საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ინფორმაცია საქართველოში სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ელჩთან კიმ სე ვუნგთან შეხვედრის შესახებ

Korea 11 Oct

     მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს საქართველოში სამხრეთ კორეის ელჩის კიმ სე ვუნგის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტთან აკადემიკოს გურამ ალექსიძესთან და პრეზიდენტის მოადგილე, დოქტორ ანატოლი გიორგაძესთან. კორეის ელჩი დაინტერესდა სამეცნიერო თანამშრომლობით, რომელიც რამდენიმე წელია წარმატებით მიმდინარეობს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და სამხრეთ კორეის ეროვნული გენეტიკური რესურსების ცენტრთან და სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით ინტიტუტებთან.

     აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ ბატონ კიმ სე ვუნგთან წამოსწია ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს და განავითარებს ორ ქვეყანას შორის დაწყებულ სამეცნიერო კავშირებს. მათ შორის მან ისაუბრა სამხრეთ კორეის მიერ სოფლის მეურნეობაში შემუშავებული უახლესი ტექნოლოგიების საქართველოში გავრცელების პერსპექტივებისა და მნიშვნელობის შესახებ. ელჩმა აკადემიკოს გურამ ალექსიძისგან მიიღო მიწვევა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საქმიანობის უფრო ახლოს გაცნობის მიზნით, რაზედაც ბატონმა კიმ სე ვუნგმა თანხმობა განაცხადა. დაგეგმილია მისი სტუმრობა აკადემიაში უახლოეს პერიოდში.

          (ინფორმაცია ვიზიტისა და გაფორმებული მემორანდუმის შესახებ იხილეთ ბმულზე.)

 

 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com