საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის განცხადება

         საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, თავისი წესდების X თავის შესაბამისად, აცხადებს კონკურსს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატების ასარჩევად შემდეგ სამეცნიერო განყოფილებებში:

სამეცნიერო განყოფილება

ვაკანსია

აგროინჟინერიის     სამეცნიერო განყოფილება

1

გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის       სამეცნიერო განყოფილება

1

             საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატად აირჩევა დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი, რომელიც საერთაშორისო დონეზე აღიარებული სამეცნიერო ნაშრომების ავტორია, არის საქართველოს მოქალაქე და მოღვაწეობს საქართველოში. სტიპენდიატობის კანდიდატთა ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 50 წელს.

             აკადემიის სტიპენდიატობის კანდიდატთა წამოყენე­ბის უფლება აქვთ აკადემიის წევრებს, სამეცნიერო დაწესებულებებს, საქართველოში ავტორიზებულ და აკრედიტირებულ უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებების აკადემიურ საბჭოებს და სამეცნიერო საზოგადოებებს, რაზედაც ისინი წერილობით, სათანადო მოტივირებით, წამოაყენებენ და აცნობებენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას აკადემიის სტიპენდიატობის კანდიდატურების შესახებ არა უგვიანეს ერთი თვისა არჩევნების თაობაზე განცხადების გამოქვეყნებიდან.

           (ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო კანდიდატურების წამოყენების ვადა გაგრძელებულია 2021 წლის 01 თებერვლამდე).

       საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატობის კანდიდატთა შესახებ აუცილებელია შემდეგი საბუთების წარმოდგენა (ორ ეგზემპლარად): აკადემიის სტიპენდიატად წარდგინება სათანადო დასაბუთებით, დამოწმებული წარმდგენის ხელმოწერითა და იმ დაწესებულების ბეჭდით, სადაც წარმდგენი მუშაობს, კანდიდატის ავტობიოგრაფია, ფოტო 4x6, უმაღლესი განათლების, დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის, დამადასტურებელი საბუთების ასლები, მონაცემები შრომითი და სამეცნიერო საქმიანობის შესახებ (CV), სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი (საერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ვარსკვლავით აღნიშვნით), დარგის სპეციალისტის მიერ კანდიდატის სამეცნიერო მოღვაწეობის შეფასება. კანდიდატის პირადობის მოწმობის ასლი, ცნობა სამუშაო ადგილიდან მისი საქართველოში მოღვაწეობის შესახებ.

       აღნიშნული განცხადება ქვეყნდება პრესაში. ასევე იგივე განცხადება და შემდგომში კანდიდატის(ების) მონაცემები (CV) განთავსებული იქნება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვებგვერდზე www. gaas.dsl.ge, რისთვისაც წარდგენილ დოკუმენტაციას თან უნდა ერთოდეს მისი ელექტრონული ვერსიაც. საბუთები რეგისტრაციისა და არჩევნებში მონაწილეობისათვის იგზავნება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით განცხადებები მიიღება 2021 წლის 1 თებერვლამდე შემდეგ მისამართზე: თბილისი, ივ. ჯავახიშვილის ქ. 51, მე-2 სართული, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია (აკადემიური დეპარტამენტი, ოთახი 17). საბუთები მიიღება ყოველ სამუშაო დღეს 10-დან 17 საათამდე.

    შენიშვნა: მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით საბუთების მიღებისათვის წინასწარ შესათანხმებლად მსურველებმა უნდა მიმართონ აკადემიის აკადემიურ დეპარტამენტს შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 2-94-13-21; 577 71 17 75 აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე.