საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ვეტერინარი ექიმის საერთაშორისო დღე

      მიმდინარე წლის 1 მაისს, საქარველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების ინიციატივით ჩატარდა კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ვეტერინარი ექიმის საერთაშორისო დღეს. სხდომაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: ამერიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის “ინვესტირება და ხარისხი სოფლის მეურნეობაში” გენერალური დირექტორი ლაშა ავალიანი, გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის პროექტის ხელმძღვანელი მიხეილ სოხაძე, ვეტერინართა ასოციაციის პრეზიდენტი ლალი ვაშაკიძე, პირველი ქალი პროფესორი ვეტერინარიაში ზაირა ქაფიაშვილი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ზოონოზური დაავადებების განყოფილების უფროსი ნიკოლოზ ცერცვაძე, ზოოტექნკურ-ვეტერინარული ინსტიტუტის ყოფილი რექტორი ჯემალ ნაჭყებია, აგრარული უნივერსიტეტის დეკანი თეო ურუშაძე, აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები და სხვ.      

     Veterinaris dge 1კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა აკადემიკოსმა ჯემალ გუგუშვილმა, რომელმაც მსმენელებს მოუთხრო ზოგადად  ვეტერინარიის და ვეტერინარი ექიმის მნიშვნელობაზე, მათ როლზე მეცოველეობის მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების თალსაზრისით.

ქართული ვეტერინარიის და ვეტერინარი ექიმების შესახებ ფართო მოხსენებით გამოვიდა აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი. მან დეტალურად გააშუქა ქვეყანაში ვეტერინარული მდგომარეობა. ისაუბრა პრობლემებზე, მათი დაძლევის გზებზე. სიტყვით გამოვიდნენ ასევე ლაშა ავალიანი, მიხეილ სოხაძე, ლალი ვაშაკიძე, ზაირა ქაფიაშვილი, ნიკოლოზ ცერცვაძე, ჯემალ ნაჭყებია,  ლევან თორთლაძე, დავით გოდერძიშვილი, ლევან მაკარაძე, ბესარიონ ლასარეიშვილი  გამომსვლელებმა ვეტერინარ ექიმებს მიულოცეს ვეტერინარი ექიმის საერთაშორისო დღე, აღნიშნეს რომ ქართველისათვის უცხო არ არის ცხოველებისადმი კეთილდამოკიდებულება. ჯერ კიდევ კარაბადინში იყო აღწერილი სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით ცხოველთა მკურნალობის შესახებ. გარდა ამისა გამოთქვეს გულისტკივლი იმის გამო, რომ ამჟამად ქვეყანაში ვეტერინარ ექიმთა სწავლების დონე არ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს. მიუხედავად ამისა მათ გამოთქვეს იმედი რომ უახლოეს მომავალში მდგომარეობა კარდინალურად შეიცვლება და ქართველი ვეტერინარი ექიმები ტოლს არ დაუდებენ უცხოელ კოლეგებს.Veterinaris dge 2

            კონფერენციის მსვლელობისას სიტყვით გამოვიდნენ სტუდენტები - _  მომავალი ვეტერინარები, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ეს სპეციალობა მათ ძალიან მოსწონთ, უყვართ და შეეცდებიან მაქსიმალურად კარგად დაეუფლონ ვეტერინარი ექიმის პროფესიას.

            კონფერენციის ბოლოს მოხსენება თემაზე: “საქართველოში სასოფლო - სამეურნეო ცხოველების ჯილეხით დაავადების დინამიკა” გააკეთა ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა სპეციალისტმა ნათია ქარცხიამ. მან მსმენელებს გააცნო   საქართველოში 2012-2018 წლებში ჯილეხის დაავადების ეპიზოოტიური სიტუაციის მდგომარეობა. კვლევის მონაცემებმა ცხადყო, რომ საქართველოში ბოლო 7 წლის განმავლობაში ჯილეხით დაავადებულთა რაოდენობა, როგორც ცხოველებში, ასევე ადამიანებში საგრძნობლად შემცირდა, რაც ვეტერინარი ექიმების  ეფექტურ მუშაობაზე მიუთითებს.

            კონფერენციის მუშაობა შეაჯამა მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ჯემალ გუგუშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის და  გამოთქვა იმედი, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ მოწყობილ მსგავსი ტიპის კონფერენციებში ისინი მომავალშიც აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას.

Veterinaris dge 3

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com