საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

     საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემია თავისი წესდების მე-X თავის შესაბამისად აცხადებს კონკურსს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსად) ასარჩევად სამეცნიერო განყოფილებების შემდეგ ვაკანტურ ადგილებზე:

1.    აგრონომიულ სამეცნიერო განყოფილებაში - სპეციალობა 0101 "აგრონომია", სპეციალიზაცია: 010101 “აგროეკოლოგია”, 010103 "აგროტექნოლოგია" - 1 ადგილი;

2.    აგროსაინჟინრო სამეცნიერო განყოფილებაშისპეციალობა 0415 "აგროინჟინერია”, სპეციალიზაცია 041502 “სოფლის მეურნეობის მექანიზაცია” (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის) - 1 ადგილი;

3.    სოფლის მეურნეობის პროდუქტების შენახვის და გადამუშავების სამეცნიერო განყოფილებაშისპეციალობა 0104 “სასურსათო ტექნოლოგია”- 1 ადგილი.

   საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად  (აკადემიკოსად) შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე (აჭარის / შემთხვევაში იქ მცხოვრები), საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, აგრეთვე აგრარული მიმართულების მეცნიერების დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონემეცნიერები, რომელთა შრომებს აქვთ მაღალი თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა, აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ გამოყენებით და ფუნდამენტურ მეცნიერულ პრობლემათა დამუშავებაში, რომლებიც დაკავშირებულია ქვეყნის აგრარული სექტორის მეცნიერულ უზრუნველყოფასთან, იღწვიან მაღალკვალიფიციური სამეცნიერო კადრების მომზადებისათვის.

    საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსობის) კანდიდატის წამოყენების უფლება აქვთ: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემიის ნამდვილ წევრს (წევრებს), სამეცნიერო ტრადიციების მქონე ინსტიტუტებს, ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებს და სამეცნიერო საზოგადოებებს,

        საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემიის აკადემიკოსობის კანდიდატთა შესახებ აუცილებელია შემდეგი საბუთების წარმოდგენა (ორ ეგზემპლარად): აკადემიური საბჭოს, აკადემიის წევრის (წევრების), სამეცნიერო ტრადიციების მქონე ინსტიტუტების, ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლების და სამეცნიერო საზოგადოებების წარდგენა სათანადო დასაბუთებით; კანდიდატის ავტობიოგრაფია, სამეცნიერო ხარისხისა და წოდებების დამადასტურებელი დიპლომების ასლები, მონაცემები შრომითი და სამეცნიერო საქმიანობის შესახებ (CV,  ძირითადი სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი), სამეცნიერო მოღვაწეობის შეფასება და ფოტოსურათი (4x6).

     აღნიშნული განცხადება და კანდიდატების მონაცემები (CV) განთავსებული იქნება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემიის ვებ-გვერდზე www.gaas.dsl.ge.

   საბუთები რეგისტრაციისა და არჩევნებში მონაწილეობისთვის იგზავნება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემიაში. დოკუმენტაციის მიღება ხდება ზემოაღნიშნული განცხადების პრესაში ან აკადემიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან ორი კვირის განმავლობაშიშემდეგ მისამართზე: . თბილისი, 0102 . ჯავახიშვილის . #51, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემია (ტელეფონები: 2 94-13-20. 2 94-13-21. 2 96-03-00) საბუთების მიღება იწარმოებს ყოველი სამუშაო დღის 10 საათიდან 17 საათამდე.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია         

        

სსმმ აკადემიის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 3 ნოემბრის სხდომა

სოფლის  მეუნეობის   მეცნიერებათა  აკადემიის

აკადემიური საბჭოს 2017 წლის  3 ნოემბრის სხდომის

დღის     წესრიგი  

თბილისი,                                                    12 საათი

1.    საქართველოს სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებლად ნებადართული სასუქების რეგისტრაციის შესახებ.

მომხსენებელი: აგრონომიული სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს_მდივანი, აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი.

2.    ინფორმაცია საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციისმევენახეობა და მეღვინეობა ევროპის ქვეყნებში, ისტორიული ასპექტები და პერსპექტივებიშედეგების შესახებ.

3.    მიმდინარე საკითხები.

 

აგროსაინჟინრო სამეცნიერო განყოფილების 2017 წლის 19 ოქტომბრის სხდომა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აგროსაინჟინრო  სამეცნიერო განყოფილების 2017 წლის 19 ოქტომბრის  სხდომის

დღის  წესრიგი   

თბილისი,                                                                                   დასაწყისი   12 საათზე

            1      კალაპოტისა და ნაკადის ურთიერთქმედების თავისებურებების შესახებ,

მომხსენებელი: ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი დავით გუბელაძე.

            2       მიმდინარე საკითხები.

სურსათის უვნებლობის სამეცნიერო განყოფილების 2017 წლის 18 ოქტომბრის სხდომა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სურსათის უვნებლობის სამეცნიერო განყოფილება

2017 წლის  18 ოქტომბრის  სხდომის

დღის   წესრიგი          

თბილისი,                                                          დასაწყისი  16  საათზე

1.        რძესა და რძის პროდუქტებში მძიმე ლითონების შემცველობის შესახებ.

      მომხსენებელი: სოფლის მეურნეობის დოქტორი ერნა კალანდია.

2.        მიმდინარე საკითხები.

მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების სამეცნიერო განყოფილების 2017 წლის 18 ოქტომბრის სხდომა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების სამეცნიერო
განყოფილების 2017 წლის  18 ოქტომბრის სხდომის

დღის წესრიგი      

თბილისი,                                                              დასაწყისი   12 საათზე

1     ცხოველთა ჰემოფილიოზების შესახებ.

მომხსენებელი:   ვეტერინარიის  დოქტორი ირაკლი თათრიშვილი.

2       რთული ნაჯვარი და ადგილობრივი ჯიშის ღორების ჰელმინთოზურ დაავადებათა გავრცელების შესახებ საქართველოში,

მომხსენებელი:   ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი შადიმან ფოცხვერია.

3       მიმდინარე საკითხები.

  1. სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების 2017 წლის 16 ოქტომბრის სხდომა
  2. ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილების 2017 წლის 13 ოქტომბრის სხდომა
  3. პროდუქტების შენახვისა და გადამუშავების სამეცნიერო განყოფილების 2017 წლის 12 ოქტომბრის სხდომა
  4. აგრონომიული სამეცნიერო განყოფილების 2017 წლის 11 ოქტომბრის სხდომა
  5. აკადემიური საბჭოს 2017 წლის 29 სექტემბრის სხდომა
  6. მრგვალი მაგიდა საქართველოში სურსათის უვნებლობის სისტემების განვითარების შესახებ
  7. სსმმ აკადემიის სამეცნიერო საბჭოს 2017 წლის 27 სექტემბრის სხდომა
  8. ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილების 2017 წლის 26 სექტემბრის სხდომა
  9. აგრონომიული სამეცნიერო განყოფილების 2017 წლის 21 სექტემბრის სხდომა
  10. ტყის მუშაკთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი თემატური ღონისძიება

ქვეკატეგორიები