საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

დედამიწის საერთაშორისო დღე

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში 2025 წლის 23 აპრილს 13 საათზე დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ტარდება მრგვალი მაგიდა თემაზე:

"საქართველოს დაცული ტერიტორიები და მათი როლი კლიმატის

ცვლილებასთან ბრძოლაში"

მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი

მრგვალი მაგიდის ორგანიზატორი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება (აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე)