საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

საქართველოს  სოფლის  მეურნეობის  მეცნიერებათა  აკადემიის
საკონფერენციო დარბაზში  2022 წლის 8 ივნისს 14 საათზე   გაიმართება

                   აგრარული  ინოვაციების    კომისიის   სხდომა  # 26.

დღისწესრიგი:

მოხსენება: ბოსტნეული კულტურების მნიშვნელობა ჰოლანდიური

                     ,,რაიკ ცვაანის“ (Rijk Zwaan)  ჭრილში;                  

მომხსენებელი:   ბიძინა იმნაძე - ჰოლანდიური სათესლე მასალების მწარმოებელი

                               კომპანია ,,რაიკ ცვაანის“ გაყიდვების რეგიონული წარმომადგენელი.

მისამართი: თბილისი ჯავახიშვილის ქუჩა #51, მე-II სართული, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია;  ვებ-გვერდი: www.gaas.dsl.ge

სხდომა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილების 2022 წლის 1 ივნისის სხდომის  

თბილისი                       დღის წესრიგი               დასაწყისი     12 საათი

1. აკადემიკოს თემურ რევიშვილის ანგარიში 2021 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

2. ინფორმაცია საქართველოს მეჩაიეობის, მეციტრუსეობის და სუბტროპიკული კულტურების სექტორის განვითარების 2021-2025 წ.წ. და 2027 წლამდე პერიოდისთვის მეცნიერული უზრუნველყოფის მიზნობრივი სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამის (კონცეფცია) შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიკოსი თემურ რევიშვილი.

3. მიმდინარე საკითხები.

სხდომები

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

          პრეზიდიუმის 2022 წლის 31 მაისის სხდომის

                        

       თბილისი                  დღის წესრიგი             დასაწყისი 12 საათზე

1. ინფორმაცია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „სოფლის მეურნეობის მექანიზაცია და ტექნოლოგიები ევროპაში და პერსპექტივები“ შედეგების შესახებ. 

მომხსენებლები: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე; აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე; აკადემიის აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რევაზ მახარობლიძე.

2. აკადემიის მიერ საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებთან გაფორმებული მემორანდუმების შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე; ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამაზ ბაციკაძე.  

3. აკადემიის მუდმივმოქმედი გამოფენის განახლებისა და მისი სრულყოფის ღონისძიებების შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე; აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე;

 

4. აკადემიის სტიპენდიატის ტექნიკის დოქტორის გიორგი ქუთელიას მიერ 2021 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

5. ინფორმაცია ქუთაისის აკ. წერეთლის უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის მიერ 2021 წელს ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შედეგებისა და 2022 წლის ამოცანების შესახებ. 

მომხსენებლები: ქუთაისის    აკ.   წერეთლის უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი როლანდ კოპალიანი; აგრარული ფაკულტეტის დეკანი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი ქეთევან კინწურაშვილი.  

6. მიმდინარე საკითხები.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების

2022 წლის 25 მაისის სხდომის 

 

თბილისი               დღის წესრიგი               დასაწყისი 12 საათზე

1. აკადემიკოს იუზა ვასაძის ანგარიში 2021 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობისა და  სამომავლო გეგმების შესახებ.

2. ინფორმაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის 2021 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობისა და 2022 წლის ამოცანების შესახებ.

მომხსენებელი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი, დოქტორი გიგა ქვარცხავა.

3. მიმდინარე საკითხები.

 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა

და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების 2022 წლის 23 მაისის სხდომის

   თბილისი                  დღის წესრიგი             დასაწყისი 12 საათზე

 1. ტყის ეროვნული აღრიცხვის წინასწარი შედეგებისა და ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის შესახებ;

მომხსენებელი:  ლაშა ძაძამია-გერმანული კომპანიის მრჩეველი სატყეო პოლიტიკის საკითხებში;

თანამომხსენებლები:  პაატა ტორჩინავ - სატყეო პოლიტიკის სამმართველოს მეტყევე ექსპერტი;

შალვა ნოზაძე - სატყეო პოლიტიკის სამმართველოს მეტყევე სპეციალისტი;

ბექა კობერიძე - გერმანული კომპანიის მრჩეველი ტყის კონტროლისა და ზედამხედველობის საკითხებში.

2. მიმდინარე საკითხები

          

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების

2022 წლის 20 მაისის სხდომის

დღის წესრიგი

თბილისი                                                                                                   დასაწყისი 12 საათზე

 

1. მეფუტკრეობაში თანამედროვე ტენდენციების, როგორც ქართული მთის სოფლის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორის შესახებ;

 მომხსენებელი: სოფლის მეურნეობის დოქტორი მაია ფეიქრიშვილი;

2. მიმდინარე საკითხები.

  

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

             საკონფერენციო დარბაზში 2022 წლის 20 მაისს 13 საათზე, ფუტკრების  

               საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ტარდება სემინარი თემაზე

„თანამედროვე მეფუტკრეობის ტენდენციები საქართველოში“

სემინარის ორგანიზატორი: აკადემიის მეცხოველეობისა და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება

(აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ჯ. გუგუშვილი);

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის    

აგროინჟინერიის მეცნიერებათა  განყოფილების  2022 წლის    16 მაისის სხდომის 

 

თბილისი             დღის წესრიგი     დასაწყისი 12 საათზე

1. დაუმუშავებელი სასოფლო სამეურნეო მიწების რეაბილიტაციის სამანქანო ტექნოლოგიის და მანქანათა კომპლექსის დამუშავების შესახებ.

მომხსენებელი: ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ზაზა მახარობლიძე;

2. ინფორმაცია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციისათვის „სოფლის მეურნეობის მექანიზაცია და ტექნოლოგიები ევროპაში და პერსპექტივები“ მზადების შესახებ.

მომხსენებელი: სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე.

3. მიმდინარე საკითხები.

განცხადება

ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის   (UEAA)

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

            2022 წლის 27 – 28 მაისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდება ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის   (UEAA) საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „სოფლის მეურნეობის მექანიზაცია და ტექნოლოგიები ევროპაში და პერსპექტივები“.

            საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის   (UEAA) წევრია 2015 წლიდან. აღნიშნული აკადემიების კავშირის პრეზიდენტად 2020 წლის 06 ოქტომბრიდან არჩეულია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე.

(ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის   (UEAA) საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის პროგრამა იხილეთ ბმულზე)

კონფერენცია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში

2022 წლის 27 აპრილს 14 საათზე, ვეტერინარი ექიმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

ჩატარდება სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: 

„ზოოვეტერინარული მეცნიერების თანამედროვე გამოწვევები“.

       კონფერენციის ორგანიზატორი:    აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის  მეცნიერებათა განყოფილება (აკადემიკოს-მდივანი, აკად. ჯ. გუგუშვილი) 

     მისამართი: თბილისი ივ. ჯავახიშვილის ქუჩა № 51, II სართული, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია.

       E-mail:  This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it."  This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. ვებ გვერდი-www.gaas.dsl.ge.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ სსმმ აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილებაში კონფერენციაში მონაწილეობის თანხმობა და მოხსენების თეზისები (ელექტრონული ვერსია) ა.წ. 22 აპრილამდე, ხოლო სტატიები (ელექტრონული ვერსია) -  არაუგვიანეს 2022 წლის  10 მაისამდე  (ელექტრონული მისამართი: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.).

კონფერენციის შრომათა კრებულის ელვერსია და სერტიფიკატი/სერტიფიკატები დაეგზავნება სტატიის ავტორს/ავტორებს მაისის თვის ბოლომდე.

(კონფერენციაზე სტატიის წარმოდგენის წესი იხილეთ ბმულზე).

ქვეკატეგორიები