საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აკადემიის მონაწილეობა სამეცნიერო ფორუმში

          2019 წლის 29 მარტს ქ. თბილსში (სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით  და შ. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის  მასპინძლობითა და ორგანიზატორობით გაიმართა სამეცნიერო  ფორუმი „მეცნიერების განვითარების პერსპექტივები საქართველოში“.

        Forumi 2019  2018 წლის სექტემბერში, იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა  განათლების რეფორმის პრეზენტაცია წარადგინა. აღნიშნული რეფორმა გულისხმობს კომპლექსურ მიდგომას განათლების ყველა მიმართულებისათვის. მდგრადი განვითარების მთავარ პრიორიტეტად მეცნიერება დასახელდა. განათლების რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა მეცნიერთა და ზოგადად სამეცნიერო მიმართულებების განვითარება და ხელშეწყობა, რაც გულისხმობს, ერთი მხრივ სტრატეგიული სამეცნიერო პროექტების განსაზღვრასა და მხარდაჭერას, მეორე  მხრივ ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა  ხელშეწყობასა და მათი ჩართულობის სტიმულირებას საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში.

     შ. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ორგანიზებული ფორუმის მიზანი იყო საქართველოში მეცნიერების არსებული მდგომარეობის, გამოწვევების, სამომავლო პერსპექტივების მიმოხილვა და სამეცნიერო სფეროში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტების განსაზღვრა.

      ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის  წარმომადგენლებმა - პრეზიდენტმა, აკად. გურამ ალექსიძემ, აკადემიკოს-მდივანმა, აკად. ე. შაფაქიძემ, აკადემიის პრეზიდიუმის მრჩეველმა, აკად. ნ. ჭითანავამ, აკად. რ. ასათიანმა და აკად. ნ. ბაღათურიამ.

  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის და ქვეყნის სახელმწიფო სასაწავლო უნივერსიტეტების რექტორების დაG Aleqsidze Forumi 1 სხვა  გამომსვლელებთან ერთად  მეცნიერების განვითარების პერსპექტივებზე ვრცლად ისაუბრა აკად. გ. ალექსიძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა აგრარული მეცნიერების განვითარების პერსპექტივებს ქვეყნის სასურსთო პროდუქტებით მომარაგების საქმეში, ისაუბრა იმ სიძნელეებზე, რაც გამოწვეულია სრულიად უსაფუძვლოდ გაუქმებული აგრარული პროფილის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების უფუნქციოდ და კვალიფიციური კადრების გარეშე დატოვების გამო; მან სურვილი გამოთქვა, რომ სამთავრობო ახალი ინიციატივის წარმატების განხორციელებისათვის მიზანშეწონილია აგრარული პროფილის დარგობრივი სამეცნიერო ცენტრების ჩამოყალიბება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ბაზაზე,, ხაზი გაუსვა იმ მიმართულებას, რომ საჭიროა აღდგეს მეცნიერთა დისერტაციების დაცვის ორსაფეხურიანი სისტემა და აგრარული პროფილის დისერტაციების დაცვა განხორციელდეს  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში სამომავლოდ ჩამოყალიბებულ  სადისერტაციო საბჭოში.

სამეცნიერო ფორუმის პლენარული სხდომის შემდეგ გაიმართა პლანერული სხდომა 6 სამეცნიერო მიმართულებაში. აკადემიის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს მეოთხე პანელის - აგრარული მეცნიერებანი, მუშაობაში, სადაც მიღებული იქნა შესაბამისი რეკომენდაციები.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com