საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

კონკურსების შედეგები

საქართველოს
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში
გამოცხადებული კონკურსების შედეგები

          2019 წლის 03 ივნისს გაიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება შემდეგი დღის წესრიგით:

1_  ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა   აკადემიის მიერ აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) და აკადემიის სტიპენდიატების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შესახებ.

მომხსენებელი:  საქართველოს  სოფლის  მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე.

2_      საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის  ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) და აკადემიის სტიპენდიატების ასარჩევად გამოცხადებული კონკურსის მაღალორგანიზებულად მომზადებისა და ჩატარების მიზნით აკადემიის პრეზიდენტის ბრძანებით შექმნილი საექსპერტო-საკონკურსო კომისიის დასკვნის შესახებ.

მომხსენებელი: საექსპერტო-საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე,  აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა.

3_  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) და აკადემიის სტიპენდიატების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად არჩევნების ჩატარება (ფარული კენჭისყრა).

Archevnebi 2019 A

Archevnebi 2019 B

თანახმად საქათველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წესდების (თავი  X, მუხლი 45,46,48,51 და 53) და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის მიერ დამტკიცებული აკადემიის სტიპენდიატების არჩევნების ჩატარების დროებითი დებულებისა (ოქმი #1, 25 იანვარი 2019 წელი), აკადემიის  საერთო კრებაზე ჩატარებულმა ფარულმა კენჭისყრამ (ოქმი #2, 03 ივნისი, 2019 წელი) გამოავლინა  აკადემიის ნამდვილი წევრი (აკადემიკოსი) და აკადემიის სტიპენდიატები სამეცნიერო განყოფილების მიხედვით:

 

Archevnebi 2019 Gagoshidze     

       სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილებაში -სპეციალობა 0105 “მეტყევეობა”,
  სპეციალიზაცია 010501 “სატყეო მეურნეობა”
(აკადემიის ნამდვილი წევრი -  აკადემიკოსი)  

      გიორგი გაგოშიძე - სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური  უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

 

1.    აგრონომიის სამეცნიერო განყოფილებაში (აკადემიის სტიპენდიატი) 

  Archevnebi 2019 Qvarcxava 

  1.1.     ქვაცხავა გიგა - ქიმიის აკადემიური დოქტორი, საქართველოს ტექნიკური  

        უნივერსიტეტის პროფესორი, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების
 ინჟინერენგის ფაკულტეტის დეკანი
;

 

 2.    მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილებაში  (აკადემიის სტიპენდიატი)

  Archevnebi 2019 Giorgadze                       

       2.1.    გიორგაძე ანატოლი - სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი,
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო
განყოფილებების კოორდინატორი
,  ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი;

        

 

3.    აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილებაში (აკადემიის სტიპენდიატი)

Archevnebi 2019 Qutelia

     

     3.1.    ქუთელია გიორგი - ინჟინერიის აკადემიური დოქტორი, საქართველოს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სამეცნიერო
კვლევითი ცენტრი
ს აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;

 

  

4.    სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილებაში (აკადემიის სტიპენდიატი)

Archevnebi 2019 Qavtaradze

4.1.              ქავთარაძე გიორგი  - სატყეო საქმის აკადემიური დოქტორი, საქართველოს
აგრარული უნივერსიტეტი
ს ასოცირებული პროფესორი და  ვ. გულისაშვილის
სატყეო ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი
;

 

 

  

5.    ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილებაში (აკადემიის სტიპენდიატი)

Archevnebi 2019 Jabnidze N

 

       5.1.    ჯაბნიძე ნატო - ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის
სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი;

 

 

6.    სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილებაში
(აკადემიის სტიპენდიატი)

Archevnebi 2019 Kacitadze E

6.1.    სასურსათო ტექნოლოგიის მიმართულებით

 კაციტაძე ეკატერინე - ტექნიკის აკადემიური დოქტორი, საქართველოს
    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სამეცნიერო კვლევითი ცენტრი
 
მთავარი სპეციალისტი; საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კვების პროდუქტების
ტექნოლოგიის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი
; თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის
ასოცირებული პროფესორი. 

 

Archevnebi 2019 Dugashvili   

    6.2.    სურსათის უვნებლობის მიმართულებით

 დუღაშვილი დარეჯანი - ქიმიის აკადემიური დოქტორი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
სსიპ-სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კონსულტანტი.

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ულოცავს
ახლად არჩეულ მეცნიერებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცხადებულ აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) და აკადემიის სტიპენდიატების კონკურსში გამარჯვებას, უსურვებს მრავალ წარმატებებს ჩვენი ქვეყნის აგრარული მეცნიერების აღმავლობისა და განვითარების  საქმეში.


 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com