საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების სხდომა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების 2019 წლის

25 სექტემბრის სხდომის

დღის წესრიგი

თბილისი                                                           დასაწყისი 12 საათზე

1.      ინფორმაცია ბულგარეთში (ქ. ბურგასში) მიმდინარე წლის 26-29 ივნისს ჩატარებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიკოსი ჯემალ კაციტაძე.

2 სასოფლო-სამეურნეო ელექტრიფიცირებული მობილური აგრეგატების გამოყენების პერსპექტივების შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე.

3. აჭარაში თუთის აბრეშუმხვევიას მექანიზაციის ტექნიკური საშუალებების გამოყენებით გამოკვების, მისი შედეგების შეჯამებისა და განზოგადოების შესახებ აჭარის მასშტაბით.

მომხსენებელი: აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე.

 

4. მიმდინარე საკითხები.

მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების სხდომა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების
2019 წლის 20 სექტემბრის სხდომის

დღის წესრიგი

თბილისი                                                                         დასაწყისი 12 საათზე

1.         ადგილობრივი ფრინველის პროდუქტიულობის მაჩვენებლების შესახებ.

           მომხსენებელი: სოფლის მეურნეობის დოქტორი კობა ნაცვალაძე;

2.         ვეტერინარიაში მცენარეული წარმოშობის პრეპარატის “კაკა 86”-ის გამოყენების შესახებ.

        მომხსენებელი: ვეტერინარიის   დოქტორი სერგო ლომიძე;

3.   მიმდინარე საკითხები.

განცხადება

საქართველოს
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

5 სექტემბერი 16 საათიაკადემიის საკონფერენციო დარბაზი

სხდომის დღის წესრიგი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის
მიწათმოწყობის ეროვნული კოორდინატორის, პროფესორის ანზორ მესხიშვილის
ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, მიძღვნილი მისი დაბადებიდან 80 წლისთავისადმი.

მომხსენებლები: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე;

   აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა.

მისამართი: თბილისი ივ. ჯავახიშვილის . # 51

განცხადება

         მიმდინარე წლის 24 სექტემბერს საქართველოს   განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებულ

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის

ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება ატარებს სამეცნიერო კონფერენციას თემაზე:

სატყეო მეურნეობის მართვის ინტეგრირებული სისტემების
ჩამოყალიბების პრობლემები საქართველოში”.

           კონფერენციაზე წარმოდგენილი მასალები დაიბეჭდება შრომათა კრებულში. სამეცნიერო სტატიების მიღების საბოლოო ვადაა 10 აგვისტო.

         კონფერენციის პროგრამა იხილეთ ბმულზე

          

         ნაშრომის წარმოდგენის წესი:

            ნაშრომის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 4 გვერდს, ფორმატი A4 , ტექსტში შრიფტის ზომა 11, ინტერვალი 1,0.   ველები: ზედა 2,0 სმ, ქვედა 2,0 სმ, მარცხენა 3,0 სმ. მარჯვენა 2,0 სმ.

            შრიფტი: ქართული ტექსტისთვის - AcadNusx, ინგლისურისა - Times New Roman;

            ცხრილები, ნახაზები და . . უნდა შესრულდეს TIFF 300dpi; 600dpi ფორმატში; ფორმულებიMicrosoft equation 2.0.

ნაშრომის სტრუქტურა:

 

სტატიის დასახელება (შრიფტი 13)

ცარიელი სტროფი;

ავტორის(ების) გვარი, სახელი (შრიფტი 12)

ორგანიზაციის, ქალაქის დასახელება,

ელექტრონული ფოსტა;

ცარიელი სტროფი;

ანოტაცია (არ უნდა აღემატებოდეს 200 სიტყვას)

ცარიელი სტროფი;

საკვანძო სიტყვები (არაუმეტეს 5-ისა)

ცარიელი სტროფი;

ძირითადი ტექსტი;

ცარიელი სტროფი;

გამოყენებული ლიტერატურა

ანოტაცია ინგლისურ ენაზე (არ უნდა აღემატებოდეს 200 სიტყვას);

სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს ელ-ვერსიის სახით   ელექტრონული ფოსტის მისამართზე:

This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

სსმ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომა

საქართველოს
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის
პრეზიდიუმის 2019 წლის  26 ივლისის სხდომის

დღის წესრიგი

თბილისი                              დასაწყისი 12 საათზე

1. საქართველოში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების რაციონალურად გამოყენების პრობლემებისა და მათი გადაწყვეტის ძირითადი მიმართულებების შესახებ

       მომხსენებელი: აკადემიის პრეზიდიუმის მრჩეველი, აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა;

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 2020 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების შესახებ (წინადადებების განხილვა).

     მომხსენებელი:  აკადემიის მთავარი სპეციალისტი იზოლდა  კობახიძე.

3. ინფორმაცია აკადემიის სტიპენდიატების სამუშაო სამეცნიერო-კვლევითი თემატიკების შესახებ.

     მომხსენებლები: აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს- მდივნები;

4.      ინფორმაცია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის ბრძანების  „ეროვნული კვალიფიკაციის ჩარჩოსა და სწავლის სფეროების  კლასიფიკატორი"-ს  შესახებ.

     მომხსენებელი: აკადემიის აკადემიკოს-მდივანი,  აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე. 

5.        საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემიასთან არსებული

      ეთიკისა და მეცნიერთა უფლებების დაცვის საბჭოს დებულების  შესახებ.

     მომხსენებელი: აკადემიის პრეზიდიუმის მრჩეველი,    აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა.

 

ქვეკატეგორიები