საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

განცხადება

UEAA

 

Prezident UEAAსაქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 2020 წლის 19 მარტს კორონავირუსის ინფექციის შედეგად იტალიაში გარდაიცვალა ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის პრეზიდენტი, იტალიის გეორგოფილის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, მოდენას და რეჯიო ემილიას უნივერსიტეტის პროფესორი ანტონიო მიშელე სტანსა.

პროფ. ანტონიო მიშელე სტანცა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დიდი მეგობარი იყო. იგი აქტიურად მონაწილეობდა 2019 წლის ოქტომბერში აკადემიაში ჩატარებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მუშაობაში თემაზე: „ხორბალი ევროპის ქვეყნებში და საქართველო, როგორც ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთი კერა“. მისი უშუალო ინიაციტივით 2020 წლის სექტემბერში დაგეგმილი იყო საქართველოში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში, ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის გენერალური ასამბლეის სხდომისა და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „სოფლის მეურნეობის მექანიზაცია ევროპაში და პერსპექტივები“ ჩატარება.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი სამძიმარს უცხადებს განსვენებულის - პროფ. ანტონი მიშელე სტანცას ოჯახსა და

ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის მთელ შემადგენლობას.

პრეზიდიუმის 2020 წლის 28 თებერვლის სხდომა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

პრეზიდიუმის  2020 წლის   28 თებერვლის   სხდომის

დღის  წესრიგი

თბილისი                                                       დასაწყისი 12  საათზე

 

1. აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის ანგარიში 2019 წელს გაწეული მუშაობისა და 2020 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე აკადემიკოსი ნაპოლეონ ქარქაშაძე.

 აკადემიკოსი

2. ინფორმაცია ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის ასამბლეისა და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „სოფლის მეურნეობის მექანიზაცია და ტექნოლოგიები ევროპის ქვეყნებში და პერსპექტივები“  მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი გურამ ალექსიძე; ვიცე-პრეზიდენტი   აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, აკადემიკოს-მდივანი; აკადემიური დეპარტამენტის უფროსი აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე.

3. მიმდინარე საკითხები.

 

სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების 2020 წლის 27 თებერვლის სხდომა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სატყეო საქმის  სამეცნიერო განყოფილების 2020 წლის

27 თებერვლის სხდომის

დღის წესრიგი

თბილისი                                           დასაწყისი 12 საათზე

 

1. აკადემიკოს  გივი ჯაფარიძის ანგარიში 2019 წელს ჩატარებული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ.

2. აკადემიკოს  გიორგი გაგოშიძის ანგარიში 2019 წელს ჩატარებული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ.

3. მიმდინარე საკითხები.

 

აგრარული ინოვაციების კომისიის 2020 წლის 26 თებერვლის სხდომა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემი

აგრარული ინოვაციების კომისიის  2020 წლის 26 თებერვლის სხდომის

დღის წესრიგი

თბილისი                                                     დასაწყისი 16 საათზე

1.     ელექტრომაგნიტური ვიბრაციული ტექნიკა სოფლის მეურნეობისათვის.

მომხსენებელი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი გელა ჯავახიშვილი.

 

2.    მიმდინარე საკითხები.

  1. აგრონომიის სამეცნიერო განყოფილების 2020 წლის 26 თებერვლის სხდომა
  2. მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების 2020 წლის 19 თებერვლის სხდომა
  3. სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილების 2020 წლის 18 თებერვლის სხდომა
  4. აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების 2020 წლის 17 თებერვლის სხდომა
  5. სამეცნიერო საბჭოს 2020 წლის 14 თებერვლის სხდომა
  6. ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილების 2020 წლის 12 თებერვლის სხდომა
  7. სსმ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის გაფართოებული სხდომა
  8. აგრარული ინოვაციების კომისიის 2020 წლის 29 იანვრის სხდომა
  9. სსმმა პრეზიდიუმის 2020 წლის 29 იანვრის სხდომა
  10. ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილების 2020 წლის 28 იანვრის სხდომა

ქვეკატეგორიები