საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის მექანიზაციის საკითხებზე

2019 წლის 26 - 29 ივნისს  ბულგარეთის საკურორტო ქალაქ ბურგასში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონგრესი თემაზე „მანქანები სოფლის მეურნეობაში“, რომლის მუშაობაში მონაწილეობდა ევრო კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის 50-ზე მეტი მეცნიერი ბულგარეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, იტალიიდან, ხორვატიიდან, ლიტვიდან, ლატვიიდან, მოლდოვადან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიდან, ყაზახეთიდან და საქართველოდან. საქართველოდან კონგრესში ნაწილეობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის  აკადემიკოსი ჯემალ კაციტაძე და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო ცენტრის მთავარი სპეციალისტი, ამავე  აკადემიის სტიპენდიატი გიორგი ქუთელია.  ბატონო ჯემალი იყო კონგრესის  საერთაშორისო საორგანიზაციო კომიტეტის წევრი. კონგრესი გახსნა საორგანიზაციო კომიტეტის თავჯდომარემ პროფესორმა მიხო მიხოვმა და მისალმებისათვის პირველი სიტყვა  მისცა ჯემალ კაციტაძეს , რომელიც გულთბილად მიესალმა საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესის მონაწილეებს  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სახელით, წარმატება უსურვა მუშაობაში. აკად. ჯ. კაციტაძემ კონგრესის ორგანიზატორებს გადასცა სუვენირი საქართველოდან.  

            აკად. ჯ. კაციტაძე კონგრესის პლენალურ სხდომაზე წარსდგა  სამეცნიერო მოხსენებით „Machine Reliability Research of low mechanization in the mountain conditions of Adjara with the aim of its increasing“, რომელშიაც წარმოდგენილია მანქანების საიმედოობის გაანგარიშების თეორიული საფუძვლები და მიღებული ექსპერიმენტული შედეგები აჭარის რეგიონის მაგალითზე მცირე მექანიზაციის ტექნიკისათვის. იყო შეკითხვები და დისკუსია, მოხსენება მაღალ დონეზე იქნა შეფასებული.  აკად. ჯ. კაციტაძე იყო სექციის  „მანქანების ტექნიკური სერვისი“ ერთერთი თანათავმჯდომარე.

საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ კონგრესზე სულ წარმოდგენილ იქნა 56 მოხსენება და ბოლოს საერთაშორისო საორგანიზაციო კომიტეტმა გამოყო საუკეთესო მოხსენება. აკად.  ჯემალ კაციტაძის ნაშრომი მოხვდა საუკეთესოთა შორის, ავტორს გადაეცა სპეციალური დიპლომი. ნაშრომი კონგრესის შრომების გარდა, დაიბეჭდა ქალაქ სოფიაში გამომავალ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში „Mechanization in Agriculture“ , რომლის სარედაქციო კომიტეტის შემადგენლობაში, მსოფლიოს 50 მეცნიერთან ერთად შეყვანილია ბატონი ჯემალი.

სამეცნიერო კონგრესმა მიიღო სპეციალური რეკომენდაციები კვლევითი შედეგების ეფექტიანად გამოყენებისა და სოფლის მეურნეობის მექანიზაციის პრობლემების გადაჭრისათვის

 აკადემიკოსმა ჯემალ კაციტაძემ ინტერვიუ მისცა ბულგარეთის ტელეკომენტატორს, რომელიც დაიბეჭდა სამეცნიერო-პოპულარულ ჟურნალში  „მიწათმოქმედების მექანიზაცია“ (ბულგარეთი).

Kacitadze Bulgaretshi

აკად. ჯ. კაციტაძე საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ კონგრესზე

(ბულგარეთი, 26 ივნისი, 2019 წელი)

 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com