საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

თანამშრომლობის მემორანდუმი

 

თანამშრომლობის მემორანდუმი
უკრაინის ეროვნული აგრარული მეცნიერებათა აკადემიის
ცხოველთა ბიოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან

 

Lvovi 1

 

   მიმდინარე წლის 25 ივლისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, დოქტორი ანატოლი გიორგაძე საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა ქ. ლვოვის ცხოველთა ბიოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, სადაც ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს.

   უკრაინის ეროვნული აგრარულ მეცნიერებათა აკადემიის ცხოველთა ბიოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტი უკრაინის წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციაა, რომელიც შეისწავლის ცხოველთა ბიოქიმიის, ფიზიოლოგიის, კვებისა და ბიოტექნოლოგიის საკითხებს.

     ინსტიტუტის ძირითადი სამეცნიერო საქმიანობის მიმართულებებია: სასოფლო-სამეურნეო ცხოველების, ფრინველებისა და თევზების ფიზიოლოგიისა და ბიოქიმიის პრობლემების ფუნდამენტალური კვლევა; ცხოველთა აღწარმოების თვისებების ასამაღლებლად ბიოტექნოლოგიური მეთოდების შემუშავება; ცხოველთა იმუნური პოტენციალის ფორმირების მოლეკულური მექანიზმის კვლევა და მათი ამაღლების მეთოდების შემუშავება; პრიონული ინფექციების ეტიოლოგიური ფაქტორებისა და მორფოგენეტიკური ფაქტორების კვლევა და მათი პროფილაქტიკისა და დიაგნოსტიკის ახალი მეთოდების შემუშავება; ეკოლოგიური ფაქტორების გავლენის კვლევა ცხოველთა ორგანიზმის ფიზიოლოგიურ-ბიოქიმიურ სტატუსზე და მეცხოველეობის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მიღების მეთოდების შემუშავება; გენეტიკურ-ბიოქიმიური ტესტების შემუშავება სელექციური პროცესის ინტენსიფიკაციისათვის მეცხოველეობაში.

     ინსტიტუტის სტრუქტურულ შემადგენლობაში შედის 10 ლაბორატორია და 1 საცდელი მეურნეობა. ინსტიტუტში სამეცნიერო კვლევებს ახორციელებს 71 მეცნიერ თანამშრომელი, მათ შორის: 15 მეცნიერებათა დოქტორი, 50 მეცნიერებათა კანდიდატი, 7 პროფესორი და 26 უფროსი მეცნიერ მეცნიერ თანამშრომელი.

       ინსტიტუტის ასპირანტურაში და დოქტორანტურაში მზადდება სამეცნიერო კადრები: ბიოქიმიაში; ადამიანის და ცხოველის ფიზიოლოგიაში.

       აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, დოქტორი ანატოლი გიორგაძე ინტიტუტის დირექტორის მოადგილე პროფესორ ნიკოლოზ შარანთან ერთად შეხვდა ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლებს, დაათვალიერა ინსტიტუტის ლაბორატორიები. დაისახა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და ცხოველთა ბიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებები. ყურადღება გამახვილდა ცხოველთა და ფრინველთა ადგილობრივი ჯიშების ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების ღონისძიებებზე და გენეტიკური რესურსების დაცვისა და შენახვის საკითხებზე.

Lvovi 2

Lvovi 3

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com