადგინეს: 4.1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წესდების VI თავის 21-ე მუხლის საფუძველზე, აკადემიის აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში შეყვანილი იქნეს აკადემიის ეკონომიკის საკოორდინაციო-დარგობრივი სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ო.ქეშელაშვილი. 

          5. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური საბჭოს სხდომის მომზადების რეგლამენტის შესახებ.

         Mმომხსენებელი: აკადემიური დეპარტამენტის უფროსი   აკად. წ/კ ე. შაფაქიძე.

Dდაადგინეს: დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური საბჭოს სხდომის მომზადების რეგლამენტი წარმოდგენილი ფორმით.

 

4.

16 აპრილი

2013 წელი

ოქმი #5

 

 

 

1.          1.  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრების მოწვევის შესახებ.

M     მომხსენებელი: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოს-მდივანი, აკად. გ. ჯაფარიძე.

Dდაადგინეს: მომწვეული იქნას საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება 26 აპრილს დღის 12 საათზე შემდეგი დღის წესრიგით:

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის შესახებ. მომხსენებელი: აკად. გ.ალექსიძე;

2. ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) ვაკანტურ ადგილებზე ასარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეთა შესახებ.

           მომხსენებლი: აკად. პ. ნასყიდაშვილი

3. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) არჩევნები;

 

5.

25 აპრილი

2013 წელი

ოქმი #6

 

 

1. მებოცვრეობის განვითარების პერსპექტივები საქართველოში.

               მომხსენებელი აკადემიის წ/კ ჯ.გუგუშვილი

   დაადგინეს: დაევალოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის   მეცხოველეობის, ვეტერინარიის, საკვებწარმოებისა და მეცხოველეობის პროდუქტების გადამუშავების საკოორდინაციო–დარგობრივი სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს მდივანს, აკადემიკოს ზურაბ ცქიტიშვილს მოხსენებაში განხილული რეკომენდაციები და ღონისძიებები მებოცვრეობის დარგის განვითარების შესახებ გაითვალისწინოს  მეცხოველეობის ერთიანი სტრატეგიის შემუშავების დროს და  წარმოადგინოს იგი აკადემიურ საბჭოზე განსახილველად.

        2. მეაბრეშუმეობაში სამანქანო ტექნოლოგიების და ტექნიკური საშუალებების დანერგვის პერსპექტივები საქართველოში.

M                            მომხსენებელი: აკადემიის წ/კ ე. შაფაქიძე.

Dდაადგინეს: 2.1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ დამუშავებული  დოკუმენტის - “საქართველოს მეაბრეშუმეობის განვითარების კონცეფცია 2012-2025 წლებში” შესაბამისად მიზანშეწონილია ქართული მეაბრეშუმეობის ეტაპობრივი აღდგენისათვის სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებთან ერთად პირველ ეტაპზე მეაბრეშუმეობის შრომატევადი პროცესების მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებების კონსტრუქციების (თუთის ექსპლუატაციის მანქანები და მოწყობილობები, თუთის ტოტებიდან ფოთლების გამცლელი და ფოთოლსაჭრელი მოწყობილობები, მარტივი ტიპის თუთის აბრეშუმხვევიას გამოსაკვები მოწყობილობები, ხელოვნური ცახების დასამზადებელი და პარკის გასაწმენდი მარტივი ტიპის მოწყობილობები, ნედლი აბრეშუმის პარკის ამოსახვევი მარტივი ტიპის დანადგარები და სხვა) დამზადება, რისთვისაც:

   ეთხოვოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს აღნიშნული საკითხების მეცნიერული უზრუნველყოფისა და ტექნიკური დავალების მომზადებისათვის ხელშეკრულება გააფორმოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასთან;

  2.2. ეთხოვოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს აღნიშნული საკითხების პრაქტიკული გადაწყვეტისა და მეაბრეშუმეობის მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებების საცდელი ნიმუშების დამზადებისათვის ხელშეკრულება  გააფორმოს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან, (სადაც დღეისათვის ფუნქციონირებენ მექანიზაციის და ელექტრიფიკაციის და მეაბრეშუმეობის კვლევითი ინსტიტუტები).

                3.  ცვლილებები საქართველოს კანონში “ვაზისა და ღვინის შესახებ”

             მომხსენებელი: აკად. ნ. ბაღათურია.

Dდაადგინეს: დაევალოს ნ.ჩხარტიშვილს, გ.პაპუნიძეს, ზ.ცქიტიშვილს შექმნან სპეციალისტების ჯგუფი, სადაც ერთობლივად იქნება მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს კანონში “ვაზისა და ღვინის შესახებ” ცვლილებების შეტანის მიზანშეწონილობის შესახებ

4.       შუალედური კულტურები და მათი როლი სახნავი მიწის ინტენსიურად გამოყენების შესახებ.

              მომხსენებელი აკადემიის წ/კ გ. ცაგურიშვილი.

   Dდაადგინეს: წერილობით ეცნობოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს  რათა დროულად მოხდეს აკადემიის წევრ-  კორესპონდენტის გივი ცაგურიშვილის მიერ წარდგენილი საკვები   კულტურების აგრო-წესების განხილვა და გამოცემა.

5.       აგრარულ სფეროში წლის საუკეთესო ქართველი მეცნიერის წოდების მინიჭების შესახებ.

           მომხსნებლი აკად. გ.ალექსიძე.

   Dდაადგინეს: 5.1. ეთხოვოს აკადემიის საკოორდინაციო-დარგობრივი სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს მდივნებს 10 დღის ვადაში წარმოადგინონ თავიანთი მოსაზრებები და შენიშვნები  “აგრარულ სფეროში წლის საუკეთესო ქართველი მეცნიერის წოდების მინიჭების შესახებ” დებულებასთან დაკავშირებით.

   5.2. “აგრარულ სფეროში წლის საუკეთესო ქართველი მეცნიერის წოდების მინიჭების შესახებ” დებულება განთავსდეს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვებ-გვერძე:

ჰტტპ://წწწ..აცადემიყ-ას-გეორგია.დსლ.გე

    6. აკადემიის აკადემიური საბჭოს მიერ 2013 წლის 01 მარც დამტკიცებულ ეროვნულ კოორდინატორთა დებულებაში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის შესახებ.

                               მომხსენებელი: აკად. გ.ჯაფარიძე

   დაადგინეს: 6.1. გაუქმდეს აკადემიის აკადემიური საბჭოს 2013 წლის  01 მარც დამტკიცებული აკადემიის აკადემიურ საბჭოსთან არსებული ეროვნულ კოორდინატორთა დებულების პუნქტი #2 და მის ნაცვლად დამტკიცებული იქნას პუნქტი #2 ახალი რედაქციით: ”ეროვნული კოორდინატორების საქმიანობას ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს შესაბამისი საკოორდინაციო-დარგობრივი სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, განყოფილების მიერ დამტკიცებული ეროვნულ კოორდინატორთა სამუშაო გეგმის შესაბამისად”.

  6.2. საქართველოს კანონის “საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” მუხლი 161 –ის პუნქტის 2 (“საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია იხილავს და აფასებს აგრარული პროფილის   სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების (მათი სამართლებლივი ფორმის მიუხედავად) საქმიანობის ამსახველ წლიურ ანგარიშებს და დასრულებულ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს, რისთვისაც უფლებამოსილია ამ ორგანიზაციებიდან თავისი კომპეტენციის საზღვრებში გამოითხოვოს დამატებითი საჭირო ინფორმაცია და შეფასებები აცნობოს ამავე ორგანიზაციებს, ხოლო სათანადო რეკომენდაციები – დაინტერესებულ სამთავრობო უწყებებს”)  საფუძველზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიურ საბჭოსთან არსებული ეროვნული კოორდინატორების დებულებაში მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    თავის საქმიანობაში ეროვნული კოორდინატორი ხელმძღვანელობს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წესდებით და აღნიშნული დებულებით. მათ უფლება აქვთ აგრარული პროფილის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებიდან (მათი სამართლებლივი ფორმის მიუხედავად) გამოითხოვონ დამატებითი საჭირო ინფორმაცია და შეფასებები აცნობოს ამავე ორგანიზაციებს, ხოლო სათანადო რეკომენდაციები – დაინტერესებულ სამთავრობო უწყებებს.

   6.3. ზემოაღნიშნული ცვლილებები შეტანილი იქნას საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიურ საბჭოსთან არსებულ ეროვნულ კოორდინატორთა დებულებაში.

 

6.

31  მაისი

2013 წელი

ოქმი #7

 

 

   1.  საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მელიორაციის განვითარების შესახებ.

                  მომხსენებელი: ეროვნული კოორდინატორი ტექნ. მეცნ. დოქტორი,

                                                             პროფ. ი.ყრუაშვილი.

 

      დაადგინეს: 1.1. მოწონებულ იქნას პროფესორ ირაკლი ყრუაშვილის მოხსენება “სასოფლო-სამეურნეო მელიორაციის მდგომარეობა და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში”.

   1.2. დაევალოს პროფესორ ირაკლი ყრუაშვილს უმოკლეს ვადაში წარმოადგინოს სასოფლო-სამეურნეო მელიორაციის განვითარების 2017 წლამდე მოკლევადიანი და 2020 წლის ჩათვლით გრძელვადიანი პროგრამები.

 

   2. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო პრეზიდენტის წოდების შემოღების მიზანშეწონილობის შესახებ.

      მომხსენებელი: აკად. გ.ალექსიძე

      დაადგინეს: გაუქმდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 25 იანვრის დადგენილება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო პრეზიდენტის წოდების შემოღების თაობაზე, აკადემიის წესდებაში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის შესახებ.

 

   3. უკრაინის ქალაქ კამეანეც-პოდოლსკის აგრარულ-ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ მესამე  საერტაშორისო კონფერენციის შესახებ

              მომხსნებელი: აკადემიური დოქტორი ა. გიორგაძე

      დაადგინეს: აკადემიის სწავლული მდივნის, აკადემიური დოქტორის ანატოლი გიორგაძის ინფორმაცია ქალაქ კამიანეც-პოდოლსკის აგრარულ-ტექნიკურ უნივერსიტეტში (უკრაინა) 22-24 მაისს გამართულ  III  საერთაშორისო კონფერენციის “ზოოტექნიკური მეცნიერების ისტორია და პერსპექტივები” მუშაობის შედეგების შესახებ შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად.

 

   4. აგრარულ სფეროში წლის საუკეთესო ქართველი მეცნიერის წოდების მინიჭების დებულების დამტკიცების შესახებ.

               Mომხსენებელი: აკადემიის წ/კ ე.შაფაქიძე

   მოწონებული იქნას და დამტკიცდეს  აგრარულ სფეროში წლის საუკეთესო ქართველი მეცნიერის წოდების მინიჭების დებულება და 2013 წლის ივლისის თვეში პრესაში გამოცხადდეს შესაბამისი კონკურსი.

 

7.

27 ივნისი

2013 წელი

ოქმი #8

 

  1. ნაბაღარი და ნავენახარი ნიადაგების ნაყოფიერების აღდგენის ღონისძიებების შესახებ.

             მომხსენებელი: აკად. ჯ. ონიანი

   დაადგინეს: დაევალოს აკადემიკოს ჯუმბერ ონიანს მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი რეკომენდაციები და ნიადაგის მოვლის სისტემები.

 

  2. აგრარული სექტორის ტექნოლოგიურ-რესურსული პოტენციალის ზრდის სტრატეგიული სისტემის შესახებ.

             მომხსენებელი: აკად. ო.ქეშელაშვილი

   დაადგინეს: 2.1. მოწონებული იქნას აკადემიკოს ო.ქეშელაშვილის მიერ წარმოდგენილი სამეცნიერო-გამოყენებითი პროექტი `საქართველოს აგრარული სექტორის ტექნოლოგიურ-რესურსული პოტენციალი და მისი ზრდის ეკონომიკური მექანიზმები;”

    2.2.   ეთხოვოს აკადემიის აკადემიურ საბჭოს პროექტი გასაცნობად მიაწოდოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

   2.3. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან დაფინანსების შემთხვევაში ჩამოყალიბდეს დროებითი შემოქმედებითი ჯგუფი, რომელშიც გაერთიანდებიან აკადემიის წევრები, წევრ-კორესპონდენტები, მოწვეული მეცნიერები და წინასწარ შედგენილი სამუშაო გეგმის მიხედვით გაშლიან სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს აღნიშნული სამეცნიერო-გამოყენებითი პროექტის დასახვეწად;

   2.4. პროექტის დამუშავების საერთო ხელმძღვანელობა დაევალოს აკადემიკოს ო.ქეშელაშვილს.

 

   3. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრონომიულ საკოორდინაციო-დარგობრივ სამეცნიერო განყოფილების მიერ დამუშავებული პროგრამა ”მარცვლის” შესახებ.

            მომხსენებელი: აკად. პ. ნასყიდაშვილი

     დაადგინეს: 3.1. დაევალოს აგრონომიულ საკოორდინაციო-დარგობრივ სამეცნიერო განყოფილებას წარმოადგინოს წინადადებები “პროგრამა მარცვლის” განსახორციელებლად აუცილებელი ღონისძიებების შესახებ.

  3.2. ეთხოვოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიურ საბჭოს “პროგრამა მარცვლის” განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებების სრულყოფილი ვარიანტი წარუდგინოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

 

8.

26 ივლისი

2013 წელი

ოქმი #9

 

  1. ქ. ვარნაში (ბულგარეთი) გამართულ საერთაშორისო კონფერენციის შესახებ.

                                    მომხსენებელი: აკად. ჯ.კაციტაძე

დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და მიღებულ იქნას ცნობად.

2. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების არსებული მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები.

          მომხსენებელი: აკადემიის წ/კ რ.ჯაბნიძე

დაადგინეს: ცნობად იქნას მიღებული საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის რ. ჯაბნიძის მოხსენება “აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების არსებული მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები”.

3. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას, საქართველოს სავაჭრო პალატასა და პროფესიული განვითარების ფონდს შორის მემორანდუმის შეემუშავებელი კომისიის შესახებ.

           მომხსენებელი: აკადემიის წ/კ ე.შაფაქიძე

დაადგინეს: წარმოდგენილი თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და საქართველოს პროფესიული განათლების ფონდს შორის შეფასდეს დადებითად.

4. ინფორმაცია უმაღლესი განათლების და მეცნიერების რეფორმის კონცეფციასთან დაკავშირებით სსმმ აკადემიის კომისიის მიერ შემუშავებული მოსაზრებებისა და წინადადებების შესახებ.

          მომხსენებელი: აკად ა.დიდებულიძე

დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად და სსმმ აკადემიის კომისიის მიერ შემუშავებული მოსაზრებები და წინადადებები გადაეცეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

 

9.

30 აგვისტო, 2013 წელი.

 

1.  “სეტყვა, მასთან ბრძოლის არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები”.

                   მომხსენებელი აკად. შ ჭალაგანიძე.

დაადგინეს:

1.1. აკად. შ ჭალაგანიძის ინფორმაცია “სეტყვა, მასთან ბრძოლის არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები” მიღებული იქნეს ცნობად.

2.1 აკად. შ. ჭალაგანიძემ 20 სექტემბრამდე მოამზადოს წინადადებები და რეკომენდაციები განხილულ საკითხთან დაკავშირებით , რომლებიც შემდგომ წარედგინება საქართველოს მთავრობას.

2. “საქართველოში ინტროდუცირებული ხეხილის ახალი ჯიშები და მათი გეოგრაფიული გავრცელება”.

                 მომხსენებლები აკად. ვ. კვალიაშვილი და
                         აკად. დოქტორი ზ. ბობოქაშვილი.

დაადგინეს:

2.1. აკად. ვ. კვალიაშვილის და აკად. დოქტორი ზ. ბობოქაშვილის ინფორმაცია “საქართველოში ინტროდუცირებული ხეხილის ახალი ჯიშები და მათი გეოგრაფიული გავრცელება”მიღებული იქნეს ცნობად.

2.2 აკად. ვ. კვალიაშვილმა და აკად. დოქტორმა ზ. ბობოქაშვილმა 20 სექტემბრამდე წარმოადგინონ წინადადებები და რეკომენდაციები საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარსადგენად.

მიმდინარე საკითხი 1:

ინფორმაცია საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის “ინოვაციური ტექნოლოგიები აგრარული სექტორის მდგრადი და უსაფრთხო განვითარებისათვის” მზადებასთან დაკავშირებით.

                        მომხს. აკად. წ/კ ე. შაფაქიძე;

 

დაადგინეს:

 1.1 აკად. წ/კ ე. შაფაქიძის ინფორმაცია საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის “ინოვაციური ტექნოლოგიები აგრარული სექტორის მდგრადი და უსაფრთხო განვითარებისათვის” მზადებასთან დაკავშირებით მიღებული იქნეს ცნობად;

 1.2. სსმმ აკადემიის ხელმძღვანელობამ  მ.წ. 30 სექტემბრამდე გამონახოს ფინანსური შესაძლებლობა კონფერენციის ფარგლებში ერთი აუდიტორიის კოსმეტიკური რემონტის ჩასატარებლად.

 

მიმდინარე საკითხი 2:

 სსმმ აკადემიას და სახელმწიფო, სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესბულებებს შორის ურთიერთ თანამშრომლობის  მემორანდუმების მომზადების მიმდინარეობის შესახებ.

                     მომხს. აკადემიური დეპარტამენტის უფროსი

                                           აკად. წ/კ ე. შაფაქიძე;

დაადგინეს:

2.1. აკად. წ/კ ე. შაფაქიძის ინფორმაცია “სსმმ აკადემიას და სახელმწიფო, სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ურთიერთ თანამშრომლობის  მემორანდუმების მომზადების მიმდინარეობის შესახებ”, მიღებული იქნეს ცნობად;

2.2 დაევალოთ მემორანდუმების მომზადების კომისიის შემადგენლობებს 2013 წლის 20 სექტემბრამდე წარმოადგინონ სხვა ორგანიზაციებსა და სსმმ აკადემიას შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმების დასრულებული ვარიანტები აკადემიურ საბჭოზე განსახილველად.

მიმდინარე საკითხი 3.

“აგრარულ სფეროში წლის საუკეთესო მეცნიერის წოდების” კონკურსის მიმდინარეობის შესახებ.

                        მომხს. აკადემიური დეპარტამენტის უფროსი
                                              აკად. წ/კ ე. შაფაქიძე;

დაადგინეს:

3.1. აკადემიური დეპარტამენტის უფროსის აკად. წ/კ ე. შაფაქიძის ინფორმაცია “აგრარულ სფეროში წლის საუკეთესო მეცნიერის წოდების” კონკურსის მიმდინარეობის შესახებ, მიღებული იქნეს ცნობად.

3.2. დაევალოთ აკადემიის საკოორდინაციო-დარგობრივი სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნებს (აკად. გ. მარგველაშვილი, აკად. ზ. ცქიტიშვილი, აკად. რ. მახარობლიძე, აკად. ო. ქეშელაშვილი) კონკურსის ორგანიზებულად და გამჭირვალედ ჩატარების მიზნით დებულების შესაბამისად 2013 წლის 25 სექტემბრამდე ჩამოაყალიბონ საექსპერტო-საკონკურსო კომისიების შემადგენლობები და წარმოადგინონ ისინი აკადემიურ საბჭოზე დასამტკიცებლად.

10.

 27სექტემბერი

2013 წ.

    ოქმი #11

 

I.მოისმინეს:ნიადაგის ეროზიისაგან დაცვა და ეროზირებული ნიადაგების ნაყოფიერების ამაღლების ღონისძიებები შიდამთიან აჭარაში;

მომხსენებელი:საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ოთარ ღორჯომელაძე.

 

დაადგინეს:

     1.წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნეს ცნობად;

      2. აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ოთარ ღორჯომელაძის

მიერ დამუშავებული რეკომენდაციები გადაეცეს საქართველოს სოფლის მეურნეობის და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროებს სახელმძღვანელოდ და წარმოებაში დასანერგად.

* * *    

II.მოისმინეს:მევენახეობის შემდგომი განვითარების  მიმართულებები საქართველოში;

მომხსენებელიაკადემიკოსი ნოდარ ჩხარტიშვილი.

         დაადგინეს:
     1.
წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებულ იქნეს ცნობად.

           2. მომზადდეს მევენახეობა-მეღვინეობის რეაბილიტაციისა და მდგრადი განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა, რომელიც მოიცავს დარგობრივი მეცნიერების რეაბილიტაციასაც, რომლის ფართოდ განხილვის შემდეგ იგი გადაეცემა სათანადო უწყებებს მსვლელობისათვის.

   

III.მიმდინარე საკითხები:

1.       მოისმინეს:“აგრარულ სფეროში წლის საუკეთესო მეცნიერის წოდების” გამოსავლენი საექსპორტო-საკონკურსო კომისიების შემადგენლობის დამტკიცების  შესახებ;              

მომხსენებელი:საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე.

                 დაადგინეს:

                   1. თანახმად “აგრარულ სფეროში წლის საუკეთესო  ქართველი მეცნიერის წოდების მინიჭების” დებულების და საქართველოს სოფლის  მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებისა (27 სექტემ-ბერი, 2013 წელი) დამტკიცდეს აკადემიის საკოორდინაციო-დარგობრივი სამეცნიერო განყოფილებების მიერ წარმოდგენილი საექსპერტო-საკონკურსო კომისიები შემდეგი შემადგენლობით:

           გრონომიული საკოორდინაციო-დარგობრივი სამეცნიერო განყოფილებიდან:

1.      აკად. მარგველაშვილი გოგოლა (თავმჯდომარე);

2.      აკად. ნასყიდაშვილი პეტრე;

3.      აკად. ჩანქსელიანი ზაური.

  მეცხოველეობის, ვეტერინარიის, საკვებწარმოების და მეცხოველეობის პროდუქტების გადამუშავების საკოორდინაციო-დარგობრივი სამეცნიერო განყოფილებიდან:

1.      აკად. ცქიტიშვილი ზურაბი (თავმჯდომარე);

2.      აკად. გუგუშვილი ჯემალი;

3.      სოფ. მეურნ. მეცნ. დოქტორი თორთლაძე ლევანი;

4.      ვეტ. მეცნ. დოქტ. ნათიძე მერაბი;

5.      ვეტ. მეცნ. დოქტ. გოდერძიშვილი დავითი.

          საინJინრო საკოორდინაციო-დარგობრივი სამეცნიერო განყოფილებიდან:

1.       აკად. დიდებულიძე ალექსანდრე (თავმჯდომარე);

2.      აკად. ვაშაკიძე არჩილი;

3.      აკად. პაპუნიძე გურამი;

4.      აკად. წ/კ ბედია ომარი;

5.      ტექნ. მეცნ. დოქტ. ყრუაშვილი ირაკლი.

 

           ეკონომიკის საკოორდინაციო-დარგობრივი სამეცნიერო განყოფილებიდან:

1.       აკად. ჭითანავა ნოდარი (თავმჯდომარე);

2.      აკად. წ/კ კოღუაშვილი პაატა;

3.      აკად. წ/კ ნიკოლეიშვილი გიორგი.

2.      საექსპერტო-საკონკურსო კომისიებმა ერთი თვის ვადაში დებულების შესაბამისად აკადემიურ საბჭოს განსახილველად წარუდგინოს სათანადო მასალები და რეკომენდაციები კონკურსში მონაწილე კანდიდატების ნაშრომების შესახებ და რეკომენდაცია გაუწიოს მხოლოდ ერთ კანდიდაც.

 

2.      მოისმინეს:სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავების საკოორდინაციო დარგობრივი სამეცნიერო განყოფილების აღდგენის შესახებ;

                  

                           მომხსენებელი:აკადემიკოსი ნუგზარ ბაღათურია.

  დაადგინეს:

აღნიშნული საკითხი გარდა საინJინრო-საკოორდინაციო სამეცნიერო განყოფილებისა განხილული იქნას სხვა დანარჩენ საკოორდინაციო-სამეცნიერო განყოფილებების სხდომებზე, შეჯერდეს მათი აზრი  და წინადადებები წარედგინოს აკადემიურ საბჭოს.

                 

                 3. მოისმინეს:ინფორმაცია საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციის “ინოვაციები აგრარული სექტორის მდგრადი და უსაფრთხო განვითარებისათვის” საორგანიზაციო ღონისძიებების დასრულებასთან დაკავშირებით;

                           მომხსენებელი:აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიის

                                წევრ-კორესპონდენტიე.შაფაქიძე

დაადგინეს:

      1. წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნეს ცნობად.

        2. აკადემიის მიერ ამ მიმართულებით ჩატარებული მუშაობა შეფასდეს დადებითად, ხოლო კონფერენციის შედეგები მოსმენილი იქნეს აკადემიური საბჭოს უახლოეს სხდომაზე.

11.

 25 ოქტომბერი, 2013 წ.
ოქმი#12

1.        მოისმინეს: "მეცხოველეობის პროდუქტების გადამამუშავებელ საწარმოებში რისკის შეფასების, შიდა კონტროლის (ჰასაპი), პრევენციული სისტემებისა და მიკვლევადობის გამოყენების პრობლემები";

       მომხსენებელი: აკადემიკოსი ზურაბ ცქიტიშვილი

დაადგინეს:

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია მხარს უჭერს რისკის შეფასების დამოუკიდებელი სტრუქტურის შექმნას, რაც უნდა აისახოს შესაბამის კანონში;

2.საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრინციპული პოზიციაა, რომ ბიზნეს-ოპერატორს მისი მოთხოვნის შესაბამისად მოქმედი კანონმდებლობის ვადებში მიეწოდოს უფლებამოსილი ორგანოს  მიერ ზუსტი და ობიექტური ინფორმაცია ცხოველთა ჯანმრთელი და დაავადებული კერების შესახებ;

 

2.        მოისმინეს:  "შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდი-განვლილი გზა და  ახალი გამოწვევები";

            მომხსენებელი: აკადემიკოსი რეზო ასათიანი

 დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად.

 

 3. მიმდინარე საკითხები:

    მოისმინეს: ინფორმაცია საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის “ინოვაციები     აგრარული სექტორის მდგრადი და უსაფრთხო განვითარებისათვის” შედეგების შესახებ.

            მომხსენებელი: აკადემიის სწავლული მდივანი,
                           აკად.
დოქტორი ანატოლი გიორგაძე; 

                           

 

  დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად.

 

 

12.

27 ნოემბერი, 2013 წ. ოქმი#13

 

    

1. მოისმინეს: საქართველოს აგროფიზიკური კვლევების განვითარებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ.

 მომხსენებელი: წ/კორესპონდენტი, თამაზ თურმანიძე

დაადგინეს:  1. წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნეს ცნობად.

            2. მიზანშეწონილია ავტორმა აღნიშნული საკითხთან დაკავშირებით წარმოადგინის შესაბამისი რეკომენდაციები, რომელიც შემდგომში განიხილება როგორც სსმმ აკადემიაში, ისე სამთავრობო ორგანიზაციებში.

                                 **************

2. მოისმინეს:  ახალი კულტურა “ამარანტის” გავრცელების პერსპექტივები საქართველოში.

      მომხსენებლები: აკადემიკოსი ზაურ ჩანქსელიანი,

                                     აკად. დოქტორი იური რამაზაშვილი

      დაადგინეს: საკითხის ავტორების მიერ (ი. რამაზაშვილი, ო. ზარდალიშვილი, ზ. ჩანქსელიანი,) მომზადდეს რეკომენდაციები “ამარანტის” კულტურის ფართოდ დასანერგად, რათა იგი გამოყენებული იქნას სასურსათოდ, საკვებად მეცხოველეობაში და მედიცინაში.

                                    **************

3. მიმდინარე საკითხები:

   3.1. მოისმინეს: სსმმ აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ელგუჯა შაფაქიძის ინფორმაცია აგრარულ სფეროში 2013 წლის საუკეთესო ქართველი მეცნიერის წოდების მინიჭების შესახებ.

       დაადგინეს: 1. აგრარულ სფეროში 2013 წლის საუკეთესო ქართველი მეცნიერის წოდება  მიენიჭოთ:

           - აგრარულ დარგში - სსმმ აკადემიის წევრ-კორესპოდენც ოთარ ლიპარტელიანს.

           - მეცხოველეობის, ვეტერინარიის, საკვებწარმოების და მეცხოველეობის პროდუქტების გადამუშავების დარგში - სსმმ აკადემიის აკადემიკოს გოგოთურ აგლაძეს.

           - აგროსაინJინრო დარგში – სსმმ აკადემიის აკადემიკოს შოთა ჭალაგანიძეს.

           - ეკონომიკის დარგში – სსმმ აკადემიის აკადემიკოს ომარ ქეშელაშვილს.

            2. კონკურსში გამარჯვებულებისათვის აგრარულ სფეროში წლის საუკეთესო ქართველი მეცნიერის წოდების დამადასტურებელი დიპლომების გადაცემა განხორციელდეს სსმმ აკადემიის საერთო კრებაზე.

            3. დაევალოს სსმმ აკადემიის აკადემიურ დეპარტამენც (აკად. წ/კ ელგუჯა შაფაქიძე) აგრარულ სფეროში წლის საუკეთესო ქართველი მეცნიერის წოდების მინიჭებისათვის გამოცხადებული კონკურსის შედეგები და აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება გამოაქვეყნოს პრესაში და აკადემიის ვებ-გვერძე.

 @@@@@@                 **************

   3.2. მოისმინეს: სსმმ კადემიის ვიცე-პრეზიდენტის-აკადემიკოს-მდივნის, გივი ჯაფარიძის ინფორმაცია სსმმ აკადემიაში სოფლის მეურნეობის პროდუქტების შენახვისა და გადამუშავების საკოორდინაციო-დარგობრივი სამეცნიერო განყოფილების შექმნის შესახებ.

        დაადგინეს:  1. საქართველოს სმმ აკადემიაში შეიქმნას “სოფლის მეურნეობის პროდუქტების შენახვისა და გადამუშავების საკოორდინაციო-დარგობრივი სამეცნიერო განყოფილება”.

                    2. “სოფლის მეურნეობის პროდუქტების შენახვისა და გადამუშავების საკოორდინაციო-დარგობრივი სამეცნიერო განყოფილების” აკადემიკოს-მდივნის არჩევა მოხდეს სსმმ აკადემიის წესდების შესაბამისად განყოფილების საერთო კრებაზე ფარული კენჭისყრით.

 

                                                 *****************

3.3.  მოისმინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის - აკადემიკოს-მდივნის, აკადემიკოს გივი ჯაფარიძის ინფორმაცია აკადემიის საკოორდინაციო-სამეცნიერო დარგობრივი განყოფილებების შესახებ.

   დაადგინეს: 1. მოწონებული იქნას აკადემიკოს გ. ჯაფარიძის წინადადება და აკადემიის საკოორდინაციო-სამეცნიერო დარგობრივ განყოფილებებს ამიერიდან ეწოდოს აკადემიის საკოორდინაციო-სამეცნიერო განყოფილებები.

           2. აკადემიის მეცხოველეობის, ვეტერინარიის, საკვებწარმოე­ბის, მეცხოველეობის პროდუქტების გადამუშავების საკოორდინაციო- სამეცნიერო დარგობრივ  განყოფილებას  ეწოდოს "მეცხოველეობის (ვეტერინარია, ზოოტექნია, საკვებწარმოება) საკოორდინაციო სამეცნიერო განყოფილება".

           3. აკადემიის საინJინრო საკოორდინაციო- დარგობრივ სამეცნიერო განყოფილებას ამიერიდან ეწოდოს "აგროსაინJინრო საკოორდინაციო-სამეცნიერო განყოფილება".

           4. აგრონომიულ საკოორდინაციო-დარგობრივ სამეცნიერო განყოფილებას ეწოდოს "აგრონომიული საკოორდინაციო-სამეცნიერო განყოფილება".

           5. მიღებული იქნას ცნობად, რომ აკადემიის აკადემიური საბჭოს ა.წ.  27 ნოემბრის სხდომის გადაწყვეტილების საფუძველზე (მიმდინარე საკითხების 3.2 პუნქტი) შეიქმნა "აკადემიის სოფლის-მეურნეობის პროდუქციის შენახვისა და გადამუშავების საკოორდინაციო - სამეცნიერო განყოფილება".

3.4.  მოისმინეს: სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ შაქრო ყანჩაველის ინფორმაცია აკადემიკოს გ. ალესიძის წიგნზე “მცენარეთა დაცვა”.

             აღინიშნა, რომ ნაშრომი შედგენილია უმაღლესი სასწავლებლების აგრარული ფაკულტეტების სტუდენტებისათვის, მისი გამოყენება ასევე შეუძლიათ ფერმერებს ამა თუ იმ კულტურათა მავნე ორგანიზმების ამოსაცნობად და ბრძოლის ღონისძიებების დასაგეგმად.

დაადგინეს: მოწონებული და რეკომენდებული იქნას სახელმძღვანელოდ აკადემიკოს   გ.ალექსიძის წიგნი “მცენარეთა დაცვა”.

 

 

13.

 

.20 დეკემბერი, 2013 წ.

ოქმი#14

 

1. მოისმინეს: ინოვაციური ტექნოლოგიები კვებისა  და გადამამუშავებელ მრეწველობაში.

              მომხსენებლი:  აკადემიკოსი ნუგზარ ბაღათურია.

 

      დაადგინეს:  1. ინფორმაცია “საქართველოში კვების მრეწველობის ინოვაციური  განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ” -  მიღებული იქნას   ცნობად.
              

            

                    2. ეთხოვოს აკადემიის აკადემიურ საბჭოს შემდგომ სხდომებზე განიხილოს საკითხი: „აგრარულ სფეროში ინოვაციური ტექნოლოგიების შემფასებელი ექსპერტთა საბჭოს აკადემიასთან  შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ“.

 **************

2.მოისმინეს:  აგრარულ სფეროში წლის საუკეთესო  მეცნიერის  გამოსავლენად 
               ჩატარებული   კონკურსის შედეგების  შესახებ.

                მომხსენებლი: აკადემიიის წ/კ ელგუჯა შაფაქიძე.     

        დაადგინეს: 1. სსმმ აკადემიის წ/კ ე. შაფაქიძის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნეს ცნობად;

                 2. აგრარულ სფეროში 2013 წლის საუკეთესო მეცნიერებს: აკადემიის წ\კ ოთარ  ლიპარტელიანს, აკადემიკოს გოგოთურ აგლაძეს, აკადემიკოს შოთა ჭალაგანიძეს და აკადემიკოს ომარ ქეშელაშვილს გადაეცეს დიპლომი და ფულადი პრემია თითოეულს 300 ლარის ოდენობით;

   3. მიღებული იქნას ცნობად, რომ აგრარულ სფეროში 2013 წლის საუკეთესო მეცნიერის წოდების მინიჭების შესახებ სსმმ აკადემიის აკადემიური საბჭოს დადგენილება  განთავსებულია აკადემიის ვებ_გვერძე და განცხადება გამოქვეყნებულია გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკაში” (#240, ხუთშაბათი, დეკემბერი, 2013 წელი).

 

 **************

3.      მოისმინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის  მეცნიერებათა აკადემიის
საკოორდინაციო-დარგობრივი_სამეცნიერო განყოფილებების  

                შემადგენლობების დამტკიცების შესახებ.

          მომხსენებელი:  აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოს-მდივანი,   აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე

 

 დაადგინეს: 1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის  საკოორდინაციო-დარგობრივ სამეცნიერო განყოფილებებს ამიერიდან ეწოდოს  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებები;

             2. ზემოაღნიშნული ცვლილებები შეტანილი იქნას აკადემიის წესდებაში;

           3. აკადემიის მეცხოველეობის, (ვეტერინარია, ზოოტექნია, საკვებწარმოების) საკოორდინაციო-დარგობრივ სამეცნიერო განყოფილებას ამიერიდან ეწოდოს მეცხოველეობის, ვეტერინარიის, საკვებწარმოებისა და მეცხოველეობის პროდუქტების გადამუშავების სამეცნიერო განყოფილება;

            4. შეჩერდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 27 ნოემბრის სხდომის გადაწყვეტილება აკადემიაში „სოფლის მეურნეობის პროდუქტების შენახვისა და გადამუშავების“ სამეცნიერო განყოფილების შექმნისა და მისი შემადგენლობის შესახებ, საკითხი მოიხსნას მიმდინარე აკადემიური საბჭოს დღის წესრიგიდან მისი დამატებითი შესწავლის მიზნით და განსახილველად გადატანილი  იქნას აკადემიის აკადემიური საბჭოს 2014 წლის განსახილველ საკითხთა ნუსხაში;

            5. კონტროლი აღნიშნული დადგენილების შესრულებაზე დაევალოს აკადემიის ვიცე-პრეზიდენც – აკადემიკოს-მდივანს, აკადემიკოს გივი ჯაფარიძეს.

 

მენიუ

  • აპარატი
  • სტრუქტურა
  • პრეზიდიუმი
    • დადგენილებები
      • დადგენილებები 2021 წელი
      • დადგენილებები 2020 წელი
      • დადგენილებები 2019 წელი
      • დადგენილებები 2018წელი
      • დადგენილებები 2017 წელი
      • დადგენილებები 2016 წელი
      • დადგენილებები 2015 წელი
      • დადგენილებები 2014 წელი
      • დადგენილებები 2013 წელი
    • დებულებები
  • დეპარტამენტები
  • მეცნიერებათა განყოფილებები
    • აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილება
    • მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება
    • აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება
    • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება
    • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება
    • ეკონომიკის მეცნიერებათა განყოფილება
  • სასწავლო ცენტრი
  • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
  • გამომცემლობა "აგრო"
  • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
  • აკადემიის შემადგენლობა

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ. (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა: info.gaas.georgia@gmail.com

©2016- 2026 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. ვებდამუშავება და დიზაინი GT-Studio
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • მიზნები და ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
    • საიტის რუკა
  • შემადგენლობა
    • აპარატი
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • მეცნიერებათა განყოფილებები
      • აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება
      • აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება
      • ეკონომიკის მეცნიერებათა განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინფორმაციები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
      • პროექტები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • რეკომენდაციები
      • რეკომენდაციების არქივი
        • რეკომენდაციები 2013
        • ადრინდელი რეკომენდაციები
        • აქტუალური რეკომენდაციები
    • მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • საინოვაციო ბანკი
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი
  • info.gaas.georgia@gmail.com