აგრარულ დარგში წლის საუკეთესო ფუნდამენტალური, გამოყენებითი და საგანმანათლებლო ხასიათის ნაშრომის გამოსავლენი კონკურსის ჩატარების დებულება, დამტკიცებული სსმმა აკადემიური საბჭოს მიერ 21.02.2017წ., ოქმი #2.
“დამტკიცებულია”
საქართველოს სოფლის მეურნეობის
მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური საბჭოს მიერ (ოქმი #2 , 21.02.2017 წელი)
აგრარულ დარგში წლის საუკეთესო ფუნდამენტური, გამოყენებითი და საგანმანათლებლო ხასიათის ნაშრომის გამოსავლენი კონკურსის ჩატარების
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
1. აგრარულ დარგში წლის საუკეთესო ფუნდამენტური, გამოყენებითი და საგანმანათლებლო ხასიათის ნაშრომისათვის პრემიას ანიჭებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია (შემდგომში აკადემია) საქართველოს აგრარულ დარგში მოღვაწე მეცნიერების, უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებისა და მათდამი დაქვემდებარებულ ან სხვა სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მიერ დამუშავებულ თეორიულ ან პრაქტიკული მნიშვნელობის საუკეთესო ნაშრომებს;
2. წლის საუკეთესო ნაშრომისათვის პრემია მიენიჭებათ აგრარული მეცნიერებების შემდეგ დარგებში: 0101-აგრონომია; 01012-ვეტერინარია; 0103- მეცხოველეობა; 01014 სასურსათო ტექნოლოგია; 0105-სატყეო საქმე; 0201305- აგრობიზნესის მენეჯმენტი; 0415-აგროინJინერია;
3. აკადემია, ყოველი საკონკურსო წლის ოქტომბრის ბოლო დეკადაში, პრესაში ან საკუთარ ვებ-ვერძე აქვეყნებს სათანადო განცხადებას კონკურსის გამოცხადების შესახებ, ხოლო მასალები პრემიის მოსაპოვებლად წარმოდგენილი უნდა იქნეს საკონკურსო წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;
4. პრემიის მისანიჭებლად ნაშრომების წარმოდგენის უფლება აქვთ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიებს, სამინისტროებს, უწყებებს, სამეცნიერო-საპროექტო კვლევით და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საწარმოებს;
5. პრემიის მოსაპოვებლად წარმოდგენილი უნდა იქნეს უკანასკნელ 3 (სამ) წელს გამოქვეყნებული ნაშრომები, ამასთან გამოყენებითი ხასიათის ნაშრომებში მითითებული სამუშაოები წარმოდგენამდე ერთი წლით ადრე აპრობირებული უნდა იყოს წარმოებაში;
6. პრემიის მისანიჭებლად წარმოდგენილი ნაშრომების ავტორთა ჯგუფი არ უნდა აღემატებოდეს სამ კაცს. პრემიაზე წარმოდგენილ ავტორთა ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს სხვა ქვეყნის მოქალაქეები, თუ მათ სამუშაო შეასრულეს ქართველ კოლეგებთან ერთად;
7. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წარმოდგენილ იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:
7.1. წარმომდგენი ორგანიზაციის ბლანკზე დაბეჭდილი წერილი - წარდგინება. წერილში აღინიშნება ნაშრომის დასახელება, ავტორთა გვარი და სახელი, სამუშაო ადგილი და თანამდებობა;
7.2. თუ ავტორი პენსიონერია, ან იგი პრემიაზე წარდგენილია გარდაცვალების შემდეგ, წერილში უნდა აღინიშნოს მისი უკანასკნელი სამუშაო ადგილი და თანამდებობა;
7.3. წერილი – წარდგინება უნდა მოიცავდეს:
- ნაშრომის მოკლე შინაარსს;
- ნაშრომის წარდგენის დასაბუთებას;
- ნაშრომის ზოგად შეფასებას;
7.4. პრაქტიკული ხასიათის ნაშრომისათვის წერილი – წარდგინება ასევე უნდა შეიცავდეს გამოყენების ადგილს, მასშტაბებს და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს;
7.5. წერილ – წარდგინებას ხელს აწერს ორგანიზაციის ხელმძღვანელი. თუ ხელმძღვანელი თვითონაა ავტორთა ჯგუფში, წერილს შეიძლება ხელი მოაწეროს მისმა მოადგილემ;
7.6. თუ ნაშრომს წარადგენს რამდენიმე ორგანიზაცია, წერილს ხელს აწერს ყველა ორგანიზაციის ხელმძღვანელი;
7.7. თუ ნაშრომს წარადგენს საინიციატივო ჯგუფი, წერილი იბეჭდება ჩვეულებრივ ფურცელზე და მას ხელს აწერს საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი;
7.8. ამონაწერი წარმომდგენი ორგანიზაციის შესაბამისი ორგანოს (კრება, კოლეგია, პრეზიდიუმი, საბჭო) სხდომის ოქმიდან, პრემიის მოსაპოვებლად წარდგენილი ნაშრომის დასახელების, ავტორთა გვარების და სახელების მითითებით;
ამონაწერი დამოწმებული უნდა იყოს ორგანიზაციის ბეჭდით; 7.9. ნაშრომის ანოტაცია არ უნდა აღემატებოდეს 5 (ხუთ) გვერდს. პრაქტიკული ხასიათის ნაშრომის ანოტაციაში საჭიროა აღინიშნოს სად, როდის, რა მასშტაბით არის რეალიზებული სამუშაოს შედეგები და როგორია მიღებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები;
ანოტაცია ხელმოწერილი უნდა იყოს ყველა ავტორის მიერ; 7.10. ნაშრომის რედაქტორის/რედაქტორების წერილობითი დასკვნა (თუ რედაქტორის/რედაქტორების დასკვნა დაბეჭდილია ნაშრომის შესავალ ნაწილში, მაშინ არ არის აუცილებელი მისი წარმოდგენა წერილობითი სახი) დამოწმებული იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ, საიდანაც არის ნაშრომი წარმოდგენილი;
7.11. ნაშრომის რეცენზენტის/რეცენზენტების დასკვნა, დამოწმებული იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ, საიდანაც არის ნაშრომი წარმოდგენილი;
7.12. ცნობა ავტორთა მონაცემების შესახებ (ჩV) , ცნობა სამუშაო ადგილიდან და დაკავებული თანამდებობა, ბინის მისამართი, ფოტოსურათი ზომით 3X4 სმ. 7.13. დოკუმენტები შედგენილი უნდა იყოს ორ ეგზემპლარად, თითოეული ეგზემპლარი წარმოდგენილი უნდა იყოს ცალკე საქაღალდით, რომელზეც აღნიშნული იქნება ავტორთა გვარები და ინიციალები, ნაშრომისა და წარმომდგენი ორგანიზაციის დასახელება;
7.14. ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ორ ეგზემპლარად შემდეგი სახით: - ფუნდამენტური ნაშრომი (მონოგრაფია, წიგნი, შრომათა კრებული); - გამოყენებითი ხასიათის ნაშრომი (სამუშაოთა აღწერა, თანდართული შეფასებებით, დასკვნებით, საავტორო მოწმობებისა და პატენტების ასლებით); - სახელმძღვანელო;
ნაშრომს შეიძლება დაერთოს ფოტოსურათების ალბომი, სქემები, რუკები და სხვა. სასურველია, რომ დამატებითი მასალის ფორმატი იყოს ისეთივე, როგორც ნაშრომის ფორმატია.
8. აკადემიის აკადემიური დეპარტამენტი, აგრარულ დარგში საუკეთესო ნაშრომისათვის პრემიის მოსაპოვებლად წარმოდგენილ საკონკურსო მასალებს განსახილველად გადასცემს დარგობრივ სამეცნიერო განყოფილებებს.
9. აკადემია პრესაში ან საკუთარ ვებ-გვერძე აქვეყნებს ცნობას აგრარულ დარგში საუკეთესო ფუნდამენტური, გამოყენებითი და საგანმანათლებლო ხასიათის ნაშრომისათვის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობისათვის დაშვებული ნაშრომებისა და მათი ავტორების შესახებ;
10. დარგობრივი სამეცნიერო განყოფილება ერთი თვის განმავლობაში შემოსულ საკონკურსო მასალებს გადასცემს სამეცნიერო ექსპერტებს (მიზანშეწონილია სამეცნიერო ექსპერტები იყვნენ ანონიმურები);
11. დარგობრივი სამეცნიერო განყოფილება მომდევნო ერთი თვის ვადაში თავის სხდომაზე ისმენს კონკურსანტების ინფორმაციებს და სამეცნიერო ექსპერტების შეფასებებს, რის საფუძველზეც ფარული კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას პრემიის მოსაპოვებლად შემოსულ ყველა ნაშრომზე ინდივიდუალურად;
დარგობრივი სამეცნიერო განყოფილება უფლებამოსილია ჩაატაროს ფარული კენჭისყრა და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება განყოფილების წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა; 12. აკადემიური დეპარტამენტი აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს დარგობრივ სამეცნიერო განყოფილებებში ჩატარებული ფარული კენჭისყრის მასალებს;
13. აკადემიური საბჭო კონკურსის გამოცხადებიდან სამი თვის განმავლობაში თავის სხდომაზე ღია კენჭისყრით ამტკიცებს სამეცნიერო განყოფილებების მიერ გამოვლენილ საუკეთესო ნაშრომებს ინდივიდუალურად;
14. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია დაამტკიცოს გადაწყვეტილება აგრარულ დარგში წლის საუკეთესო ფუნდამენტური, გამოყენებითი და საგანმანათლებლო ხასიათის ნაშრომისათვის პრემიის მინიჭების შესახებ, თუ სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა სიითი შემადგნელობის ორი მესამედი მაინც;
15. აკადემიური საბჭოს მომდევნო სხდომაზე საუკეთესო ნაშრომის ავტორს ან ავტორთა ჯგუფს გადაეცემათ დიპლომები და ფულადი პრემია; 16. აკადემია პრესაში ან საკუთარ ვებ-გვერძე აქვეყნებს ცნობას აგრარულ სფეროში წლის საუკეთესო ფუნდამენტური, გამოყენებითი და საგანმანათლებლო ხასიათის ნაშრომისათვის პრემიის მინიჭების შედეგების შესახებ;
17. აკადემიაში შემოსული კონკურსანტების ყველა მასალა, რომლებიც აგრარულ დარგში წლის საუკეთესო ნაშრომისათვის გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისათვის იყო წარმოდგენილი, გადაეცემა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის არქივს, ხოლო გამარჯვებული ნაშრომები-აკადემიის ბიბლიოთეკას.
შენიშვნა: კონკურსში გამარჯვებული ნაშრომის ავტორი/ავტორები 3 (სამი) წლის განმავლობაში ვერ მიიღებს/მიიღებენ მონაწილეობას აგრარულ დარგში საუკეთესო ნაშრომის პრემიის მოსაპოვებლად სსმმ აკადემიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში.
აგრარულ დარგში წლის საუკეთესო ფუნდამენტური, საგანმანათლებლო და გამოყენებითი ხასიათის ნაშრომისათვის პრემიის მინიჭების
დებულების დანართი
|
# ჩასატარებელი ღონისძიება |
შემსრულებელი კალენდარული |
ვადები |
შენიშვნა |
|
|
1. |
პრესაში ან ვებ-გვერდზე, აკადემიის განცხადება აგრარულ დარგში წლის საუკეთესო ნაშრომების კონკურსის ჩატარების შესახებ |
აკადემიური დეპარტამენტი |
საკონკურსო წლის 20-30 ოქტომბერი |
|
|
2. |
საკონკურსოდ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიღება |
აკადემიური დეპარტამენტი |
საკონკურსო წლის 31 დეკემბერის ჩათვლით |
|
|
3. |
საკონკურსოდ შემოსული მასალების მოწვეულ სამეცნიერო ექსპერტებზე გადაცემა (ანონიმური ექსპერტები) |
დაგობრივი სამეცნიერო განყოფილებები |
მომდევნო წლის 01-31 იანვარი |
|
|
4. |
დარგობრივ სამეცნიერო განყოფილებებში საკონკურსოდ შემოსული მასალების განხილვა (კონკურსანტების ინფორმაციების მოსმენა, სამეცნიერო ექსპერტების შეფასებების მოსმენა) და განყოფილებაში ფარული კენჭისყრის ჩატარება |
დარგობრივი სამეცნიერო განყოფილებები |
მომდევნო წლის 01-20 თებერვალი |
|
|
6. |
განყოფილებაში ჩატარებული ფარული კენჭისყრის შედეგების დამტკიცება |
აკადემიური საბჭო |
მომდევნო წლის 20-28 თებერვალი |
|
|
7. |
აგრარულ დარგში გამოვლენილი წლის საუკეთესო ნაშრომების დაჯილდოება |
აკადემიური საბჭო |
მომდევნო წლის მარტი |
