საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

საქართველო-კორეის ერთობლივი ექსპედიცია

 

          მიმდინარე წლის 10-28 ივნისს სექტემბერსს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა Korea 2019 10და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრს სამუშაო ვიზიტით ეწვია სამხრეთ კორეის დელეგაცია, დოქტორი დო იუნ ჰუნი, მუნ სუპ იუნი და კიმ სონ ჰუნი. ვიზიტი განხორციელდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და სამხრეთ კორეის სოფლის მეურნეობის განვითარების ადმინისტრირების აგრობიომრავალფეროვნების ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია მცენარეთა გენეტიკური რესურსების გაცვლის, მართვისა და კვლევის ორმხრივი თანამშრომლობის განხორციელება. საქართველოს მხრიდან ექსპედიციაში მონაწილეობდნენ აღნიშნული პროექტის ხელმძღვანელი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზედენტი გურამ აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, აკადემიის ბოსტნეული კულტურების ეროვნული კოორდინატორი, დოქტორი ნატო კაკაბაძე.

        Korea 2019 11 ექსპედიციის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ჩატარდა   ბოსტნეულბაღჩეულის, მარცვლეულის და სხვ. ადგილობრივი ჯიშების და ჯიშპოპულაციების  სათესლე მასალის მოძიება-შეგროვება. სულ ექსპედიციის შედეგად შეგროვებული იქნა 500 ნიმუში (თბილისის შემოგარენი, ქობულეთი, ბათუმი, რუსთავი, ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მესტია, წალენჯიხა, სენაკი, წყალტუბოამბროლაური, ტყიბული, ხაშური, ბოლნისი, მარნეული). აღნიშნული მასალა გაიგზავნა სამხრეთ კორეის აგრობიომრავალფეროვნების ცენტრში.

 

     მომავალში გათვალისწინებულია ქართველი სპეციალისტების მივლინება კორეაში ერთობლივი პროექტის ფარგლებში შეგროვებული მცენარეთა გენეტიკური მასალის ადგილობრივ პირობებში გამრავლების შესწავლის მიზნით.

Korea 2019 12Korea 2019 13

 

 

 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com